„ხალხის მიერ არჩეული პირები, ხალხისვე ფულს ხარჯავენ“

მთავარი თემა

„ხალხის მიერ არჩეული პირები, ხალხისვე ფულს ხარჯავენ“

7 მარ. 2015, 22:10:25

შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ი "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრმა", არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ამავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.

დასაშვებია თუ არა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირის მიერ ამავე მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა?

არის თუ არა სამართლიანი და ირღვევა თუ არა კანონი, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  "გურია ნიუსის" კითხვებს იურისტი კახა ჩავლეშვილი პასუხობს, რომლის განმარტებითაც, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მხრიდან ამავე მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობის პრაქტიკა არცთუ ისე იშვიათია და ზოგადად მიჩნეულია, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, ამგვარი მოქმედება არასწორია.

_ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში დარღევაა, რადგანაც თვითმმართველობის კოდექსითაა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპის დაფუძნების საფუძვლები და ამავე კანონითაა შეზღუდული მისივე უფლებამოსილების ფარგლები. კერძოდ კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - მუნიციპალიტეტს უფლება აქვს დააფუძნოს ა(ა)იპ-ი თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. საქმიანობის კოორდინაციის და არა სამეწარმეო საქმიანობის ან სხვა მიზნით, შესაბამისად ეს დანაწესი სამეწარმეო ან სხვა საქმიანობის განხორციელებას გამორიცხავს. იგივე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ზუსტად არის განსაზღვრული რა საქმიანობები შეიძლება განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილმა ა(ა)იპ-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც არ შედის ამ ჩამონათვალში იმ საქმიანობის უფლება მას არ გააჩნია.

_  როცა აიპები მონაწილებას ღებულობენ ასეთ ტენდერებში?

_ მისი სამართლებრივი ფორმა ა(ა)იპს ერთი შეხედვით თითქოსდა უფლებას აძლევს ეწეოდეს ნებისმიერ აუკრძალავ საქმიანობას (მათ შორის სამეწარმეოსაც), მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ა(ა)იპი თვითმმათველობის დაფუძნებულია, რაც მას არ აძლევს ნებისმიერი სხვა საქმიანობის უფლებას. რადგანაც ასეთი ტიპის ა(ა)იპებისადმი როგორც მოგახსენეთ ორგანული კანონი კონკრეტულად განსაზღვრავს საქმიანობის სფეროს. შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მისი მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის უგულვებელყოფას ნიშნავს.

_ თქვენი აზრით ,რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი ფაქტი და ვინ უნდა მოახდინოს მასზე რეაგირება?

_ ძალიან ხშირად კანონი გადაწყვეტილების მიმღებს აძლევს თავისუფლებას იმოქმედოს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე დასაშვებ ფარგლებში, ეს ბუნებრივია რადგანაც ყველა საკითხის გადასაწყვეტად გამოკვლეული უნდა იქნეს მასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და მათი გათვალისიწნებით გადაწყვეტილების მიმღების მიერ შერჩეული უნდა იქნეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი. შესაბამისად კანონითაც, რომ იყოს დასაშვები ა(ა)იპ-ის მიერ მისი დამფუძნებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილება აქ აუცილებლად უნდა დადგეს ფულადი სახსრების მიზნობრივი და ეფექტური ხარჯვის საკითხი. კერძოდ ვთვლი, რომ მოცემულ შემთხვევაში გარდა სამართლებრივისა ეს საკითხი განსახილველია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ჭრილშიც, რადგანაც ადგილი აქვს ხალხის მიერ არჩეული პირების მიერ ხალხისავე ფულის ხარჯვას.

შესაბამისად საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ჯეროვნად უნდა შეაფასოს შემდეგი გარემოება - განხორციელდეს უნდა თუ არა იმ მომსახურების შესყიდვა, რომელიც შეუძლია შეასრულოს მისივე დაფინანსებაზე მყოფმა ა(ა)იპმა, რომლის დასახელება, დასაქმებული სპეცილისტების კვალიფიკაცია და მატერიალურტექნიკური საშუალებები იძლევა საშუალებას შესრულდეს მუნიციპალიტეტისათვის საჭირო საქმიანობა.

მუნიციპალიტეტი ოპტიმალურად უნდა ხარჯავდეს იმ რესურსებს რომელიც მის მის განკარგვაშია. აქედან გამომდინარე ერთის მხრივ ა(ა)იპ-ის წლიური დაფინანსება და შემდეგში მისთვის სამუშაოების შესრულებაში თანხის გადახდა ანუ ორმაგი დაფინასება, ნამდვილად არ ნიშნავს თანხების ეფექტურად ხარჯვას და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებას.

_ ესეიგი თქვენ ამბობთ, რომ აქ გათვალისწინებული არ გახლავთ საზოგადოებრივი ინტერესი?

_ ეს შეფასების საგანია, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ დიახ მე ამ მოვლენას მაგ სახის შეფასებასაც მივცემდი. თვითმმართველობას მართავენ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები და მათვე უნდა განსაზღვრონ ის სავარაუდო შედეგები, რომელიც შეიძლება მათ გადაწყვეტილებებს მოყვეს, მაგალითად ხალხის უკმაყოფილება ან კიდევ მათივე პოლიტიკური რეიტინგი. ერთ რამეს გეტყვით ასეთი ა(ა)იპ-ის მონაწილეობა ტენდერში მასთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მეწარმე სუბიექტებს, რადგანაც ისინი კონკურენციას უწევენ სახელმწიფო რესურსებით უზრუნველყოფილ სუბიექტთან. რაც ჩემი აზრით არაჯანსაღ გარემოს ქმნის და ხელს უშლის ამა თუ იმ მომსახურების სფეროს და ზოგადად ბიზნესის განვითარებას. პირველ რიგში საკრებულომ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, რადგანაც აქ მარტო სამართალდარღვევაზე არ გახლავთ საუბარი.

"გურია ნიუსი" ესაუბრა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროს ამირან გირკელიძეს, რომელიც ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ი "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრის" მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ინტერესთა კონფლიქტი არ არის.

"ეს ინტერესთა კონფლიქტს არ წარმოადგენს. სხვათაშორის ამ ბოლოს დისკვალიფიკაცია მიიღო, დოკუმენტების არასწორად წარმოდგენის გამო,  ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას ღებულობს რა თქმა უნდა,"_ გვითხრა ამირან გირკელიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ი "კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრის" დირექტორი გია სკამკოჩაიშვილი "გურია ნიუსთან"  ამბობს, რომ ა.ი.პ.ის მიერ მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობა პრობლემას არ წარმოადგენს.

"წესდების მიხედვით, შეზღუდვა არ გაგვაჩნია, რომ ჩვენ არ მივიღოთ მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ასევე საქართველოს მასშტაბით",_აღნიშნავს სკამკოჩაიშვილი.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...