როგორ ასრულებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები დაკისრებულ მოვალეობებს

მთავარი თემა

როგორ ასრულებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები დაკისრებულ მოვალეობებს

2015 აპრ 28 23:24:27

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია-დაბა ლაითურთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი 2012 წელს დაინგრა. 3  წელია, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დაბა ლაითურის მოსახლეობამ აქციაც გამართა.

ეს ხიდი ორ სოფელს ქალაქ ოზურგეთთანაც აკავშირებდა. ხიდის მშენებლობა  ამ ეტაპზე შეჩერებულია. სამუშაოს სააქციო-საზოგადოება "ხიდმშენი" ასრულებდა. 

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტს  2 496 000 ლარი გამოეყო მერია-ლაითურის შემაერთებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე მდინარე ნატანებზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წლის სექტემბრის თვეში გამოცხადდა ტენდერი (SPA 130017618) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  მერია-ლაითურის  შემაერთებელ ადგილობრივი  მნიშვნელობის გზაზე, მდინარე ნატანებზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობაზე. ტენდერის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა ს/ს "ხიდმშენი", რის შედეგადაც 2013 წლის 19 სექტემბერს ოზურგეთის  მუნიციპალიტეტსა და  ს.ს "ხიდმშენი"-ს შორის დაიდო ხელშეკრულება  N318 თანხით - 2356225,18 ლარზე.

2013  წლის 6 ნოემბრის N 3388 წერილით ს.ს "ხიდმშენი"-ს დირექტორის  ჯიმი  მამალაძის მომართვით, ს.ს "ხიდმშენმა" მოახდინა არსებული ხიდის სახარჯთაღრიცხვო და საპროექტო დოკუმენტაციის  კორექტირება, რაზედაც საპროექტო ორგანიზაცია  შ.პ.ს  "საქგზამეცნიერება"-ს დირექტორმა თამაზ შილაკაძემ განაცხადა თანხმობა. კორექტირებისშ ედეგადხიდის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 2335758 ლარი, რაზეც შეტანხმება 2013 წლის 9 დეკემბერს მოხდა. 

ასევე, ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2013 წელს ხიდის მშენებლობაზე ათვისებულია 339 816 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 19 აპრილი იყო, რომელიც დაარღვია კომპანიამ  და 2014 წლის 30 მაისის შეთანხმების საფუძველზე მშენებლობის ვადამ გადაიწია 2014 წლის  1 სექტემბრამდე, აგრეთვე, კომპანიას დაერიცხა პირგასამტეხლო 2014 წლის 19 აპრილიდან 2014 წლის 30 მაისამდე 40 კალენდარული დღის ვადა გადაცილებაზე  93340,32 ლარის ოდენობით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნავენ, რომ 2014 წელს ხიდის მშენებლობაზე  ათვისებულია 517495 ლარი, სავარაუდო  შესრულება  კი 2014 წლის  დეკემბერში  286471 ლარს შეადგენს.  2014 წლის 31 ივლისის  შეთანხმებით კი სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის  1 ოქტომბრით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის  1 ნოემბრამდე . მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნავენ, რომ ს.ს "ხიდმშენი" ვერც ამ დროში ჩაეტია, დღეის მდგომარეობით კი უფუნქციოდ არის დაწყობილია 14 ერთეული რკინა-ბეტონის კოჭი.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ,  2014 წლის 1 ოქტომბრიდან კომპანია იმყოფება ჯარიმაზე, დღიური პირგასამტეხლოა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების  0,2%,   რაც შეადგენს 4671,51  ლარს,  მეორე შეთანხმება 2014 წლის 30 მაისს მოხდა გამგეობასა და სს "ხიდმშენს" შორის.   2014 წლის ოქტომბრის თვეში კომპანიას 30 კალენდარული დღით დაერიცხა ჯარიმა 140145,30 ლარი,  სულ ჯარიმა შეადგენს 233775,62 ლარს.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, 2013 წლის 7 ოქტომბერს კომპანიას გადაერიცხა ავანსი 700 000 ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით ავანსის თანხიდან დარჩა დასაკავებელი 468000 ლარი.
ზემოთ  აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგეობამ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და 2015 წლის 16 მარტის სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარის N199 განკარგულების საფუძველზე ს.ს "ხიდმშენი"  შავ სიაში გადაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიცია ასეთია:
"საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს ის, რომ ს/ს "ხიდმშენს" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, ობიექტის ჩაბარების ვადა 2014 წლის 19 აპრილის ნაცვლად, შეთანხმებების თანახმად გადაეწია 2014 წლის  1 ნოემბრამდე, ანუ მუნიციპალიტეტის მხრიდან აღნიშნულ კომპანიას ხელშეწყობა და თანადგომა არ მოკლებია."

კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებენ გამგეობაში ყურადღებას, რომელიც სოფელ დვაბზუში ხიდის მშენებლობას ეხება. აღნიშნული ხიდის სამუშაობს კომპანია "ხიდმშენი" ასრულებდა.

"საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე ფეხმავალი (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის მიზნით, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ოქტომბრის N1499 განკარგულების საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ს/ს "ხიდმშენს" შორის 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა N538 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე ფეხმავალი (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება განისაზღვრა 199981 (ას ოთხმოცდა ცხრამეტი ათას ოთხმოცდა ერთი) ლარით" _აღნიშნავენ გამეობაში.

აქ განმარტავენ, რომ თავდაპირველად, ხელშეკრულების მიხედვით ობიექტის ჩაბარების ვადა იყო 2014 წლის 1 აგვისტო, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნულ ვადებთან დაკავშირებით, 2014 წლის 31 ივლისის შეთანხმებით მხარეთა მიერ N538 ხელშეკრულებაში განხორციელებული იქნა ცვლილებები, კერძოდ: ობიექტის ჩაბარების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 ოქტომბრით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა 2014 წლის 1 დეკემბრამდე.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე 2014 წლის 31 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ს/ს "ხიდმშენს" ავანსის სახით ჩაერიცხა 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი, ხოლო 2014 წლის 03 ივნისს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.

2014 წლის 27 მაისის N538-1 შუალედური ინსპექტირების აქტით დადგენილი იქნა, რომ N538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენს 31803 ლარს.

2014 წლის 05 ივნისის შესრულებული სამუშაოების N538-1 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ს/ს "ხიდმშენს" დამატებით ჩაერიცხა თანხა 31 803  ლარის ოდენობით.

2014 წლის 28 აგვისტოს N538-2 შუალედური ინსპექტირების აქტით დადგენილი იქნა, რომ N538 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შუალედური შესრულების საერთო ღირებულება შეადგენს 63 421 ლარს.

2014 წლის 29 აგვისტოს შესრულებული სამუშაოების N538-2 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ს/ს "ხიდმშენს" ავანსის სახით მიღებული 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარიდან დაექვითა წარმოებული სამუშაოების საერთო ღირებულება 63 421 ლარის ოდენობით.

ს/ს "ხიდმშენმა" არ შეასრულა N538 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. რისთვისაც ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე -  2014 წლის 01 ოქტომბრიდან 2014 წლის 01 დეკემბრამდე ეკისრება 60 კალენდარული დღის ვადაგადაცილების (სახელშეკრულებლო ღირებულების 0.1%-ი)  პირგასამტეხლო - 11 998 ლარისა და 86  თეთრის ოდენობით, შემდეგი დაანგარიშებით: ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 199981 ლარის 0.1%-ი 199,981 ლარი X ვადაგადაცილებული 60 დღეზე  119 98 ლარი და 86  თეთრი.

ს/ს "ხიდმშენს", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ ასევე ეკისრება ავანსის სახით მიღებული 86579 (ოთხმოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდაცხრამეტი) ლარის დაბრუნების ვალდებულება. საერთო ჯამში გადასახდელი თანხა შეადგენს 98577,86 ლარს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ  სოფელ დვაბზუში მდებარე ფეხმავალი (საქვეითო) ხიდის რეაბილიტაციის დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში სარჩელით მიმართავს სასამართლოს.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ ს/ს "ხიდმშენმა" ორივე შემთხვევაში ვერ მოახერხა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამავე დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი აწარმოებს ალტერნატიულ მიმწოდებლებთან მოლაპარაკებებს და ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულებული იქნება", _ აღნიშნავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ს.ს. "ხიდმშენის" აღმასრულებელ დირექტორს ჯიმი მამალაძეს, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

"არ მცალია, მოგვიანებით დამირეკეთ, სხვა დროს არ გიპასუხებთ, სხვა საქმე მაქვს"- გვითხრა მამალაძემ.

ამავე თემაზე: ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მიმდინარე მშენებლობების შეჩერებაზე




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგაჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგდა. როგორც გვითხრეს, შუქის ჩაქრობა უამინდობამ გამოიწვია  და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 30 წუთზე მეტი ჩოხატაურს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამავე მიზეზით იყო გამორთული შუქი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამჟამდ ელექტროენერგია დასავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მიეწოდება. რაც შეეხება ამინდს _ დასავლეთში ისევ ძლიერი წვიმა და ელჭექია. საათზს მეტი გადაუღებლად წვიმს გურიაში, რასაც უკვე მოყვა პრობლემები _ დატბორილი და დაზიანებულია გზები, მილხიდები. ჩოხატურის მუნიციპიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაცით, მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მუდმივ კოორდინაციაში არიან სოფლებთან. შენიშვნა: ფოტო არ ასახავს შემთხვევის ... ...
  • გვარამია: არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში ეს არ არის"ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად" _ წერს სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"_ის გენერალური დირექტორი და თბილისის პრაიდის ორგანიზატორების გადაწყვეტილებაწ, პრაიდის ჩატარების თაობაზე, სტატუსით ეხმაურება: "მოკლედ, პრაიდი ტარდება. ეს უკვე მოცემულობაა და დავასრულოთ ამაზე ბჭობა, არ გვინდა მიდევენებული ლამპარი, აღარაა ამის არც დრო და არც ადგილი.  ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანაზე: ბნელები (რუსები) უნდა დავამარცხოთ. ძალადობა არ უნდა დავუშვათ ყველამ ერთად. მთავრობა საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და იცოდეს, რომ ვალდებულია. ასევე იცოდეს, რომ არავის არ გაგვეხარდება მისი წარუმატებლობა.  ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი ახლა ვართ თუნდაც ჩვენთვის ძალიან საძულველ მთავრობასთან ერთად ბარიკადის ერთი და იგივე მხარეს. მეორე მხარეს ბნელეთი და მორდორია (რუსეთი). არავითარი ივანიშვილის და ოცნების ინტერესი და თამაში, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არ არის. ამ სცენარში ან ვიმარჯვებთ ჩვენ ყველანი ერთად, ან ზეიმობენ ბნელები. ესაა დიხოტომია ან საქართველო, ან რუსეთი. წერტილი. ps სამწუხაროდ, მოუმზადებელი საზოგადოების დიდი ნაწილის უნებური მოკავშირეობა იქნება მთავარი, რასაც გამოიყენებენ ბნელები. ესაა ჩემთვის ყველაზე მძიმე რისკ ფაქტორი ამ ვითარებაში. ასევე, სამწუხაროდ, უსაფრთხოების დაცვის პრობლემა არა მხოლოდ აქციას ეხება, არამედ მის გაგრძელებას - ლგბტ თემის რიგითი წარმომადგენლების წინააღმდეგ ადუღებულ ზიზღთან გამკლავებას საქართველოს ქუჩებში, კაფეებში, კორპუსებში... pps ბოდიში ხშირი სტატუსებისთვის. გულწრფელად, ძალიან ვღელავ." _ წერს ... ...
  • ძლიერი ქარი, წვიმა, ელჭექი და უშუქოდ დარჩენილი რაიონები _ რა ხდება დასავლეთშიამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია. გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და ... ...
  • ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაშიქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო, _ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112" ავრცელებს. შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლისშენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველთა ჯგუფეაბი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ისფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამდროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, _ ნათქვამია ... ...
  • საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა (R)ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთანავე, გალტ & თაგარტმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მშენებლობის სექტორის მიმოხილვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები, გაცვლითი კურსის დინამიკა და მოლოდინები. ასევე, ფორუმის მონაწილეები გაეცნენ სამშენებლო სექტორის მიმდინარე ტენდენციებს, ზრდის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებს. „საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 9.3% უკავია და სექტორის ბრუნვა 7.2 მლრდ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად მუდმივად მზად არის, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს დარგის მოთამაშეებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განვითარება, რისკების გადაზღვევა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამით ბიზნესის უკეთ დაგეგმვა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ინფრასტრუქტურის ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღია პლატფორმის არსებობას, რათა კომპანიებმა ამ პლატფორმის საშუალებით მიიღონ ინფორმაცია მშენებლობის დარგში მიმდინარე ტენდენციებსა და დაფინასების შესაძლებლობებზე, ასევე, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...