სანამ სოფლებში ხვნის სამუშაოები არ დასრულდება, იქიდან არცერთი ტრაქტორი არ გამოვა

მთავარი თემა

სანამ სოფლებში ხვნის სამუშაოები არ დასრულდება, იქიდან არცერთი ტრაქტორი არ გამოვა

2015 მარ 30 23:09:01

როგორც "გურია ნიუსს" ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვაციხის თემში, კერძოდ, სოფელ საკურწეში მოსახლეობას  მიწების დახვნასთან დაკავშირებით, პრობლემები შეექმნა.

ადგილობრივების თქმით, ნაკვეთებში სიმინდის თესლი 28 მარტს შეიტანეს. სწორედ ამ დროს უნდა მისულიყო მათთან ტრაქტორები დასახნავად.

"2 დღის წინ, 8 ოჯახს ფართობები მოგვათესინეს და რომ უნდა დაეხნათ, ღამით წაიყვანეს ტრაქტორები. არ ვიცი, რატომ არ მოდიან. მიატოვეს მოთესილი ყანები და წავიდნენ აქედან. ხალხის ნახევარზე მეტს დასახნავი აქვს ნაკვეთები, მაგრამ ტრაქტორები არსად ჩანს. ჩვენ  რა ვქნათ?  ვაპირებთ შევიკრიბოთ და მერიაში მივიდეთ. ვითხოვთ ტრაქტორებს!" _ უთხრა "გურია ნიუსს"  სოფელ საკურწის მაცხოვრებელმა ბონდო ბრეგვაძემ.

სოფელ ქვაციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ლევან ბრეგვაძე ამბობს, რომ გაუგებრობა ბრიგადის მეთაურების ცვლილებამ გამოიწვია.

"ჩვენს სოფლებში ჯერ ხნავდა შპს "მექანიზატორის" წარმომადგენელი  ირაკლი ჩუბინიძე,  მერე მოვიდა მურმან კაპანაძე. ერთმანეთში მოუვიდათ შეკამათება. ერთმა სამი ტრაქტორი წამოიყვანა, მეორემ - ორი. დარჩა ყანები დაუხნავი. წაიყვანეს ტრაქტორები და არის ერთი ამბავი. ვურეკავ, მპირდებიან, რომ მოვლენ, მაგრამ არსად ჩანან.  ახლაც დავურეკე, ერთი ზესტაფონში წასულა, მეორე - თბილისის სერვისცენტრში. რას არკვევენ, არ ვიცი. ხალხი კი ზარალდება. დრო მიდის. სამუშაოების ვადები მთავრდება. თან სხვა სოფლებში საერთოდ არ არის დახნული. ღვითორი, ეწერი, ვაჭევი გველოდება. ჩვენ რომ მოვრჩებით აქ დახვნას, იქ უნდა წავიდნენ ტრაქტორები, მაგრამ ჯერ აქამდე ვერ მოვიდნენ", _ გვეუბნება ლევან ბრეგვაძე.

"გურია ნიუსი" შ.პ.ს "მექანიზატორის" მენეჯერს ზესტაფონში დავით ხუსკივაძეს დაუკავშირდა. ის ხელმძღვანელობს ჭიათურის სოფლებში ტრაქტორების მუშაობას. ხუსკივაძემ ჯერ კი დაგვიდასტურა, რომ ბრიგადის ახალმა ხელმძღვანელმა მურმან კაპანაძემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაოები, მაგრამ მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდა და სამუშაოების შეფერხება ამინდს დააბრალა:

"სამინისტროს გადაწყვეტილებით, კაპანაძის ხელმძღვანელობით, ახალი ბრიგადა შეიქმნა. კაპანაძეს დარჩა ქვაციხე. მე ვთხოვე მას, რომ ქვაციხე დაემთავრებინა და გადასულიყო სხვა თემში, რაც არ გააკეთა. ეგ საკითხი მე უკვე ვაცნობე თბილისს. თვითონ კაპანაძე თბილისშია, გაარკვევენ და გაგრძელდება მუშაობა ქვაციხის თემში, მათ შორის სოფელ საკურწეში.  როგორც კი ამინდი გამოვა, მაშინვე გაგრძელდება სამუშაოები. კაპანაძის ახალი ბრიგადის შექმნამ გამოიწვია გაუგებრობა. კაპანაძეს რომელი ბრიგადაც ჰყავდა, ის ბიჭები ცხოვრობენ სოფ. ნიგოზეთში და იქ  ტანსაცმელის გამოსაცვლელად წავიდნენ. გუშინაც დავურეკე და გავაგრძელებთ ქვაციხეში მუშაობასო, ასე მითხრეს", _ ამბობს ხუსკივაძე.

ცოტა ხნის მერე დავით ხუსკივაძემ თავად დაგვირეკა  და ასეთი რამ გვითხრა:

"ამინდები არ იყო და იმიტომ ვერ მივიდნენ ტრაქტორები. ისეთი არაფერი დამიწეროთ მანდ, რომ ხელმძღვანელობამ მერე მე მომთხოვოს პასუხი!  შეგიძლიათ ბატონ ზვიად ჩხაიძეს, ჩვენს უფროსს მიმართოთ და დეტალურ ინფორმაციას ის მოგცემთ. მე რა ვიცი, კაპანაძე ვისი გამოძახებულია, ან სად არის? არ შეიძლება, ორი დღით მოსაწესრიგებლად რომ წავიდნენ ტრაქტორისტები სახლებში?" _ გვითხრა მან.

შპს "მექანიზატორის" დირექტორის ზვიად ჩხაიძის თქმით, მსგავსი ფაქტები, რომ ადამიანებს სწრაფად უნდათ თავიანთი ნაკვეთები მოხნან, ხშირია, თუმცა, მხედველობაში ამინდია მისაღები. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშრებით კი, ამბობს, რომ ჭიათურაში ერთის ნაცვლად, უკვე ორი ბრიგადა იმუშავებს:

"ასეთი მდგომარეობა გვაქვს თითქმის ნახევარი საქართველოს სოფლებში - ელოდებიან ტრაქტორებს, მაგრამ ჩვენ ველოდებით ამინდს. ჭიათურის რაიონში ჩვენ გვყავდა 1 ბრიგადა, რომელსაც ჰქონდა 10 ერთეული ტექნიკა. ამ ბრიგადას რამდენიმე ერთეული ტექნიკა დავამატეთ და  ორად გავყავით. ორივე ბრიგადას თავისი სამუშაო არეალი განვუსაზღვრეთ. ეს მოხდა წინა კვირის პარასკევს. მეორე ბრიგადის ახალ მენეჯერს, შესაბამისად, შაბათს უნდა დაეწყო სამუშაოები ქვაციხის თემში. სარაუდოდ, ამინდები როგორც კი გამოვა, გაგრძელდება მუშაობა.

ყველა ბენეფიციარს მივმართავ, თუ რაიმე კითხვა აქვთ, დაგვირეკონ ცხელ ხაზზე: 2470101 და  ჩვენ სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას. ნებისმიერ პრობლემაზე შეუძლიათ მოგვმართონ. ზარები _ "ჩვენთან არ შემოსულა ტრაქტორი", "მაგვიანდება სამუშაოების ჩატარება", დაახლოებით დღეში 10 შემოდის. თუმცა, წვიმიან ამინდში არ შეიძლება მოხვნა, ამიტომ, გაჩერებულები ვართ. ჭიათურაში შარშან რა ფართობიც გვქონდა მოხნული, იმაზე მეტი გვაქვს წელს. ტრაქტორებს წვიმიან ამინდში ვერ დავტოვებთ, მათ აქვთ გარკვეული დისლოკაციის ადგილი, სადაც უნდა გაჩერდნენ. როგორც კი მოშრება, აუცილებლად შევლენ ფართობებში.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ სანამ სოფლებში არ დასრულდება ხვნის სამუშაოები, იქიდან არცერთი ტრაქტორი არ გამოვა", _ განაცხადა შპს "მექანიზატორის" დირექტორმა ზვიად ჩხაიძემ.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...