გამგეობის თანამშრომელს ხელფასი "კალიდორში" ყოფნაში ეძლევა?!

მთავარი თემა

გამგეობის თანამშრომელს ხელფასი "კალიდორში" ყოფნაში ეძლევა?!

2015 აპრ 9 15:02:10

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, კურორტ ბახმაროში სტიქიის შედეგად დაზიანებულ უბნებს შორის დამაკავშირებელი შიდა გზების აღდგენის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაცია შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე 30 სექტემბერს გამოაქვეყნა.

"კურორტ ბახმაროში სტიქიის შედეგად დაზიანებულ უბნებს შორის დამაკავშირებელი შიდა გზების აღდგენის შესასრულებელი სამუშაოთა დეტალური მოცულობები აღნიშნულია ხარჯთაღრიცხვაში. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 14 813 (თოთხმეტიათას რვაას ცამეტი) ლარი." _ წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ _ შპს "მარიმ" და შპს "შემოქმედმშენმა" მიიღეს. ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული შპს "შემოქმედმშენი" აღმოჩნდა, რომელმაც 14 813 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ვალდებულება 6 498 ლარად აიღო (შპს "მარი" ამ სამუშაოების შესრულებას 6 499 ლარად აპირებდა).

2014 წლის 10 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავასა და შპს "შემოქმედმშენს" შორის (წარმომადგენელი გია შილაკაძე) დაიდო #257 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც "კურორტ ბახმაროში სტიქიის შედეგად დაზიანებულ უბნებს შორის დამაკავშირებელი შიდა გზები" უნდა აღდგენილიყო.

შილაკაძეს ამისთვის 20014 წლის 15 დეკემბრამდე მისცეს ვადა (აღსანიშნავია, რომ ეს ის კომპანიაა, რომელმაც ჩოხატაურის ბაღების გასარემონტებლად გამოცხადებული ტენდერი მოიგო და რომლის საქმეს ამ დრომდე იძიებს ფინანსური პოლიცია).

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2014 წლის 28 ოქტომბერს არის შედგენილი.

"2014 წლის 28 ოქტომბერს ჩავიბარეთ შესრულებული სამუშაო, რომელიც გათვალისწინებული იყო შპს "შემოქმედმშენსა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული 2014 წლის 10 ოქტომბერს #257 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო: კურორტ ბახმაროში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა," _ წერია აქტში, რომელსაც ხელს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ ლომთათიძე და ჯგუფის კიდევ ოთხი წევრი აწერს.

არც ხელშეკრულებაში და არც მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული არ არის, კონკრეტულად სად აღდგა დაზიანებული გზები.

ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ ლომთათიძე, რომელიც ამავე დროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსია, ამბობს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ასეთ რამ არ იწერება. მისი მტკიცებით, სამუშაო ნამდვილად შესრულდა, რაც საკუთარი თვალით ნახა.

ლომთათიძემ ამის დასტურად მის კომპიუტერში არსებული ფოტოები გვაჩვენა, რომელზეც ბახმაროს რამდენიმე ქუჩაა გადაღებული.

ფოტოებს გადაღების თარიღი არ აწერია. შესაბამისად, იმის დაზუსტებით თქმა, რომ ეს ის ადგილებია, სადაც გზები შეაკეთეს, ძნელია.

_ ბატონო ვლადიმერ, არც ხელშეკრულებაში და არც მიღება-ჩაბარების აქტში არ არის მითითებული, რომელ უბნებზეა საუბარი. თქვენ მიერ წარმოდგენილი ფოტოებიც დათარიღებული არ არის. სხვა მტკიცებულება არ გაქვთ?

_ მტკიცებულება ისაა, რომ მე ვიყავი იქ და საკუთარი თვალით ვნახე, _ გვითხრა ლომთათიძემ, რომელიც არც ერთ ფოტოზე არ ფიქსირდება.

მის კომპიუტერში არსებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ბახმაროში ნამდვილად იმყოფებოდა კომისიის ერთ-ერთი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უცნობია, როდისაა ეს ფოტოები გადაღებული.

_ შეგიძლიათ სხვა მტკიცებულება მოგვაწოდოთ? ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ იქ არ ყოფილხართ, ფოტოები შემსრულებელმა თავად მოგაწოდათ და სწორედ ამის საფუძველზე შეადგინეთ მიღება-ჩაბარების აქტი...

_ მე ვიღებდი ფოტოებს და როგორ გამოვჩნდებოდი?! ვიყავი და თუ არ გჯერათ, არაა ეგ პრობლემა, _ გვითხრა ლომთათიძემ, რომლისთვისაც არც ის აღმოჩნდა პრობლემა, რომ კურორტზე, სადაც თოვლი ოქტომბერ-ნოემბერში მოდის, გზა ამ დროს გააკეთეს _ მაშინ, როცა, მის გადამოწმებას ვერავინ შეძლებდა. მით უმეტეს, რომ ლომთათიძის განმარტებით, დაზიანებული უბნების შეკეთება მოხრეშვით შემოიფარგლა.

_ ზამთარში გაკეთდება თუ ზაფხულში, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი. არ ვწყვეტ, როდის რა გაკეთდეს, _ გვითხრა ლომთათიძემ.

_ ბატონო ვლადიმერ, თქვენ ხომ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი ბრძანდებით?! სამუშაოს შესრულების ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს?

_ ეს სხვამ გადაწყვიტა. მე არ ვწყვეტ, იანვარში გაკეთდეს თუ თებერვალში.

_ ბახმაროში მსგავსი სამუშაოების ზამთარში გაკეთება ბევრისთვის მომგებიანია... დამსვენებელი მას ვერ ნახულობს, ვერავინ ამოწმებს.. შემდეგ კი, როგორც წესი, გაზაფხულზე ირკვევა, რომ გზა თოვლმა დააზიანა... მით უმეტეს, ამ შემთხვევაში გზის მოხრეშვაზე ვსაუბრობთ...

_ მე რა სურვილი მქონდა, ეს სხვა თემაა. როდის რა გაკეთდა, არ არის ჩემი შესაფასებელი. ჩემი შესაფასებელი არის ის, რაც გაკეთდა, ავედი და ვნახე, _ დაგვიზუსტა ლომთათიძემ და აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოში დეფექტის პოვნაც არაა მისი საქმე.

_ საერთოდ, გზის გაკეთება, არამარტო ბახმაროში, არამედ ყველგან, ზამთარში არ არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, თუ კარგად გაკეთებულია და თოვლმა მოუსწრო, ზამთარში პრობლემა არ შეექმნება. თოვლი გზას არაფერს უფუჭებს, თუმცა, თუ წვიმებია, მაშინ უკვე პრობლემაა; ისევე, როგორც გაზაფხულზე, უხვის ნალექის დროს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გამოცდილმა მშენებელ-ინჟინერმა, შპს "გზამშენი 18"-ის ხელმძღვანელმა თემურ ჯახვამ.

მისივე თქმით, გზის მოხრეშვას თავისი წესები აქვს:

_ თუ არხს გაუკეთებ, კარგად დატკეპნი და მერე მოხრეშავ, გამართლებულია. როგორც იტყვიან, საორხელო საქმე არ უნდა გააკეთო. თუ წესებს დაიცავ, მაშინ არ იქნება ფული წყალში გადაყრილი. თუმცა, თუ არხი არ აქვს და ზერელე გაკეთებულია, თავიდან იქნება გასაკეთებელი, _ დასძინა ჯახვამ.

როგორ შეაკეთეს დაზიანებული გზები ბახმაროში რთული სათქმელია. ვერ ვიტყვით იმასაც, გაკეთდა თუ არა სანიაღვრე არხები. ვლადიმერ ლომთათიძის კომპიუტერში არსებულ ფოტოებზე, რომლებიც, მისივე მტკიცებით, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დღეს არის გადაღებული, მსგავსი რამ არ ჩანს (ფოტოების დათვალიერების პროცესი, ჩვენ ვიდეოკამერით გადავიღეთ და დაინტერესებულ პირს მისი ნახვა რედაქციაში შეუძლია).

შპს "შემოქმედმშენის" ხელმძღვანელი გოჩა შილაკაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამუშაოები მას არ შეუსრულებია:

_ მე კი მოვიგე, მაგრამ იჯარით ავიყვანე ჩოხატაურელი, ზუსტად არ მახსოვს, ვინ იყო...

_ ბატონო გოჩა, როგორ შეიძლება 14 000 ლარად შეფასებული სამუშაო 6 000 ლარად გაკეთდეს?!

_ მე არ გამიკეთებია. ვინც გააკეთა, იმას საკუთარი ტექნიკა ჰყავდა და კომისიამ რომ ნახა შესრულებული სამუშაო, პრობლემა არ ჰქონია, _ გვითხრა შილაკაძემ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა იყო ბაღების რემონტის დროსაც, სადაც შილაკაძეს მხოლოდ დოკუმენტებზე ხელისმოწერის უფლებამოსილება ჰქონდა.

შპს "შემოქმედმშენის" დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოები ი/მ "გელა ანთიძეს" შეასრულებინა.

აღნიშნული ინდმეწარმის შესახებ ინფორმაციების მოძიება რთული აღმოჩნდა _ მისი გვარი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება; მის შესახებ ინფორმაციას არც ჩოხატაურელი ინდმეწარმეები ფლობენ.

შილაკაძის მიერ მოცემულ ტელეფონის ნომერზე, რომელიც, მისი თქმით, გელა ანთიძეს ეკუთვნოდა, ვინმე გელა საჯაიამ გვიპასუხა.

საჯაიამ გვითხრა, რომ ანთიძეს თავად ეხმარებოდა და კითხვებსაც თავად გასცემდა პასუხს. საჯაიას განმარტებით, ანთიძეს საკუთარი ტექნიკა არ ჰყავს:

_ ბახმაროში კარგად შევასრულეთ სამუშაოები. ამინდზე მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი, მაგრამ რაც გაკეთდა, ხარისხიანად გაკეთდა. ვერ გეტყვით, სეზონზე იქ დაგვხვდება თუ არა მოხრეშილი გზა, მაგრამ არხები იქნება. ისე, ღვარცოფი თუ მოვარდება, ხრეშს სადმე ერთად მიაყრის, წაღებით ვერსად წაიღებს, _ აღნიშნა საჯაიამ, რომლის მტკიცებით, ბახმაროში იმაზე მეტი სამუშაო შესრულდა, ვიდრე პროექტით იყო გათვალისიწნებული.

_ ბატონო გელა, როგორ მოახერხეთ, რომ 14 813 ლარად შეფასებული სამუშაო 6 498 ლარად შეასრულეთ?

_ მაგაში ვეხმარებოდი სწორედ გელას. ისე მოხდა, რომ აიღო პასუხისმგებლობა და რამენაირად უნდა შეესრულებინა. ხან მანქანას ვთხოულობდით, ხან ტრაქტორს. ბახმაროში სამუშაოები ნამდვილად კარგად გაკეთდა, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას საჯაიამ.

საქმის უფრო დეტალურად გასაცნობად გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში მივედით, სადაც ლომთათიძის თქმით, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია და ის ინფორმაცია ინახება, თუ კონკრეტულად რომელი უბნის გზები შეკეთდა #257-ე ხელშეკრულების ფარგლებში.

ოთახში, სადაც 7 ადამიანი მუშაობს, სამუშაო საათებში არავინ დაგვხვდა. იმ ოთახის კარი, სადაც ხელშეკრულებები და დოკუმენტები ინახება, ღია იყო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სამსახურის არც ერთი თანამშრომლის პოვნა ვერ მოხერხდა (ამ ძიების პროცესის ამსახველი ვიდეოც რედაქციაში ინახება. ავტ.).

თხუთმეტწუთიანი ძებნის შემდეგ და გამგეობის თანამშრომლების დახმარებით, ორი თანამშრომელი ვიპოვეთ.

_ აუ, რა უნდათ ახლა კი მაგრამ, _ ასეთი რეაქცია ჰქონდა ჩვენს დანახვაზე გოგი ბოლქვაძეს, რომელსაც უკან ამავე სამსახურის თანამშრომელი ნინო სიხარულიძე მოჰყვა. სიხარულიძის მტკიცებით, აქვე "კალიდორში" იყო და თუ ვეძებდით, უნდა დაგვენახა კიდეც.

ჩვენს კითხვაზე, ვინ იღებს პასუხისმგებლობას აქ არსებული დოკუმენტაციის უსაფრთხოებაზე, როცა ოთახის კარი ღიაა და შიგნით არავინ იმყოფება, სიხარულიძემ გვითრა, რომ "აქვე, კალიდორში" იმყოფებოდა და არავითარი საშიშროება არ არსებობდა.

_ ქალბატონო ნინო, თხუთმეტი წუთია, გეძებდით და როგორც თქვენ ამბობთ, "კალიდორში" ვერ გიპოვეთ...

_ ვინ მეძებს, კაცო?

_ ჩვენ გეძებდით... ქონების მართვის სამსახურმა თქვენთან გადმოგვამისამართა და დეტალებში გარკვევა გვინდა. მგონი, "კალიდორში" ყოფნისთვის არ გიხდით ხელფასს...

_ "კალიდორში" კი არ ვართ, გამგებლის მისაღებში ვიყავით, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომლის თქმით, მას და ბოლქვაძეს ჩვენთან საუბრის დრო არ აქვთ.

კითხველის ძვირფას დროს არც ჩვენ გამოვიყენებთ იმ საუბრის დეტალური გადმოცემით, რომელიც ჩვენსა და სიხარულიძეს შორის შედგა. მხოლოდ ერთს აღვნიშნავთ _ ასეთი საუბარი, მიმართვის ფორმა საჯარო მოხელისთვის, მინიმუმ უხერხულია.

_ გოგი, წამოდი, მერე გამგებელი წავა და დარჩება საქმე გაუკეთებელი, _ ამ სიტყვებს ულაპარაკოდ დაემორჩილა გოგი ბოლქვაძე და ჩვენი კითხვა, ვინ უნდა გაგვცეს პასუხი კითხვებზე, რომელიც ბევრ ეჭვს ბადებს, უპასუხოდ დარჩა.

P.S. ჩვენ ვცადეთ, ამ საკითხზე ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას კომენტარი მოგვეპოვებინა, თუმცა, მან გვითხრა, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც "გურია ნიუსში" შესაბამის წერილს გაეცნობა.




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...