"პრეზიდენტმა 34 არასამთავრობო ორგანიზაციას, 3.372,101,9 ლარი გამოუყო"

მთავარი თემა

"პრეზიდენტმა 34 არასამთავრობო ორგანიზაციას, 3.372,101,9 ლარი გამოუყო"

2015 მარ 31 19:18:50

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პრეზიდნეტის ასიგნებებიდან და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 2011-2015 წლებში, სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების თაობაზე მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებებისათვის, სულ დახარჯულია 3. 372, 101, 9 ლარი.

"ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, მონიტორინგი შეეხეო პრეზიდენტის ასიგნებებიდან და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხების პერიოდს: 2010 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით. პრეზიდნეტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, მოცემულ პერიოდში, დაფინანსდა თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და  რომელმა ასეთმა ორგანიზაციებმა მიიღეს თანხები.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან, 2011-2014 და 2015 წლის წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, დაფინანსდა, სულ 34 ორგანიზაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან თანხები, მოცემულ პერიოდში, შემდეგი ოდენობით გადანაწილდა:

• 2011 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 1350 ლარი. თანხის მიმღებია ერთი ორგანიზაცია, ინდივიდუალური მეწარმის სახით;
• 2012 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 1,218,463 ლარი. თანხის მიმღებია 4 არასამთავრობო ორგანიზაცია;
• 2013 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 829,659,1 ლარი. თანხის მიმღებია 12 არასამთავრობო ორგანიზაცია;
• 2014 წელს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 1, 315, 629, 8 ლარი. თანხის მიმღებია 16 არასამთავრობო ორგანიზაცია;
• 2015 წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემულია 7000 ლარი. თანხის მიმღებია 1 არასამთავრობო ორგანიზაცია;

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ წარმოდგენილ მონიტორინგში, არ მოხვდა 2010 წლეს, საქართველოს პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გაცემი თანხები, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2015 წლის 13 მარტის წერილში, აღნიშნული პერიოდის შესახებ არაფერია ნათქვამი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2012 წელს, ყველაზე მეტი თანხა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი" - 800 000; ჟურნალისტიკის განვითარებისა და ხელშეწყობის საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია" -200 000 და "საქართველოს ახალგაზრდულმა პარლამენტი" - 150 644 ლარი. 2013 წელს შემდეგმა ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის - 90 659,10, "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" - 397 000, "საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" – 110000; "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო" - 15 000, "მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია" – 17000; "საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია" – 34000 ლარი. 2014 წელს, ყველაზე მეტი თანხა მიიღეს ორგანიზაციებმა: "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა" - 184 535, "საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია" - 127 121, "ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრი "არს ვივენდი" -84 660, "დიალოგის და განვითარების ფონდი" – 22322, ფონდი "სიყვარულის მატარებელი" – 25000, ორგანიზაცია "კამარა" – 24480, ორგანიზაცია "ჩვენი ინიციატივა" – 30700, "Voice From Georgia" – 64431 ლარი. რაც შეეხება 2015 წელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია ორგანიზაცია "პლატფორმა ცვლილებებისთვის", რომელმაც პანკისის ხეობის ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად დაგეგმილი პროექტის: "სოფლის ფოტოკლუბი - პანკისი" განხორციელებისთვის მიიღო 7000 ლარი.

"ახალგაზრდა ადვოკატები" ყურადღებას დაუთმობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხების შესახებ, 2014 წლის 31 დეკემბერის და 2015 წლის 13 მარტის მოწოდებულ ინფორმაციაში არსებულ შეუსაბამობებს, რომელიც გამოიხატება თანხის მიმღები ორგანიზაციების რიცხვთან და თანხის ოდენობასთან. მაგალითად, 2014 წლის მონაცემში არ გხვდება შემდეგი ორგანიზაციები: "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი" და უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, 2013 წლის მონაცემში არ გვხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ლიტერა", მაშინ, როდესაც აღნიშნულ ორგანიზაციებს, 2014 წლის 31 დეკემბრის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილით, მიღებული აქვთ, საერთო ჯამში: 81,698,4 ლარი. ამასთან, ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ 2013 წელს, "საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ" დამატებით მიიღო 8625, რაც პრეზიდენტიის 2015 წლის მონაცემებში არ გვხდება. აგრეთვე, ინტერესს იწვევეს 2015 წლის მონაცემში ორგანიზაციების: დიალოგის და განვიტარების ფონდი", "ჩვენი ინიციატივა" "აფხაზეთის ვირტუალური არქივი", "საქართველოს მოსამართლოეთა ასოციაცია", რომლებსაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2014 წლის 31 დეკემბრის წერილით, გაცილებით ნაკლები თანხები აქვთ მიღებული, ვიდრე ეს ადმინისტრაციის 2015 წლის 13 მარტის გამოხმაურებით ზუსტდება. ორგანიზაცია, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოცემულ შეუსაბამობებზე, პრეზიდნეტის ადმინისტრაციამ კომენტარი გააკეთოს.

"ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ასიგნებებიდან და სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხების მიზნობრიობა, შესაძლებელია, განხილვის საგანი იქცეს, ვინაიდან აშკარად ჩანს, რომ დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა არ არის სოციალური ხასიათის და ორგანიზაციის ინიციატივები შეეხება კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებას. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, დარჩენილი 2015 წლის სარეზერვო ფონდის მიზნობიობა გადაიხედოს და განისაზღვროს ის პრიორიტრეტული მიმართულებები, რომელიც ქვეყანაში უფრო მეტ სოციალურ აქტივობებს და მდგრადი ხასიათის პროექტების შექმნას მოემსახურება.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...