რა უფრო აზარალებს მედიას

მთავარი თემა

რა უფრო აზარალებს მედიას

2015 თებ 6 23:13:53

რა უფრო დააზარალებს მედიას - ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რომელიც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და შესაძლოა, ამას რომელიმე მაუწყებლის დახურვაც მოჰყვეს, თუ მაუწყებლის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო?

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, პარლამენტს რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება შესთავაზა, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო და რომლის თანახმადაც, სატელევიზიო ეთერში სარეკლამო ჭრების დროითი მოცულობა, შესაძლოა, შეიზღუდოს და კანონის საფუძველზე შემცირდეს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2015 წელს სარეკლამო ჭრა იქნება არაუმეტესს 15 წუთი ერთი საათის განმავლობაში, რაც ერთ საათში ერთჯერადად არ განთავსდება და სამ-ოთხჯერ "გაიჭრება".

2016 წლიდან 12-წუთიანი სარეკლამო ბლოკი იქნება, ხოლო 2017 წლიდან დამატებითი რეგულაციებია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებას ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, ნაკისრ ვალდებულებებში ერთ-ერთი სწორედ სატელეკომუნიკაციო და მედიასფეროში არსებულ დირექტივებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციას გულისხმობს.

მოცემული კანონპროექტის განხილვას საკომიტეტო სხდომებზე არაეთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა პოზიციას, ოპოზიციასა და მედიის წარმომადგენლებს შორის.

პრობლემები რომლებიც ყველაზე აქტუალურად განიხილებოდა იყო შემდეგი - როდის შევიდოდა კანონი ძალაში, გამოიწვევდა თუ არა ის რეკლამების შემცირებას და შესაბამისად, მედიასაშუალებების ფინანსურ კრიზისს.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი  ნათია კუპრაშვილი ამბობს, მსგავსი კანონები ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში მოქმედებს, შესაბამისად პრობლემის სიმწვავე  არა კანონის შემოღება,  არამედ დროის ფაქტორი იყო.

"საკომიტეტო მოსმენაზე, მუხლობრივ განხილვას ესწრებოდნენ ის მაუწყებლები, რომლებიც  კანონის ასე მცირე დროში ცვლილებას აპროტესტებენ.  განხილვის დროს მათ დაესვათ კითხვა - ჰქონდათ თუ არა რაიმე სახის პრეტენზია კანონის ძალაში შესვლის მუხლთან დაკავშირებით. არანაირი პრეტენზია არ თქმულა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიმსჯელეთ როდის სჯობდა კანონის ამოქმედება",  _ განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, 2011 წლამდე, საქართველოს ბაზისთვის ცნობილი იყო მსგავსი სახის რეგულაცია. კერძოდ, მედიასაშუალებებს ჰქონდათ 15%-იანი სარეკლამო შეზღუდვა.

2011 წელს, 15%იანი შეზღუდვა გაიზარდა 20%-მდე და საათობრივი შეზღუდვა გაუქმდა, რამაც როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს, საქართველოში სარეკლამო ბაზის მედიასაშუალებებში გადანაწილება თავკომბალას დაამსგავსა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეზღუდვის გაუქმებით, მაუწყებელს შეეძლო თავისი ნებით გადაენაწილებინა რეკლამა დღის განმავლობაში. სწორედ ამან გამოიწვია პრაიმტაიმის დროს ზოგიერთ მედიასაშუალებაში  რეკლამების სიჭარბე.

"პრაიმტაიმის დროს რეკლამების სიჭარბე იმ სტანდარტებს არღვევდა, რომლებიც  განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს. ეს სტანდარტები არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მაყურებელი  რეკლამებიდან დაასვენონ, არამედ სხვა რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. მათ შორის რეკლამის ეფექტურობის მიღწევისთვის.

რაც უფრო მოკლე მონაკვეთში ზის ესა თუ ის რეკლამა, ის აუდიტორიაზე უფრო ეფექტურ გავლენას ახდენს.

ასევე, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმითაც, რომ სარეკლამო ბაზარი სწორად გადანაწილდეს. საბოლოო ჯამში კი  ეს სიტუაცია გამოწვეული იყო ქვეყანაში ევროკავშირის დირექტივასთან შეუსაბამო რეგულაციების არ არსებობის გამო", _ განაცხადა კუპრაშვილმა.

"მაუწყებლის შესახებ" კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ სარეკლამო ჭრების დარეგულირებას, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპონსორობის დარეგულირებასაც. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე აკრძალულია კომერციული სახის რეკლამები, ის სპონსორებმა ჩაანაცვლეს.

"თუ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერს გადახედავთ, აღმოაჩენთ  ძალიან ბევრი რეკლამას და ვერ განასხვავებთ იმ ე.წ. სპონსორობას რეკლამისაგან, რადგან მაყურებელი იქ პროდუქციისა და ფასდაკლების  შესახებაც იღებ ინფორმაციას, მისამართებიც და ტელეფონის ნომრებიც არის მითითებული ამ ე.წ. სასპონსორო პაკეტების განმთავსებლის. სწორედ ამიტომ, შეზღუდვებთან დაკავშირებით აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო დაზუსტება", _  განაცხადა რეგიონული მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მედიასაშუალებების წარმომადგენელთა შეშფოთებაზე, რომ აღნიშნულმა კანონმა, შესაძლოა, მათი ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს, კუპრაშვილი ამბობს, რომ ეს ფუჭი ვარაუდია. თუმცა, ამასთან დაკავშირებული ზუსტი კვლევებიც არ არსებობს.

"ზუსტი კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახება კანონის ცვლილება მედიასაშუალებების ფინანსურ მდგომარეობაზე არ არსებობს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოახდინა კანონის ინიცირება. ჩვენ მივუთითებდით, რომ მსგავსი კვლევა წარედგინა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მანამ სანამ მოახდენდა კანონის ინიცირებას ან კანონპროექტის დამტკიცების პროცესში. სამწუხაროდ მე ასეთ კვლევას არ ვიცნობ და მესმის მხოლოდ ვარაუდები, რომ მსხვივილ კომპანიებს, რომლებშიც ჭარბი იყო რეკლამები პრაიმტაიმის დროს,  შემოსავლები შეუმცირდებათ.

ვფიქრობ ეს ფუჭი ვარაუდებია და არანაირი ფინანსური კრიზისი მათ არ ემუქრებათ. ეკონომიკურმა ვარდნამ შეიძლება იქონიოს გავლენა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ არა ამ კანონმა", _ აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

რეგიონული მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვარაუდობს, რომ 2015 წელს  მოსალოდნელი ცვლილება, კერძოდ  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, უფრო დიდ ფინანსურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები გამოიწვევს.

"ძალიან ბევრ ხარჯებს ითხოვს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და შესაძლოა 2015 წელს რომელიმე მაუწყებელი აღარც გვყავდეს. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ გამოწვევამ იმოქმედოს მაუწყებლების არსებობა-არ არსებობაზე და მერე დაბრალდეს სწორედ ამ კანონპროექტს", _  განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...