ექსკლუზივი _ ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნა ლანჩხუთში

მთავარი თემა

ექსკლუზივი _ ვინ რა თანამდებობაზე დაინიშნა ლანჩხუთში

2015 თებ 2 13:50:05

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ბოლო სხდომა, სადაც თანამდებობაზე დასანიშნი კადრები შეარჩიეს 30 იანვარს გაიმართა.

კომისიის წევრებს გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თანამდებობაზე გაუჭირდათ.

"თუ უჭერთ, აწიეთ. ამისთვის ვართ აქ შეკრებილები. მე არ ვაპირებ, რომ ვინმე პარტიულობით შევარჩიოთ. ჩვენ პროფესიონალები გვჭირდება“, _ აღნიშნა   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.

კომისიის სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომა დატოვა. 

მისი თქმით, სხდომაში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან მაინც იმ ადამიანებს ნიშნავენ, რომლებიც "ნაციონალების“ დროს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დასდევდა, ფოტოებს უღებდა და "ნაციონალების“ გასამარჯვებლად ყველაფერს აკეთებდა.

ბიწაძე, რომელმაც ერთიდაიმავე თანამდებობაზე რამდენიმე შემთხვევაში 2-2 კანდიდატს მისცა ხმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სპეციალისტის თანამდებობაზე ტარიელ ხუხუნაიშვილის არ არჩევამ გაანაწყენა:

_ კარგი კადრი არ გინდათ და მაინდამაინც ისეთს აძლევთ ხმას, რომლებიც „ნაციონალებს“ ემსახურებოდნენ. მართალია, მე ერთიდაიმავე ადგილზე, რამდენჯერმე ორ-ორ კანდიდატს მივეცი ხმა, მაგრამ ამით კანონი არ დამირღვევია და რატომ უნდა გავანაწყენო ვინმე? _ აღნიშნა ბიწაძემ.

ბიწაძის პროტესტზე კომენტარი გააკეთა ზაზა ურუშაძემ.

"ეს კომისია მე არ შემიქმნია. იმიტომაა კომისია, რომ ხმის მიცემით ავირჩიოთ კადრები. თუ ვინმე არ მოგწონთ, ნუ აწევთ ხელს. ყველაფერი მარტივია“, _  აღნიშნა ურუშაძემ და დასძინა, რომ კადრები არა პარტიულობით, არამედ ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით უნდა შეირჩეს.

სხდომა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. რამდენიმე თანამდებობა ვაკანტური დარჩა. მათ შორის გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში და ქალაქში. ვერცერთი კადრი ვერ შეარჩიეს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტად. ამ განყოფილების უფროსად, ხმათა უმრავლესობით მაკა სულაბერიძე დაინიშნა. ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნინო მშვიდობაძე გახდა.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს სრული სია ასე გამოიყურება:

ადმინისტრაციული სამსახურის  მთავარი  სპეციალისტი _ სალომე ზენაიშვილი, ამავე სამსახურის  მთავარი სპეციალისტი  მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დარგში  _ ნონა ორაგველიძე-მიქელაძე;   გამგებლის მრჩეველი  _ დავით წულაძე და  თამარ ფირცხალაიშვილი;  ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მიღებისა და  საქმისწარმოების განყოფილების უფროსი  _ ბუხუტი ბარამიძე , ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ ია ცინცაძე; აღნიშნული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი_  მირანდა ბახია; ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილების უფროსი _ ელიკო იმნაძე;  ამავე  მთავარი სპეციალისტი _  ნათია იმნაძე; წამყვანი სპეციალისტი _  ირინა დოროხოვა; ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი  სპეციალისტი _ ლილი ებრალიძე; ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის  განვითარების სამსახურის ქონების მართვის  განყოფილების უფროსი _  ომარ ჯანაძე; ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ ზურაბ ცინცაძე; აღნიშნული სამსახურის  სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების უფროსი _ მამუკა ვადაჭკორია;  ვაკანტური დარჩა ამ სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა.  სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი _ ლავრენტი ჩხარტიშვილი გახდა; ამავე სამსახურში,  ქონების მართვის განყოფილების წამყვან სპეციალისტად  გულვერ ჯორბენაძე დაინიშნა.

შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი  _  მანანა ზენაიშვილი; ამ სამსახურში ვაკანტურია სამსახურის ინსპექტირების  განყოფილების უფროსის კანდიდატურა;  განყოფილების მთავარ სპეციალისტად  ნინო ზენაიშვილი აირჩიეს;  შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების  განყოფილების წამყვანი სპეციალისტად _ დავით ცინცაძე.

საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების  სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი _  ნინო კიკვაძე; სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ ვერა კუკულაძე და კახაბერ ჩხარტიშვილი გახდნენ. ამავე სამსახურში  ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების  განყოფილების უფროსის თანამდებობა ლელა ჯვართავას ერგო; განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეა ფირცხალაიშვილი გახდა,   სპეციალისტი კი გიორგი _ ქურიძე;

საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების  სამსახურის მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის განყოფილების უფროსი _ თამაზ იმედაიშვილი ; აღნიშნულ განყოფილებაში ვაკანტური დარჩა  მთავარი სპეციალისტის თანამდებობა. 
შესყიდვების განყოფილების უფროსი მაია აფხაზავა გახდა; მთავარი სპეციალისტი _ მაია ჩხაიძე;  წამყვან   სპეციალისტებად კი ოთარ ზენაიშვილი და ლევან ფრანგულაიშვილი დაინიშნენ.

ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსი ნუგზარ ბოლქვაძე გახდა;   მთავარი სპეციალისტები _  ზურაბ ბზეკალავა და ალეკო კირვალიძე; აღნიშნულ სამსახურში  ვაკანტური დარჩა  წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა.

ვაკანტური დარჩა ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების უფროსის თანამდებობა.  ამ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი მიხეილ ორაგველიძე გახდა; ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი _ ია ცინცაძე; ზედამხედველობის სამსახურის  მთავარი სპეციალისტები _ მიხეილ სადრუჟიანცი და ხვიჩა ნიკოლაიშვილი, ხოლო ერთი ადგილი ვაკანტურია.  ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი _  თამარ გოგუაძე;

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წვევამდელთა პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და  გაწვევის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი _ თენგიზ მშვიდობაძე და ირმა ჭკუასელი გახდნენ.

იურიდიული სამსახურის მთავარი  სპეციალისტის თანამდებობა გულინა კუნჭულიამ და  მაია ჩხაიძემ დაიკავეს.

სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი _  სოფიო ჩხაიძე;  მთავარი სპეციალისტი _ დავით სულაქველიძე და ილია ნიკოლაიშვილი;  წამყვანი სპეციალისტი _ თორნიკე ნაკაიძე; აღნიშნულ განყოფილებაში ვაკანტური დარჩა ერთი წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა.

სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი _ ქეთევან ებრალიძე; მთავარი სპეციალისტის ადგილი ვაკანტურია,  წამყვანი სპეციალისტი კი ნათია ორაგველიძე გახლავთ.

ვაკანტური დარჩა  სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფროსის თანამდებობა. ამ განყოფილებაში  მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ირმა ხურციძემ დაიკავა.

რაც შეეხება გამგებლის წარმომადგენლებს _  ღრმაღელეში,  გვიმბალაურში, აკეთში, ქალაქ ლანჩხუთში,  შუხუთში და ნიგოითში გამგებლის წარმომადგენლად კომისიამ ვერავინ შეარჩია.

მამათში ეს თანამდებობა გელა პატეიშვილმა დაიკავა;  აცანში _ უჩა ჩხაიძემ; მაჩხვარეთში _ გურამ იმნაიშვილმა; ჩიბათში _ კობა კუნჭულიამ; ლესაში _ იოსებ გოგიჩაიშვილმა; ჯურუყვეთში _ ვასილ ბურძგლამ; ნიგვზიანში _  ირაკლი გუჯაბიძემ; სუფსაში _ ლევან შარიქაძემ; ჩოჩხათში _ რევაზ ფაცურია; ნინოშვილში კი  შოთა ტუღუშმა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომას მხოლოდ "გურია ნიუსი: ესწრებოდა.

ზაზა ურუშაძის თქმით, მოხარული იქნება, თუკი შემდგომში კომისიაზე დასწრების სურვილს სხვა მედიასაშუალებებიც გამოთქვამენ:

_ ეს კონკურსი გამჭირვალე იყო. დასამალი არაფერი გვქონდა და ვფიქრობ, რომ კარგად ჩავატარეთ. რამდენიმე ადგილი ვაკანტური დარჩა. ამავე დროს, რამდენიმე შტატი დაგვემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელახალი კონკურსი გველის წინ. ამიტომ მინდა, რომ კონკურსის მიმდინარეობას მედია, არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწრონ და ამავე დროს, „გურია ნიუსს“ მადლობა გადავუხადო ამ ინტერესისთვის, _ აღნიშნა ურუშაძემ, რომლის განმარტებით ხელახალი კონკურსი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დღეს გამოცხადდება.

p.s. აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომას კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია. სხდომის მიმდინარეობისას, კედელზე განთავსებულ ეკრანზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში სექსუალური სცენები გადიოდა.

_ გამორთეთ, ვინმეს არ ეგონოს, რომ ოთახშია ასეთი ამბავი, _ იუმორით ეცადა უხერხული მომენტის განმუხტვას ზაზა ურუშაძე.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...