ტურისტული ადგილების პრობლემები და მზადება სეზონისთვის

gurianews.com

მთავარი თემა

ტურისტული ადგილების პრობლემები და მზადება სეზონისთვის

2015 მაი 11 16:34:06
ორმოები გზებზე და უსახური მოსაცდელი _ დაბა ურეკში შესულებს ეს რეალობა თვალში პირველად მოგხვდებათ.

ცენტრში მისულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მობრძანებისთვის ბანერიდან გიხდით მადლობას, თუმცა, ადგილობრივები მთავრობის მადლობლები არ არიან:

_ აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ და ალბათ, ყველაზე დიდი გულისტკივილი ჩემია. სეზონისთვის ახლა კი არ უნდა მიდიოდეს სამზადისი, "ფოდნოსით" უნდა იყოს გამზადებული. ბევრი ტურისტი შემოდის, ამ დღეებში განსაკუთრებულად ბევრი დამსვენებელი რუსეთიდან შემოვიდა და მეც რომ არ ვთქვა არაფერი, თქვენ თვითონ ხედავთ ეს კურორტია თუ კურორტის მსგავსი რაღაცა. პლაჟი, გზა, ინფრასტრუქტურა _ ეს ყველაფერი თავს ერთად იყრის და ძალიან ცუდ ფონს ქმნის, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჯუმბერ ყაზაიშვილი.

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, სანაპირო უნდა დასუფთავდეს და გზა გაკეთდეს:

_ სხვა რამეებზე საუბარი არ არის _ ეს არის ის ელემენტარული რამ, რაც კურორტს სჭირდება. ვიღაცას ეს უნდა სტკიოდეს, ვიღაცას უნდა აწუხებდეს. სხვებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე რომ მაწუხებს, ნამდვილად ვიცი. ადგილობრივ ხელმძღვანელობას ძალიანაც რომ სტკიოდეს გული, მოგვარების საშუალებაც არ აქვს. ამაზე თავი რაიონმა და რეგიონმა უნდა შეიწუხოს, _ დასძენს ყაზაიშვილი.

კურორტზე, გზის გარდა, ყველაფერი მოწონს ხვიჩა ჩხაიძეს. მის მსგავსად ავარიული გზით უკმაყოფილო მოსახლეობას და ტურისტებს ბევრს შეხვდებით: _ ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობა _ ფეხითაც კი ვერ გაივლი. მე ურეკელი არ ვარ და სხვა პრობლემები კარგად არ ვიცი, მაგრამ რასაც ვხედავ, ყველაზე დიდი პრობლემა ესაა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის" "გურიას’ ფეხბურთელი გიგა ჭეიშვილი, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად ურეკში შეკრებაზე იმყოფება.

ლაშა ფანცულაია ადგილობრივია. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველაზე აუცილებელი კურორტის დასუფთავებაა:

_ კურორტი უნდა დასუფთავდეს, გაიწმინდოს სანიაღვრე არხები, რადგან ეს განსაკუთრებული კურორტია, _ აღნიშნავს ფანცულაია.

კურორტის განსაკუთრებულობაზე ყურადღებას ამახვილებს ავთანდილ ჩხიტუნიაც. მისი თქმით ურეკის მთავარი პრობლემა უგზოობაა.

ხარკოვიდან ჩამოსული ტურისტი ვლადიმერ ლეფანტიევი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ნაგავია: _ მესამეჯერ ვიმყოფები ურეკში. აქ ძალიან კარგი ჰავა და ხალხია. ყველაზე დიდი პრობლემა ნაგავია _ ხალხი სადაც ჭამს, ნარჩენებს იქვე ყრის. საჭიროა უფრო მეტი სანაგვე ურნები და ხალხის ცნობიერების ამაღლება, რომ ნაგავის ქუჩაში დაყრა არ შეიძლება, _ გვითხრა ლეფანტიევმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.

სწორედ ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ აქცია მოაწყო _ "ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე". აქციას, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც შეუერთდა.

ჩოგოვაძემ ურეკის სანაპირო დაათვალიერა, მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებსაც გადაავლო თვალი და ანსამბლ "გურიას" ხორუმითაც აღფრთოვანდა, რომელიც ბულვარში სპეციალურად სტუმრებისთვის შესრულდა.

მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ სეზონისთვის მზადება ადრე დაიწყეს და დასუფთავების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარებს.

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ დასუფთავების სამუშაოები სტუმრების დასანახად მიმდინარეობს. ჩვენ ადრე დავიწყეთ ტურისტული სეზონისთვის მზადება. ძალიან მალე ჩამოვა ურეკში ის სპეცტექნიკა, რომელიც არასდროს არ ჰქონია ურეკს. აქედან გამომდინარე, ამაყი ვარ, რომ იმ დროში მომიწია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, როცა ჩვენ ვიქნებით სამაგალითო დასუფთავების კუთხით მთელ ზღვისპირეთში.

_ ბატონო მერაბ, დასუფთავებასთან ერთად ურეკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უგზოობაა. ამაზე ამახვილებენ ყურადღებას აქაურები და ტურისტები...

_ 4 მაისს საკრებულოზე გავიტანეთ საკითხი და დავამტკიცეთ თანხა, რომელითაც ორმული სამუშაოების გაკეთება მოხდება. კაპიტალურად არ გაკეთდება. სამწლიანი პროექტი კეთდება ურეკში _ ეს არის წყლის, კანალიზაციის და გაზის ქსელების მშენებლობა. 2017 წელს დასრულდება ეს პროექტი, აქედან გამომდინარე გზის კაპიტალურ გაკეთებას აზრი არ აქვს.

_ ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ხელისუფლება გვიან იწყებს სეზონისთვის მზადებას და აქ არსებული პრობლემები იმის მიმანიშნებელია, რომ მომავალ წელს ტურისტი არ ჩამოვა...

_ მესმის, რომ უგზოობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ტურისტებს, მაგრამ მთავარია, რომ გაკეთდეს, აშენდეს. რაც ადრე იყო, ის აღარ მოხდება და 2017 წელს ურეკი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული კურორტი, _ თქვა ჭანუყვაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზღვაო კურორტის განვითარებასთან ერთად მთის კურორტის განვითარებაც იგეგმება: _ არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს ისეთი ფუფუნება, რომ ზღვა და მთა ასე ახლოს იყოს ერთმანეთთან. როცა გაქვს საშუალება, ტურისტი ზღვიდან ძალიან მოკლე დროში აიყვანო ალპურ ზონაში და ამას არ გამოიყენებ, დანაშაულია. ჩვენ გვინდა შევქმნათ ცალკე ტურისტული სამსახური, რომელიც ამ ორი კურორტის ერთმანეთთან დაკავშირებაზე იმუშავებს, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.

ურეკიდან გომისმთაზე ასვლას საათნახევარი დასჭირდა. ალპურ ზონაში ასასვლელი გზა არც ისე ცუდია და მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება თავისუფლად შეიძლება.

ულამაზესი ხედები, თოვლიანი მთები, უცნაური სახელწოდების ადგილები _ მაგალითად, ვაკე საირმე, საჭვეთა, ღრუიანი წიფელა, მართლაც მიმზიდველია, თუმცა, იქ ასულებს ინფრასტრუქტურის არარსებობა ბევრ პრობლემას უქმნის.

ზღვის დონიდან 2 350 მეტრზე მდებარე კურორტზე კოტეჯების სიმცირე ნამდვილად არ შეიმჩნევა, მაგრამ აქ არც წყალია, არც შუქი და დასვენებისთვის საჭირო არც სხვა საშუალებები.

გომისმთაზე გამგეობის კულტურისა და ტურიზმის სამსახურმა შოუ შემოგვთავაზა, თუმცა, ამ შოუმ პრობლემები ვერ გადაფარა.

ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იდეა _ "ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე" უახლოეს ხანში გახორციელდება:

_ გურიის კურორტების შესახებ საკმაოდ ბევრი ვიცი. ბავშვობაში რამდენიმე წელი აქ მაქვს გატარებული. უშუალოდ გომისმთაზე პირველად ამოვედი და აღფრთოვანებული ვარ. ის უნიკალური სიახლოვე, რომელიც არის გომისმთასა და ურეკს შორის, საშუალებას გვაძლევს სხვანაირი პროდუქტი შევთავაზოთ ტურისტებს _ ზღვა, მთა, სხვადასხვა კლიმატური ზონები, სხვადასხვა დასასვენებელი თუ სამკურნალო თვისებები. ვფიქრობ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეს იდეა, რომელიც გულისხმობს ერთ ნაბიჯს ზღვიდან მთამდე, უახლოეს მომავალში გახორციელდება, ამ შემთხვევაში გომისმთის რეაბილიტაციით. დაახლოებით სამოცი კილომეტრი აშორებს ზღვასა და მთას. ეს არის ერთერთი უნიკალური ადგილი საქართველოში ამ მხრივ და სხვა მუნიციპალიტეტები ასეთი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნიან, _ გვითხრა ჩოგოვაძემ.

მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობა ორივე კურორტს შედეგს მოუტანს: _ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება, ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით, ბევრ კარგ პროექტს გავახორციელებთ გომისმთაზე. მთავარი აქ შუქის ამოყვანა და წყლის სისტემის რეაბილიტაციაა, რომელიც უკვე დაწყებული გვაქვს. პირველად კურორტის არსებობის ისტორიაში წელს განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტი და დამონტაჟდება წყლის რეზერვუარი. ელექტროენერგიის საკითხზე ჩვენ გვქონდა აქტიური საუბრები კახი კალაძესთან და დარწმუნებული ვარ, მთავრობა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

_ ბატონო მერაბ, თქვენმა ამ აქციამ ყოფილი პრეზიდენტის ბახმაროში ნათქვამი ფრაზა გაგვახსენა _ მიხეილ სააკაშვილი გვპირდებოდა, რომ ურეკი და ბახმარო განვითარდებოდა და მთიდან ზღვამდე "პირდაპირ ჩავსრიალდებოდით"... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დაპირება დაპირებად დარჩა. ეს აქციაც პიარის მცდელობა ახომ არაა?

_ სხვის ქმედებებზე არასდროს გამიკეთებია კომენტარი _ საკუთარ თავზე და საკუთარ ინიციატივებზე ვაგებ ყოველთვის პასუხს. ამიტომ გეტყვით, რომ გომისმთის ისტორიაში 25 აპრილს პირველად ამოვიდა აქ ავტომობილი.

გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ტურიზმის დეპარტამენტი ბევრ რამეს გააკეთებს გურიის კურორტების პოპულარიზაციისთვის: _ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გურიაში ვგეგმავთ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ პროექტის მაგალითზე რომ ვთქვა, როგორც კი მოეწყობა კურორტის ინფრასტრუქტურა, დავაყენებთ სპეციალურ მანიშნებლებს, გავაკეთებთ საფეხმავლო და საცხენოსნო მარშუტებს, ასევე, მოხდება კურორტების პოპულარიზაცია, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ. და ეს არ ეხება მხოლოდ გურიას _ ახლა ვიწყებთ ახალ აქციას, რომელსაც ჰქვია "გაიცანი საქართველო" და მისი მიზანია, მოქალაქეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია კურორტების შესახებ. ადამიანების დიდმა ნაწილი, რომელიც დიდ ქალაქებში ცხოვრობს, არ იცნობს თავისი კუთხის, ქვეყნის მნიშნელოვან და ტურისტულ ადგილებს. ამიტომ, ჩვენ, მარკეტინგის კუთხით, პოპულარიცაზიის კუთხით, ერთობლივად დავგეგმავთ მრავლ ღონისძიებას.

_ გასულ წელს ბახმარო, რომელიც არამარტო გურიის, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კურორტია, რატომღაც ვერ მოხვდა ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ბროშურებში. ამ კურორტის შესახებ, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია, დეპარტამენტის ვებგვერდზეც კი არ იძებნებოდა ინფორმაცია... ამ კუთხით თუ იქნება ცვლილება და თუ აპირებთ ბახმაროს მონახულებას, რომელსაც პრობლემები ბევრი აქვს?

_ რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. წელს ამ კუთხით ბევრი ისახლე იქნება და ბახმაროს პოპულარიზაციასაც მოვახდენთ. რაც შეეხება კურორტზე ასვლას _ როგორც ვიცი, ბახმარომდე მისასვლელი გზა ახლა არ არის, მაგრამ მე გთავაზობთ, რომ უახლოეს ხანში, როგორც კი გზა გაიხსნება, ერთად ავიდეთ..

_ რას გეგმავთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით _ გრიგოლეთში თუ იგეგმება სიახლეები?

_ ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო დიდი პროექტი და უახლოეს ხანში მზად იქნება გრიგოლეთის და მიმდებარე ტერიტორიის გენერალური განვითარების გეგმა. იქ უფრო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, რომელიც მალე გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის.


ურეკის ცენტრი


ძროხები ურეკში


ურეკში ცუდი შიდა გზებია


გიორგი ჩოგოვაძე და მერაბ ჭანუყვაძე


ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელები ურეკში


გომისმთაზე



 ახალი ამბები
  • ​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული​მცხეთასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა აცნობეს. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. სპეცოპერაცია ... ...
  • არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე უმრავლესობას ოთხ კანდიდატურას სთავაზობს. ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს.  "ჩვენ გვაქვს ორი ტიპის წინადადება დღეს: ერთი ეხება პერსონალიებს, მეორე - პროცესს. პერსონალიებთან დაკავშირებით ჩვენ შევჯერდით ოთხ კანდიდატზე, ესენია: ვახუშტი მენაბდე, ზვიად ქორიძე, ნინო ლომჯარია და ანა ნაცვლიშვილი. ეს არის ჩვენი შეჯერებული ოთხი კანდიდატი. პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები. ამ ოთხ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობთ მთლიანად პარლამენტს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ეს კანდიდატურები განიხილოს უმრავლესობამ, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტში. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ ამ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ ფრაქციები. დღეს კანონი ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს, თუმცა ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი იყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის ... ...
  • "დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ" _ ილია მეორე სპეცოპერაციას ეხმაურებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. "გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი ჩვენი მფარველია. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს და გვაშოროს შინაური და გარეული მტერი", - ამბობს  ილია მეორე. ... ...
  • ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში  დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები,  ტრაპეზი და შესაწირიდან თანხა მოიპარეს.  როგორც ირკვევა,  ინციდენტის შესახებ პოლიციაში მღვდელმა განაცხადა.  აღნიშნულ ინფორმაციას ცხინვალის დეფაქტო ძალოვნებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მედიასაშუალება იუწყება.  აღსანიშნავია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ოკუპირებულ ცხინვალში, ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესია მე-17 საუკუნით ... ...
  • ვინ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარიასარაოფიციალური ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე გენერალური აუდიტორის ყოფილი მოადგილის, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს - ამ ინფორმაციას  ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ლომჯარიას კანდიდატურას ყველაზე მეტად ლობირებს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ ვისზე შეჩერდება საბოლოოდ არჩევანი, მიღებული ჯერ კიდევ არ არის. ნინო ლომჯარია ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა სამთავრობო გუნდში, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.  “მე მარტო ის ვიცი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთ კანდიდატად აპირებენ ჩემს შეთავაზებას. სხვა არაფერი ვიცი, ვინ რას აპირებს“, _  გვითხრა ნინო ... ...

არქივი

ზაფრანი

ტრაქტორიდან „ლამბორჯინამდე“

საქვეყნოდ ცნობილი საავტომობილო გიგანტის, "ლამბორჯინის",...

როზალინდა ჩელენტანოს საიდუმლო

რამდენიმე ხნის წინ ადრიანო ჩელენტანოს...

მკურნალი ზეთი

მცენარეული ზეთი არა მარტო აუმჯობესებს...

„ფოტოგრაფი“ ლომი

კენიაში, "მასაი მარას" ნაკრძალში, ლომებზე...

ბრაზიანი "ელვისი"

სიდნეიში, "ავსტრალიის რეპტილიის პარკში", ცნობილი...

„სიგარეტი“ და რიანა

ახლახან ჰავაის კუნძულებზე დასასვენებლად ჩასული...
კარმიდამო ჩემი

ნატურალური წვენები ჯანმრთელობის სამსახურში

გერმანელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევების შემდეგ...

ხიზილალა და ადამიანის ჯანმრთელობა

წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას...

როგორ მოვერიოთ ინტოქსიკაციას

ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებით, საკვებიდან, წყლიდან...

ღიღილო ჯანმრთელობის სამსახურში

ჰიპოკრატეს დროიდან არის ცნობილი ლურჯი...

იაჟუჟუნას სამკურნალო თვისებები

იაჟუჟუნა, ანუ სამფერა ია შედის...

ჯანმრთელობისთვის საჭირო ელემენტები

როგორც კი ცუდად ვიგრძნობთ თავს,...

გემრიელი "დუეტი"

თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი და...

ფიტოაფთიაქი

სამყურას ეთეროვან ზეთს აქვს ანთების...

ექინაცეას სამკურნალო თვისებები

ექინაცეა სამართლიანად მიაჩნიათ "გონიერ" მცენარედ....

როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა

მხედველობის მრავალი პრობლემა თვალების გადაღლისა...

ძლიერი იმუნიტეტი რომ გვქონდეს

ყოველდღე ორგანიზმში წარმოიქმნება 12 მილიარდი...

როზმარინის სამკურნალო თვისებები

ბერძებმა ექიმებმა იცოდნენ, რომ "როზმარინი...