"იქ ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რადგან ერთადერთი ფეხბურთელი პარლამენტარი ვარ" _ ჩხაიძე ყიფიანის შესახებ

gurianews.com

მთავარი თემა

"იქ ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რადგან ერთადერთი ფეხბურთელი პარლამენტარი ვარ" _ ჩხაიძე ყიფიანის შესახებ

2015 აპრ 30 17:06:59

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ბრალდებებს ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში უპასუხა. ყიფიანმა ის შეკითხვებიც გაასჯაროა, რომელიც მას დეპუტატებმა კომიტეტის სხდომაზე დაუსვეს:

_  საკომიტეტო მოსმენის დეტალური ანალიზის, ასევე დახურული სხდომის დეტალებში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით სამინისტრომ ოფიციალურად მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს და მოითხოვა საკომიტეტო მოსმენის ოქმის, სტენოგრამული და აუდიო ჩანაწერის მოწოდება, თუმცა მათ მიერ აღნიშნული მასალა მოწოდებული არ იქნა, მიზეზად კი დოკუმენტაციის არ არსებობა დასახელდა, _ წერს ყიფიანი და წერილში დეპუტატების შეკითხვები, როგორც აღნიშნავს ციტირებით მოჰყავს.

ერთ-ერთი შეკითხვა ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძესაც ეკუთვნის:

"ყველამ იცით, რომ საქართველოს პარლამენტში მოვხვდი პირდაპირ სტადიონიდან, რატომ არ ვარ ფეხბურთის კომისიაში?“ _ ჩხაიძის ამ კითხვის საპასუხოდ ყიფიანი წერს:

"საქართველოს ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის“ საქმიანობა მიმართულია იმ პროგრამების შემუშავებისა და ღონისძიებების განხორციელებისკენ, რომელთა პრაქტიკაში რეალიზაცია შეუძლებელია სხვადასხვა სამთავრობო უწყების კოორდინირებული მუშაობის გარეშე.

ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხი თავის დროზე დასმულ იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დროს და ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის შექმნის შესახებ განკარგულების პროექტი (შესაბამისი შემადგენლობის მითითებით) ინიცირებულ იქნა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. კომისია, მისი დებულებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს მზად არის მოისმინოს ბ-ნი ჩხაიძის მიერ შემუშავებული პროექტი, თუმცა დიდი ალბათობით მას ასეთი არ გააჩნია"

თემურ ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პროექტი აქვს:

_ პროექტი არათუ გამაჩნია, იმდენი მასალაა დაგროვებული ფეხბურთან დაკავშირებით მის წაკითხვას დიდი დრო სჭირდება. ამას ხელს აფარებენ და ვერ ვხდები რატომ.

_ ვინ აფარებს?

_  ეტყობა ერთმანეთს. ზუსტად ისაა გასარკვევი რამაც თავი მოიყარა და ფეხბურთი ასეთ დღეში ჩააგდო. ეს უნდა გაირკვეს. ვითომ არ იცოდა ეს ყიფიანმა თუ რაებს იგონებს?!

 _ ბატონო თემურ პარლამენტში საიდან მოხვდით?

_ ვერ გავიგე, რას ნიშნავს საიდან მოვხდი?!

_ ლევან ყიფიანისთვის გითქვამთ, რომ პარლამენტში სტადიონიდან მოხვდით...

_ მე ეს არ მიგულისხმია. მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვიყავი. როცა წინა მთავრობამ ყველა სამსახურიდან გამომიშვა და მომიხვეტა ყველა გზა, შემომთავაზეს "ქართული ოცნებიდან" და მეც დავთანმხდი. რა ვთქვი ამნაირი ... რას ჰქვია სტადიონიდან?! პარტიის წევრი გავხდი და ისე მოვხვდი პარლამენტში. მე მინისტრს ვუთხარი, რომ  იმ კომისიის 13 წევრ შორის, რომელიც ფეხბურთის საკითხებს განიხილავს მეც უნდა ვყოფილიყავი. იქ ჩემი ყოფნა აუცილებელი იყო, რადგან ერთადერთი  ფეხბურთელი პარლამენტარი ვარ. 

_ თუმცა, ყიფიანმა თქვენი სიტყვების დამადასტურებელი დოკუმენტებიც გამოაქვეყნა... საინტერესოა როგორია სტადიონიდან პარლამენტში მოხვედრა...

_ ეს არც ასე მითქვამს და არც ამნაირი აზრი არ არსებობს. პირველ რიგში ჩემი "ოცნებასთან" დაახლოება მოხდა იმიტომ, რომ ხელწერები გავაკეთე. მაინც ვერ გავიგე რატომ მისვამთ ამნაირ კითხვებს.

_ "ამნაირი კითხვები" ყიფიანის წერილშია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზვანა...

_ მე ვიგულისხმე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. მარტო ფეხბურში ვიყავი...

_ ყიფიანის გადადგომით კმაყოფილი ხართ?

_ ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მე არაფერ შუაში არ ვიყავი მაქ და თავადაც კარგად იცის. 

_ კითხვაზე არ გვიპასუხებთ? ყიფიანის წასვლა გაგიხარდათ?

__ ეგ ყიფიანს კითხეთ. მე რა ვიცი!

_ მისი წასვლა არ გინდოდათ?

_ მე რა შუაში ვარ ყიფიანის გადაყენებასთან ან დანიშვნასთან.

_ პარალმენტის სპორტის კომიტეტი, რომლის წევრიც ბრძანდებით ხომ ითხოვდა?

_ რათქმაუნდა. იმათ აქვთ საფუძლიანი მოთხოვნა ალბათ და...

_  დეპუტატობით თუ ხართ კამყოფილი და როგორ ფიქრობთ, ლანჩხუთელები თუ არიან თქვენი დეპუტატობით კმაყოფილები?

_ ეს ლანჩხუთელებს უნდა კითხოთ...

_ თქვენ ხართ კმაყოფილი დეპუტატობით?

_ მაქსიმალურს ვაკეთებ იმას რაც შემიძლია. აბსულუტურად ყველაფერს. არ მახსოვს რომელიმე ზარი და შეხვედრა უყრადღებოდ დამეტოვებინოს, ვინმე მომეტყვილებინოს. 

თემურ ჩხაიძე ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია. ასევე  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.

გარდა ამისა კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის, ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის და სურინამის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი.

არის  მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას  საპარლამენტო დელეგაციის წევრი.


ნახვა: 64


 ახალი ამბები
  • "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი: მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაცოას, რომლის თანახმადაც მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფოების გამო პარტიას წევრები ტოვებენ, ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღამსრულებელი.მდივანი ბესიკ მელუა ეხმაურება: "როგორც ყველა პარტია, "ქართული ოცნებაც" ცოცხალი ორგანიზმია და იქ მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ. - საკადრო ცვლილებები თავიდანვე იყო დაანონსებული. ჩვენმა თანაგუნდელებმა და მათ შორის მერაბ ჭანუყვაძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ახლა კი ისინი სხვა პოზიციაზე განაგრძობენ მუშაობას. ბუნებრივია, ამაში არაფერია მიუღებელი. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მელუამ. შეგახსენებთ რომ მერაბ ჭანუყვაძის გადადდგომის გამო დღეს პარტია ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ დატოვა. ჩვენი ინფორმაცოით რამდენიმე ადამიანი ხვალაც დატოვებს ... ...
  • ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველიბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს.  სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება. მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას: განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში; საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების - ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას; გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ  მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ. დაბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის  საუკეთესო ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენგურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ. პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ. ხაჭაპურიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს. _ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია ხაჭაპურიძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად "ქართული ოცნების" დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს ... ...
  • სახალხო დამცველი ოზურგეთელი არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანებასაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.          სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.  სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ... ...
  • პრემიერი: მერაბ ჭანუყვაძე უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგვყავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა. მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...