საქართველოს მილიონერი მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

მთავარი თემა

საქართველოს მილიონერი მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

2015 აპრ 6 18:56:00

3 საცხოვრებელი სახლი, 4 ბინა, მათ შორის 2 უკრაინაში, 8 მიწის ნაკვეთი საქართველოში და საზღვარგარეთ, 7 მსუბუქი ავტომობილი, 6 ფერწერული ტილო და რამდენიმე მილიონი საბანკო ანგარიშებზე, ასე გამოიყურება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს კახი კალაძეს ქონებრივი დეკლარაცია , რომელიც 2015 წლის 9 იანვარს აქვს შევსებული.

უძრავი ქონება

დეკლარაციის მიხედვით, კალაძის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის  - სამტრედიაში, რესპუბლიკის 207, ფართობი - 410.00 კვ.მ, დაბა წყნეთში, გურამიშვილის 8, ფართობი - 329.62 კვ.მ და დაბა წყნეთში, გურამიშვილის 10, ფართობი - 188.45.

ასევე, მინისტრი ფლობს 4 ბინას -თბილის, ჭავჭავაძის 23, ფართობი - 364.00 კვ.მ, თბილისი, ბურძგლას 76/80, ფართობი - 396.00 კვ.მ, უკრაინა, კიევი, გამარჯვების გამზირი 39, ფართობი - 220.00 კვ.მ, უკრაინა, კიევი, შევჩენკოს გამზირი 11, ფართობი - 250.00 კვ.მ

რამდენიმე მიწის ნაკვეთს -  საქართველო, სამტრედია, რესპუბლიკის 207, ფართობი - 2400.00 კვ.მ, საქართველო, ბორჯომი დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, ფართობი - 3030.00 კვ.მ, საქართველო, დაბა წყნეთი, გურამიშვილის 8, ფართობი - 1060.00 კვ.მ, საქართველო, დაბა წყნეთი, გურამიშვილის 10, ფართობი - 1058.00 კვ.მ, საქართველო, დაბა წყნეთი, ვახტანგ გორგასლის 7, ფართობი - 1139.00 კვ.მ, საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 131, ფართობი - 271.00 კვ.მ, უკრაინა, კიევი, კონჩაზასპა, ფართობი - 3000.00 კვ.მ, საქართველო, ბორჯომი,დაბა ბაკურიანი, ცეკავშირის მიმდებარედ, , ფართობი - 2000.00 კვ.მ,

არასაცხოვრებელი ფართს - საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის 131, ფართობი - 359.50 კვ.მ, საქათველო, სამტრედია, რუსთაველის 23, ფართობი - 93.90 კვ.მ, საქართველო, სამტრედია, რუსთაველის 23, ფართობი - 76.20 კვ.მ

კალაძის მფლობელობაშია ასევე თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხი, რომლის ფართობი  56.00 კვ.მ-ია.

 მოძრავი ქონება

ენერგეტიკის მინისტრი 7 მსუბუქ ავტომანქანას ფლობს - ROLLS ROYCE PHANTOM, BENTLEY CONTINENTAL, MERCEDES GL63, MERCEDES G63, FERRARI GTO, MERCEDES BENZ S63, MERCEDES BENZ A45.

კალაძის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER-ს.

ფერწერული ტილოები

კალაძის მფლობელობაშია 6 ფერწერული ტილო, აქედან 3 ელენე ახვლედიანის, ხოლო 3 ლადო გუდიაშვილისაა. ფერწერული ტილოების ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა მათი ფასი 10 ათას ლარზე მეტია.

საბანკო ანგარიშები

რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში 3 836 970 დოლარი, 4 921 700 ევრო, 1190 ლარია.

კერძოდ, დეკლარაციის შევსების მომენტში, კალაძის მიმდინარე ანგარიშებზე

პროგრეს ბანკში 1190.00 ლარი, 5000.00 ევრო და 7000 დოლარი, "პროკრედიტ ბანკი'' 960.45 დოლარი და 9.73 დოლაინტეზა სან პაოლოტიში  - 900000.00 ევრო და 3800000.00 დოლარი, ბანკი ფინანსური ინიციატივა -  29000.00 დოლარი და 16700.00 ევრო იყო.

jiulius baer მიმდინარე ანგარიშზე კი, 4 000 000 ევრო იყო. 

ნაღდი ფულის სახით კი, კალაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში 15 000 ლარი, მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს კი 35 000 ლარი ჰქონდათ.

სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები

რაც შეეხება კახა კალაძისა და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, დეკლარაციის მიხედვით, კალაძე კვიპროსზე, მდებარე ვაჭრობის,მრეწველობის და ტურიზმის სამინისტროს კომპანიების რეგისტრაციისა და ოფიციალური ლიკვიდაციის დეპარტამენტის პარტნიორია, 14/07/2007- დღემდე, რომელიც kala capital limited; ასევე, ქალაქ კიევის გოლოსეევსკის რაიონის საგადასახადო ინსპექცის პარტნიორი, 09/04/2004- დღემდე (ООО "ЮКА", უკრაინა, г. Киев, проспект 40-летия Октября, 89), საიდანაც წინა წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის იანვრამდე შემოსავლის სახით 550000.00 დოლარი აიღო.

ასევე, ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის პარტნიორი (შპს "ნესტ გრუპ“, უკრაინა, კიევი, ვიბორზკაია 99), 01/06/2005 - დღემდე, შემოსავლის სახით აქედან 420000.00 ევრო აქვს მიღებული.

კალაძე, 09/10/1998 - დღემდე ასევე პარტნიორია რაიონულ სასამართლოში (შპს კოლხეთი, საქართველო, ქობულეთი, აღმაშენებლის 285), საიდანაც შემოსავალი მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება მინისტრის თანამდებობაზე კალაძის შემოსავალს, დეკლარაციის თანახმად, მან 2014 წელს, 75000.00 ლარი აიღო.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ანუკი არეშეძეს, ის 10/10/2013 - დღემდე შპს ანოუკის (საქართველო, თბილისი, მ.ჭიაურელის ქ.) პარტნიორია, თუმცა შემოსავალი მირებული არ აქვს.

გარდა ამისა, მინისტრს 2014 რამდენიმე სესხი აქვს გაცემული, მათ შორის:

სს "კალა დეველოპმენტი" - 501000.00 ლარი, სს "კალა დეველოპმენტი" - 5500.00 ლარი, სს "კალა დეველოპმენტი" - 6227.00 ლარი, შპს "კოლხეთი" - 301000.00 ლარი, შპს "კოლხეთი" - 100000.00 ლარი, კალა კაპიტალი - 516297.00 დოლარი, შპს "კალა კაპიტალი" - 2000000.00 დოლარი, შპს "კალა კაპიტალი" - 301000.00 ლარი, შპს "კალა კაპიტალი" - 100000.00 ლარი.

სესხების გაცემიდან კალაძეს შემოსავალი მიღებული არ აქვს.

2014 წელს მინისტრს, უძრავი ნივთის შესაძენად  ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს დადებული. ნივთის ღირებულება, დეკლარაციის თანახმად,  490269.59 ლარია.

2014 წელს კახა კალაძემ მინდობილობა, სამეწარმეო კომპანიებში წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე მინდოილობა გააფორმა;

მათ შორის - 31/10/2012, 31/10/2012 - 01/11/2017 , ნოტარიუსი დავით ოყროშიძე,

დავალების ხელშეკრულება, მარწმუნებლის სრულუფლებიანი და შეუზღუდავი წარმომადგენლობა, 0.00 GEL 09/10/2006, 09/10/2006 - უვადო, ნოტარიუსი ციური ბერიძე

მინდობილობა, სამეწარმეო კომპანიებში წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემა, 0.00 GEL 02/05/2013, 02/05/2013 - უვადო, ნოტარიუსი დავით ოყროშიძე.

რაც შეეხება იჯარას, კალაძეს, 03/04/2013, 03/04/2013 - 03/04/2015 წლამდე საიჯარო 5730.00- დოლარიანი საიჯარო ხელშეკრულება აქვს დადებული, საიდანაც შემოსავლის სახით, 2014 წელს 16000.00 ლარი მიიღო; უძრავი ნივთის ნაწილის გაქირავებიდან კი, (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 14/01/2010, 14/01/2010 - 14/01/2015) 9386.12 ლარი;

საბანკო სესხები

2014 წელს მინისტრს რამდენიმე სესხი აქვს აღებული, მათ შორის:

1541000.00-დოლარიანი სესხი ბანკი „ქართუდან“ (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 29/05/2012, 29/05/2012 - 29/05/2022), რისთვისაც, 2014 წელს 1541000.00 დოლარი გასცა.

ამავე ბანკში აქვს 96000.00-დოლარიანი სესხი (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა  04/06/2012, 04/06/2012 - 29/05/2022) სესხის დასაფარად კალაძემ 2014 წელს 8818.08 დოლარი გასცა.

აქვს 75 000  ევროიანი საკრედიტო ბარათი, სადაც გასავლის გრაფაში 320 000 ევროა (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 07/07/2008, 07/07/2008 - 31/05/2016).

120000.00 - ევროიანი სესხი აქვს აღებული სს პროგრეს ბანკიდან (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 17/09/2013, 17/09/2013 - 17/03/2015), რისთვისაც, 2014 წელს 21600.00 ევროს გასავალი ჰქონდა.

სესხის სახით, ამავე ბანკიდან აქვს აღებული 20000.00 დოლარი (ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 20/02/2013, 20/02/2013 - 20/02/2018), რისთვისაც 8000.00  დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს, მას 2014 წლის 31 ოქტომბრიდან, 2024 წლის 9 ნოემბრამდე  თი-ბი-სი ბანკიდან 410 000-დოლარიანი სესხი აქვს აღებული, რის დასაფარადაც მან 2014 წელს  5100 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება კალაძის 2014 წლის სახვა შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით, მინისტრმა სამი ავტომობილის გაყიდვიდან 238 000 დოლარი მიიღო.

ხოლო მსოფლიო ნაკრებში მონაწილეობისთვის, კალაძეს, 30000.00 დოლარი აქვს მიღებული.

ქველმოქმედება

2014 წელს მინისტრის ოჯახმა ქველმოქმედებისთვის 67884 ლარი გასცა. აქედან, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრისთვის 7884.05 ლარი, სხვა ქველმოქმედებისთვის კი,  60000.00 ლარი გაიღო.

კალაძის ოჯახს 2014 წელს ფასიანი საჩუქრები არ მიუღია.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოებს, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...
  • ცესკო ამერიკული დახმარების ფარგლებში კიბერუსაფრთხოებას აუმჯობესებსსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFEშ) დახმარებას მიიღებს. IFEშ-ი საქართველოში მისი მოქმედების სტრატეგიული მიზნებიდან და მანდატიდან გამომდინარე, ახორციელებს ცესკოს სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებას და ამ მიზნით გეგმავს შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. აღნიშნული დახმარების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება ცესკომ 30 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღეს ხელშეკრულებას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, IFEშ-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ და კომპანია „იუ–ჯი–თი“-ს წარმომადგენელმა ერმილე სულაძემ მოაწერეს ხელი. სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, IFEშ-ი, კომპანია „იუ–ჯი–თი“-სგან ცესკოსთვის შეიძენს სერვერებსა და სასერვეროს გამართვა–აღჭურვისთვის საჭირო შესაბამის მოწყობილობებს. ასევე, განხორციელდება სასერვერო აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი თანამშრომლების ტრენინგი. ახალი სასერვერო ინფრასტრუქტურა ცესკოს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო მაღალ დონეზე უზრუნველყოს კრიტიკული ინფორმაციის დაცვა და იმ ინტერნეტ სერვისების შეუფერხებელი და უსაფრთხო ფუნქციონირება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებს სთავაზობს. საარჩევნო ადმინისტრაციის სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და თანამშრომლების კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით გადამზადება ხორციელდება საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის პროექტის – „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“ (EPPშ) ფარგლებში, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მეშვეობით. კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის მიმართულებით პერსონალის გადამზადებასა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის განახლებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და UშAID-ის და IFEშ-ის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში შედგა. 10 იანვარს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მხარეები 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება/დახვეწის მიმართულებით, შექმნილი აქვს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რითაც ხელს უწყობს არსებული საარჩევნო პროცესების უწყვეტად წარმართვას და ინფორმაციის სათანადო დაცვას, უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და ინფორმაციული აქტივობის მთლიანობას, ხელმისაწვდომობასა და კონფიდენციალურობას. აღნიშნული მიმართულებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო დახვეწოს საკუთარი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...