"მეამბოხე მოსამართლე" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ - რის შეცვლას აპირებს ნინო გვენეტაძე

მთავარი თემა

"მეამბოხე მოსამართლე" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ - რის შეცვლას აპირებს ნინო გვენეტაძე

2015 მარ 23 22:18:24

მიუკერძოებელი, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება, მოსამართლეებისთვის გარანტიების შექმნა, რეფორმები, რომლებიც სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხორციელდება, - დღეს, უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, თუმცა, კონკრეტულად საუბრისგან თავი შეიკავა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დიპლომატიური კორპუსსა და მოსამართლეებს დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა.

როგორც პრეზიდენტმა წარდგენისას აღნიშნა, "ქართული სასამართლოს ისტორიაში იდგმება ძალიან მტკიცე ნაბიჯი, რომ სასამართლო ემსახურებოდეს მთავარს ერთეულ ადამიანს, მის ინტერესებს და ამ სახელმწიფოში მისი ცხოვრების, მისი არსებობის, მისი სამართლიანი განცდის მთავარი გარანტი იყოს".

"ვდგამთ კიდევ ერთ ძალიან მტკიცე ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდეს. სასამართლო, რომელიც არ არის ვალდებული, ძალიან ბევრი რამის გასასწორებლად, რაც ჩვენი, პოლიტიკოსების ინტერესებშია. ლარის კურსის დაჭერა, საქართველოს იმიჯის განმტკიცება, ყოველდღიური დასაქმების პრობლემები, კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა, სასამართლო კი, ამ ყველაფერზე მაღლა დგას. ერთადერთი ინტერესი, რომელიც სასამართლოში არის წარმოდგენილი, კანონი და სამართალია და მჯერა, რომ დღეს ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯს", _ განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ქართული სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია, რომელსაც  თავისი გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები აქვს.
საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს, რომელიც გვენეტაძის წარდგენას ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: "ერთი თავმჯდომარე მიდის, მეორე მოდის, მაგრამ ინსტიტუტი რჩება და ეს არის უმნიშვნელოვანესი".

წარდგენის შემდეგ, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კანონის ფარგლებში რეფორმები აუცილებლად განხორციელდება, თუმცა სისტემაში მიმდინარე პროცესების გაცნობამდე დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

"დამოუკიდებელი სასამართლოს შესაქმნელად აქამდეც ვიბრძოდი და ბუნებრივია, ამ ბრძოლას გავაგრძელებ. ვიქნები ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვისაც რაიმე ზეწოლა დაემუქება ან პრობლემა შეექმნება ხელისუფლებისაგან ან მათ გაკეთდება არასწორი და არაკორექტული განცხადებები. თუმცა, როგორც მათი კოლეგა, ვთხოვ თითოეულ მათგანს თვითკონტროლს და თვითანგარიშგებას საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ სასამართლოს საზოგადოების ნდობა დავუბრუნოთ. კანონის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს დასჭირდება. რას შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ამას შემდგომში გაცნობებთ. ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გეგმა არ მაქვს, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ცვლილებები განხორციელდება", _ განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეთა დიდი რაოდენობა, გაჭიანურებული სასამართლო განხილვის ვადები და სპეციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები პირველი რიგის გადასაჭრელი საკითხებია.

"პრობლემებია განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, უნდა განვაახლოთ და გავაეფექტუროთ საქმიანობა. ეს არის დისციპლინარულ საქმეთა სამართალწარმოების გააქტიურებაზე ზრუნვა. ყველა იმ საჩივარზე რეაგირება და დროული პასუხი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. სხვა უამრავი საკითხია, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს. დრო არ ითმეს, ამიტომ ვალდებული ვარ ძალიან აქტიურად და მყისიერად ჩავერთო ამ პროცესში. გარკვეულწილად ნაფიქრი მაქვს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობაზეც და თუ ჩემი კოლეგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დამეთანხმებიან, ძალიან ღია და გამჭვირვალე კონკურსით მივიღოთ გადაწვეტილება (თუმცა, ეს ამგვარად ფორმულირებული არ არის "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში), ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი პირველი წინადადება და ინიციტივა.  ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, დავაკომპლექტოთ როგორც სამოსამართლ კადრი, ასევე აპარატი და სხვა მომსახურე პერსონალი, რომლებმაც დიდი წვლილი უნდა შეიტანონ მართლმსაჯულების ევროპული სტანდარტის შექმნაში", _ აღნიშნა გვენეტაძემ.

გვენეტაძის წარდგენას დღეს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ესწრებოდა, რომელიც პრეზიდენტისგან განსხვავებით, ძალიან მოკლე მისალოცი სიტყვით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმების ღირსეულად გაგრძელება ახალი თავმჯდომარის გამოწვევა იქნება.

"ვულოცავ, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და წარმატებებს ვუსურვებ", _ აღნიშნა კუბლაშვილმა ღონისძიებაზე და იმედი გამოთქვა, რომ შენარჩუნდება ის მიღწევები, რაც სასამართლოს ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდა.

"საქართველოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა ქვეყნების თავმჯდომარეებისგან განსხვავებით უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს. 1995 წლიდან, როდესაც პირველი კონსტიტუცია მივიღეთ, საქართველოში დემოკრატიის სისტემის 20 წელი სრულდება აგვისტოში. სასამართლო ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში გაიარა ურთულესი გზა და მივუახლოვდით იმ სტანდარტს, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა და ობიექტურობა, ასევე მიუკერძოებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი პრობლემა გადალახეს, ჯერ კიდევ არ არის საქმე ბოლოში მისული. მინდა ვუსურვო სასამართლო ხელისუფლებას იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და ასევე იმ მიღწევების შენარჩუნება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში განვითარდა. 2015 წლისთვის ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლო მნიშვნელოვნად წინ წავიდა. ყველამ ვიცით, ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ევროპული სტანდარტები და ევროპული სტრუქტურები. ეს ვერ იქნება მიღწეული, თუკი აღნიშნული სტანდარტების სასამართლო სისტემაში არ იქნება განხორციელებული, ამიტომ აქვს სასამართლოს მუშაობას ამხელა მნიშვნელობა", _ განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა და დასძინა: "უცვლელობა და სტაბილურობა - ეს არის მთავარი და ვუსურვებდი, რომ სწორედ ასე წასულიყო სამომავლოდ სასამართლო ხელისუფლების საქმიანობა".

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ნინო გვენეტაძის განცხადებები სისტემაში გარკვეული ცვლილებების გატარების შესახებ მოსამართლეების შეცვლას არ გულისხმობს. 

"სტაბილურობა პირველ რიგში სწორედ იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეუცვლელები არიან. ეს კონსტიტუციური პრინციპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ წარმატება იქნება ყველა შემთხვევაში, თუკი, ის ხარვეზები, რაც  სისტემაში გვაქვს, აღმოიფხვრება და მიღწევები კიდევ უფრო გაძლიერდება, განვითარდება. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა, თუმცა რთულად შესასრულებელი. ის, რომ სასამართლო გვჭირდება ჩვენ - ხალხს და ქვეყანას, არის "ორჯერ ორი ოთხი". ასე რომ, ნინო გვენეტაძეს ვუსურვებ წარმატებას. ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემი შემცველი, ყველასთან იგივე სურვილები მექნებოდა", _ აღნიშნა კუბლაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები ერთმანეთს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაუპირისპირდნენ, რასაც სასამართლო სისტემიდან გვენეტაძის გაშვება მოჰყვა.

სწორედ ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა  იყვნენ პირველები, რომლებიც, 2005 წლის 21 ნოემბერს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში ღიად დაადანაშაულეს. კუბლაშვილმა და ცერცვაძემ ბრალდებები უარყვეს, თუმცა, სამივე მოსამართლე, რომელთაც ქართულმა მედიამ "მეამბოხე მოსამართლეები" უწოდა, აცხადებდა, რომ ყოველთვის, როდესაც უზენაესი სასამართლო აპირებდა განიხილოს საქმე, რომელიც ხელისუფლების ინტერესს წარმოადგენდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურატურის ზეწოლის ქვეშ, მითითებებს აძლევდა მოსამართლეებს, თუ როგორი განაჩენი უნდა გამოეტანათ.   

ამასთან, მათივე თქმით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2005 წლის 23 ივნისს ხელი მოაწერა და ხელფასის ოდენობის პენსიის დანიშვნის სანაცვლოდ, მოსამართლეებს თანამდებობების დატოვებას "ურჩევდა" (2005 წლის 31 დეკემბრამდე დატოვებენ თანამდებობას, ხელფასის ოდენობის პენსიას მიიღებენ, რომელიც მაშინ 1000 ლარს შეადგენდა), მოსამართლეებზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ და თავად მათაც ჰქონდათ შეთავაზება საკუთარი განცხადების საფუძველზე სასამართლო დაეტოვებინათ.

ზეწოლის კიდევ ერთი ბერკეტი სასამართლო დისციპლინარული კომისია იყო, რომელიც იმ პერიოდში  15 მოსამართლის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს განიხილავდა, მათ შორის, იყვნენ ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა და დავით სულაქველიძეც. მათ ბრალი პროცესუალურ დარღვევებში ედებოდათ. ყველა ეს საქმე კონფიდენციალური იყო და საზოგადოებამაც არაფერი იცოდა.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გვენეტაძე და ტურავა სასამართლო სისტემიდან გაუშვეს, დავით სულაქველიძე კი, სასტიკი საყვედურის შემდეგ, პენსიაში გასვლამდე კიდევ რამდენიმე წელი აგრძელებდა სამოსამართლეო საქმიანობას.

ცნობისთვის, "მეამბოხე მოსამართლეები" ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა სასამართლო სისტემას 20 მარტს დაუბრუნდნენ. ნინო გენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (88 ხმით), ტურავა კი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...