ვისია ტელეკომპანია "გურია" _ "უკან კი არა, გვერდით დგანან"

მთავარი თემა

ვისია ტელეკომპანია "გურია" _ "უკან კი არა, გვერდით დგანან"

2011 დეკ 8 06:23:50

ზოგი იმასაც ვარაუდობს, რომ ტელეკომპანია ივანიშვილმა შეიძინა და სხვა რეგიონებშიც გეგმავს ტელევიზიების შესყიდვას.

ამ ინფორმაციას ოფიციალურად ტელეკომპანიის წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ და ამბობენ, რომ ჩხარტიშვილი და ივანიშვილი ტელეკომპანიის უკან კი არ დგანან, არამედ _ გვერდით. ამის დასტური კი ისაა, რომ 5 დეკემბერს, ორშაბათს, პირველ სამუშაო თათბირზე, რომელიც ტელეკომპანიაში გაიმართა, გენერალური დირექტორის, ზურაბ გობრონიძის მოადგილედ ვანო ჩხარტიშვილის მეგობარი ლევან სკამკოჩაიშვილი დაინიშნა. ახლა მას ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენლად მოიაზრებენ, თუმცა ამ ინფორმაციას სკამკოჩაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში უარყოფს. ტელეკომპანია "გურიას" მთავარ პროდიუსერად კი თბილისიდან მოწვეული, წარმოშობით ოზურგეთელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბარში ადასტურებს, რომ ის ვანო ჩხარტიშვილის მეგობარია და მასთან მუშაობის მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, ივანიშვილთან ახლო ურთიერთობას უარყოფს. როგორც ისინი ამბობენ, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისი იქნება ტელეკომპანია, მთავარია, საქმე გაკეთდეს და ტელევიზია გახდეს ობიექტური.

"გურია ნიუსი", ამ საკითხთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "გურიას" დირექტორს, ზურაბ გობრონიძეს, მის მოადგილეს ლევან სკამკოჩაიშვილს და ახლად დანიშნულ მთავარ პროდიუსერს, ელდარ მდინარაძეს ესაუბრა.

ზურაბ გობრონიძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ შპს-ს, რომლის მართვაშიც ტელეკომპანია "გურია" გადავიდა, დამფუძნებელი და დირექტორი ბაია შავიშვილია.

_ გვითხარით შპს-ს სახელი.

_ არ მახსოვს. შეგიძლიათ, საჯარო რეესტრიდან ამოიღოთ.

_ ფინანსურ მხარდაჭერას ეს შპს გიწევთ?

_ მაგიტომ გადავეცით ჩვენ ტელეკომპანია მმართველობაში, ის ერთ-ერთი მეწილეა ტელეკომპანიისა. თქვენ, ალბათ, გაინტერესებთ, რომ არის თუ არა ჩხარტიშვილი მეპატრონე? გეტყვით, რომ მე მაგ ინფორმაციას არ ვფლობ და არ ვადასტურებ.

_ დღევანდელ თათბირზე რა საკითხები განიხილეთ?

_ ჩატარდა პირველი თათბირი. დღეს უნდა დავწერო ბრძანება ახალი კადრების დანიშვნის შესახებ. თბილისიდან ჩამოვიყვანეთ წარმოშობით ოზურგეთელი ელდარ მდინარაძე, რომელიც მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ჩემი მოადგილე ლევან სკამკოჩაიშვილი გახდა. ჯერჯერობით, რეორგანიზაცია ამით ჩერდება, თუმცა, კვლავ იგეგმება, რომელიც ფართომასშტაბიანი იქნება და ახალი კადრების დანიშვნით დაიწყება.

_ ვინ მოიწვია მთავარი პროდიუსერი მდინარაძე და ვისი კადრია სკამკოჩაიშვილი? რა მიზანს ემსახურება მათი ტელევიზიაში მოწვევა?

_ ლევან სკამკოჩაიშვილია არის ამ ფირმის წარმომადგენელი.

_ საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ ტელეკომპანია ივანიშვილმა იყიდა. ამბობენ იმასაც, რომ მისი წარმომადგენელია სკამკოჩაიშვილიც. შეიძლება საზოგადოების ეჭვები გამართლდეს?

_ ჭორის დონეზე არ შემიძლია საუბარი. მე, პირადად, ეგ თემები არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, ტელევიზია იყოს ძლიერი და თუ ვისია იგი, ამით არაფერი არ შეიცვლება, მით უმეტეს, პოლიტიკური თვალსაზრისით, პირიქით, გაძლიერდება ის. ტელეკომპანია "გურიას" უკან არავინ დგას, პირიქით, გვერდით დგანან, მნიშვნელობა არ აქვს, ვინა _ ყველა, ვინც დაგვეხმარება.

_ მაშინ გეკითხებით, ვინ დგას ტელეკომპანია" გურიას" გვერდით?

_ აი, ხომ გითხარით შპს. სახელი არ მახსოვს.

_ პოლიტიკური კუთხით რა შეიცვლება?

_ არაფერი. ეს იქნება სუფთა პროფესიული თვალსაზრისით.

_ ბატონო ზურაბ, რამდენადაც ვიცით, საქმე ჯერ უზენაეს სასამართლოშია.

_ კი, ნამდვილად ასეა. საქმე უზენაეს სასამართლოშია და ტელეკომპანიას ყადაღა ადევს. როგორც კი დამთავრდება საქმე ჩვენს სასიკეთოდ, მაშინვე გადავცემთ ოფიციალურად შპს-ს, თუმცა, საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია, რომ ჩვენ გადავეცით 51% წილი და მმართველობაში უნდა შემოვიდეს ეს ფირმა, რომელმაც უნდა მართოს ტელევიზია.

ახალდანიშნული მთავარი პროდიუსერი ელდარ მდინარაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გურია იმსახურებს ჰქონდეს ერთი კარგი, ობიექტური ტელევიზია:

_ სპეციალობით კინორეჟისორი ვარ. ვიყავი ტელეკომპანია "მზის" გენერალური დირექტორი (სტაჟიან მკითხველს, ალბათ, ახსოვს, რომ იმ დროს "მზე" ყველაზე მაღალრეიტინგული და მაღალპროფესიონალური ტელევიზია იყო. რედ.). როცა "მზე" გადავიდა სხვის მფლობელობაში, წამოვედი. იქამდე კი ვმუშაობდი მეცხრე არხზე, რეჟისორი ვიყავი. რამდენჯერმე მქონდა შეთავაზებები, ჩამოვსულიყავი და გამეკეთებინა კარგი ტელევიზია, იმ შესაძლებლობებით, რაც მე გამაჩნია და გამიკეთებია. ახლა გადაწყდა რომ გამეკეთებინა დაბალანსებული, ნორმალური, ობიექტური ტელევიზია.

_ ვინ მოგიწვიათ?

_ თქვენ რა გაინტერესებთ _ ვანო ჩხარტიშვილმა ხომ არ მომიწვია ან ბიძინა ივანიშვილმა? მოდით, გეტყვით, რომ ეს ადამიანები ჩემგან შორს არც ერთი არ დგას. პირიქით, მე მოვიწვიე ისინი, მე ჩამოვედი, ვინც მომეხმარება და შემიქმნის ტექნიკურ ბაზას, გამომიცხადებს აბსოლუტურ ფინანსურ მხარდაჭერას, ეგ იქნება.

_ ანუ თქვენ არ უარყოფთ, რომ ტელევიზიის უკან ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი დგანან?

_ არაფერს არ უარვყოფ, როგორ უნდა უარვყო? როგორ შეიძლება ასეთი რამ? ივანიშვილთან ძალიან ახლოს არ ვარ, მაგრამ ვანოსთან მეგობრობის წლები მაკავშირებს _ ტელეკომპანია "მზე" ერთად ჩამოვაყალიბეთ. როგორ არ მაქვს შეხება?! მაგათთანაც მაქვს და სხვებთანაც. უკან არავინ დგას, ეს ცნებები გადავდოთ _ პირდაპირ გეტყვით, გვერდით დგანან. ყველა ის ადამიანი, ვინც მე დამეხმარება, ეს იქნება ვანო ჩხარტიშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, ან ჩემი ძმა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს და არის ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება. გეუბნებით პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ მე დავიხმარებ ყველას, ვინც დამეხმარება, რომ გავაკეთო ერთი ნორმალური ტელევიზია, რომელსაც იმსახურებს ოზურგეთი. არ იმსახურებს? რა არის ამაში გასაკვირი? ფული და შესაძლებლობები მაგათ აქვთ.

_ ხომ არ იქნება ტელევიზია მიკერძოებული?

_ არა, არანაირად არ იქნება მიკერძოებული. ეს იქნება აბსოლუტურად წესიერი და ნორმალური ტელევიზია, სადაც იქნება ყველა მხარე დაბალანსებული.

ტელეკომპანია "გურიას" ახალდანიშნული დირექტორის მოადგილე ლევან სკამკოჩაიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელი იქნება ოზურგეთში.

_ არ შეესაბამება ეგ ინფორმაცია სიმართლეს. მე დღემდე საუბარი არ მქონია ბიძინასთან და არც მის წარმომადგენელთან. დღემდე ოფიციალურად ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. თუ რაიმე იქნება, პირველად თქვენ გეტყვით.

_ არც შეიძლება მოხდეს?

_ არ მგონია. ერთადერთი, მე რისთვისაც აქ ვარ, არის ის, რომ ელდარს ყველანაირად შევუწყო ხელი და დავეხმარო, რომ შექმნას ობიექტური ტელევიზია.

_ თქვენ ჩხარტიშვილის ახლო მეგობარი ხართ, ისევე როგორც ბატონი ელდარი და ეს ყველაფერი დამთხვევაა?

_ მე იქ ვარ, სადაც ვარ...




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ისევ გაიზარდააქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი. ინფორმაციისთვის, 131 ადამიანიდან 26 ... ...
  • “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასურსათო მაღაზიებთან და აფთიაქებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საინფორმაციო ფურცლები გააკრა; ტექსტში, ცხადია, აღნიშნულია, რომ ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, ვაჭრობისას დისტანცია დაიცვან, თუმცა, ამ საინფორმაციო ფურცლებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო ობიექტებს სამუშაო დრო 19 საათამდე განუსაზღვრეს. “გუშინ, 7 საათზე რომ დავხურე მაღაზია, რამდენიმე ადამიანი გარეთ, ერთმანეთისგან დინსტანცირებით  მელოდებოდა; თხოვნის მიუხედავად, მათთვის უარის თქმა მომიხდა -  შიშში ვიყავი, ვინმემ არ დამაჯარიმოს-მეთქი. მთავარია, ცხრა საათზე სახლში ვიყოთ და შვიდ საათზე დავკეტავ თუ ცხრის ნახევარზე, ეს მგონი არაა კანონდარღვევა“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ. სასურსათო მაღაზიის კიდევ ერთი მეპატრონე კი წუხს, რომ 7 საათამდე დისტრიბუციას ვერ მოასწრებს, რადგან მომწოდებელს რვა საათზე ელოდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადების მერე შეუთანხმდა მომწოდებლებს და გრაფიკი შესაბამისად დაგეგმა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 19 საათზე მაღაზიის დაკეტვის მოთხოვნის გამო კი გრაფიკი მთლიანად დაერღვა და ხელი ეშლება. ამგვარი შეზღუდვის დაწესება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებას სცდება და დამატებით შეზღუდვებს უწესებს მოქალაქეებს, რაც არაკანონიერია.  მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ამ შეზღუდვის შესახებ “გურია ნიუსში“ გუშინ გამოქვეყნდა, დღეს მდგომარეობა უცვლელი დაგვხვდა და შემზღუდავი საინფორმაციო ფურცლები ისევ გამოკრული იყო, არც მაღაზიის პატრონების ხელახალი ინფორმირება მომხდარა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ლომთათიძის თქმით, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 19 საათიდან დაკეტილიყო მაღაზიები: “ჩვენ გავაფრთხილეთ მაღაზიების მეპატრონეები. თუ მათი თანამშრომლები ცხოვრობენ სოფელში და სამსახურის შემდეგ მიდიან სახლში, რომ არ მოხვდნენ კომენდანტის საათში, 7 საათზე უნდა დაიწყონ მაღაზიების დაკეტვაზე ზრუნვა. შეიძლება 8 საათამდეც გააგრძელონ მუშაობა. არავისთვის გვითქვამს, რომ ამისთვის დავაჯარიმებთ ვინმეს. უბრალოდ, თუ 9 საათზე ისინი არ იქნებიან სახლში, დაჯარიმდებიან კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, რომ ინდმეწარმეები და მაღაზიებში დასაქმებული პირები არ დაჯარიმდნენ“, _ გვითხრა ვლადიმერ ლომთათიძემ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, მთავარია, რომ გონივრულ ვადაში დაიკეტოს მაღაზიები, რადგან ღამის ცხრა საათზე მისი მეპატრონეები და იქ მომუშავე პერსონალი სახლში იყვნენ. მისი თქმით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ შესაბამის დოკუმენტებში არსად წერია, რომ მაღაზიები 19 საათზე უნდა დაიკეტოს: “პრემიერ-მინისტრი არ ამბობს, როდის დაიკეტოს მაღაზიები. რადგან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი  იწყება 21 საათზე, თავად მაღაზიის მეპატრონემ უნდა გადაწყვიტოს, როდის დაკეტოს მაღაზია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი  სახლში იყოს“, _ გვითხრა თამაზ ... ...
  • საქართველოში, კორონავირუსთან დაკავშირებული აპლიკაცია იტესტებასაქართველოში აპლიკაცია იტესტება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გქნცხადებით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. მისივე თქმით, ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში მოყვანა ქართული რეალობისთვის და სხვადასხვა საინფორმაციო ბაზებით მისი გამყარება. მას შემდეგ შემდეგ რაც ეს ყოველივე იქნება მზად, ჩვენ შეგვეძლება უკვე მოქალაქეებს გავაცნოთ ამ აპლიკაციის დეტალები, რომ მათ შეძლონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული და ჰქონდა თუ არა მას პერსონალურად პოტენციურ ინფიცირებულთან გარკვეული კონტაქტი, რაც დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების დაიდენტიფიცირებაში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ... ...
  • ოზურგეთში თვითიზოლაციაში 11 პირი რჩება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთიდან კარანტინში სულ 45 ადამიანი იყო, აქედან კარანტინის ვადა დაუმთავრდა 21 ადამიანს, ხოლო 24 ადამიანი ელოდება კარანტინის ვადის დასრულებას. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა 69 ადამიანს. ამ ეტაპზე სახლში თვითიზოლაციაში 11 ადამიანი რჩება. მაია ქუტიძის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ყოველდღიურად ... ...
  • დღეს ტიციანის დაბადების დღეადღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა : ,,მე დავიბადე აპრილის თვეში,ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეშიმოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან."ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ორპირის მახლობლად სოფელ შუამთაში დაიბადა.1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები. ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში. ტიციან ტაბიძე 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...