კლდიაშვილის საქმე პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

მთავარი თემა

კლდიაშვილის საქმე პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

2015 იან 23 18:15:19

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის საქმე პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც კლდიაშვილი ამბობს, ის იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.

"პროკურატურამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. აქ იყო რამდენიმე საკითხი, უპირველესად ის, რომ სასამართლომ კანონიერად არ სცნო მტკიცებულებები. საუბარია შსს-ს კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკითხვის ოქმზე, რომლის პატაკის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. აქ იყო შეცდომა დაშვებული, მაგრამ შეცდომის გარდა, ჩვენ გვქონდა ორი განსხვავებული დოკუმენტი.

ანუ ჩვენ ჩაგვბარდა დოკუმენტი, რომელიც იყო განსხვავებული თარიღით და შიგნით როგორც შრიფტი, ასევე სიტყვებიც იყო შეცვლილი, ხოლო ბრალდებას ჰქონდა მეორე დოკუმენტი. აქ რაზეა საუბარი გამოძიება დაადგენს, რადგან ორი განსხვავებული დოკუმენტის წარმოდგენა სასამართლოში თავისთავად ბევრ ეჭვს ბადებს.

ამის საფუძველზე, სხვა მტკიცებულბები - ჩხრეკის ოქმი, იარაღის ამოღების ოქმი, სასამართლომ უკანონოდ სცნო და შესაბამისად, მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყვიტა საქმე.

ანუ სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჩემს საქმეში არ არსებობდა.
თუმცა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება  ბრალდების მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა. ჩემმა ადვოკატებმა, რომლებიც საიას- წარმომადგენლები არიან, შესაგებლით რა თქმა უნდა უპასუხეს.
დღეს ან ხვალ ცნობილი გახდება დაუშვებს თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლო ამ საქმეს განსახილველად.

ვიმედოვნებ, რომ სააპელაციო პირველი ინსტაციის გადაწყვეტილებას  ძალაში დატოვებს. ესაა პროკურატურის ბოლო მცდელობა“, _ აღნიშნა კლდიაშვილმა "გურია ნიუსთან“ საუბრისას.




 ახალი ამბები
  • "ილოცეთ მისთვის" _მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდსტურდა კორონავირუსი. როგორც მეუფე ამბობს, მამა სპირიდონი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მისივე თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.  მეუფე გვთხოვს, ლოცვებში მოვიხსენიოთ სნეულებაში მყოფი სასულიერო პირები _ მამა ანდრია და მამა ... ...
  • არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ.”_ წერს ... ...
  • მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება მეუფემ თავად გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვისას მეუფე საბა ამბობს, ეს მას არ აძლევს უფლებას მოდუნდეს და არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერაა ... ...
  • სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდასამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს", _ ,,გურია ნიუსთან" ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი. მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ ... ...
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...