"სად მიდის ეს ქვეყანა? ყაჩაღები გესხმიან თავს, გვატერორებენ!"

მთავარი თემა

"სად მიდის ეს ქვეყანა? ყაჩაღები გესხმიან თავს, გვატერორებენ!"

2015 მაი 25 17:25:31

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერია-კონჭკათის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს _ აღნიშნულ მშენებლობას "შპს საბეკო "  ასრულებს.

რამდენიმე დღის წინ, გზის ამ მონაკვეთზე მშენებლ მუშებს და საქმის მწარმოებელს მამუკა გელაშვილის, მათთვის უცნობი პირები, იარაღით თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დაულეწეს ავტომობილი, შემდეგ კი დაუწვეს _ ამის შესახებ სოფელ მერიის მცხოვრებლებმა „გურია ნიუსს" აცნობეს და აღნიშნული ფაქტის გაშუქება სთხოვეს.

 ადგილზე მათივე თხოვნით მივედით.

"35 წელია, აქ ვცხოვრობთ,  მეოთხეჯერ  აკეთებენ ამ გზას,  მაგრამ ასე გულიანად და ფუნდამენტურად ჯერ არ გაკეთებულა. ეტყობა, კარგად რომ აკეთებენ, იმიტომ მტრობენ. აცალონ ამ ხალხს მშენებლობა. ატერორებენ _ წადით აქედან და ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობასო,  ერთხელ გამოჩნდა პოლიცია იმ ღამეს და მერე ამბავი არ უკითხავთ. იქნება და დახოცილები არიან? აქ მოხდა ის ამბავი, ტაქსის  მძღოლი რომ ცემეს,  შეშინებულები არიან მუშები, ჩვენც," _ გვითხრეს მერიის მცხოვრებლებმა.

ფიქრია მაღრაძის თქმით, მერიის გზაზე მდებარე ტყეში გაურკვეველი დაჯგუფებაა, რომელიც მუშებს საქმის გაკეთებას არ აცლის:

"არაფერს ეს პოლიცია არ აკეთებს _ მოვა-წავა.  ეს ბანდაა თუ დაჯგუფება, არ სცილდება ამ მუშებს. შიშით ქუჩაში ვერ გამოვსულვართ  საღამოს. პოლიციაც გარეული ამ ამბავში თუ რა ხდება, არ ვიცით. მკვლელობა მოხდება აუცილებლად _ სასტიკად სცემეს მუშები, ერთს იარაღი ესროლეს ფეხებში. ვინც ამ მშენებლობას ხელმძღვანელობს, მანქანა დაულეწეს და ბოლოს დაუწვეს. იყო პოლიცია, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ეს დაჯგუფება ახლაც ტყეშია," _ ამბობს მაღრაძე.

მერია-კონჭკათის სარეაბილიტაციო გზის მშენებლობის საქმის მწარმოებელი მამუკა გელაშვილი " გურია ნიუსთან" რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე საუბრობს:

"3 დღის წინ დაგვხვდნენ ვიღაცეები _ იარაღით გამოცვივდნენ ტყიდან,  გაგავაჩერეს, გვცემეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, უშვერი სიტყვებით გვლანძღეს, მანქანა დამილეწეს, მეორე დღეს მუშებს დაემუქრნენ, წადით აქედან, აქ სხვა უნდა მოვიდესო. ვერცერთი ვერ ვიცანით _ ხუთნი იყვნენ. მეორე დღეს გრიბოედოვის ქუჩაზე ავტომანქანა დამიწვეს _  ბენზინიანი ჩვარი ჩამიდეს და ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ყველაფერი იცის _ მე დამკითხეს," _ ამბობს გელაშვილი.

დაზარალებულები სოფელ მერიაში მაია სეფერთელაძის სახლში მივიდნენ, სადაც მათ პირველადი დახმარება გაეწიათ

"ნაცემები იყვნენ, სისხლი სდიოდათ. პირველადი დახმარება მე გავუწიე. ამ სამუშაოს თავი დაანებეთო, ეუბნებოდნენ," _ ამბობს მაია სეფერთელაძე.

გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე ავთანდილ გოგიტიძე  ამბობს, რომ როცა მათ თავს დაესხნენ, ეუბნებოდნენ, რომ მუშაობა შეწყვიტეთო:

"სად არის ჩვენი ხელმძღვანელობა?! სოფელს პატრონი არ ჰყავს! ან პოლიცია სად არის?! ღია ცის ქვეშ, დღისით მზისით, თავს გესხმის გაურკვეველი დაჯგუფება და გვემუქრება, შეწყვიტეთ მუშაობაო. რომელი საუკუნეა, სად მიდის ეს ქვეყანა? ყაჩაღები გესხმიან თავს, გვატერორებენ. თქვენი იმედი გვაქვს _ ამ ამბავს ყველა გაიგებს და იქნებ, გვეშველოს," _ გვითხრა გოგიტიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე ამბობს, რომ გამგეობა საქმის კურსში სრულად არ არის:

"ჩვენც არ ვიცით, რა ხდება. ახლა სამართალდამცავებთან ვართ. გავარკვევთ ყველაფერს და შემდეგ გაგიკეთებთ კომენტარს," _ აღნიშნა გამგებლის მოადგილემ.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 118 მუხლის პირველი ნაწილით:

"ადგილზე არც ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს, არც მანქანის დაწვის ფაქტი. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცემის ფაქტს," _ გვითხრეს შსს პრესსმასახურში.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...