ამორტიზებული შენობების მეპატრონეებს, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ

მთავარი თემა

ამორტიზებული შენობების მეპატრონეებს, შესაძლოა, ქონება ჩამოერთვათ

1 ივნ. 2015, 14:06:34

გასულ პარასკევს, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრა, როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, "დეპუტატების გაცნობას ისახავდა მიზნად".

გურიის პირველმა პირმა სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. საკრებულოს წევრი, ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი მანანა მინდაძე დაინტერესდა, რით დაეხმარება გუბერნია ჩოხატაურის სოფლის მეურნეობის განვითარებას, უფრო კონკრეტულად კი თხილის დაავადების მკურნალობისთვის გამოიყოფა თუ არა თანხები ბიუჯეტიდან. მინდაძემ, ასევე, ისაუბრა კოოპერატივების პრობლემებზე და გუბერნატორს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რიგი პროცედურების გამარტივების შუამდგომლობა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

საკრებულოს დეპუტატმა სოფელ საჭამიასერიდან ალეკო კვინტრაძემ სოფლის გზის შეკეთება ითხოვა. მისი თქმით, თუ სამუშაოები დროულად დაიწყება, ასფალტიანი გზა სრულად არ გაფუჭდება და შესაბამისად, ნაკლები თანხები დაიხარჯება.

მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელ სურებიდან ოთარ სოროზანიშვილმა ხეობის მრავალწლიან პრობლემაზე _ გზაზე გააკეთა აქცენტი და გუბერნატორს ამ საკითხის ლობირება სთხოვა.

გია სალუქვაძის თქმით, სურების თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე პრემიერთანაც ჰქონდა საუბარი და მომავალი წლის ბიუჯეტში სურების გზის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი თანხა გამოიყოფა (წელს 480 000 ლარია გამოყოფილი).

გუბერნატორმა ერთი საინტერესო განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში არსებული მოუვლელი შენობების აღწერა  და მათი მეპატრონეების მოიძიება. სალუქვაძე არ გამორიცხავს, რომ მეპატრონეებს, თუკი ისინი შენობების მოწესრიგებას ვერ ახერხებენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში  ქვეწარმავლების ბუდეა, ქონება ჩამოერთვათ.

_ ყველგან, სადაც კი არის ძველი საწარმოები, აუცილებლად უნდა მოვძებნოთ მისი მფლობელები, მიწის მესაკუთრეები. ჯერ ვნახოთ, რა ვალდებულებით აქვთ და მერე შეიძლება მსგავსი ქონების ამოღება სახელმწიფოს მხრიდან. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, გპირდებით, რევოლუციურ ნაბიჯებს არ ვაპირებ ამ კუთხით, მაგრამ ვიმუშავებთ,  როგორც უნდა ისე გაიგონ _ კეთილი ენებათ და გაეკეთებინათ, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ. მიწა უმთავრესი რესურსია, მით უმეტეს, ასეთ მცირემიწიან რეგიონში, _ განაცხადა გურიის გუბერნატორმა.

სალუქვაძემ ბახმაროს შესახებაც ისაუ---ბრა და კურორტის განვითარების პირობაც დადო. მისივე თქმით, გუბერნია მეგაპროექტზეც მუშაობს _ ბახმაროს და ურეკის დაკავშირება:

_ ეს არის უდიდესი და უძველესი პროექტი. ამაში შედის ნაბეღლავის განვითარებაც, _ აღნიშნა გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, ჩოხატაურელი ბიზნესმენი ნუგზარ კეკელიძე, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, დაინტერესებულია ჩოხატაურით და უკვე არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, ჩოხატაურში მეაბრეშუმეობა გაცოცხლდება.

სალუქვაძემ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ინფორმაცია სახელმწიფო პროექტების, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობაში არსებული პროექტების შესახებ მოსახლეობამდე კარგად მიიტანონ და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

შეხვედრის ბოლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ როცა ოპოზიციაში იყო, გუბერნატორის ინსტიტუტი არ მოსწონდა და ფიქრობდა, რომ უნდა გაუქმებულიყო, თუმცა, ახლა ასე არ ფიქრობს და მიაჩნია, რომ "გუბერნატორი საჭიროა, რადგან სწორედ მან უნდა მიიტანოს მთავრობამდე ის საკითხები და პრობლემები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტს აწუხებს".

გურიის პირველმა პირმა შენობა ისე დატოვა, რომ იქვე მყოფ ათეულობით მოქალაქეს, რომლებიც გამგებელს ელოდებოდნენ, არ შეხვედრია. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ შეხვდა მოქალაქეებს, ასე გვიპასუხა:

_ ჩემი კომპეტენცია  არ არის ბატონ ირაკლის საქმიანობაში, თვითმმართველობის საქმიანობაში ვერ ჩავერევი...

_ ჩარევაზე არავინ საუბრობს, ბატონო გია... იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამგებელთან კონკრეტული პრობლემების გამო მივიდნენ. თქვენ რატომ არ დაინტერესდით ამ ადამიანების პრობლემებით?

_ დღევანდელი ჩემი ჩამოსვლის მიზანი საკრებულოს წევრების გაცნობა იყო. მე კიდევ ჩამოვალ და აუცილებლად შევხვდები მოსახლეობას, _ აღნიშნა სალუქვაძემ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...