რა კავშირშია ხალხის წართმეულ ქონებასთან ქალაქ ოზურგეთის მერი

მთავარი თემა

რა კავშირშია ხალხის წართმეულ ქონებასთან ქალაქ ოზურგეთის მერი

2015 აპრ 2 19:09:40

"რაიკოოპერატივის"  მეპაიეებს მიერ, როგორც ისინი ამბობენ, ზეწოლის შედეგად სახელმწიფოსთვის ჩაბარებული ქონებების საქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა დაინტერესდა.

საქმე ისაა, რომ 2006 წელს, ქალაქ ოზურგეთში ყოფილი "რაიკოოპერატივის" თანამშრომლები, ე.წ. 208 მეპაიე პროკურატურაში დაიბარეს და ქონება სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, რაც შემდგომ ბიზნესმენმა და ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ საკმაოდ იაფად შეიძინა.

როგორც "გურია ნიუსთან" ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ადვოკატი გოჩა ძიმისტრაშვილი ამბობს, მიმდინარე წლის 21 მარტს, მან მთავარი პროკურატურიდან წერილი მიიღო, საიდანაც ჩანს, რომ უწყება საქმით დაინტერესდა.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპრტამენტის უფროსს ირაკლი ნადარეიშვილს, ოზურგეთის კოოპერაციის მეპაიებს
ადვოკატს გოჩა ძიმისტარაშვილს

ბატონო ირაკლი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის # 62 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს პროკურატურის სამართლაწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დებულების მე-2 მუხლის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, რეაგირებისათვის გეგზავნებათ ოზურგეთის კოოპერაციის მეპაიეების ერთობლივი განცხადება, სადაც ეს უკანასკნელნი უთითებენ სახელმწიფოსთვის ქონების იძულებითი დათმობის ფაქტის შესახებ", _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელ  გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაგდა კაპანაძე აწერს.

უფრო კონკრეტულად კი, მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა -  2006 წელს, ქალაქ ოზურგეთში ყოფილი "რაიკოოპერატივის" თანამშრომლებმა, ე.წ. 208 მეპაიემ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება დათმო.

ყოფილი "რაიკავშირის" თავმჯდომარე "გურია ნიუსთან" იხსენებდა, როგორ დაიბარეს პროკურატურაში და როგორ აჩუქებინეს ქონება სახელმწიფოსთვის.

აღნიშნულ პროცესს საფინანსო პოლიციის მაშინდელი უფროსი  დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.

2006 წელს პროკურორი ილია ჯალაღანია იყო, ოზურგეთის გამგებელი ვალერი ჩიტაიშვილი, მოადგილე კი ივანე ტაბატაძე.

მათ "რაიკოოპერატივის" მეპაიეებს  გამოუცხადეს, რომ ოფიციალურად ქონება სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ.

მეპაიეების თქმით, ისინი  ზეწოლას ახდენდნენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული ოჯახის წევრების გათავისუფლებით, ან დაჭრით ემუქრებოდნენ.

მათივე თქმით, ეს იყო ძალოვნების მიერ, კონკრეტულად კი პროკურორის მიერ იძულების გზით ჩამორთმეული ქონება.

ამის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია, როგორც ირკვევა ძალიან იაფად გაიყიდა, ბიზნესმენზე, დღევანდელ ქალაქ ოზურგეთის მერ ბეგლარ სიორიძეზე.

ყოფილი "რაიკოოპერატივის" მეპაიების ინტერესების დამცველი, გოჩა ძიმისტარაშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ დაზარალებულმა  მოსახლეობამ თავდაპირველად  განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2012 წელს მიმართა, რეაგირება დღემდე არ ყოფილა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული საქმით "საქართველოს პროკურატურის სამართლაწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი დაინტერესდა.

"ეს ხალხი შეკრიბეს და მათ ნებით დაატოვებინეს ქონება  სახელმწიფო სასარგებლოდ, კეზერაშვილის დავალებით, მაშინდელი პროკურატურა ასრულებდა დავალებას.

ქალაქის ცენტრში მდებარე, ერთ-ერთ ყველაზე მომგებიანი ტერიტორიები,   რესტორნების: "ქალაქურისა" და "ელეგანტის" შენობები, სახელმწიფომ აუქციონის წესით გაყიდა და იყიდა დღევანდელმა ოზურგეთის მერმა,  ბიზნესმენმა  ბეგლარ სიორიძემ, თუ არ ვცდები ეს  თანხა შეადგენდა  60 000 ლარს, რომელიც ძალიან მიზერულია", _ამბობს გოჩა ძიმისტარაშვილი.

ადვოკატის განმარტებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წელს,  მოქალაქეებმა, კერძოდ ოზურგეთის ყოფილი "რაიოკოოპერატივის" მეპაიებმა, მას დახმარებისთვის მიმართეს, რათა დაეცვათ დაზარალებულების ინტერესები.

"გავაგზავნეთ განცხადება შესაბამისი დოკუმენტებით მთავარი პროკურატურაში თხოვნით დაწყებულიყო წინასწარი გამოძიება ზემოთ დასახელებულ ფაქტთან დაკავშირებით და დაბრუნებოდა ქონება თავდაპირველ მესაკუთრეებს.

საბუთების გაგზავნიდან სულ რაღაც ორ კვირაში დამიკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი გამაცნო მთავარი პროკურატურის თანამშრომლად. მან განმიცხადა, რომ იგივე და დამატებით დოკუმენტები საჩქაროდ გადამეგზავნა მისთვის, თანაც დასძინა, რომ ამ საქმით იყო დაინტერესებული მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.

ჩვენ გაგვიხარდა, რადგან ბატონი ლაშა ნაცვლიშვილი იყო დაინტერესებული, გამოძიება ჩქარი ტემპით წავიდოდა. იმის შემდეგ 2 წელზე მეტი გავიდა და პასუხი დღემდე არ ჩანდა.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურიდან მივიღეთ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ეს საქმე გადაცემული აქვს პროკურატურაში შექმნილ ახალა საგამოძიებო დეპარტამენტს", _ აღნიშნავს ძიმისტარაშვილი.

რაც შეეხება იმ დროისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორ ილია ჯალაღანიას, ის "გურია ნიუსთან" ფაქტის არსებობას ადასტურებდა, თუმცა დასძენდა, რომ ეს მისი ინიციატივა არ ყოფილა.

ჯალაღანიას თქმით, მსგავსი შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და ამაში პროკურატურას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატ გოჩა ძიმისტარაშვილის მხრიდან ბეგლარ სიორიძისთვის წაყენებულ ბრალდებას, რომ მან კაპიკებში მილიონებად შეფასებული ქონება  რესტორანი ქალაქური, ელეგანტი და ასე შემდეგ შეიძინა, თავად მერი სიცრუეს უწოდებს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში სიორიძემ აღნიშნა, ის ადვოკატის ტყუილზე სარჩელსაც კი ამზადებდა. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ქალაქ ოზურგეთის მერს დეპუტატის წინააღმდეგ ჯერჯერობით სარჩელი არ შეუტანია.

მისივე განმარტებით, მან ქონება სანამ მერი გახდებოდა, აუქციონზე, კანონის სრული დაცვით შეიძინა.

"ჩემს ბიზნეს-საქმიანობაში, რომელსაც ქალაქის მერად არჩევამდე ვეწეოდი, ვერავინ აღმოაჩენს კანონდარღვევის ვერცერთ ფაქტს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბეგი სიორიძეს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს კანონის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაშიც აღნიშნული ქონება აუქციონზე, კანონის სრული დაცვით, შევისყიდე. რაც შეეხება გოჩა ძიმისტარაშვილს, მისთვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი. რა სურს მას, ჩემთვის გაუგებარია",_ აღნიშნავს სიორიძე.

ამავე თემაზე: პროკურატურის "მოსაწვევები" და კეზერაშვილის ცნობა _ ახალი დეტალები ახალ პროკურორზე




 ახალი ამბები
  • პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცადღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით  საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა და ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,_ ბრძანა ... ...
  • უდუმაშვილი:მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები  შედეგს ვერ გამოიღებს, რომ  არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს,  აქციები გაგრძელდება და ხელისუფლებას მძიმე გაზაფხული ექნება. „ყველანაირად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისეთ ჩიხში შეიყვანონ ეს მოლაპარაკებები, რომ საბოლოოდ ითქვას, არ გამოვიდა ეს მოლაპარაკება და არც ერთი ვარიანტი არ აწყობთ კომპრომისული. ბუნებრივია, თუ ამ მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ მივედით იქამდე, რომ გადავდგათ წინ ნაბიჯი პროპორციული არჩევნებისკენ, ბუნებრივია, გაგრძელდება აქციები კიდევ უფრო მწვავედ. ძალიან მწვავე და მძიმე გაზაფხული ექნება ხელისუფლებას. უკან დასახევი გზა ნამდვილად არ დაგვიტოვეს“,- განაცხადა უდუმაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს არჩცევნები ხელისუფლება მაინც დამარცხდება. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დაგეგმვა დამოკიდებულია ისევ და ისევ უცხოელ პარტნიორებზე, რომელთა ორგანიზებითაც, რამდენიმე შეხვედრა უკვე ... ...
  • წარსულში ნასამართლევ პირს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოუჩინესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი, 2 მაყუჩი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ... ...
  • ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. როგორც tv25 იუწყება, შუახევის მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ... ...
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ... ...

არქივი

ზაფრანი

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...

ცოცხის „მაგიური“ ძალა

ბევრ ქვეყანაში არსებობს გარკვეული "ცრურწმენები",...

"წიწაკიანი" ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი _ ქალი მორიელის გამოხედვა ხერხს...

არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული

ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე,...

ყავის მომზადების რეცეპტები მსოფლიოში

ვიეტნამი - ყავის მომზადების დროს...

როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი

არასდროს უყვიროთ მას - ის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...