"შენც რომ არ იწვალო და ჩვენც არ გვაწვალო, ეს ნაკვეთი სახელმწიფოს აჩუქეო..."

მთავარი თემა

"შენც რომ არ იწვალო და ჩვენც არ გვაწვალო, ეს ნაკვეთი სახელმწიფოს აჩუქეო..."

20 დეკ. 2011, 07:43:39

როგორც ბადრი კუტალაშვილი ამბობს, მას პრობლემები შეუქმნეს და როგორც "ნაციონალურ მთავრობას" ჩვევია, ნაკვეთის ჩუქებასაც თხოვდნენ:

_ ლანჩხუთში, ჟურნალისტები აღმოჩნდით გამონაკლისები, რომლებიც ჩემთან არ მოსულხართ და რჩევისა თუ მუქარის სახით არ გითქვამთ, რომ გრიგოლეთში ჩემს საკუთრებაშია არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის მეჩუქებინა.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ რა მიწის ნაკვეთზეა საუბარი და კონკრეტულად ვინ გთხოვდათ?

_ ეს არის გრიგოლეთის ტერიტორიაზე 4 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. როგორც გახსოვთ, გრიგოლეთში პორტის მშენებლობა კარგად გაპიარდა და დღეს ეს პორტი უკვე აშენებული უნდა იყოს. აშენებულია პორტი?

_ არა და სავარაუდოდ, ამ პორტმა "სუფსის წყალი დალია".

_ ჰოდა, ამ პორტის გამო, როგორც ჩანს, ჩემი მიწის ნაკვეთი იყო საჭირო მათთვის. მაშინ, გაგებული გექნებათ, დადიოდნენ მაკლერები, რომლებიც იაფად ყიდულობდნენ მიწებს და შემდეგ საკმაოდ ძვირად ყიდდნენ. იყო რჩევაც, უფრო ეს იყო მუქარანარევი რჩევა და, რა თქმა უნდა, იყო მუქარებიც. მე და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რადგან არ დავთანხმდით მათ მიზერულ ფასებს, გამოვედით სახელმწიფო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და ხელშემშლელები.

_ რა ფასს გთავაზობდნენ?

_ საუბარი იყო 25 დოლარზე კვადრატულ მეტრში, თუმცა, თანხის პირდაპირი შემოთავაზება არ ყოფილა. უბრალოდ, ერთხელ "შემოგვიგდეს", რომ 100 ათასს გადაიხდიდნენ, ანუ 25 დოლარიც არ გამოდიოდა. მე ვუთხარი, ჯერ ერთი, მე ვყიდდი ამ მიწას და ამის შესახებ არსად განმიცხადებია და მეორეც: სადღაც, გადაკარგულში მდებარე ნაკვეთშიც იხდიან 25 დოლარს და ის მიწის ნაკვეთი, რომელიც გზის პირას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს, იგივე ღირს,-მეთქი? ამაზე ერთმა მითხრა, თქვენ რომ მეტი გადაგიხადოთ, სხვაც მომატებას მოითხოვსო. ისიც თქვეს, ჯერ სხვებისაგან ვიყიდით და შემდეგ მოვალთ შენთანო, ანუ იმათ ცოტას მისცემდნენ და რადგან მე გავძალიანდი, მეტს მომცემდნენ. თუმცა, მოგეხსენებათ, პორტის მშენებლობა შეჩერდა და შეგვეშვნენ, თუმცა გასული წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, ისევ მომიბრუნდნენ. ისეთი ახალი წელი მქონდა, მაგათ ვუსურვებ, ვინც ამაში მონაწილეობდა. დამიკავშირდნენ სუფსის პოლიციის განყოფილებიდან და მითხრეს, რომ დაბარებული ვიყავი გურიის პროკურატურაში. რა თქმა უნდა, წავედი. გაგებული მქონდა, რომ ბახმაროს მიწების სკანდალის შემდეგ, იბარებდნენ ადამიანებს და მიწის ნაკვეთების დათმობას თხოვდნენ. ჩავედი ოზურგეთში, შევხვდი მთავარ პროკურორს, კახა კოჩივარს. გამომკითხა, სად არის შენი ნაკვეთი და მეზობლები ვინ არიანო. რა თქმა უნდა, ავუხსენი ყველაფერი. ბოლოს მითხრა, საბუთები ჩამოიტანეო. წავიღე დოკუმენტების ასლები, დედნები სპეციალურად არ ჩავუტანე. თუმცა, მითხრეს, დედნები მოიტანე, ეს ქსეროქსზე გადაღებული რად გვინდაო? ამის შემდეგ მომიბრუნდა და მეუბნება _ შენც რომ არ იწვალო და ჩვენც არ გვაწვალო, მოდი, ეს ნაკვეთი სახელმწიფოს აჩუქეო!

_ 100 ათასზე აღარ იყო საუბარი?

_ არა, უკვე ჩუქებას მთხოვენ. რა "გაახურე" საქმე, ხალხმა სახელმწიფოს მილიონები აჩუქესო, _ მითხრა პროკურორმა. მე ვუპასუხე, მილიონის თუ აჩუქეს, ათი მილიონი დარჩათ. ეს ფული ჩემთვის წამლის ფულია, თქვენ პენსიონერ მასწავლებელს მეძახით და მეუბნებით _ სახელმწიფოს აჩუქე ქონება, ნაცვლად იმისა, სახელმწიფო აქეთ დამეხმაროს,-მეთქი.

_ ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, იოლად შეგეშვნენ?

_ არა, რა თქმა უნდა! მაინც ჩამატანინეს დედნები. პროკურორს ავუხსენი _ სანამ ცოცხალი ვარ, ამაზე ხელის მომწერი არ ვარ. ჩემი ბიჭი ინგლისშია და ახლოს არის სტრასბურგთან-მეთქი. ისიც დავუმატე, რომ მეტს არ ჩავიდოდი ოზურგეთში და ამ საკითხზე არავის დაველაპარაკებოდი.

მას შემდეგ ჩემთვის არავის დაურეკავს. ამ ზაფხულს ინგლისიდან ჩამოვიდა ჩემი შვილის მეგობარი, რომელიც ლანჩხუთში რიგი ინვესტიციების გახორციელებით დაინტერესდა. ერთ-ერთი აღმოჩნდა მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში, სადაც სურს გაზის სატუმბი სადგურის გაკეთება. მან ბევრი ადგილი მოინახულა, ფასებიც გაარკვია. რადგან ჩემი შვილის მეგობარი იყო, შეღავათი გავუწიე და გადავწყვიტე, ჩემი ნაკვეთი დამეთმო. შემომთავაზა, რომ ნაკვეთს შეიძენდა და მოწილედ შემიყვანდა. ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო.

_ კიდევ პრობლემები შეგიქმნეს?

_ 19 ოქტომბერს მივედით ფოთის საჯარო რეესტრში, რათა გადამეფორმებინა ეს ნაკვეთი ბრიტანეთის მოქალაქეზე. 23-24-ში პასუხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მივიღე. ამიტომ დავუკავშირდი ფოთის საჯარო რეესტრს, სადაც მითხრეს, რომ ეს ლანჩხუთს უნდა გაეკეთებინა. თურმე, დაიბლოკა ჩემი საქმე. მახსოვს, პარასკევია, ანუ სამუშაო 2 დღის შესრულებული უნდა იყოს. მივედი ლანჩხუთის ოფისში. უფროსი სარდიონ ჩხაიძე მელაპარაკა. მითხრა, რომ ჩემი შვილიც ელაპარაკა და ისე ნუ იზამთ, სასკანდალოდ გახდეს საქმე და საელჩოები ჩაერიონო. ორშაბათს იქნება, სავარაუდოდო. ორშაბათს ვერა და სამშაბათს მივედი. სარდიონი შვებულებაში აღმოჩნდა გასული! ამდენ თანამდებობაზე მიმუშავია და ასეთი არ გამიგია _ პარასკევს არ იცოდა, შვებულებაში თუ გადიოდა? დაიმალა! რეესტრის თანამშრომლებმა მითხრეს, ამას სარდიონი აკეთებდა და ჩვენ ვერ ვიზამთო. უკიდურეს პროტესტს რომ მივმართე და რეესტრიდან წამოსვლას რომ არ ვაპირებდი, სასწრაფოდ მომიმზადეს საბუთი. მოვითხოვე, გაეცათ პასუხი _ რატომ დამიგვიანეს ამდენი ხანი? ეს პასუხი ვერ მივიღე. არადა, მე პრობლემები შემიქმნა ამ დაგვიანებამ _ ბრიტანელი მოქალაქე სამართლიანად შეშფოთდა, ფულს ვიხდი, წილში ვსვამ და კიდევ პრობლემები რად მინდაო? ჩიხში შემიყვანეს და ჩაიშალა მოლაპარაკება.

ახლა გავიგე, რომ ჩემი სოფლის რწმუნებულობის პერიოდით დაინტერესდნენ. ღრმაღელეში დღეს გაუვალი გზაა. ჩემს დროს რომ გზა გაკეთდა, ხელშეკრულებაში იდო, თუ 4 წლის მანძილზე დაზიანდებოდა გზა, გამკეთებელი კომპანია ვალდებული იყო, აღედგინა. დღეს რა ხდება? მას შემდეგ ეს გზა ბიუჯეტის ფულით სამჯერ შეაკეთეს. ვითხოვ, გამოიძიონ ეს საქმე!

ყველაზე მთავარი რაც მინდოდა მეთქვა _ პრობლემები შეუქმნეს იმ ადამიანს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "გურიას" თემაზე შეხვდა ლანჩხუთის გამგებელს და გოგუაძემ უთხრა _ ოღონდ "გურიას" უპატრონე და ჯაპანიდან გრიგოლეთამდე რომელ მიწასაც დაადებ ხელს, მოგყიდიო. აი, ასეთ ადამიანს შეუშალა ხელი, ანუ მე "დამბლოკა"...

_ ვინ? გამგებელმა?

_ კი, რა თქმა უნდა, გამგებელმა და სხვებმაც. რეზო ჩიტიძესთან მივედი, რომელმაც მითხრა, პროკურატურა რაღაცას იკვლევდაო. თუ იკვლევდა და რამე არასწორად იყო, დაეყადაღებინათ. სხვა მხრივ, რატომ არ მაძლევდნენ ჩემი მიწის გაყიდვის უფლებას?

_ თქვენ გამგებელთან რაიმე დაპირისპირება გაქვთ?

_ როცა სააკაშვილმა ღრმაღელეში წააგო, გამგებელმა ჩემი რწმუნებულის პოსტიდან გაშვება მოითხოვა. არადა, არაფერი გააკეთეს და ხმა საერთოდ რომ ავიღეთ, ესეც გასაკვირია. თავად მაშინ გამგებელი არ იყო, პეტრიაშვილის კაბინეტში რომ იჯდა, იქ იღებდა ხალხს. თურმე, ეძებს ჩემს შემცვლელს. მე ვუთხარი, არ ვარ არენიდან წაგებულ წასვლას მიჩვეული, საპარლამენტოს მოვიგებ და წავალ,-მეთქი. არა, განცხადება დაწერეო. არ დავწერე, მაგრამ მალე გრიპი დამემართა და ერთი კვირა ბიულეტენზე ვიყავი. თურმე, უნდა გამეფრთხილებინა ესენი. ისარგებლეს ამით და გამიშვეს.

ჩვენ კომენტარისთვის ლანჩხუთის გამგებელ გიორგი გოგუაძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო გიორგი, ბადრი კუტალაშვილი ამბობს, რომ თქვენ მას მიწის ნაკვეთის გაყიდვაში შეუშალეთ ხელი.

_ მე რა შეხება უნდა მქონდეს მაგ საქმესთან? თუ ეს არის კერძო საკუთრება და გაყიდის, მე ხელს როგორ შევუშლი? ვერავინ იტყვის, რომ ჩემი მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამ მიწასთან დაკავშირებით რაიმე თხოვნა მქონდა.

_ თქვენზე ამას არ ამბობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ პიროვნულად არ გაქვთ მასთან კარგი ურთიერთობა.

_ რატომ არ უნდა მქონდეს კარგი ურთიერთობა?

_ თავად ამბობს, რომ თავის დროზე სოფლის რწმუნებულის თანამდებობიდან გაათავისუფლეთ...

_ არანაირი შეხება მაგ საკითხთან მე არ მქონია. მაგ ადამიანმა, შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ დამაბრალოს...

ჩვენ საჯარო რეესტრის ლანჩხუთის განყოფილების უფროსთან დაკავშირებას ვეცადეთ, მაგრამ სარდიონ ჩხაიძეს მობილური გათიშული ჰქონდა.




 ახალი ამბები
  • თბილისში ტრანსგენდერი ქალების ცემის ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...