მასწავლებლის მომზადება - რა ცვლილებები შედის საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში

მთავარი თემა

მასწავლებლის მომზადება - რა ცვლილებები შედის საუნივერსიტეტო განათლების პროგრამებში

2015 თებ 24 18:00:53

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, მასწავლებლის მომზადებისა და საქმიანობის დაწყების წესსაც განსაზღვრავს.

სქემის მესამე თავში საუბარია მასწავლებლის განათლებასა  და მასწავლებლობის უფლების მოპოვებაზე, რომელსაც "გურია ნიუსი" დეტალურად  გთავაზობთ.

"მასწავლებლის მომზადების ახალი აკადემიური პროგრამების მიზანია, მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო ახალგაზრდების მოზიდვა და სისტემაში არსებული კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით რეგიონებში.

მასწავლებლის  საუნივერსიტეტო მომზადება 2016-2017 სასწავლო წლიდან განხორციელდება ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტსა.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამების სწავლის შედეგები შესაბამისობაში მოვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ, სულ მცირე უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან. 

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამა (არანაკლებ 300 კრედიტი), სადაც:

დაწყებითი საფეხურის საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდული - მინიმუმ 180 კრედიტი; თავისუფალი კომპონენტების მოდული - მაქსიმუმ 60  კრედიტი;  სასკოლო პრაქტიკის  - მინიმუმ 60 კრედიტი; სასკოლო პრაქტიკის მოდული უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი კომპონენტისაგან: საგაკვეთილო პრაქტიკა და პრაქტიკის კვლევა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება დაწყებითი განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება განხორციელდება ორი გზით: მიმდევრობითი პროგრამით, როდესაც აბიტურიენტი თავიდანვე არჩევანს აკეთებს მასწავლებლობის სასარგებლოდ; პარალელური პროგრამით, როდესაც სტუდენტი სწავლის პროცესში ირჩევს მასწავლებლის პროფესიას;

მიმდევრობითი პროგრამა - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური   პროგრამა (არანაკლებ 300 კრედიტი), სადაც:  საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდული   – 120 კრედიტი;  მასწავლებლის მომზადების მოდული  -  60 კრედიტი; თავისუფალი კომპონენტების მოდული - მაქსიმუმ 60  კრედიტი; სასკოლო პრაქტიკის მოდული - მინიმუმ 60 კრედიტი; სასკოლო პრაქტიკის მოდული უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი კომპონენტისაგან: საგაკვეთილო პრაქტიკა და პრაქტიკის კვლევა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების  მითითებით.

პარალელური პროგრამა - ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითადი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სადაც: ეროვნული სასწავლო გეგმის  შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითადი პროგრამის მოდული - 120 კრედიტი; მასწავლებლის მომზადების მოდული - 60 კრედიტი;  თავისუფალი კომპონენტების მოდული - მაქსიმუმ 60  კრედიტი; სასკოლო პრაქტიკის მოდული -  60 კრედიტი. სასკოლო პრაქტიკის მოდული უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი კომპონენტისაგან: საგაკვეთილო პრაქტიკა და პრაქტიკის კვლევა.

პროგრამის სრულად გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამის საფეხურზე საგნის/საგნობრივი ჯგუფის სწავლების უფლების მითითებით.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გაივლის პროგრამის ყველა მოდულს, გარდა სასკოლო პრაქტიკისა, მას მიენიჭება შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის კვალიფიკაცია და მიეცემა მასწავლებლის სერტიფიკატი.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი ადასტურებს საგნობრივ, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ კომპეტენციებს, რის შედეგადაც კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე   დაკვირვებას; თუ მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე  დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

მიმდევრობითი აკადემიური პროგრამების კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება იქნება 2020-2021 წელს. ამის გამო საჭიროა კვალიფიციური მასწავლებლების რიგების შევსება ალტერნატიული გზით - მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამოუკიდებლად ამოქმედება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაკუთრებულად იზრუნებს მის მიერ გამოვლენილი დეფიციტური მიმართულებების შევსებაზე.

ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომლებსაც მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან წარმატებით გაიარონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობად, გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, განისაზღვრება შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება; აპლიკანტთა დაფინანსება განხორციელდება  სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ქვოტების შესაბამისად;  მასწავლებლის მომზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ პირზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე   დაკვირვებას; თუ მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე  დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის მიხედვით აქვს მასწავლებლობის უფლება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დასაწყებად და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად: მასწავლებლობის მსურველი აბარებს საგნის გამოცდას; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით. უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში წარმატებით გაივლის გარე   დაკვირვებას; თუ მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე  დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები, რომელთაც არ აქვთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ან, სულ მცირე, 2011 წლიდან არ უმუშავიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში,  მოიპოვებენ მასწავლებლობის უფლებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა), ან სხვა ორგანიზაციის მასწავლებელთა გადამზადების აკრედიტებული  კურსის (პროფესიული უნარები და საგნის სწავლების მეთოდიკა)  წარმატებით გავლის შემდეგ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყებისას მას ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი; წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საკმარისია საგაკვეთილო გარე დაკვირვების წარმატებით დაძლევა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

პირს, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის დაწყებისას მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და ერთვება სქემაში.  თუ აღნიშნული მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში წარმატებით ვერ დაძლევს გარე  დაკვირვებას, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მას ერთი წლით უხანგრძლივდება გამოსაცდელი პერიოდი გარე დაკვირვების გასავლელად.

ამავე თემაზე: როგორ უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა კრედიტქულები სტატუსების მოსაპოვებლად

მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალი წესი

"გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, სკოლა მასწავლებელთან თანამშრომლობას გაწყვეტს"




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...