"ხერხემალში გადატეხილი" და "ყვარყვარეს ციხესავით გადავსებული" ორგანიზაციები

მთავარი თემა

"ხერხემალში გადატეხილი" და "ყვარყვარეს ციხესავით გადავსებული" ორგანიზაციები

2015 აპრ 20 17:25:54

16 აპრილს, "გურია ნიუსის" პრესდარბაზში, ადგილობრივ მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატებმა ნაცმოძრაობიდან კახა ასკურავამ და გია გოგუაძემ. 

საუბრის თემა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის ანალიზი გახლდათ.

კახა ასკურავა: "ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მდგომარეობა ძალიან რთული და საგანგაშოა. ამ განცხადების გაკეთების უფლებას მაძლევს ის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით ოფიციალური დოკუმენტაციის გამოთხოვის შემდეგ წარმოჩინდა მუნიციპალიტეტის არაკომერციულ იურიდიულ პირებში, იგივე ა(ა)იპ-ებში. სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემა შეგვექმნა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, მეტიც, ორმა  ა(ა)იპ-მა საერთოდ არ ისურვა პასუხის გაცემა. მინდა უპირველეს ყოვლისა, გამგებელს მივმართო, რომელიც ახალი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, უშუალოდ კურირებს ა(ა)ი პ-ებს  და ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომ ეს არის პირდაპირი კანონის დარღვევა, რომელიც დასჯადია."

 ასკურავამ მედიასაშუალებების მიმართებით კრიტიკით გააგრძელა თავისი შესავალი სიტყვა და ადგილობრივი გაზეთები პრობლემების დამალვაში დაადანაშაულა:

"მაშინ, როცა თქვენს შორის ერთ-ერთი გაზეთი წინა ხელისუფლების ბიუჯეტს სალაილაოს და "საკატაოს" ეძახდა, 2014 წლის ბიუჯეტი საერთოდ ჩავარდა და ამაზე დაწერილი არც ერთ გაზეთში არ მინახავს. ყველა საკადრო დანიშვნა ნეპოტისტური, კლანური და ოჯახის წევრებზეა გათვლილი. სამწუხაროდ, არც ამაზე წამიკითხავს გაზეთებში. კონკურსი ფარსი იყო, გამგეობის საკონკურსო კომისიის სამ წევრს უშუალოდ გამგებელი ბრძანებით რომ ნიშნავს და ათავისუფლებს, როგორ იქნებიან ეს ადამიანები თავიანთ არჩევანში დამოუკიდებელნი, როცა თავად გამგებელია კომისიის თავმჯდომარე?! არც ამაზე მინახავს რეაგირება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს კონკურსი ნაციონალების მმართველობის პერიოდში რომ ჩატარებულიყო და მაღალქულიანი კონკურსანტების მაგიერ, უბრალოდ ბარიერგადალახული ადამიანები დანიშნულიყვნენ თანამდებობებზე, ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა? ვინც ვერ გადალახა ბარიერი უკეთესი სამსახურები გამოუძებნეს. მაგალითად, სუფსის რწმუნებულს ჩაჭრის შემდეგ, ბაღების გაერთიანებაში შეუქმნეს ერთ-ერთი ზონის თითიდან გამოწოვილი  შტატი. საგულისხმოა შუხუთის მაგალითიც, სადაც უამრავმა შუხუთელმა გადალახა ბარიერი, მაგრამ მოვალეობის შემსრულებლად ის ადამიანი დაინიშნა, რომელსაც კონკურსთან შეხება არ ქონია. არც ამაზე გაუკეთებია რეაგირება მედიას. ის რა მდგომარეობაცაა ა(ა)იპ-ებში იცით საერთოდ? ყველას ბიუჯეტი დეფიციტურია და ის თანხები, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, ჩვენს გარეშე რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და არცერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ მოსულა საკრებულოში, დავსხდეთ, განვიხილოთ რა ხდება და გამოსავალი მოვძებნოთო. ჩვენ რაც შეგვიძლია საკრებულოს ტრიბუნას ვიყენებთ ხმის ამოსაღებად, პრობლემების დასაძლევად, მაგრამ 17 სხდომიდან 8 რიგგარეშე იყო, რომელთა პროცედურაც არ ითვალისწინებს ჩვენს გამოსვლებს. ამანაც გამოიწვია ჩვენი პრესკონფერენცია, რომ უფრო მეტი გვეთქვა თქვენთვის. ის კი არა, სხდომებზე გამოსვლასაც გვიკრძალავენ. ერთ-ერთ ბოლო სესიაზე გამოვიდა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, ამავდროულად გამგებლის ძმა და განაცხადა, ესენი ძაან ბევრს ლაპარაკობენ და ნუ მისცემთ ამის უფლებასო. რატომღაც ყველამ ყველაფერი იცის რა ხდება ლანჩხუთში, მაგრამ ყველა დუმს. არ ვიცი, რაა ამის მიზეზი, თუმცა, ფაქტია რომ ასეა", _ თქვა კახა ასკურავამ.

გია გოგუაძემ  ა(ა)ი პ-ებში არსებული საკადრო სიტუაციის შესახებ ისაუბრა: "საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე მე განვაცხადე, რომ მოვითხოვე საჯარო ინფორმაცია ა(ა)იპ-ებიდან და იმ მომენტისთვის მხოლოდ სამ ორგანიზაციას ჰქონდა წარმოდგენილი პასუხი, მიუხედავად ვადის გასვლისა. სავარაუდოდ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, სხვებმაც დააჩქარეს პასუხის გაცემა. ჩვენ ინფორმაციას ვითხოვდით როგორც საკრებულოს წევრები და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. ზუსტად ვიცით, ვინ ვისთან გაიარა გამგეობაში კონსულტაციები აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე, სადაც მათ განუცხადეს, შეგიძლიათ გასცეთ ან არ გასცეთ ეს ინფორმაციაო. ამიტომაც ორმა ა(ა)იპ-მა _ "ტექსერვისმა", რომელსაც ფორმალურად ირაკლი ჩხაიძე ხელმძღვანელობს, რეალურად კი სხვა მართავს და საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" საჯარო ინფორმაციის გაცემა არ ისურვეს.

მუნიციპალიტეტში სულ 12 ა (ა) ი პ-ია დარეგისტრირებული და აქედან ერთი გაუქმებულია. ბიუჯეტში ასახულია, მაგრამ აქვს ნულოვანი ხარჯვა. დირექტორი შოთა პატარაიაა, მაგრამ ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა. სტადიონის თანამშრომლები როგორ გადაიყვანეს ხელშეკრულებით სხვაგან, ვერ ვხვდები. ფაქტია, რომ "გურია 2000" რეალურად უფუნქციოა.

ჩვენი მოთხოვნისთანავე სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა თანამშრომელმა დააანონსა, თითქოს ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება რაიმე ინფორმაცია გამოგვეთხოვა. ზუსტად იმ ა(ა)იპ-მა არ მოგვცა ინფორმაცია, სადაც ეს პიროვნება რეალურად მართავს სიტუაციას. ისიც ვერ გაიგეს რას ვითხოვდით, ეგონათ ფინანსებზე ინფორმაციას ვამოწმებდით, რეალურად კი ვითხოვდით მხოლოდ შტატების რაოდენობას, ყოველგვარი გვარ-სახელების გარეშე. სამწუხაროდ, სწორედ ამ ადამიანის ზემოქმედების ქვეშ მოექცა მთელი გამგეობა და მისი სამსახურები. ატყდა რეკვები სად, როგორ მოქცეულიყვნენ. შეგვიძლია სხვა მეთოდებით მოვითხოვოთ აღნიშნული ინფორმაცია, თუნდაც სასამართლოს გზით. უბრალოდ, არ მეგონა ამ პატარა რაიონში ამის პრობლემა თუ დადგებოდა.

რაც შეხება საფეხბურთო კლუბ "გურიას", მე პირადად მაქვს მოსმენილი გამგებლის წინასაარჩევნო გამოსვლა, სადაც მან ოფიციალურად განაცხადა, რომ თავის დროზე გრიგოლეთის ბაზაზე მომხდარი გაუგებრობით (ჯართის დაჭრასთან დაკავშირებით) პირადადაა დაინტერესებული და შესაბამის ორგანოებსაც მიმართავს გამოსაძიებლად. მან "თაღლითიც" კი უწოდა ბაზის მაშინდელ  ხელმძღვანელს _ გადის დრო და მას კლუბის წამყვან თანამდებობაზე ნიშნავს.

"რამიშვილის შოუდან" გავიგე კლუბის პრეზიდენტი რომ ყოფილა და ისედაც ბუნდოვანი თვითმმართველობის კოდექსით ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი თვითონაა და რაში დასჭირდა პრეზიდენტობა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. მითუმეტეს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ყველა პასუხისმგებლობას გაურბის, პრემიების გაცემა იქნება თუ სხვა საკითხი. კარგად მახსოვს დარბაზში რომ იუარა კობა მირზაშვილის მოხსნა, ბრძანება შემომიტანეს და ალბათ, ხელი მოვაწერეო, - ასე იმართლა თავი. მე არ მგონია მას შემდეგ, რაც წინა საკრებულომ გამგებლად დაამტკიცა, ის აცნობიერებდეს, რომ გამგებელია და რეალურად გრძნობდეს პასუხისმგებლობას. 

ჩვენ მაინც მოვიპოვეთ რაღაც ინფორმაცია და პირდაპირ გეტყვით, რომ კლუბში დღესდღეობით სრული ქაოსია გამეფებული. ხალხში ისმის საუბრები, რომ ბიუჯეტი ფეხბურთმა შეჭამა. ფეხბურთმა არა, მაგრამ უამრავი ზედმეტად დასაქმებული ადამიანების ხელფასმა _ კი.

გამგეობა, საკრებულო და ა(ა)იპ-ები ოჯახის წევრებს აქვთ გადანაწილებული. მშობელი, შვილი, ოჯახის  წევრი _ ეს ჯაჭვი ჩალექილია ყველგან. ყველაზე ცუდი, რაც ამ მონაცემებში ვნახე  _ ადამიანები შესაბამისი განათლების გარეშე, რომლებსაც არ ქონდათ კონკურსში მონაწილეობის უფლება, გადანაწილებულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციებში გაზრდილი ხელფასებით. ვინც გავიდა კონკურსზე და ჩაიჭრა, ისინიც დიდი ხელფასებით დასაქმდნენ. საგულისხმოა, რომ ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს საკუთარი გადაწყვეტილებით გაზრდილი აქვს ხელფასი. 1 500- 1 500 ლარი აქვს "გურიას" სამივე დირექტორს. 1000-დან 850 ლარამდეა სხვა ორგანიზაციებში. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ კულტურულ დაწესებულებებში ახალმოყვანილ, არაპროფესიონალ და პოლიტიკურად  ანგაჟირებულ კადრებს, ორჯერ მეტი ხელფასი აქვთ ძველებზე, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალებზე.

ძალიან ცუდია, რომ სახელოვნებო სკოლებს, რომლებსაც წაართვეს ყველა სტატუსი, არაფერი დაუტოვეს და მის კურსდამთავრებულებს შვიდწლედის დასრულების დიპლომიც კი არ ეძლევათ. თავის დროზე გამგებელმა საკრებულოში ვითომ კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით და მართვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მოითხოვა ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის ცენტრის ერთ დიდ ცენტრში გაერთიანება და თანხმობაც მიიღო, რეალურად კი რა გამოვიდა? მივიღეთ 15 ხელმძღვანელი ერთის მაგიერ. წელიწადში 110 ათასი ლარი დამატებით მარტო ამათ ხელფასებში მიდის. დირექტორს 1000 ლარი აქვს. მოიგონეს ახალი შტატები -გასვლითი, შინაური, მასობრივი და ა. შ. ღონისძიებების მენეჯერები. ბოლოს ღონისძიება როდის ჩატარდა კულტურის სახლში არც გვახსოვს. მთლიანობაში ამ ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 867 ათასი ლარია, 745 ათასი ლარი კი ხელფასებში მიდის (86%). ეს არის დასაქმების სუფთა მოდელი შეთითხნილი, ახალი მოგონილი თანამდებობებით და გაჩერებული ადამიანებით, რომლებიც ან თავად, ანაც ახლობლები დაასაქმეს. მთლიანობაში ამ ორგანიზაციაში 154 ადამიანი  არის შტატში, 136 კი- ხელშეკრულებით,  55 კი ახალი კადრია.

"სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრზე" გადავიდეთ. თავის დროზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ და ხელფასებიც გავუზარდოთო. ეს არავინ გაითვალისწინა, სამაგიეროდ 27-კაციანი ხელმძღვანელი რგოლი შექმნეს, მოიგონეს ზონების პრინციპი, რომ გაეჩერებინათ და დაესაქმებინათ კონკურსში ჩაჭრილი ან არ გასული ადამიანები".

კახა ასკურავა: "ზაზა ურუშაძემ ყველაფერი გააკეთა ხერხემალში გადაეტეხა და პოლიტიკურად მოერჯულებინა ეს სამსახური. მაშინ, როცა ადამიანებს ხელბორკილებს ადებდნენ, ის თავის კაბინეტიდან განცხადებებს აკეთებდა, თუ როგორი ვირთხები იყვნენ მისივე მოყვანილი კადრები. უფრო მეტიც, დანამდვილებით ვიცი, საკუთრივ ბაღებში დასაქმებული ადამიანების 80% -ის სახლში გაშვებას გეგმავდნენ, ესენი ნაციონალები არიანო. თუმცა, სოფლებში წინააღმდეგობას წააწყდნენ და ვერ გაბედეს რიგითი, პატიოსანი ადამიანების სახლში გაშვება."

გია გოგუაძე: "არადა, იქ საკმაოდ კვალიფიციური კადრები იყვნენ და ახალ მოსულებს გაცილებით დიდი ხელფასი დაუნიშნეს. ბოლო სხდომაზე ვერ გავიგეთ რა უნდოდა ცენტრის დირექტორს, დათო წულაძეს. მესმის, უხერხულია მასზე ახლა საუბარი, ძმა ყავს გარდაცვლილი, მაგრამ მაინც ვიტყვი _ როგორც მაშინ გავიგეთ, ის ბაღების ბიუჯეტის ზრდას ითხოვდა, რამეთუ არც ერთი ბაღის შენობას დარაჯი არ ყავს. მახსოვს მაშინ მას რეპლიკაც ესროლეს, ამ ზონის მენეჯერებით რომ გაავსეთ ყველაფერი, ჯობდა დარაჯი დაგენიშნათო.

რაც შეეხება სპორტულ ცენტრს, გახსოვთ ალბათ, არსებობს აუდიტის დასკვნა, რომლის საფუძველზე იქ 2013 წელს პროკურატურაც კი შევიდა, რომელშიც წერია, რომ ხუთი თვის განმავლობაში აუზში წყალი არ ესხა და თანამშრომლებს ხელფასი მაინც ეძლეოდათ. ანალოგიური სიტუაციაა დღესაც, საკრებულოს კომისიამაც გადაამოწმა და განაცხადა  50 ადამიანი სულ ტყუილადაა იქ დასაქმებულიო. მაგრამ მივიღეთ, ის რომ 10 თანამშრომელი კიდევ დაამატეს და უცნაურია, რომ შტატში მხოლოდ ექვსია, 60 - ხელშეკრულებითაა. ბიუჯეტი 340 ათასი ლარია და აქედან 265 ათასი ლარი ხელფასებზე მიდის, მაშინ, როცა ცენტრს უამრავი ღონისძიებები აქვს ჩასატარებელი სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

პარადოქსული სიტუაციაა "საგარეო, ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრში". კონკურსში ვერ გასული, განათლების არმქონე ადამიანი ატარეს, ატარეს და აქ დანიშნეს 700 ლარიანი ხელფასით. უფრო მეტიც, ყველგან, სადაც იარა ამ ადამიანმა თან გაჰყვა სახელმწიფო მანქანა, რომელიც გამგეობის ბალანსზე იყო. ამ ცენტრში მართლაც ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, რომლებსაც მართლაც ეკუთვნით ხელფასების ზრდა. თუმცა, მათ დარჩათ ძველი ხელფასები, დირექტორმა კი 1000 ლარი დაინიშნა, ახალმოსულებს კი 700 ლარი დაუნიშნა. აქ 18 ადამიანია შტატში, 11 ხელშეკრულებით, 5 ახალმიღებულია.

 ამ ცენტრის ბიუჯეტი  130 ათასი ლარია, მაშინ, როცა ხელფასებზე 127 ათასი ლარია საჭირო (97%). სამი ათასი ლარი როგორ უნდა ეყოს კომუნალურ, საწვავის და სხვა ხარჯებს, ვერ გაგვიგია.თან რამდენი სფეროა? ასევე მოხდა ის, რომ ერთი ფრაქცია დაიშალა საკრებულოში და ახალ ფრაქციაში რომ შესულიყო, ერთ-ერთ მაჟორიტარ დეპუტატს სანაცვლოდ ამ ცენტრში უბოძეს სამსახური.

თავის დროზე გამგებელმა დიდის ამბით მოითხოვა საფეხბურთო ა(ა)იპ-ების გაერთიანება. მას უნდოდა დაეფიქსირებინა, რომ ფეხბურთში მილიონ 250 ათას ლარს დებდა. მაშინ მე პირადად განვუცხადე მას, რომ ეს თანხა არ ეყოფა გუნდს და კიდევ 250 ათასი დავამატოთო. შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ გამგებელს როცა მივეცით ამ გაერთიანების უფლება, მან ეს ვერ მოახერხა, მეტიც, დამატებით კიდევ ერთი ა(ა)იპ-ის შექმნის საკითხი შემოიტანა საკრებულოში. ჩვენ მაშინ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა და თავმჯდომარეს განვუცხადეთ, თქვენ გვიპირისპირებთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებსო. მაშინ, როცა 6 ა(ა)იპ-ი ცხვარივით შეიყვანეს ერთ ცენტრში, აქ გაერთიანების ნაცვლად "ქალთა ექსპერიმენტული სარაგბო ცენტრი" შეიქმნა დამატებით, რომელსაც უცნაური რამ სჭირს. სამსახურს სამი შტატი გააჩნია, რვა ადამიანი ხელშეკრულებითაა. მისი ბიუჯეტი 31 500 ლარია, ჩვენი გათვლებით კი მარტო ხელფასი 45 600 (!!!) ლარს შეადგენს. 

არც ერთი ორგანიზაცია მუშაობას ვერ იწყებს, თუ ბიუჯეტი არაა შეთანხმებული გამგებელთან და საინტერესოა, როგორ მოუწერა მან ხელი ამ დეფიციტურ ბიუჯეტს? თუმცა, როგორც ჩვევია ამ შემთხვევაშიც ის ეცდება პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს, მაგრამ ფაქტია _ 14 ათასი ლარი უკვე დეფიციტია და ეს დანაშაულია უდაოდ.

რაც შეეხება საკრებულოს, მას არ უნდა მიეღო განსახილველად ამ ახალი ცენტრის საკითხი. რა გამოდის, გამგებელმა ვერ შესძლო სიტუაციის მართვა, ბავშვთა კლუბის ძველმა ხელმძღვანელმა არ ისურვა გაერთიანება და ახალი ა (ა) ი პ მიიღო, ახალმა კი დამოუკიდებლობა გაიტანა და ბავშვთა საფეხბურთო კლუბი შეინარჩუნა ცალკე სუბიექტად. ითქვა, რომ თავის დროზე ჩვენ თითქოს დარღვევით შევქმენით ეს კლუბი, მერე მოიყვანეს არგუმენტად, რომ თითქოს აკადემია უნდა შეიქმნას, რომელსაც ფედერაცია დაპირდა ფინანსურ დახმარებას. არადა, ფედერაციებს იქით ვეხმარებით, თორემ აქეთ რას უნდა ველოდოთ. მოკლედ, გამგებელმა გარკვეული პიროვნებების ბარიერი ვერ გადალახა, საკრებულოს თავმჯდომარის _ კი და უხერხულობაშიც ჩააყენა.

საკუთრივ ბავშვთა კლუბის ბიუჯეტი 130 ათასი ლარია, ხელფასებში კი 107 ათასი ლარია საჭირო. ჩვენ გვედავებოდნენ 15 ადამიანი გყავთ ისეთი, რომლებსაც სძინავთო. ახლა კი ერთიდან ორი სამსახურის შექმნით 38 ადამიანი მოიყვანეს. თუ არ ვცდები, ხუთ სხვადასხვა ზონალურ გათამაშებებში მონაწილეობენ ამ სკოლის ბავშვები და დარჩენილი თანხა საკმარისი ნაღდად არ იქნება საამისოდ.

ჯანდაცვის ცენტრში 35 თანამშრომელია შტატში, ხუთია ხელშეკრულებით. 105 ათასი ლარია ბიუჯეტი, 107 ათასი კი ხელფასებზე მიდის. აქაც ორი ათასი ლარია დეფიციტი. ყოველდღე ამატებენ ხალხს და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიზიკურადაც ვერ ატევს თანამშრომლებს და შტატების სახელის დასარქმევადაც ფანტაზიაც ამოეწურა.

ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით კულტურის დაწესებულებაში, იქაურობა "ყვარყვარეს ციხესავითაა", ხალხი ვერ ეტევა შენობაში და სახლიდან მიაქვთ სკამები.

დაბოლოს, არაოფიციალურ ინფორმაციაზე გადავალ, რომელიც საფეხბურთო კლუბ "გურიას" ეხება. მე მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იქ ისეთი სიტუაციაა, იძულებული ვარ ვთქვა ყველაფერი. დაგეგმილის ნაცვლად, საბოლოოდ კლუბის ბიუჯეტი 970 ათას ლარამდე ჩამოვიდა, ხელფასი კი 161 ადამიანს ეძლევა. წარმოგიდგენიათ ეს ციფრი? 42 ფეხბურთელია ამათ შორის, მაგრამ დანარჩენი? დაახლოებით 60 ადამიანია ისეთი, წარმოდგენაც არ მაქვს თუ ვინ არიან. 5700 ლარია მარტო დირექტორატის ხუთი კაცის ხელფასი თვეში, რაც წელიწადში 68 ათას ლარზე მეტია. მოკლედ, კატასტროფაა, რაც აქ ხდება და რატომ აიღო გამგებელმა დამატებით კიდევ პასუხისმგებლობა, ეს ვერ გაგვიგია.

მართალია, ჩვენი ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ არა მგონია ვცდებოდეთ. კი ბატონო, თუ ვცდებით დაგვიმტკიცონ და კეთილი ინებონ ყველა ხარჯები ოფიციალურად გაასაჯაროონ," _ განაცხადა გოგუაძემ.

პრესკონფერენციაზე გაცხადებული თითოეული ამ საკითხის შესახებ, "გურია ნიუსი" ხელისუფლების არგუმენტებს და როგორც ყოველთვის, ჟურნალისტურ მოკვლევას გააცნობს მკითხველს.




 ახალი ამბები
  • ვლადიმირ ზელენსკის მამუკა ბახტაძემ გამარჯვება მოულოცავლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვიტერით" მიულოცა: „ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე. უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტი უკვე დათვლილია, რომლის შედეგებითაც  ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. ამავე მონაცემებით,  პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი ... ...
  • " მთელ რიგი კანონდარღვევები" _ EMC პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას ასაჩივრებსპანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო. კერძოდ, აღნიშნული დავა შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მდინარე სამყურისწყალზე, შპს ,,ფერი“-ს მიერ დაგეგმილი 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს მშენებლობას, რომელზეც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე განხორციელდა. EMC, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა. "სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, განიხილავს; 2. ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განიხილება", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მდინარე სამყურისწყალთან, ალაზანთან და მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან ღრმა სოციალური კავშირი აქვთ. "ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხეობაში სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას, რაც მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება ადგილობრივებს. წყლის რესურსის შემცირებას გარემოზე ასევე დამაზიანებელი ეფექტი ექნება, ადგილობრივები ხეობის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ტურიზმს, განსაკუთრებით კი, ეკო-ტურიზმს განიხილევან, ეს კი, მდინარე სამყურისწყალის ტერიტორიაზე, ხელუხლებელ ბუნებაში, ჰესის ინფრასტრუქტურის, გვირაბის, მისასვლელი გზისა და გადამცემი ხაზების მშენებლობის პირობებში არსებითად შეუძლებელი გახდება", _ აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში. პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვები სხვა ჰესების მშენებლობაზე. მათ შორის, იგივე კომპანიის მიერ იგეგმება სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა, რომლის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გააჩნიათ. "პანკისის ხეობაში, ფაქტობრივად ჰესების კასკადის გაუაზრებელი მშენებლობა გარემოსთვის შესაძლო ზიანს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის. ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს საპროექტო დოკუმენტაცია მთელ რიგ კანონდარღვევებსა და ურთიერთშეუსაბამობებს მოიცავს, რაც საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების პირობებში გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ, მასზე ნებართვების გაცემის შესაძლებლობას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების გარეშე გასცა და კომპანიას მათი წარმოდგენის ვალდებულება ნებართვის მიღების შემდგომ დააკისრა, რაც მთლიანად ილუზორულს ხდის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების არსს და გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებლობისას რისკების შეფასებას სრულიად ფორმალურ პროცესად აქცევს. მაგალითად გზშ-ს დოკუმენტის შესაბამისად, კომპანიამ სახელმწიფოს ნებართვის მიღების შემდგომ უნდა წარუდგინოს ისეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კვლევები, როგორიცაა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, საშიში გეოდინამიკური პროცესების, შედეგების და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკების შეფასების შედეგები; წინასამშენებლო კვლევების ჩატარება პროექტის გავლენის ზონაში ცხოველთა სახეობების არსებობასა და მათზე მოსალოდნელი ზემოქედებების სახეობებზე, ასევე მცენარეების ჭრა-განადგურებით მიყენებულ ზიანზე; ინფორმაცია, თუ როგორ განხორციელდება „ეკოლოგიური ხარჯის“ გაშვება ქვემო ბიეფში თევზსავალის მუშაობის პერიოდში; სანაყაროების და რეკულტივაციის პროექტი; ინფორმაცია რაბის ტიპის თევზსავალი ნაგებობის მუშოების ეფექტურობის შესახებ; აღსანიშნავია, რომ მითითებული კვლევები, თუ რისკების შეფასება სწორედ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე უნდა იქნას განხორციელებული და მხოლოდ ამის შეფასების შემდგომ უნდა გაიცეს დადებითი აქტები, რაც მითითებულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილი იქნა. აღნიშნულის გარდა, ასევე არასათანადოდ არის ჩატარებული კვლევები ან წარმოდგენილია ორაზროვანი შეფასებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე", _ აცხადებენ ცენტრში. მკვლევარების თქმით, ბოლო პერიოდში, მაღალმთიან რეგიონებში ჩანს პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და თუ გარემოსდაცვითი მიდგომებისა და პრინციპების უგულებელყოფით, სათანადო კვლევებისა და შეფასებების გარეშე ჰესების მშენებლობაზე იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული პროექტები მათი უსაფრთხოების რისკების, გარემოს დაზიანების, ადგილობრივი სოციალური წესრიგის და კულტურის რღვევის ნიშნების მიღმა, პრობლემურია ადგილობრივი ეკონომიკების მდგრადი და სამართლიანი განვითარების პოტენციალის განადგურების გამო. "ამ დამაზიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კრიტიკისა, თუ სოციალური პროტესტის ჩახშობას კი სახელმწიფო სოციალური კონტროლის გაუმართლებელი საშუალებებით ცდილობს და უარყოფს პრობლემების დემოკრატიული და სამართლებრივი გადაჭრის გზებს. სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ მოქმედებს როგორც საჯარო ინტერესების დაცვის გარანტორი, ის არსებითად და მხოლოდ კერძო ინტერესები დამცველია და სათანადოდ არ იაზრებს საკუთარ რეგულატორულ ფუნქციას. მსგავსი პოლიტიკა არსებითად უპირისპირდება დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს იდეას", _ ამბობენ EMC-ში და იმედოვნებენ, რომ  რომ სასამართლო ხელისუფლება იქნება ის მექანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ რეალური კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი გარემო, ბუნება და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური ... ...
  • გიორგი გახარია: "ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ"შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციელები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, იდენტიფიცირებული იქნება თითოეული პოლიციელზე თავდამსხმელი, რასაც კანონის შესაბამის ზომებს მიიღება მოჰყვება. მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პანკისის ხეობის თემის უხუცებსაც ერთად მიღწეული შედეგისთვის: „მოვინახულე პოლიციის დაშავებული თანამშრომლები. ძირითადად, ეს, გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას მე ვპირდები თითოეულ პოლიციელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს _ ერთ პოლიციელს დაზიანება აქვს თავის არეში. მას ახლა აკვირდებიან ექიმები და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სერიოზული გართულების გარეშე გამოვა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს იურისდიქცია. სიტუაცია დამშვიდებულია, დაწყნარებულია, შედეგი მიღწეულია, როგორც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მოქალაქეების და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო, გადავუხადო მადლობა ყველა იმ პოლიციელს, რომელსაც ამ ღონისძიებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს იღებდა მონაწილეობას. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებაც შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი, თითოეული მოქალაქის, თითოეული პოლიციელის, თითოეული პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო და ამას მივაღწევთ!“ _ განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია: ‘სამინისტრო იძულებული იყო, მოეხდინა ძალების მობილიზება“შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს _ „სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“. როგორც მინისტრმა განაცხადა, „თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც“. მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დილას ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ: „შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა, დაიწყო მოლაპარაკებები, ამ მოვლენების პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა. შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, სამინისტრო გახდა იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, _ თქვა ... ...
  • "გაიღიმეთ" _ უტიფრად გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა"„მთავარი პრობლემა პანკისის ხეობაში არის უპატრონობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ჰესი არის აისბერგის წევრი,“ - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პანკისში განვითარებულ მოვლენებს. გიგი უგულავამ პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სიმშვიდე არის მათი თავდაცვის და სიმართლის დამტკიცების ყველაზე კარგი საშუალება. მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე ისაუბრა. „მიუღებელი საყურებელია, როდესაც ვხედავთ პოლიციელების მიმართ ნასროლ ქვებს, ჯოხებს, უნდა გვესმოდეს რატომ მივიდეს ულამაზესი და მნიშვნელოვანი რაიონი ამ ვითარებამდე. ბოლო 7 წელია ივანიშვილი და მისი მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში დგამს იმ უგუნურ ნაბიჯებს, რამაც საბოლოო ჯამში აქამდე მიგვიყვანა. აქ იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოდა ცენტრალური მთავრობა, არცერთი შტო აღარ წარმოადგენს იქ ფაქტორს. ვაკვირდებით კადიროვის ხალხის და ISIS-ის რეკრუტირების ძალიან სახიფათო, მავნებლურ სახელმწიფოსთვის კამპანიას, რასაც ჩვენი ხელისუფლება არაფერს და ვერაფერს უპირისპირებს... "გაიღიმეთ" უტიფრად რომ გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა, ეს არის უტიფრობის ზეიმი გახარიას და მთავრობის მხრიდან,“- აღნიშნა უგულავამ რუსთავის 2-ის ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...