მაღალ დონეზე შესრულებული თუ “პროფესიონალი საბოტაჟნიკების“ მიერ გაკეთებული პროექტი?

მთავარი თემა

მაღალ დონეზე შესრულებული თუ “პროფესიონალი საბოტაჟნიკების“ მიერ გაკეთებული პროექტი?

18 აპრ. 2015, 00:07:26

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობა,  ე.წ. "უჩხუბის"  უბანში მდინარე ნატანების სათავეზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, მდინარის გასწორხაზოვნება  არასწორად  მოხდა.

სოფელ  ცხემლისხდისა და  ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი რამდენიმე წელია, სტიქიის შედეგად ჩანგრეულია. მდინარე ნატანები კი უხვი ნალექის დროს მუდმივად დიდდება, რის შედეგადაც იტბორება სოფლის მოსახლეობის  უდიდესი ნაწილი. მოსახლეობა აცხადებს, რომ სტიქიის განმეორების შემთხვევაში, არის საშიშროება, რომ მდინარის არასწორად გასწორხაზოვნების გამო, ადიდებულმა ნატანებმა კვლავ  საფრთხე შეუქმნას სოფლის მოსახლეობას.

"მდინარე ნატანები, შეიძლება ისევ ადიდდეს და  მთელი ქალაქი  და სოფელი ცხემლისხიდი  წაიღოს! შეუცვალეს კალაპოტი, გამოუშვეს მეორე მხარეს, 6 მეტრი სიმაღლის  ჯებირს ეს დაამაგრებს? ეს არ უნდა გაეკეთებინათ, გასასწორებელია, უნდა ჩაიდგას კვლავ ჯებირები, რომ სოფელი არ წაიღოს! ამის საშიშროება არის, საფრთხეშია ჩვენი სოფელი და თქვენი მეშვეობით ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნები", _ აღნიშნავს მოსახლეობა.

სოფლის უხუცესი დიმიტრი ჯინჭარაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ სამუშაოები შესრულდა, თუმცა, არასწორად

"კეთდება, მაგრამ ამას გაკეთებული არ ჰქვია, შეუცვალეს მდინარეს კალაპოტი, დააღრმავეს და გადმოაგდეს მეორე მხარეს, ჩვენ მოსახლეობა შევიკრიბეთ და მივედით ჩვენის სოფლის დეპუტატთან, ქალბატონ ლალი სიჭინავასთან, ამოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, და აქეთ დაგვადანაშაულეს, _მოსყიდულები ხართო, ვიღაცა გალაპარაკებთო, მე რა მალაპარაკებს იცით? - ეს წყალი ადიდდა რამდენიმე წლის წინ, წამართვა მიწა- წყალი, ნარგავები, ხეხილი, სათხილე,  მეშინია კვლავ. ეს იყო მთელი სოფლის მოთხოვნა, ასი მეტრო დამბა წაიღო როცა სტიქია იყო, სექტემბერში, მაშინ გადმოირიცხა რამდენიმე მილიონი ლარი და ჩაისვა ესეც პროექტში, რომ გაკეთებულიყო.

ჩვენი მოთხოვნაა ჩადგან ჯებირი, რომ მდინარე არ გადმოვარდეს,  არაკეთილსინდისიერად, არასწორად კეთდება,  ჯერ ისე გააკეთეს ეს პროექტი სოფლის მოსახლეობას არ შეუთანხმდნენ, არ გვკითხეს, ასე შეიძლება? ამოვიდნენ და გვითხრეს, ჩვენ მეტს ვერ გავაკეთებთ ეს არის პროექტში გათვალისწინებული. გვაინტერესებს, ვინ დაგეგმა? ვინ შეადგინა ეს პროექტი? რამდენი ლარია გამოყოფილი და რა კეთდება? ჩვენ არ უნდა შეგვკითხოდნენ?  ხომ აკეთებენ სოფლისთვის? ასე კეთდება? 80 წელს მიღწეული კაცი ვარ და რაღაცა მეკითხება ამ სოფელში, მე ვარ ამ სტიქიების მხილველი, ყოველ სექტემბერსა და გაზაფხულზე ეს წყალი დიდდება  და მოაქვს ჩვენი მიწა -წყალი, ერთ დღესაც ალბათ სულ ჩაგვიტანს, ამიტომ მოვითხოვთ გააკეთონ ისე, როგორც არის საწირო და სოფლის მოთხოვნა გაითვალისწინონ!  არაფრად რომ არ გვაგდებენ", _ გვითხრა დიმიტრი ჯინჭარაძემ.

"უჩხუბის" მოსახლეობას, სასმელი წყლის პრობლემაც აქვს. მათივე თქმით, მთელი ზაფხული წყალი შრება, რაც პრობლემაა იქ მცხოვრებლებისთვის.

ჯუმბერ ჯოხაძე:  ეს პროექტი უკუღმაა გაკეთებული! 200 მეტრო აქვს წყალს განი, გადაკეტეს, დაუტოვეს 30 მეტრი, რომ ადიდდება 2 მეტრზე რომ ადის სიმაღლეში, 30 მეტრში გავა ეს წყალი? ვერ გავა! ერთი ისეთი ადიდება და მთლად დამარხავს ამ რაიონს და ამ სოფელს, ინგრევა ყველაფერი და ყურადღებას არ გვაქცევენ!

ლიდა გიორგაძე: ნატანები გადარეულია, ლანქერი რომ წამოვა, დამთავრებულია მერე, არც გადაგვარჩენს არაფერი, ახლაც არის ჩვენს ეზოში 2 ტონიანი ლოდები შემორჩენილი,  რაიმე სხვა ინტერესით კი არ ვლაპარაკობთ, ჯინი კი არ უნდა გაკეთება უნდა! კი აკეთებენ და გაითვალისწინონ სოფლის მოსახლეობის აზრიც!

ეთერი ძიძიშვილი: ჩვენ დეპუტატი ჩავაყენეთ საქმის კურსში, მან იცის! სათავეს დატოვებს მდინარე და წამოვა ხალხისკენ. ეს პროექტი თავიდან რომ გაკეთდა, უნდა შეთანხმებოდნენ მოსახლეობას, შეხვედროდნენ და ჩააყენებდნენ საქმის კურსი, რა იცის თბილისელმა პროექტის შემდგენელმა რა უნდა გააკეთოს? დაიკარგა სულ კალაპოტი. ჩვენ,  შევიკრიბებით ხალხი, თუ საჭირო იქნება და კიდევ ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

"გააგებინეთ ყველას, ძალიან ცუდად არის საქმე, დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ პროექტებს  პროფესიონალი საბოტაჟნიკები აკეთებენ,  გვილოცავნ აღდგომას, ახალ წელს, გაზეთებიდან გვიღიმიან და ისე აბა ნახეთ ხალხთან რომელიმე თუ მოდის, არცერთს ამბავი არ უკითხავს! საკრებულოს სხდომაზე დავაყენებთ ამ საკითხს აუცილებლად. გურიას პატრონი არ ჰყავს,  ან ჩვენი დეპუტატი, რაიონის, ხალხმა ხმა რომ მისცა გამოდის და პარლამენტიდან გვიღიმის! ერთხელ იკითხა  ხალხის ამდენი წლის განმავლობაში?" -აცხადებდნენ შეკრებილები.

მოსახლეობამ სავარაუდო კრიმინალზეც ისაუბრა. როგორც ისინი აღნიშნავენ,   ხიდიდან აიღეს პლეტები და ჩადეს წყლის ნაპირას.

"ეს კრიმინალია. აბა გამოიძიეთ ჰქონდათ გათვალისწინებული პროექტში? აუცილებლად მოიკითხეთ.  ბავშვებმა ერთი შველერი აიღეს და 5 - 5 წელი პრობაცია მისცეს და 10 000 ლარით დააჯარიმეს? მათ უწერიათ პროექტში,  რომ ხიდი დაეშალათ და გამოეყენებინათ სხვა ადგილას?" _ამბობდნენ ისინი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის მაჟორიტარი დეპუტატი ლალი სიჭინავა "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ის აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია, თუმცა კომპეტენტური პირი  არ არის.

"მე თვითონ კომპეტენტური ნამდვილად არ ვარ ამ საქმეში, ჩავაყენე რაიონის ხელმძღვანელობა საქმის კურსში, ამოვიყვანე ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები, შეხვდნენ მოსახლეობა. აქ უნდა ჩაერიოს სპეციალისტები, ვინც კომპეტენტურია, რაც კეთდება.  ხარისხიანია თუ არა გამოჩნდება სტიქიის დროს, ხელისუფლება ხსნის რომ ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი და რისიც ეშინიათ მოსახლეობას,  ის არ მოხდება. მათ მაიჩნიათ, რომ არასწორად კეთდება, რადგან ისინი წლების განმავლობაში დგანან ამ საშიშროების წინაშე", _ ამბობს დეპუტატი.

რამდენი ლარია გამოყოფილი სოფელ ცხემლისხიდში, კონკრეტულად "უჩხუბში" სტიქიის დროს დაზიანებული მდინარის სათავის გასწორხაზოვნების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად,  ვინ შეადგინა პროექტი და რა ფაზაშია სამუშაოები? რამდენად სწორად განხორციელდება სამუშაოები და არის თუ არა მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანი, რომ რეაბილიტაცია მოხდა არაკეთილსინდისიერად, ამ კითხვებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე გვპასუხობს.

მისი განმარტებით პროექტი შესრულებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო საკვლევი ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ჰყავს პროფესიონალი ინჟინერ- გიდროლოგები და გეოლოგები.

"ეს არის მაღალ დონეზე შესრულებული პროექტი დასახელებული სპეციალისტების მიერ.  სამშენებლო სამუშაოები შეასრულა უაღრესად ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ,  რომელიც სამუშაოების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში იმყოფება. ამიტომ ადგილობრივების პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით, რომ სტიქიის განმეორების შემთხვევაში წყალი კვლავ ადიდდება და სოფელს დატბორვის საშიშროება ემუქრება, არასწორია."

გობრონიძის თქმით, სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას არავითარი დატბორვა არ ემუქრება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს შპს. NDS.  მშენებლობის პროექტი შეადგინა შპს "საქ-გზა მეცნიერებამ," რომლის ღირებულებაც შეადგენს  104 ათას 482 ლარს.  ამ დროისთვის, სამუშაოები დასრულებულია", _ აცხადებს გამგებლის მოადგილე.




 ახალი ამბები
  • სანამდე გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადაველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • რა ეღირება PCR ტესტირება მათთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევსPCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“,- განაცხადა ამირან ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში _ განახლებული ინფორმაციაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დედაქალაქში დღეისთვის 34 გრადუსია ნავარაუდევი, მომდევნო დღეებში კი ტემპერატურა ... ...
  • თელავის საკრებულოს წევრი დააკავესთელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გრემელაშვილს ბრალად ედება  ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამოძიებამ ახლა დაადგინა" -"კაწროს" გამოკითხვა დასრულდაავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, უწყება ისე დატოვა. მისი ადოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. „მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის გამო, წარადგინა ამონაწერი ტელეფონის და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში უბნიდან არ გასულა და იქ არ იმყოფებოდა. გამოძიებამ ახლა დაადგინა ვინ არის პირი, ვინც „კაწრო“ ეგონათ.  ავთანდილ ბილანიშვლმა დაამტკიცა, რომ იქ არ იმყოფებოდა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული“,_ განაცხადა მან. მისივე განცხადებით, ბილანიშვილის ამ საქმესთან მიკვრა პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს  გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედიაც ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...