გაასხვისა თუ არა გასაიდუმლოებულად მერიამ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ერთერთი შენობა

მთავარი თემა

გაასხვისა თუ არა გასაიდუმლოებულად მერიამ ოზურგეთის ცენტრში მდებარე ერთერთი შენობა

3 აპრ. 2015, 16:26:01

"ჩემს სიდედრს მეორე სიძეც ჰყავს. ისე ცნობისთვის, რა უნდა გითხრათ _ რადგან ჩემი სიდედრია, ამიტომ ამეკრძალა მისთვის აუქციონში მონაწილეობის მიღება?!" _ ასეთი კომენტარი გააკეთა "გურია ნიუსთან" წარმოშობით ოზურგეთელმა, უკვე სკანდალურმა გოჩა სალუქვაძემ ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გაყიდვასთან დაკავშირებით.

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, 9 აპრილის ქუჩაზე  მდებარე ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა აუქციონის წესით იზოლდა გოცირიძემ შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ აუქციონი ქალაქ ოზურგეთის მერიამ ისე გამოაცხადა და ჩაატარა, რომ ამის შესახებ არა თუ საზოგადოებამ, არც  კლინიკის თანამშრომლებმა და არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმაც არ იცოდნენ.

როგორც კლინიკის რამდენიმე თანამშრომელმა გვითხრა, ისინი ითხოვდნენ ქალაქ ოზურგეთის მერიისგან გარე ფასადის მოწესრიგებას, ამის შესახებ, როგორც თავად ამბობენ,  მათ განცხადებითაც მიმართეს მერიას.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი, როგორც დეპუტატი და ამ ქალაქის მცხოვრები, მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები და აღდგეს ქალაქში ბავშვთა კბილის პოლიკლინიკა.

“რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აუქციონის წესით ყოფილი ბავშვთა კბილის პოლიკლინიკა შეიძინა გოჩა სალუქვაძის სიდედრმა _ იზოლდა გოცირიძემ. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ეს სწორედ ის გოჩა სალუქვაძეა, რომელსაც ლობირებდა ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე,  საზოგადოებისთვის ცნობილია , რომ ერთხელ ჩაგდებული პროექტი ერთ კვირაში ისევ შემოიტანა და თავისას მიაღწია. საქმე ეხებოდა ბაზრის ტერიტორიაზე პირდაპირი მიყიდვის წესით გასაცემ ქონებას, რომელიც უნდოდა გოჩა სალუქვაძეს. მან  დეპუტატებს "გამოშტერებულები" უწოდა და ამბობდა, რომ არანაირი ფული არ ჰქონდა. ბუნებრივია, ისმის ლოგიკური კითხვა _ თუ მას ფული არ აქვს,  როგორ ყიდულობს 20 000 ამერიკულ დოლარად კბილის პოლიკლინიკის შენობას. არავის არ სჯერა იმის, რომ მისმა სიდედრმა, რომელიც არის პენსიონერი, 20 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა ამ ქონებაში. ასევე ჩნდება ლოგიკური კითხვა _ რატომ მაინც და მაინც გოჩა სალუქვაძის სიდედრმა? ქალაქის მერსა და ამ პიროვნებას შორის ინტერესები იკვეთება ხშირად. უფრო მეტიც _ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კბილის სტომატოლოგიური კლინიკა გოჩა სალუქვაძის ძმამ "ვითიბი ბანკის" მმართველმა ბიძინა სალუქვაძემ იყიდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მერიაში შემოსული იყო განცხადება _ ექიმები და ექთნები ითხოვდნენ ბავშვთა კლინიკის შენარჩუნებას, იმ მოტივით, რომ ეს ერთადერთი იყო გურიის რეგიონში,"  _ აცხადებს გოჩა ძიმისტარაშვილი.

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე ამბობს, რომ სტომატოლოგიური კლინიკის გაყიდვის ამბავი მისთვის მეხის გავარდნას ჰგავდა:

"გუშინდლამდე არავინ იცოდა, როდის და ვისზე გაიყიდა ოზურგეთის ქონება, ეჭვს იწვევს ის საკითხი, რომ თუ ყველაფერი ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა, რატომ იყო გასაიდუმლოებული აუქციონის დღე, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საზოგადოების ფართო ფენებმა და რატომ იცოდა მხოლოდ მერთან დაახლოებულმა ვიწრო წრემ? ეჭვს იწვევს ასევე ისიც, რომ ოზურგეთის ყველა ქონების გასხვისებასთან რატომ ფიგურირებს ერთი და იგივე პიროვნების სახელი და გვარი, რომელიც იმავდროულად არის ქალაქის მერთან დაახლოებული პიროვნება? ეჭვს ბადებს ბევრი საკითხი, ჩნდება ბევრი კითხვები, რომლებზეც, სამწუხაროდ პასუხი არ არის. არადა ეს კლინიკა ხომ უნიკალურია თავისი შინაარსით და შესაძლებელი იყო ამ კლინიკის ფუნქციის აღდგენა ისე, რომ თანაბრად გამოადგებოდა ოზურგეთს, მთლიანად რეგიონს და მოგებასაც მოუტანდა ქალაქს," _ა მბობს შარაშენიძე.

"ვითიბი ბანკის"  მმართველი ბიძინა სალუქვაძე ამბობს, რომ არავითარი ფორმალობა არ არსებობს:

"იზოლდა გოცირიძე მუშაობდა წლების განმავლობაში აღნიშნულ პოლიკლინიკაში. არავითარი საერთო და კავშირი არ არის ჩემს ძმასთან ად იზოლდას შორის აუქციონთან დაკავშირებით," _ ამბობს ბიძინა სალუქვაძე

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე განმარტავს, რომ საკრებულომ მერიას თანხმობა მისცა იმაზე, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებდა გარე ფასადის მოწესრიგებას, აუქციონის წესით გაეყიდა:

_ ერთერთი ასეთი იყო 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა კბილის სტომატოლოგიური კლინიკა, _ამბობს კობალაძე.

ბიზნესმენი  გოჩა სალუქვაძე “გურია ნიუსთან აღნიშნავს, რომ იზოლდა გოცირიძე, რომელმაც აუქციონის წესით იყიდა ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა, მისი სიდედრია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მას რაიმე ინტერესი არ აქვს.

"ისე, ცნობისთვის, ჩემს სიდერს მეორე სიძეც ჰყავს. რა უნდა გითხრათ? იყო დამპალი, ავარიული შენობა.  ნუ მახსენებენ მე, მაქ ჩემი წილი არაფერი არ არის, რა ვქნა ახალა ჩემმა სიდედრმა იყიდა, მუშაობდა 50 წელიწადი თვითონ და მისი ქმარი, შენობა იყო დამპალი და ყველაფერი გასაკეთებელია. რა მექნა ახლა მ ე _ რახან ჩემი სიდედრია, ამეკრძალა, არ იყიდო,-მეთქი? რას აკეთებს, რა ვიცი", _ გვითხრა გოჩა სალუქვაძემ.

როდის გამოცხადდა აუქციონი 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გაყიდვასთან დაკავშირებით, როდის ჩატარდა იგი, რამდენი პირი იღებდა მონაწილეობას, რა ფასად იყო შეფასებული, ვინ გაიმარჯვა, სად იყო გამოცხადებული აღნიშნული აუქციონის შესახებ, ამ კითხვებზე ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახური ასეთ კომენტარს აკეთებს:

"9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გაყიდვასთან დაკავშირებული აუქციონი გამოცხადდა 2015 წლის 23 თებერვალს. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე _ www.ozurgeti.gov.ge და ადგილობრივ გაზეთში "ალიონი’" (23 თებერვალი N8 (2015)
განაცხადების მიღება შეწყდა 24 მარტს, დღის 12:00-ზე. აუქციონში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი _ იზოლდა გოცირიძე, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა 24 მარტს, 14:00-ზე. ქონების საწყისი ფასი იყო 27 500 ლარი.“




 ახალი ამბები
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...
  • რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვისსაკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს. სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ... ...
  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს (R)ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.  საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.  ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.  ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას. სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს. თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.  უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.                                                                                                                                                     ... ...
  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა (R)მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.  ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.  თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?