დეკლარაციის საიდუმლო გვერდი მთავრობის დადგენილების მოლოდინში

მთავარი თემა

დეკლარაციის საიდუმლო გვერდი მთავრობის დადგენილების მოლოდინში

2015 მაი 7 17:47:53

_ ბოლოს, როცა სოციალური სამსახურიდან აგენტი მოვიდა, მკითხა, კბილის პასტა თუ გაქვსო. კბილი არ მაქვს და პასტა რად მინდა,-მეთქი, _ ვუთხარი. სადაა სამართალი, ვის უნდა ვთხოვოთ დახმარება, იქნებ თქვენ მაინც მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი ხელისუფლების ყურამდე და დაგვენიშნოს დახმარება, რომელიც ნამდვილად გვეკუთვნის _ ზედმეტს არაფერს ვითხოვთ, _ ეს კომენტარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლარისა არახამიას ეკუთვნის, რომელიც მან "გურია ნიუსს" გასული წლის მაისში მისცა.

ჩვენს არქივში ბევრი გაჭირვებული ადამიანის ისტორიას ნახავთ _ უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახები სოციალურ დახმარებას თვეების განმავლობაში ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ. ისინი ყვებიან, რომ სოციალური აგენტები საკმაოდ უცნაურ შეკითხვებს უსვამენ, პირადი ინფორმაციით ინტერესდებიან, თუმცა, ეს შემდეგ დეკლარაციაში არ ისახება.

შესაბამისად, კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ მისცეს დახმარება ოჯახებს, რომლებსაც ნამდვილად უჭირთ, უცნობია. საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მიღების მსურველს შევსებული დეკლარაციის ასლსაც აძლევენ, თუმცა ბოლო ე. წ. "F გვერდი" მკაცრად არის გასაიდუმლოებული. ეს ის გვერდია, რომელსაც აგენტი "დამოუკიდებლად, ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე" ავსებს და "არ აცნობს ოჯახის წევრებს კითხვებს და არ უთანხმებს პასუხებს",

ამ გვერდის დასათაურება ასეთია: "სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება".

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ყველაფერს პროგრამა აკეთებს და სოციალური აგენტი, რომლის მიმართაც საყვედურები ხშირად ისმის, არაფერ შუაშია.

არადა, ჩვენ მიერ მოპოვებულ გასაიდუმლოებული დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, სოციალური აგენტის შეფასება გადამწყვეტია: ოჯახის საცხოვრისის იატაკის მდგომარეობა, ოჯახის წევრთა ჩაცმულობა (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი) და გარეგნული ჰიგიენა, პირადი ჰიგიენის საშუალებები _ მაგალითად აქვს თუ არა კბილის პასტა, შამპუნი, სარეცხი საპონი/ფხვნილი, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები _ ამ გრაფებს აგენტი საკუთარი შეხედულებით ავსებს... "ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე".

აგენტი ახდენს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგად შეფასებასაც _ მისი აზრით, დახმარების მიღების მსურველი ღატაკია, ღარიბია, საშუალო შეძლებისაა ან მდიდარია.

ასევე აგენტის მიერ ივსება ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება _ უშუალოდ აგენტი წერს საჭიროებს თუ არა მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმებას, სანდოა თუ არა დახმარების მიღების მსურველი, მალავს თუ არა შემოსავლებს, გაწეულ ხარჯებს, შინაური ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობას, სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციას, მიწის ფართობს, სხვა ქონებას, საცხოვრისს, არასწორად უთითებს თუ არა ოჯახის წევრების ფიზიკურ მდგომარეობას, მალავს სრულწლოვანი შვილების არსებობს.

ეს გვერდი ცხადყოფს, რომ ტელევიზორი, გაზქურა, მაცივარი და ა. შ. არც ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია _ ქულების მინიჭების დროს, სოციალური სააგენტო მთლიანად აგენტის შეფასებას ეყრდნობა. შეფასებას, რომელიც ყოველთვის სადაოა და რომელიც, ახალი ხელისუფლების დაპირების მიხედვით, უნდა გაუქმებულიყო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე 2013 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოციალური მომსახურების სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, "მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის დახვეწისა და სოციალური დაცვის სისტემის მეტად ბავშვზე ორიენტაციის შესახებ" "გურია ნიუსთან" საუბრისას აანონსებდა, რომ ქულების მინიჭების ფორმულა შეიცვლებოდა:

"სოცაგენტის სუბიექტური ფაქტორი მაქსიმალურად გამოირიცხება. თავად ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იმას, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ბავშვიან ოჯახებზე და მათ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეთ ქულების დათვლის დროს. წლის ბოლოს უკვე ახალი ფორმულა გვექნება, რომელსაც მთავრობას შევთავაზებთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სიების გადამოწმება მოხდება შემოსავლების სამსახურის მონაცემებიდან, რათა რაც შეიძლება ობიექტური ინფორმაცია გვქონდეს იმის შესახებ, თუ ვინ რა შემოსავალს იღებს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ობიექტურად ვაკონტროლოთ შემოსავლები და გადაწყვეტილებაც ობიექტურად მივიღოთ. ეს გადაწყვეტილებაც მთავრობამ მიიღო. ჩვენ ბაზები უნდა ვაკონტროლოთ ობიექტურად," _ ამბობდა ქინქლაძე.

2015 წლის 12 მარტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.

მისი თქმით, ახალი მეთოდოლოგიის მთავარი პრინციპი არის ის, რომ დაითვლება ოჯახის შემოსავალი და დაითვლება ოჯახის ის ქონება, რომელიც პოტენციურად არის შემოსავლის მომტანი.

გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, ძველი მეთოდოლოგიის ცვლადე­ბი: სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება და საყოფაცხოვრებო საგნები (მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი ავზი, გაზის წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი, თამბაქოს მოხმარება) აღარ იქონიებენ გავლენას ახალი ქულების განსაზღვრაში.

გაიოზ თალაკვაძემ დეტალურად ისაუბრა ახალი მეთოდოლოგიის ცვლადებზე, საჭიროების ინდექსის კატეგორიებზე (განისაზღვრა 10 კატეგორია), ახალ ფორმულასა და ფულადი ბენეფიტების ახალ სტრუქტურაზე. ძველი ფორმულის მიხედვით, 57 000 სარეიტინგო ქულის ქვემოთ ოჯახის პირველი წევრი იღებდა 60 ლარს, ხოლო ყოველი შემდგომი წევრი 48 ლარს, ბავშვის დანამატი არ იყო გათვალისწინებული. ახალი ფორმულის მიხედვით, მოხდა სარეიტინგო ქულების გრადაცია. 30 000 ქულის ქვემოთ ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 60 ლარს, ხოლო ბავშვისთვის გათვალისწინებულია 10-ლარიანი დანამატი. 30 000-დან 57 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 50 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, 57 000-დან 60 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 40 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, 60 000-65 000 ქულამდე ოჯახის ნებისმიერი წევრი მიიღებს 30 ლარს და 10 ლარს ბავშვის დანამატს, ხოლო 65 000- 100 000 ქულამდე ოჯახი მიიღებს მხოლოდ ბავშვის დანამატს 10 ლარს.

"ახალი პროექტით ოჯახებს, რომლებსაც 30 000 ნაკლები სარეიტინგო ქულა ექნებათ, სოციალური დახმარება გაეზრდებათ საშუალოდ 331 ლარამდე ბავშვის დანამატის გარეშე, 30 000-დან 57 000-მდე _ საშუალოდ 207 ლარამდე, 57 000-დან 60 000-მდე _ 163 ლარამდე, ხოლო 60 000 დან 65 000-მდე _ 111 ლარამდე. ამ ცვლილების შედეგად 38 ათასი ოჯახით მეტი იქნება მოცული სოციალური დახმარებით," _ განაცხადა თალაკვაძემ.

ეს პროგრამა პირველი აპრილიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. ჩვენი ინფორმაციით, გურიიდან მასში 200 ოჯახია ჩართული _ სია პროგრამამ თავად შეადგინა და ოჯახების არჩევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ ოფისებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

პასუხებს 15 მაისისთვის ელოდებიან. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, დეკლარაციის შევსებისას ისევ დარჩა F გვერდი _ აგენტის სუბიექტური შეფასება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ადასტურებენ რომ ბოლო ე. წ. საიდუმლო გვერდი სატესტო ვარიანტშიც დარჩა, თუმცა, ამბობენ, ქულების მინიჭებაზე ეს გავლენას არ იქონიებს (?!) სააგენტოს პრესსამსახურში აზუსტებენ, რომ "კი დარჩა, მაგრამ ყურადღება არ მიექცევა".

კითხვაზე, თუ ყურადღება არ მიექცევა, მაშინ რატომ დატოვეს ეს გვერდი დეკლარაციაში, სააგენტოს სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენელი დიმიტრი ჩხეიძე ასე პასუხობს:

_ სატესტო რეჟიმისთვის ოჯახები რომ შევარჩიეთ, უნდა გაგვეტესტა, ის ახალი მეთოდოლოგია რამდენად კარგად იმუშავებდა. ამისთვის მოვიფიქრეთ, რომ ქულა დაგვეთვალა, როგორც ძველი, ასევე ახალი მეთოდოლოგიით და ერთმანეთისთვის შეგვედარებინა. ის ფურცელი დარჩა იმიტომ, რომ ძველი მეთოდოლოგიით დათვლილიყო ქულა. ახალ მეთოდოლოგიაში ეს გვერდი არ იქნება.

_  და მხოლოდ სატესტოშია?

_ დიახ, იმიტომ, რომ ძველი მეთოდოლოგიის ქულა გამოსულიყო. ახალ დეკლარაციაში, რომელიც მტკიცდება, არ იქნება კბილის პასტის და სარეცხი ფხვნილის შესახებ მონაცემი ჩასაწერი.

_ აგენტის პირადი შეფასება ხომ რჩება?

_ დიახ. სოცაგენტის სუბიექტური შეფასება დარჩება, თუმცა, გავლენას არ მოახდენს ქულის მინიჭებაზე.

_ რომ არ იქონიებს, ამაზე მხოლოდ სიტყვიერად უნდა გენდოთ?

_ არა. მეთოდოლოგიაში წერია დაწვრილებით _ ეს არ ახდენს ქულაზე გავლენას (?!).

_ როდიდან ამოქმედდება ახლი მეთოდოლოგია?

_ ჩვენც ველოდებით მთავრობის დადგენილებას. როგორც კი ხელს მოაწერენ, ახალი მეთოდოლოგია მუშაობას დაიწყებს.




 ახალი ამბები
  • გორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლაგორში ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. ... ...
  • სამტრედიის N3 საჯარო სკოლის გუნდი ,,წიგნების თაროს“ მე-8 სეზონში მიიღებს მონაწილეობასახალგაზრდებში მეტად პოპულარული სატელევიზიო  ლიტერატურული შოუს ,, წიგნების თაროს“  მე-8 სასკოლო სეზონის შესარჩევი ტური  დასრულდა. საქართველოს მასშტაბით 32  სკოლა შეირჩა. რჩეულთა შორის  სამტრედიიდან მხოლოდ ერთი გუნდი მოხვდა, N3 საჯარო სკოლის გუნდი. ელენე ალფაიძე, მარიამ  რუხაძე და ანი  ჯღამაძე,   მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი როგორც სასკოლო,  ასევე, კლასგარეშე ღონისძიებებში. ,,წიგნების თაროში“  მონაწილეობას  სიხარულით შეხვდნენ, თუმცა,  ორმაგ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, მათ ხომ არა მარტო სკოლის, არამედ  მშობლიური ქალაქის ინტერესების დაცვაც ევალებათ. ,,თაროელები’’ საინტერესო  სეზონს გვპირდებიან. წარმატებები ... ...
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...