რეპორტაჟი "ღატაკთა კვარტალიდან"

მთავარი თემა

რეპორტაჟი "ღატაკთა კვარტალიდან"

19 მაი. 2015, 14:17:51

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გამგეობის შენობიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დგას (ყოფილი მეორე ჩაის ფაბრიკის ბინები). ამ ბინების ავარიულობას გზიდან დაინახავთ _ კედლები სადაცაა ჩამოიშლება.

ეზოში შესულებს, თვალში ბზარების გარდა, ის სიდუხჭირეც მოგხვდებათ, რომელიც აქ მცხოვრებთათვის ყოველდ­ღიურობის ნაწილია.

აქ მცხოვრებლების უმეტესობას სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში გარკვევით უწერიათ _ "ღატაკი". ნახავთ ისეთებსაც, რომელთა სტატუსი "უკიდურესად ღატაკია". ალბათ, ამიტომაც, ამ ბინებს "ღატაკთა კვარტალი" შეარქვეს.

ბარამიძეების ოჯახის შემოსავალი 150-ლარიანი სოციალური დახმარებაა. ოჯახში სამი სულია: _ რამდენიმე წუთის წინ დავბრუნდი ექიმისგან. ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობა მაქვს, თუმცა, წამლის საყიდელი ფული არ გამაჩნია, _ გვეუბნება ოჯახის დიასახლისი მზია ოჩხიკიძე, რომელსაც ასთმაც აწუხებს.

იგი გვიყვება, რომ მისი მეუღლე ორი წლის ჩაწოლილი იყო:

_ მუშაობდა და ხე დაეცა. ფული არ გვქონდა და ექიმთან ვერ წავიყვანეთ. აღმოჩნდა, რომ ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. 42 წლის კაცი ორი წელი იწვა საწოლში. მერე ოპერაცია გავუკეთეთ ბათუმში და ახლა რკინები აქვს ჩადგმული, თუმცა, რეაბილიტაციის კურსს ვერ გადის _ საშუალება არ გვაქვს. ამას ისიც ემატება, რომ კლინიკაში, სადაც ოპერაცია გაუკეთეს 600 ლარის დავალიანება დაგვრჩა. რაც არ გვქონდა, რას მივცემდით?! ახლა პროკურატურას გადაგვცეს და არ ვიცი, რა გვეშველება. მეუღლეს მუშაობა არ შეუძლია, მე სამსახურს ვერ ვშოულობ, _ მძიმე ისტორიას გვიყვება რესპონდენტი.

მზია ოჩხიკიძე ამბობს, რომ გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა, უშედეგოდ: _ თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაში ვართ _ სახლი, სადაცაა თავზე დაგვენგრევა. არც კი ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. არჩევნების წინ, როცა აქ ხმებისთვის იყვნენ მოსულები, ჩემი მეუღლე ეტლით გავიყვანეთ. დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ არავინ დაგვხმარებია. თავი ვალებით გაგვაქვს _ ყველა ბანკში დავალიანება გაქვს, აქეთ პროკურატურაში გვიჩივიან გაჭირვების გამო, _ ამბობს ქალბატონი მზია და მის კუთვნის ორ ოთახს გვათვალიერებინებს _ კედლებს ბზარებია აქვს, იატაკი დაზიანებულია. ბარამიძეებს არც ტელევიზორი აქვთ, არც მაცივარი და არც სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთი. მათ ქონებას ორი საწოლი, ძველი გაზის ქურა, ერთი კარადა და ერთიც სახელდახელოდ შეკეთებული მაგიდა წარმოადგენს.

მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ამავე ბინაში მცხოვრები მზია ლომთათიძის სახლშიც. იგი 11 წლის შვილს მარტო ზრდის. ახალგაზრდა ქალბატონი ონკოლოგიური ავადმყოფია. მისი შემოსავალი 110-ლარიანი სოციალური დახმარებაა, რომელიც წამლებისთვის არ ყოფნის: _ ერთხელ მივედი გამგეობაში დახმ­არების სათხოვნელად. ხერხემალზე პრობლემა მაქვს და რენტგენის სურათის გადაღება მინდოდა. 260 ლარი იყო საჭირო. ნაწილი ვთხოვე, ნაწილს მოვაგროვებ,-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ უარი მითხრეს. იმის მერე არ მივსულვარ _ რა აზრი აქვს, ვინ დამეხმარებოდა? მაშინ მითხრეს, რომ გვექნება ბიუჯეტში ფული, მოგცემთო. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ დრომდე ვერ მოვახერხე გადაღება. არადა, სოციალური პოლისი მაქვს. ოპერაცია თუ დამჭირდება, უფასოდ გავიკეთებ. 11 წლის შვილი მყავს და არ მინდა დავრდომილი ვიყო, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას მზია ლომთათიძე, რომელსაც ჯანმრთელობასთან ერთად, ავარიული ბინის პრობლემაც ძალიან აწუხებს.

ბინის საგანგაშო მდგომარეობაზე გვიყვება ნანა ჯიქიაც:

_ ღამე დაძინების გვეშინია _ არ ვიცით, როდის დაინგრევა, _ ამბობს ჯიქია.

_ 6 ტომარა ცემენტი ვთხოვე გამგეობას. საშუალება არ გვაქვსო, უარი მითხრეს, არადა, სადაცაა სახლი თავზე დამენგრევა, _ გვიყვება მარიამ ვაჩეიშვილი, რომლის თქმით, ოჯახის წევრების ავადმყოფობის გამო, სოციალური დახმარება ერთხელ მისცეს.

ქალბატონი მარიამის შვილი, ეკა ვაჩეიშვილი დედასთან 2 თვის ბავშვთან ერთად არის შეკედლებული:

_ წასასვლელი არსად მაქვს და დედასთან ვცხოვრობ. ინვალიდობის პენსიას ვიღებ _ ას ლარს და იმით გამაქვს თავი. ბავშვი რომ შემეძინა, დახმარება არავის გაუწევია, არადა, ძალიან გვიჭირს. ბუნებრივი საკვები არ ყოფნის პატარას, ამიტომ ხელოვნური საჭმლის დამატება მიწევს. დედას გამოაქვს ნისიად, ოღონდ ნისიად სანამდე მოგვცემენ, არ ვიცი, _ ამბობს ეკა ვაჩეიშვილი.

აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ არც ერთი დანაპირები არ შეასრულა:

_ რაც დაგვპირდნენ, არაფერი გააკეთეს. საარჩევნოდ, ხმები რომ სჭირდებოდათ, ყველაფერს გვპირებოდნენ. წვიმაში აქ წყალი დგება, შემოსვლას ვერ მოახერხებთ. დაგვპირდნენ, რომ სანიაღვრე არხებს გააკეთებდნენ, მაგრამ სამი წელი გავიდა ამ დაპირებიდან. წყლის შემოყვანასაც დაგვპირდნენ, თუმცა, მხოლოდ ეზომდე მოიყვანეს. სააკაშვილის დროს ასე არ იყო _ სწორედ მის დროს გადმოგვეცა ბინები საკუთრებაში ერთ ლარად. იმ დროს ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ჩემი სამსახური არ ინდომა, _ ამბობს მარიამ კალანდაძე.

_ ამ ავარიული ბინის შეკეთებას ვითხოვთ მხოლოდ, რის პირობაც საარჩევნოდ დადეს, მაგრამ მერე სხვა დანარჩენივით დაავიწყდათ. ამ ბინებში ყველა გაჭირვებულია. საბედნიეროდ, მე ფინანსური პრობლემა არ მაქვს _ ჩემს ოჯახში ყველა დასაქმებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალობას ვერ ვხედავ. პირიქით, კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში არიან ჩემი მეზობლები. ასევე, ვხედავ როგორ გვენგრევა შენობა თავზე, და როგორ არ ადარდებს ეს ხელისუფლებას, _ აღნიშნავს კალანდაძე.

მისივე თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას ბინისთვის წყლის პრობლემის მოგვარების და მისთვის 25 კვადრატული მეტრი მიწის გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა, უარი მიიღო:

_ წყალზე გვითხრეს, რომ მალე იქნება. ამათ მალე არ უმთავრდებათ! მიწის გადმოცემაზე კი უარი ისე მითხრეს, არც კი შეუმოწმებიათ, რა ადგილს ვითხოვდი. ელემენტარულად ისიც კი არ ადარდებთ, რომ ამ ბინაში, რომელსაც საყრდენი ბოძი, სადაცაა გამოეცლება, ყოველდღე ცვივა კედლებიდან აგურები. აქ 6 ოჯახი ცხოვრობს, ეზოში ბავშვები თამაშობენ. მაინდამაინც ცუდი შედეგი უნდა მოყვეს? ერთხელ მოვიდნენ, ფოტოები გადაიღეს და მორჩა. ფოტოების გადაღება შველის ამ მდგომარეობას? ვინმე რომ დაშავდეს, სამძიმარს ერთმანეთის მიყოლებით ხომ გამოგვიცხადებენ? სამძიმარი კი არა, დახმარება გვჭირდება. ბინა გამირემონტეთო, ხომ არ ვთხოვთ?! შენობას მიხედეთ, რომელიც თქვენი საკუთრებაა,-მეთქი, ამას ვეუბნებით, _ ამბობს კალანდაძე.

ერთადერთი, ვისაც ხელისუფლებასთან პრობლემა არ აქვს, მარინა ცერცვაძეა. იგი, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების კმაყოფილია:

 _ მადლობის მეტი რა მეთქმის? პირადად მე თავის გატანას ვახერხებ. მუშაობაც შემიძლია, სოციალური დახმარებაც მაქვს, არც შვილი მაწუხებს და არც ქმარი. თუმცა, ნაციონალების დროს უფრო კარგად ცხოვრობდა ხალხი _ იმ დროს ბინები საკუთრებაში გადმოგვცეს და სახურავიც გაგვიკეთეს. სხვათა შორის, ეს რომ ამ ხელისუფლებას ვუთხარით, განაწყენდნენ, რა გაგიკეთესო. ამათმა რა გააკეთეს ამ ბინისთვის?! _ ამბობს ცერცვაძე.

მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ნანგრევებია და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქვეწარმავლების ბუდე:

_ ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ ტერიტორია დაესუფთავებინათ, _ ამბობენ ე. წ. "ღატაკთა კვარტლის" მცხოვრებლები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ამ ადამიანების პრობლემების აღმოფხვრას ეტაპობრივად ცდილობენ:

_ აღნიშნული მრავალბინიანი სახლების მობინადრეებს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ მათ აღმოფხვრას. ის, რომ არავის დავხმარებივართ, სიცრუეა, მაგალითად, ბარამიძეს გასული წლის ბოლოს ჩაერიცხა 200 ლარი, მის დას, მარიამ ვაჩეიშვილს, ასევე მეუღლის დახმარების მიზნით, ამავე პერიოდში ჩაერიცხა 100 ლარი. მიმდინარე წლის დასაწყისში მარიამ ვაჩეიშვილს ჩაერიცხა 150 ლარი, ხოლო მის ქალიშვილს ეკას 250 ლარით დავუფინანსეთ სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება 600 ლარის დავალიანებას, იმიტომ ვერ ჩავურიცხეთ, რომ იგი სოციალურად დაუცველია და, შესაბამისად, პროგრამის ფორმატში ვერ ჩაჯდა, თუმცა, მისი ოჯახისათვის ჯამში გაწეულმა დახმარებამ 700 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სანიაღვრე არხს _ ქუჩის გასწვრივ არხი გაიჭრა, თუ დამატებით საჭიროა, სანიაღვრე არხსაც გავაკეთებთ. წყლის საკითხთან დაკავშირებით, ათიოდე დღის წინ ჩემთან იყო ქალბატონი მარიამ კალანდაძე. მისი თანდასწრებით ვესაუბრე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის ოფისის ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ 2 კვირაში ყველა საერთო საცხოვრებელში წყლის შეყვანა დაიწყებოდა. განმეორებით ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ და კვლავ დამიდასტურა, რომ მომავალ კვირაში ეს პროცესი დაიწყება. დღეს დაბა ჩოხატაურის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წყალი 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდება და ამის არდანახვა, უბრალოდ, უსამართლობაა.

ამავე ქალბატონმა იანვარში, ასევე მოგვმართა განცხადებით მიწის გამოყოფის თაობაზე მიშენების მიზნით. მას გაეცა წერილობითი პასუხი, რომ აღნიშნული მიწა, ჯერჯერობით, მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ამორტიზებულ შენობებზე მიშენება კანონით იკრძალება.

აღნიშნული სახლები ნამდვილად საჭიროებს კაპიტალურ რემონტს, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტით ამ ეტაპზე ამის საშუალება არ გვაქვს. ამიტომაც, ვცდილობთ ეს და სხვა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან სუბსიდირების ხარჯზე მოვახდინოთ. მანამდე კი უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ნუსხას, ადგილზე მისვლით დაადგენს კომისია.

რაც შეეხება ქალბატონ მზია ლომთათიძის გასაჭირს, მას ჩვენთვის არ მოუმართავს (ადრე რა იყო, ვერ გეტყვით). ოპერაცია თუ დასჭირდება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გაიკეთებს, ხოლო გამოკვლევის თანხას, ერთჯერადი დახმარების სახით, მუნიციპალიტეტი გამოუყოფს ივლისში (ამ კვარტალში ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და ამ მუხლში თანხები ამოწურულია). თუ ეს სასწრაფოა, მანამდე პირადად დავეხმარები, ისე, როგორც ამ ბინის მობინადრე ხათუნა ზივზივაძეს დავეხმარე.

საქართველოში დღეს დემოკრატიაა და ყველას შეუძლია ის ილაპარაკოს, რაც სურს. ამისათვის არც ვინმე დაამტვრევს თავ-ყბას და არც ციხეში ამოალპობს _ ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაპოვარია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...