გონიოში 271 ოჯახი რამდენიმე საათში წართმეული მიწის დაბრუნებას ითხოვს

მთავარი თემა

გონიოში 271 ოჯახი რამდენიმე საათში წართმეული მიწის დაბრუნებას ითხოვს

2015 თებ 24 20:43:09

გონიოს მოსახლეობა იმ მიწების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მათ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ გადასცეს, შემდეგ კი კვლავ ჩამოართვეს.

სადაო მიწები გონიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი, ხელისუფლება ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს.

მიწების დაბრუნების  მოთხოვნით დღეს გონიოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ხაბაძე მოსახლეობას ალტერნატიულ ტერიტორიებს და იქ მიწის თანაბრად გადანაწილებას სთავაზობდა, რაც აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პრეისტორია

გონიოში მიწების ჩამორთმევა აჭარაში ერთ-ერთ პოლიტიკურ საკითხად ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში იქცა. ამ პერიოდში რეგიონში მიწის რეფორმა არ ჩატარდა და რეგიონის მოსახლეობამ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით ვერ ისარგებლა, რომ მიწა საკუთრებაში მიეღო.

"ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლება აჭარლებს დაჰპირდა, რომ მიწის რეფორმას დაასრულებდა. საქართველოს პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური კანონიც მიიღო, რომლის საფუძველზეც, 2006 წლის ბოლომდე აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურსა და ქობულეთის რაიონებში მიწის რეფორმა უნდა დასრულებულიყო. აჭარის მთავრობაში კი შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი, ლევან ვარშალომიძე თავმჯდომარეობდა. კომისიამ საკადასტრო რუკები შექმნა, დაადგინა ზღვრული ნორმები და განისაზღვრა სარეფორმო ფონდი, საჭირო იყო მხოლოდ ხელმოწერა, რომლითაც კონკრეტულ პირს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემოდა, ეს კი არ გაკეთდა, რისი ოფიციალური მიზეზიც დღემდე უცნობია. როგორც აჭარის მთავრობის აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და ამ კომისიის წევრი თამაზ ცინცაძე აცხადებდა: "ეს დაბრკოლდა ხელოვნურად, ანუ ვიღაც პოლიტიკურმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აჭარელ გლეხებს საკუთრებაში მიწა არ გადასცემოდათ“.

2007 წლის დასაწყისში ხელვაჩაურის რაიონის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ტურისტულ ზონებში შეესწავლა იმ პირების საკუთრების უფლება, რომლებმაც გამონაკლისის სახით ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მიწის რეფორმით მიიღეს საკუთრება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გონიოსა და მახინჯაურის თემებში ასობით გლეხს საკუთრება ჩამოერთვა. კომისიის სხდომა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გონიოელებს საკუთრების უფლება ისე ჩამოართვეს, რომ არც ერთი მათგანი სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა. 
ამავე წლის შემოდგომაზე საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა - რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. არჩევნების წინ კი, პრეზიდენტის 2007 წლის 25 სექტემბრის #525-ე ბრძანებულება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კერძო თუ იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადაეცემოდათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ამ წესით აჭარაში ათასობით ოჯახმა ისარგებლა, მათ შორის, გონიოს მოსახლეობამაც.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის 13 დეკემბერს, გონიოს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის დასახლებაში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად მივიდა და საზეიმო ვითარებაში გადასცა კიდეც მიწის საკუთრების უფლების მოწმობა. მან მოსახლეობას უთხრა, რომ ეს პრეზიდენტის საჩუქარი იყო. გონიოს მოსახლეობა დღესაც ფიქრობს, რომ ეს "საჩუქარი“ არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ მიიღეს.

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა - ხელვაჩაურის რაიონის სოფელი გონიო ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცა. მანამდე ჯერ ასამდე ოჯახს, შემდეგ კი, 2010 წლის 9 ნოემბერს, ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ  271 ოჯახს ერთდროულად ჩამოართვა მიწაზე საკუთრების უფლება.

მას შემდეგ გონიოელებსა და სახელმწიფოს შორის დავები სასამართლო ინსტანციებში გაგრძელდა, რომელიც ფაქტობრივად იდენტური შედეგით დასრულდა - გონიოელებმა მიწაზე საკუთრების უფლება დაკარგეს.

არსებული ვითარება

ადვოკატი შოთა ჯიბლაძე, რომელიც გონიოში მცხოვრებთა უფლებებს იცავს, "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიწის დაბრუნების შანსები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, ეს სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

"2010 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ დაწყებული პროცესები ზერელედ, გარემოებათა გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების გარეშე ჩატარდა. გამოცხადდა ადმინისტრაციული წარმოების საქმის დაწყება, რომელსაც ერთთვიანი გასაჩივრების ვადა ჰქონდა, თუმცა ამ ვადის გასვლამდე, 23-ე დღეს კომისია შეიკრიბა და უკვე განიხილა 271 მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხი, რასაც სამი საათი მოანდომეს. ამით კი, დაარღვიეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რისი უფლებაადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა.

ეს წინასწარ განზრახული გადაწყვეტილება იყო. მაშინდელმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინა მოსახლეობის მოთხოვნა, კანონიერად დასაბუთებული გარემოებები და მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას. სასამართლოები ძირითადად ორ არგუმენტს ემყარებოდნენ. კერძოდ, მიწის საკუთრებაში გაცემის დროს უნდა მომხდარიყო შეთანხმება საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, არქეოლოგიურ ზონაშიო მდებარე მიწის ნაკვეთების საკუთრებაში განკარგვის წესთან დაკავშირებით და მეორე - უნდა დადგენილიყო თვითნებურად მიწის ფართის დაკავების საკითხი.  ორივე არგუმენტი ფართის ჩამოსართმევად უსუსურია. სრული საფუძველი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, თუკი მათ სურთ სამართლიანობის აღდგენა, რომ დაუბრუნდეს კომისიის მიერ 2010 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და მის კანონიერებაზე იმსჯელოს. ერთადერთი სამართლებრივი გზა ეს არის“, _ აცხადებს ჯიბლაძე.

მისივე თქმით, "საქართველოს კანონი ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ, არ კრძალავს არქეოლოგიურ ზონაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცემას“.

"იგი ადგენს, რომ თუ საკუთრებაში გაიცემა ასეთი მიწა, მაშინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მომავალ მფლობელს უნდა დაუთქვას, თუ რა პირობით უნდა მოხდეს ამ საკუთრების განკარგვა. ეს საკითხი ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიას უნდა მოეგვარებინა. ეს მოქალაქის ვალდებულება არ იყო. მეორეც, ამ ხარვეზის გამოსწორება ახლაც შეიძლება. რაც შეეხება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტებს, ადვოკატის თქმით, ესეც ადვილი დამასტკიცებელია.

ცნობისთვის,  კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, გონიო-აფსაროსის  არქეოლოგიური ზონა 2006 წელს დამტკიცდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით კი, არქეოლოგიური დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა გახორციელებულიყო კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობით. სწორედ ამაზე არ შეთანხმებულან თავის დროზე სამინისტრო და მიწის საკუთრების აღიარების კომისია, რაც იურისტების განმარტებით, საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ამჟამინდელ კომისიას ძველი მოწმობები ბათილად ეცნო.

"არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ გარკვეულწილად აღიარებულ იქნა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას”, _ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის წერილში, რომელიც აწარის ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეგზავნა.

თუმცა, საქართველოს კანონი ამ ნაკვეთების საკუთრების უფლებით აღიარებას არ კრძალავდა და არ კრძალავს. როგორც ადვოკატი შოთა ჯიბლაძე ამბობს,  მიწის კომისიამ საქმეების გადახედვისთვის იურიდიულად უსაფუძვლო, არასწორი არგუმენტაცია მოიყვანა, რითაც განაცხადა, რომ ამ მიწების გასხვისება არ შეიძლებოდა.
არაოფიციალური ცნობით, გონიოს ციხის სიახლოვეს, ხელისუფლება სასტუმროების მშენებლობას გეგმავდა.

როგორც ჯიბლაძე აღნიშნავს, გონიოს მოსახლეობამ 2011 წელს მიწის დაბრუნების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართა, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო.

 "სტრასბურგის სასამართლო საკუთრებას ვერ დააბრუნებს, თუმცა მან კომპენსაციის საკითხზე უნდა იმსჯელოს. სასამართლოს 5-წლიანი განხილვის ვადა აქვს, რაც ჯერ ამოწურული არ არის. ჩვენი მხრიდან ზარალი დათვლილია. ბათუმის მერიამ ზონების მიხედვით დადგენილი მიწის ტარიფის შესაბამისად, ამ ტარიტორიაზე არსებული ნაკვეთების ერთი კვადრატული მეტრი 108 ლარად აქვს შეფასებული. საშუალოდ ერთ ოჯახს 2-დან 3-ათასკვადრატულ მეტრამდე აქვს წართმეული, ამიტომ ამის დაანგარიშებაც რთული არ არის. სრული საფუძველი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, თუკი მათ სურთ სამართლიანობის აღდგენა, რომ დაუბრუნდეს კომისიის მიერ 2010 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და მის კანონიერებაზე იმსჯელოს“, _ ამბობს ჯიბლაძე.

 გამოსავალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და სახელმწიფოს კეთილი ნების გამოჩენამდე გონიოს მოსახლეობას აქციების გამართვის გარდა არაფერი დარჩენია.

გონიოს მოსახლეობის კიდევ ერთი იმედი, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა იყო, თუმცა ეს, როგორც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის, ასევე გონიოს მოსახლეობისთვისაც  აუსრულებელ ოცნებად დარჩა.

2014 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ გონიოს მიწების შესასწავლად კომისია შეიქმნება, თუმცა დღემდე ეს კომისიაც არ შექმნილა.

ჯერჯერობით არც ის არის ცნობილი, განიხილავს თუ არა ცოტა ხნის წინ დაანონსებული და მთავარ პროკურატურაში ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დეპარტამენტი გონიოს მიწების საკითხს.  როგორც "გურია ნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, დეპარტამენტს ოფიციალურად მუშაობა ჯერ არ დაუწყია, ამიტომ წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტი მუშაობას სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყებს.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...