"ახალი მოსული ვარ", "სულ ცოტაც და ყველაფერი დალაგდება"

მთავარი თემა

"ახალი მოსული ვარ", "სულ ცოტაც და ყველაფერი დალაგდება"

2015 თებ 9 21:04:32

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 6 თვე გავიდა.

"ახალი მოსული ვარ"; "ძველი ბიუჯეტით მოგვიხდა მუშაობა"; "სულ ცოტაც და ყველაფერი დალაგდება" _ ასეთი იყო გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების კომენტარები გასულ წელს.

თანამდებობის პირები არსებული პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად საკადრო პოლიტიკასაც ასახელებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ყველაფერს დაალაგებდა. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კონკურსები უკვე დასრულდა, დანიშნული ჩინოვნიკების ვინაობაც ცნობილია.

ყველაზე ბოლოს საკუთარი გადაწყვეტილება ლანჩხუთის გამგეობის საკონკურსო კომისიამ გაახმოვანა _ კომისიის წევრებს გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე თანამდებობაზე გაუჭირდათ.

კომისიის სხდომას, რომელსაც მედიასაშუალებებიდან მხოლოდ "გურია ნიუსი" ესწრებოდა, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია _ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომა დატოვა. 

მისი თქმით, სხდომაში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან მაინც იმ ადამიანებს ნიშნავენ, რომლებიც "ნაციონალების" დროს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დასდევდა, ფოტოებს უღებდა და "ნაციონალების" გასამარჯვებლად ყველაფერს აკეთებდა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომას კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია _ სხდომის მიმდინარეობისას, კედელზე განთავსებულ ტელევიზორის ეკრანზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში ეროტიული სცენები გადიოდა.

გასული წლის ბოლოს ყველაზე დიდი ხმაური სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნამ გამოიწვია _ ოზურგეთსა და ჩოხატაურში ჩატარებული აუდიტის შედეგად ბევრი დარღვევა გამოვლინდა.

ოზურგეთში ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და დებატებიც მოაწყვეს.

ჩოხატაურის საკრებულოს, მიუხედავად ოპოზიციური პარტიის მოთხოვნისა, ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია.

როდის აპირებს საკრებულო დოკუმენტის განხილვას, ისევ ავსებენ თუ არა დოკუმენტაციას ფანქრით, რატომ ვერ მოახერხეს წლევანდელი ბიუჯეტით უპოვართა დაპურება _  ამ და სხვა თემებზე  ისაუბრა G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, რომელსაც დებატებში არავინ დაუჯდა.

მამალაძის თქმით, აუდიტის დასკვნას, რომლის საკრებულოში განხილვა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა მამუკა ბარამიძემ მოითხოვა, უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

_ კომისიები ამ საკითხზე მუშაობენ და უახლოს სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებლად გაიმართება, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც კითხვაზე _ დადგება თუ არა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დოკუმენტაციას ფანქრით ავსებდნენ და რომლებიც დღეს ისევ მუშაობენ, გვიპასუხა, რომ "ამაზე განხილვის შემდეგ გაკეთდება კომენტარი".

ზაალ მამალაძემ, ჩვენ გადაცემაში ვრცლად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან უპოვართა დაპურების საკითხს შეეხებოდა და დასძინა, რომ დაწყებული კამპანია _ "გავხადოთ ქველმოქმედება ჩვენს ყოველდღიურობად!" აქტიურ ფაზაში შევიდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა:

_ არც ერთი მოხელე არ არის ბიუჯეტით ბოლომდე კმაყოფილი და ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ბიუჯეტი გვაქვს, თუმცა, წელს ბევრი კარგი პროექტი გაკეთდება, _ აღნიშნა მამალაძემ.

მისივე თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა წელს აუცილებლად დაიწყება:

_ ამ საკითხზე საუბარი გვქონდა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა ჩოხატაურს. მაისიდან მშენებლობა დაიწყება, თანხა უკვე გამოყოფილია და ამ ეტაპზე პროექტში კორექტივების შეტანა მიმდინარეობს, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ზაალ მამალაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობის შეჩერებული მშენებლობის განახლებაზეც:

_ რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, მშენებლობა შეჩერდა იმის გამო, რომ ძალიან ძვირი ჯდებოდა, _ დასძინა მამალაძემ.

გადაცემა "კვირის თემა", რომელიც ახალი სეზონიდან, ახალი დროით, ყოველ პარასკევს გადის ეთერში, შეგიძლიათ ნახოთ აქ.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...