“ბილიარდის გაკეთებას სჭირდება 50 000 ლარი, გზის დაგებას 2 მილიონი უნდა და არ გვაქვსო“

მთავარი თემა

“ბილიარდის გაკეთებას სჭირდება 50 000 ლარი, გზის დაგებას 2 მილიონი უნდა და არ გვაქვსო“

2015 მაი 14 20:48:50

ქალაქ ოზურგეთში, წმინდა  გიორგის ქუჩაზე, "ექადიის" უბანში მცხოვრები მოსახლეობა, ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას სთხოვენ. ამ მიზნით დაახლოებით 22 ადამიანი დღეს, ქალაქ ოზურგეთის მერთან შესახვედრად მივიდნენ,  თუმცა მათი განცხადებით, მერი შეხვედრაზე იმ მიზეზით არ იმყოფებოდა, რომ ის გურიის გუბერნატორის ხვდებოდა, მათ შესვლა ვიცე მერთან ალეკო ბურჭულაძესთან მოახერხეს.

წმინდა გიორგის ქუჩაზე მცხოვრებლები "გურია ნიუსს" დაუკავშირდნენ და ექადიის უბანში მისვლა გვთხოვეს. უგზოობა, უწყლობა, ჩაბნელებული მოსახლეობა _ ეს ის  მოთხოვნები და პრობლემებია,  რასაც ციცინო მიქელაძე, კარლო გულბიანი, ეთერი მენაბდე, თამაზ თავდუმაძე, თამარ მენაბდე, სოზარი გულბიანი, ლენა გიორგაძე, იაგო გოგუაძე ქალაქ ოზურგეთის ხელისუფლებას მოგვარებას სთხოვენ.
ექადიის უბნის მცხოვრებლების თქმით, წინასაარჩევნოდ ეკლესიამდე მისასვლელი გზა ხელისუფლებამ გააკეთა, ხოლო სადაც ეკლესიის გზა მთავრდება, იქ გზის რეაბილიტაცია შეწყვეტილია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ოჯახი ცხოვრობს. მათი განცხადებით, წყალი ცენტრალურ ქუჩაზე არის, ხოლო  შესახვევებში, არა, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის.

"ჩვენ ვითხოვთ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დაგვპირდა ბატონმა ბეგლარ სიორიძემ არჩევნებამდე. როცა ჩვენთან იყო ამოსული და მოსახლეობას შეხვდა, დაგვპირდა, ოღონდ ხმა მომეცით და ამას, რასაც თქვენ ითხოვთ,  საკუთარი ხარჯებით გავაკეთებთო, ხომ იცით როგორი ბიზნესი მაქვს, მე აგერ ვარ და წყლის მილები უკვე უკან მომყვებაო, საარჩევნო ხმები კი ქალაქ ოზურგეთში ექადიის უბნიდან წაიღო ყველაზე მეტი ბეგლარ სიორიძემ", _ ამბობდნენ შეკრებილები.

"დღეს შევხვდით ვიცე მერს, დაგვიბარა ხუთშაბათს, მაშინ  მეცოდინება პასუხი თუ დაიწყება ამ პრობლემები მოგვარებაო"_ გვითხრა კარლო გულბიანმა.

თამარ მენაბდე ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიაში მუშაობდა, სადაც დაჰპირდნენ, რომ გზა წმინდა გიორგის ქუჩაზე აუცილებლად გაკეთდებოდა, თუმცა არჩევნების დამთავრების შემდეგ მოსახლეობისთვის ამ მხრივ ყურადღება არვის მიუქცევია.

წმინდა გიორგის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებას, ასევე ახსენებენ  რამდენიმე თვის წინ  სტიქიის დროს საყანე ფართობების  წალეკვის მიცემულ პირობას.

"წყალდიდობა რომ იყო, წაგვართვა სულ ყანები, მოვიდნენ, მაშინ დაწერეთ განცხადებებიო, დავწერეთ, ზომები აიღეს და ვითომც არაფერი, გვინდა სულ 5 მურგი მავთული, მეტი კი არაა, ისიც არ მოგვცენ, წელს არც ყანა გვაქვს. მარტო დაპირებებია და მორჩა"- გვითხრა სოზარ გულბიანმა.

ეთერ მენაბდისა და ციცინო მიქელაძის თქმით, დღეს ვიცე მერთან შეხვედრის დროს, ქალაქ ოზურგეთში საბილიარდოს გაკეთებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

"ახლა მოდის 2016 წელი და არჩევნებზე კიდევ დაგვპირდებიან, ახლა კი 50 000 ლარებს საბილიარდოს გაკეთებას უნდა მოახმარონ. ჩვენ ვუთხარით, ვიცე მერს, ალეკო ბურჭულაძეს, რომ ბილიარდის გაკეთებას, რომ სჭირდება ამდენი თანხა,  იმას არ ჯობია გზა რომ გაგვიკეთოთო? ასე გვიპასუხა - ბილიარდის გაკეთებას სჭირდება 50 000 ლარიო და გზის დაგებას 2 მილიონი უნდა და არ გვაქვსო".
ექადიაზე, წმინდა გიორგის ქუჩაზე, მცხოვრები ლენა გიორგაძე, ერთ-ერთი მათგანია,  ვინც უწყლობას უჩივის. და თავისი უბნის მცხოვრებლების მიერ მოთხოვნილ პრობლემების მოგვარებას ითხოვს.  ის წინასაარჩევნოდ ქალაქის მერის ბეგლარ სიორიძის მოსახლეობასთან შეხვედრის დეტალებზე "გურია ნიუსთან" კიდევ ერთხელ იხსენებს:

"წინასაარჩევნოდ რომ იყო ბეგლარ სიორიძე ამოსული, ჩვენ ვუთხარით,  20 წელია გვპირდებიან გზას გაგიკეთებთო, მაგრამ კი ხედავთ რა მდგომარეობაცაა თქო. აქ იყო ამოსული სხვა მერობის კანდიდატები ვანიკო ტაბატაძე და შოთიკო გოგიბერიძე და ისინიც ამასვე გვპირდებიან  მეთქი, ასე გვითხრა, ვინ არის ტაბატაძე, ვინ არის გოგიბერიძე, შენ ბეგლარ სიორიძეს იცნობო? მერე მოსახლეობას მიმართა, გაგიგიათ თქვენ ბეგლარ სიორიძის შესახებო? ჯერ იკითხეთ მე ვინ ვარ და მერე ისაუბრეთ მაგათზეო.  აი,  ნახეთ თუ არის გაკეთებული გზა, წყალი საერთოდ არ გვაქვს ჩვენ რამდენიმე ოჯახს და ხელით ვეზიდებით, რაც დაგვპირდა,- მოგვატყა!"_ ამბობს ლენა გიორგაძე.

როდის მოუგვარდებათ წმინდა გიორგის ქუჩის მცხოვრებლებს, შეასრულებს თუ არა  ქალაქის მერი წინასაარჩევნო დაპირებას, ამაზე ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში ასეთ კომენტარს აკეთებენ:

"რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ქალაქის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ მოსახლეობისთვის გაცემულ დაპირებებს, ამაზე ქალაქის მერი აღნიშნავს, რომ წმინდა გიორგის ქუჩის გზის ნაწილი, ქალაქის მერის დაპირებისამებრ, კაპიტალურად გარემონტდა. მოეწყო სანიაღვრე არხებიც. ერთი თვის ვადაში გარეგანათება ქუჩის ყველა იმ მონაკვეთზე მოწესრიგდება, რომელთან დაკავშირებითაც მცხოვრებთა განცხადება შემოვიდა. მიმდინარე წელს ქუჩის მიმდებარე შესახვევებში ბეტონის საფარი დაიგება. რაც შეეხება ქუჩის დარჩენილ ნაწილს, ამ ეტაპზე საკმარისი ფინანსების არქონის გამო პრობლემები სრულად ვერ გვარდება, თუმცა ქალაქის მერიისა და მერის ყურადღების მიღმა წმინდა გიორგის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემა არ დარჩება და ახლო მომავალში აღნიშნული ქუჩა სრულიად რეაბილიტირებული იქნება."




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...