ფაქტორები, რომლებიც რეპეტიტორის ინსტიტუტის პოპულარობას განაპირობებს

მთავარი თემა

ფაქტორები, რომლებიც რეპეტიტორის ინსტიტუტის პოპულარობას განაპირობებს

2015 აპრ 14 19:26:11

რეპეტიტორის ინსტიტუტი იყო და რჩება  პოპულარულად.   2011  წელს   ჩატარებული კველვის მიხედვით ( კვლევა ჩაატარა განათლების  პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა )  ყოველი მეოთხე  მოსწავლე  სარგებლობს აღნიშნული სერვისით.  კვლევამ  ასევე  აჩვენა,  რომ  რეპეტიტორებთან დადიან არა მარტო დამამათავრებელი,  არამედ  დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც (ამ შეთხვევაში ცენტრის შესწავლის საგანს არ წარმოადგენდა მხოლოდ  გამოცდებისთვის მოსამზადებელი  რეპეტიტორების საკითხის შესწავალა. დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 57% ემზადება. საშუალო საფეხურზე 42,6%, საბაზოზე 37,2%, დაწყებითზე 15%).

კვლევის შედეგების მიხედვით, მშობელთა დანახარჯი  დაახლოებით 300 მილიონი ლარს შეადგენს.ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ  სკოლები ვერ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნას. ამიტომ მათ უწევთ სხვა გზების მოძიება  სასურველი სერვისის მისაღებად.  კერძო რეპეტიტორების  საკითხის  შესწავლა მრავალი კუთხით არის შესაძლებელი,  თუმცა „სასკოლო კვლევების  ცენტრმა“ ამ ფენომენს რამდენიმე მიზეზის გამო მიაქცია ყურადღება:

პირველი: პრაქტიკა  არის  ქვემოდან წამოსული,  სახელმწიფო არ მონაწილეობს მის ფუნქციონირებაში.  ინსტიტუტი წარმოაჩენს  იმას, თუ როგორ  პასუხობს საზოგადოება დამოუკიდებლად  პრობლემას - განათლების დაბალ დონეს  სკოლებში.  საინტერესოა ის, რომ  ეს გახლავთ  გზა, რომელიც თვითონ საზოგადოებამ -  მშობლებმა,  მოსწავლეებმა,  სწავლების უშუალო ბენეფიციარებმა გაიკვლიეს.

მეორე მიზეზი,  რის გამოც  ცენტრისთვის საინტერესო აღმოჩნდა ამ ფენომენის შესწავლა არის  ის,  რომ ეს ინსტიტუტი ამართლებს მოლოდინებს, რასაც  მასზე დიდი მოთხოვნაც მეტყველებს. ცენტრი  რეპეტიტორების პრაქტიკას  არ განიხილავს  აპრიორი უარყოფით მოვლენად.  თუმცა,  პრობლემად  მიაჩნია ის, რომ   ხარიხიანი  ცოდნის მიღება  არის  ელიტური, ანუ   ამ სერვისით სარგებლობის  შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს  საშუალება (ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით, რეპეტიტორებთან  მაღალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვების  მომზადების წილი 64%-ია, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა კი  24%. ).   სწორედ ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. სახელწიფო  უნდა უზრუნველყოფდეს ყველა მოსწავლისთვის თანაბარი და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას.

მიმდინარე წლის 4 აპრილს კლუბ „ფრონტლინ ჯეორჯია“-ში,   ცენტრის ორგანიზებით,  მრგვალი მაგიდა გაიმართა. დისკუსიაში   მონაწილეობდნენ აბიტურიენტები,  პედაგოგები,  სკოლის მმართველი, რეპეტიტორები. დისკუსიის შედეგად „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ რამდენიმე ფაქტორი გამოვალინა, რის გამოც აბიტურიენტები რეპეტიტორთან მომზადებას ამჯობინებენ.

„გურია ნიუსი“გთავაზობთ ამ ფაქტორების ჩამონათვალს და „სასკოლო კვლევების ცენტრის“ რეკომენდაციებს:
„პირველი ფაქტორი - აბიტურიენტი თვითონ ირჩევს რეპეტიტორს.

როგორც დისკუსიისას გამოიკვეთა, აბიტურიენტებს ან მშობლებს აქვთ საშუალება, თვითონ აირჩიონ რეპეტიტორი, რაც ამ ინსტიტუტიდან მიღებული განათლების ხარისხზე  დადებითად  მოქმედებს.  ის, რომ აბიტურიენტს  არჩევანის საშუალება აქვს, ეს მას გარკვეულწილად  უზრდის შანსს, რომ მიიღოს უკეთესი ხარხისხის სერვისი.

შეიძლება თუ არა ამ კომპონენტის გაზიარება სკოლის დონეზე?

არჩევითობის  გაზიარება დღევანდელი  სასკოლო სისტემიდან  გამომდინარე  წარმოუდგენელიც კია,  რადგან  სკოლებში  არ  არსებობს საგნებისა და პედაგოგების არჩევითობა.   თუმცა,  საგანმანათლებლო ინსტიტუციის დონეზე  არჩევითობის პრაქტიკა  არსებობს  უმაღლეს სასაწავლებებში,  სადაც სტუდენტები ირჩევენ ლექტორებს.
მეორე ფაქტორი – ინდივიდუალური მიდგომა, მეტი ყურადღება.

მეორე უმთავრეს  ფაქტორია დრო.  რეპეტიტორს  საშუალება აქვს  მეტი  დრო და ყურადღება დაუთმოს მოსწავლეს, მიუდგეს ინდივიდუალურად ,  გაიგოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და  დახარჯოს  იმდენი დრო, რამდენიც საჭირო იქნება  მოსწავლისთვის. ამ კომპონენტის გასაზიარებლად სასკოლო დონეზე  საჭირო იქნება რამდენიმე  სტანდარტის    გაუქმება. კერძოდ:   საგაკვეთილო  დრო,   პროგრამა,  ამ ყველაფერზე  პასუხისმგებლობის აღება მოუწევს პედაგოგს. რეპეტიტორის შემთხევაში სწორედ ასეა.

მესამე ფაქტორი - სასწავლო რესურსების შერჩევა და მოსწავლეზე  მორგებული  სასწავლო გეგმა

კიდევ ერთი უპირატესობა  არის, რომ რეპეტიტორი მოსწავლეს,  საგნის ცოდნის დონიდან გამომდინარე, უდგენს ინდივიდუალურ პროგრამას  და ასევე თვითონ ირჩევს  სახელმძღვანელოებს,  რითაც  უნდა ასწავლის. სასკოლო დონეზე ამ პრაქტიკის გაზიარება გულისხმობს, რომ პროფესიონალ პედაგოგებს მიეცეთ ავტონომია, თვითონ შეარჩიონ სასწავლო რესურები.

მეოთხე ფაქტორი – მოტივაცია.

რეპეტიტორს,  სკოლის მასწავლებელთან შედარებით,  აქვს გაცილებით დიდი მოტივაცია,  რომ კარგად ასწავლოს მოსწავლეს  და ბოლომდე დაიხარჯოს, რადგან მისი შემოსავლი  უშუალოდ დამოკიდებულია  მის მიერ გაცემული სერვისის  ხარისხზე. მისი შემოსავალი  დამოკიდებულია გარჯაზე და ეს რეპეტიტორს უბიძგებს,  საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს, განსხვავებით სკოლის პედაგოგისგან,  რომლიც   უფრო მეტად ხელმძღვანელობს  ვალდებულების პრინციპით : „მოვალეა ჩაატაროს  4 ან 5 გაკვეთილი დღეში“.  

ხარისხზე  მოთხოვნა მას უშაულო მომხარებლის მხრიდან არ წარმოეშვება. რეპეტიტორის მაღალი მიტივაცია ასევე განპირობებულია იმით,  რომ მისი ანაზღაურება პედაგოგისას დაახლოებით 3 ჯერ აღემატება.

რა შეიძლება გაიზიაროს სკოლამ ამ კომპონენტისგან?

სკოლებმა  უნდა დანერგონ  მშობელთა  და  მოსწავლეთა გამოკითხის სისტემა,  პედაგოგების შესაფასებლად  და მათი აზრი უნდა ნიშნავდეს ბევრს მასწავლებლებისთვის.

მეხუთე ფაქტორი- მშობელთა ცნობიერება.

ერთ- ერთ ფაქტორად ასევე დასახელდა მშობელთა ცნობიერება,  რის გამოც რეპეტიტორთან მიღებული ცოდნის მაღალი ხარისხია განპირობებული. როგორც ითქვა,  რადგან მშობლებს რეპეტიტორების შემთხვევაში თავიანთი ჯიბიდან  უწევთ ფულის გადახდა, მოთხოვნაც უფრო მეტია.  სკოლის შემთხვევაში ასე არ არის. თუ იქნება მშობლების მხრიდან სწავლების  მოთხოვნა,  პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან  საქმიანობას.

მეექვსე ფაქტორი- მოდა, ფსიქოლოგიური ფატორი. 

რეპეტიტორების ინსტიტუტის  პოპულარობის ერთ - ერთ ფაქტორად ასევე  დასახელდა  მოდა. რეპეტიტორთან სიარული  ზოგჯერ მოდის აყოლაა,   გარკვეული უპირატესობის წარმოჩენის საშუალებაა  მოსწავლეებისთვის,  მაშინ როცა სკოლაში კარგად  სწავლა  არ არის მოდური.

მეშვიდე ფაქტორი- სისტემური პრობლემა.

ერთი-ერთი  ფაქტორი  არის  სისტემური პრობლემა და განათლების მიზნების არასწორი გაგება საზოგადოების მხრიდან -ზედმეტად ორიენტირებულობა ცოდნაზე და ნაკლები აქცენტი  უნარების განვითარებაზე,   რაც სკოლის დონეზე გაცილებით კარგად არის შესაძლებელი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად  დავასკვნათ, რომ განათლების სისტემის  ერთ- ერთი დიდი პრობლემა, არის  არა მარტო პედაგოგების დაბალი კვალიფიკაცია,  ან მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, არამედ  სისტემა,  სტანდარეტები,  რომლიც არ იძლევა საშუალებას, ინსტიტუციურ დონეზე  მოხდეს  იმის შეთავაზება მოსწავლეებისთვის,  რაც  მათ სისტემის გარეთ მიეწოდებათ. არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ტონი ვაგნერის ფრაზა, რომ “სასკოლო სისტემებს  სჭირდება არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება”, _ აღნიშნავენ „სასკოლო კვლევების ცენტრში“.

ამავე თემაზე: რატომ ურჩევნიათ აბიტურიენტებს რეპეტიტორთან მომზადება და რა შეიძლება გადაიღოს სკოლამ ამ ინსტიტუტისგან?




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...