ერთიანი ეროვნული გამოცდების კვალდაკვალ - ისტორია და სიახლეები

gurianews.com

მთავარი თემა

ერთიანი ეროვნული გამოცდების კვალდაკვალ - ისტორია და სიახლეები

2015 თებ 26 14:50:31

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:

2015 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

გეოგრაფიის ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ქულების შემცირება არჩევითი პასუხების მქონე კითხვებისა და ფიზიკური რუკის ანალიზის კითხვების ხარჯზე შემცირდება.
ისტორიის ტესტი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა და არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა (2 საათი და 30 წუთი).

უცხოური ენის გამოცდაზე მოსმენის ნაწილში მოცემული იქნება 10 დავალება (ნაცვლად 8 დავალებისა). გამოცდაზე 15 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს  მოცემული დავალება. მე-8 დავალება (გრამატიკა) შემცირდა და 14-ის ნაცვლად იქნება 12 საკითხი.

გარკვეული ცვლილებები შეტანილია ბიოლოგიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაშიც. 2015 წელს აბიტურიენტებს საგამოცდო ტესტში მიეწოდებათ ღია შეკითხვა, რომელზედაც პასუხი მოკლედ და ამომწურავად უნდა გასცენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორია

2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება ქვეყანაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ითვალისწინებს: სტანდარტიზებულ შერჩევას; უნარებისა და ცოდნის კომპლექსური შეფასებას; სახელმწიფო გრანტის გაცემას საუკეთესო სტუდენტებზე; ფართო არჩევანის შესაძლებლობას.

2005 წელს ყველა აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები). აბიტურიენტების ნაწილი, ფაკულტეტების მითხოვნის შესაბამისად, მათემატიკის გამოცდას აბარებდა. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემოდა 3 გამოცდის შედეგით (მათთვის, ინც მეოთხე გამოცდა ჩააბარა გამოთვლისას გამოიყენებოდა მათემატიკისა და უცხოური ენების გამოცდიდან უდიდესი ქულა).

2006 – არჩევითი გამოცდების ჩამონათვალს დაემატა 3 გამოცდა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოს ისტორია–საზოგადოებრივი მეცნიერებები, ლიტერატურა. აბიტურიენტთა ნაშრომების შეფასებული ასლები განთავსდა ინტერნეტში – ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლო საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვა აპელაციამდე. შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი. გადაწყდა, რომ გრანტი, ნაცვლად 3 გამოცდის, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით გაცემულიყო.

2007 – აბიტურიენტთა განაცხდები განთავსდა ინტერნეტში. საკუთარი განაცხადის გადამოწმება ნებისმიერ აბიტურიენტს ინტერნეტით შეეძლო.

2008 – ზოგადი უნარების ტესტი ითარგმნა აზერბაიჯანულად და სომხურად. წარმატებით დაინერგა კომპიუტერული გასწორების სისტემა (eMarker).

2009 წელი – გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გასწორებლები შეირჩნენ კონკურსის წესით.

2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა ოთხი გამოცდის შედეგების საფუძველზე.

2011 წელს აპლიკანტებს საშუალება მიეცათ რეგისტრაცია ელექტრონულად გაევლოთ.

2012 წლიდან კი დარეგისტრირება მხოლოდ ინტერნეტით გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) არის შესაძლებელი.  2012 წელს, ასევე, აბიტურიენტებს შვიდის ნაცვლად თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებს სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხოურ ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.

2013 წელს აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადში ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა მიეთითებინათ, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდებოდა - ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ასეთმა ცვლილებამ მეორადი ჩარიცხვების საჭიროება მოხსნა, შესაბამისად, მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა.

2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება.

მოიხსნა შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანება მოქმედებდა. 2013 წლიდან ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგა და შესაძლებელი გახდა 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი 2013 წლიდან გაუქმდა.

ამავე თემაზე: "ეროვნულ გამოცდებს ხარვეზები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა განათლების სისტემაში"


ნახვა: 60


 ახალი ამბები
  • გაერთიანებულო წყალმომარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს"გურია ნიუსისთვის" ექსკლუზიურად  ხდება ცნობილი, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმლმარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი კობერიძე ეკა ქალდავამ ჩაანაცვლა. ქალდავა ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა და დონორებთან ურთიერთობდა. მანამდე კი წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი ... ...
  • „საპრეზიდენტო კანდიდატად საპენსიო ასაკის პოლიტიკოსი უნდა დაასახელონ“_ ცინცაძეპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად  საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსს დაასახელებს. ამასთან, როგორც ცინცაძე აღნიშნავს, მაღალი ხარჯებიდან და პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სჯობს პრეზიდენტის ინსტიტუტი  საერთოდ გაუქმდეს. ,,მას შემდეგ, რაც თბილისის მერად დაასახელეს და გაამარჯვებინეს ნარმანიას, რომლის შემოქმედების შედეგს დილიდან საღამომდე იწვნიეს თბილისის დღევანდელი მერი, ყველაფერი მოსალოდნელია. ჩემთვის საინტერესოა მმართველ გუნდს  როგორ სისტემურად და მიზანმიმართულად უშლის ნერვებს მარგველაშვილი, ეს სახალისოც არის. გონივრული იქნებოდა ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატად დაესახელებინათ საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსი. სიმართლე გითხრათ,  ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული აზროვნების მქონე პოლიტიკოსი პრეზიდენტის პოსტისთვის არ მემეტება. საერთოდ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდეს. პრეზიდენტს არავის სთხოვს, გასცეს პასუხი კითხვებს: რატომ გაიზარდა კრიმინალი, რატომ გაიზარდა ნარკომანია, რატომ არის უმუშევრობა, რატომ უფასურდება ლარი, რატომ არის ფარული ინფლაცია, მას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია“, _ გვითხრა ... ...
  • ჩაკეტილი კარი ოზურგეთის გამგეობაში _ პირადი კომფორტი თუ საშემსრულებლო დისციპლინის გაუმჯობესებაროგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს,  შენობის პირველ სართულზე,  დერეფნის  მარცხენა  მხარის პირდაპირი გასასვლელი კარი დღეს ჩაკეტილი დახვდათ. აქამდე ეს კარი არ იკეტებოდა, მით უფრო, როცა  ამ მხრიდან აქვს შენობას პანდუსით  შემოსასვლელი და,  მიღების დღეებში    განსაკუთრებით,   ამ შემოსასვლელით  სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. _ ეს კარი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გოგი ინწკირველმა ჩაკეტა.  ის  ამ თანამდებობაზე ახლახან დაინიშნა.  გასასვლელთან არის  მისი კაბინეტი და ეტყობა, დისკომფორტი შეექმნა, მაგრამ არ ვიცით, რატომ.   ადმინისტრაციულ შენობას პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ აქვს. დავუშვათ, მოვიდა პირი, რომელიც ეტლით გადაადგილდება,   კარი ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსმა,   გოგი ინწკირველმა უნდა  გაუღოს? ვთქვათ,  არ არის ადგილზე, სად უნდა ეძებონ? როცა შენობას აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი და არცერთი არ დაკეტილა,   ასევე  შენობას   აქვს ორი შემოსასვლელი უკანა  მხრიდან და  არცერთი არ დაკეტილა, მაინცდამაინც ის რატომ დაიკეტა, სადაც  გადიან შესვენების დროს  თანამშრომლები და რაც მთავარია,   პანდუსით შემოსასვლელიც მხოლოდ აქ არის?  თუ მაინცდამაინც საჭიროა  ასეთი ცვლილება, შინაგანაწესში  ცვლილების შეტანამდე ჩაკეტვა მაინც არ შეიძლება და  ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მას  არ ევალება   ამ კარის ჩაკეტვა, ისევე, როგორც არ ევალება დანარჩენი რვა სამსახურის უფროსს, _ აცხადებს  „გურია  ნიუსთან“ მერიის არაერთი თანამშრომელი. „გურია  ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს გოგი ინწკირველს  აღნიშნული საკითხის ირგვლივ ესაუბრა. _ გეტყვით, რომ ეს პანდუსი ჩაკეტილი არ იქნება.  ეს არის ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება.   ამ წუთში ადაპტირებისთვის გავაკეტეთ.  ჩვენ ახლა  ვაპირებთ მერიის თანამშრომელთა დისციპლინის გაუმჯობესებას _ სამსახურში გამოცხადება,  სამსახურიდან წასვლა...ზოგჯერ საპარადე გასასვლელს  არც  იყენებს ზოგი.   აქედან უფროა ადვილია გასვლა... _ რის თქმა გინდათ, იპარებიან? _ ახალგაზრდები არიან, ზოგჯერ ხდება შინაგანაწესის დარღვევა... _ იქ პანდუსია, რომელიც სხვაგან  არ აქვს   ამ შენობას. ასევე აივანზე, იქნებ, თამბაქოს მოსაწევად უნდოდეთ გასვლა, ეკრძალებათ? _ პანდუსი არ ჩაიკეტება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას.  სიგარეტს კიდევ, თუ არ მოწევს რამდენჯერმე ადამიანი, იქნებ, სულ გადაეჩვიოს და კარგია.  ახლა მე გეტყვით  კიდევ ერთს _უზარმაზარ  შენობებს აქვს ერთი   შესასვლელი.  თბილისში  სახელმწიფო  კანცელარიას აქვს ერთი შესასვლელი და ამ შენობას რად უნდა ხუთი შესასვლელ-გამოსასვლელი? იყო ორი მუნიციპალიტეტი, ხომ? ახლა გაერთიანდა.  ვფიქრობ, ამდენი შესასვლელ-გამოსასვლელი საჭირო არ არის. ამაზე უმოკლეს დროში შევთანხმდებით. პრობლემა არავის შეექმნება. ყველაფერს მოვაგვარებთ. განსაკუთრებით კი, შშმ პირებს არავინ შეუქმნის პრობლემას  იმის გამო, რომ  აქ კარი დროებით დაიკეტა.  პანდუსი არის შენობის პირველი სართულის ამ მხარეს და  მიღების დღეებში იქნება თუ ისე,  მათ არავინ დააბრკოლებს, _  გვითხრა  გოგი ... ...
  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძის განმარტებით, შეწყალებულებიდან საპატიმროს 84 დღესვე დატოვებს. 54 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სულ 1347 მსჯავდებულის საქმე განიხილეს. რაც შეეხება იმ მსჯავდებულებს, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ასეთი 216 საქმე განხილვაშია, თუმცა მორატორიუმის გამო კომისიამ მათი განხილვა დროებით გადადო.  ცნობილია, რომ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა. ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან ... ...
  • ,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობსმმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული. ,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრალდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღაცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინისტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომენტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

250 სინათლის წლის მოშორებით 5 მზიანი პლანეტა აღმოაჩინეს

კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას....

ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს?

როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის...

გაზიანი სასმელები ქალებში ინსულტს იწვევს

იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...