სამარილეში ჩასხმული ზეთით განათებული ცხოვრება

მთავარი თემა

სამარილეში ჩასხმული ზეთით განათებული ცხოვრება

2012 იან 25 06:31:29
ამას ისიც ემატება, რომ სახლი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარებაა. მათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ აქვთ და უკვე 8-9 წელია, ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ.

ჩვენ კიკვაძეების ოჯახს ვესტუმრეთ და მათ პრობლემებს გავეცანით. ოჯახის დიასახლისმა გულწრფელად გაიხარა ჩვენი მისვლით, გაუხარდა, რომ მათი პრობლემებით ვიღაც დაინტერესდა და მეზობლების მიერ მიცემული "ფანერკებით" და "ყუთებით" "შეკრულ" სახლში მიგვიპატიჟა.

_ დიდი სახლი არც მანამდე მქონია, სულ სამი ოთახი იყო, თუმცა, ნორმალურად მოწყობილი და ერთი ოჯახისთვის საჭირო ყველა ნივთი გვქონდა, მაგრამ მეწყერმა დაგვინგრია სახლი და ვერაფრის გადარჩენა ვერ შევძელით: ვერც სკამის და ვერც საწოლის. ეს ორი ლოგინიც, რომელიც აქ გვიდგას, მავთულებით გვაქვს დამაგრებული. ესეც მეწყერსაშიში ადგილია _ მიწა რამდენიმე ადგილზე დახეთქილია. ძალიან გვიჭირს. 9 წელი, შუქი არ გვქონია და სამარილეში ჩასხმული ზეთით ვანათებდით ოთახს. ახლაც, როცა შუქი ქრება, ამათ ვანთებთ. სახლში მე, დედაჩემი და ჩემი შვილი ვცხოვრობთ. მეც და დედასაც ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს _ მე გული მაწუხებს, დედას ასთმა აქვს. არც ჩემი შვილი არის ჯანმრთელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთ პირობებში ავადმყოფის ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. მეზობელმა ყუთები და "ფანერკები" მოგვცეს და ჭერზე ავაკარი, წვიმა რომ არ ჩამოვიდეს, _ გვითხრა გულნაზ კიკვაძემ.

საუბარში მარუსი ბებია ჩაგვერთო: _ როცა წვიმს, სადაც მე ვწევარ, წვიმა ჩამოდის და გულზე მაწვიმს. არც სოციალური დახმარება არ მაქვს, არც სამყოფი ყანა მაქვს, არც ძროხა მყავს და არც _ ქათამი. ომის ვეტერანი ვარ. ჩემი მეუღლეც ომის გმირი იყო. კარგი ოჯახი გვქონდა, მაგრამ დაგვაყაჩაღეს, მეუღლე მომიკლეს, შვილი თვალწინ დამიჩეხეს, მე დამწვეს. ცალი თვალი დავკარგე. დამიქციეს ოჯახი და როგორ შეიძლება, ასეთ გაჭირვებულს ყურადღება არ მომაქციონ?! მე ახლა გადმოვედი ჩემს შვილთან საცხოვრებლად, რადგან ჩემი სახლიც მეწყერსაშიშ ადგილას მდებარეობს. სახლის უკან ჩამოწვა მეწყერი და ძალიან შემეშინდა. ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს. უკიდურესად გაჭირვებულები ვართ. არ ვიცი, რა დავუშავე ამ მთავრობას _ სოციალური დახმარება ისეთებს აქვთ, ჩემზე მეტად რომ არ სჭირდებათ. იყვნენ რაიონიდან ამოსულები, გვითხრეს, ერთ თვეში გეტყვით პასუხსო, მაგრამ სამი თვე გავიდა მას შემდეგ და არავინ მოსულა.

_ ქალბატონო გულნაზ, დახმარებისთვის თუ მიმართეთ ვინმეს?

_ 1 800 ლარი მომცეს. თანხა ბანკში მაქვს შეტანილი. ახლა 2 100 ლარია, მაგრამ ამ ფასად საყიდლად სახლი ვერ ვნახე. რომელიც ვნახე, ან იატაკი არ უვარგა, ან _ ჭერი. ნორმალური სახლის სახურავი ღირს მარტო 2 100 ლარი, პროცენტი დაერიცხება ბანკშიო. რამდენი წელი უნდა ველოდო, იმდენი რომ დაერიცხოს, სახლის ყიდვა შევძლო? ვართ ისევ ამ ქოხში. გამგებელთანაც ვიყავი. ქალბატონმა ლელამ მითხრა, კოხნარის ბინებში გადაგიყვანთო, მაგრამ უარი ვთქვი. მე გლეხი ვარ, აქ რაღაც პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს, ვმუშაობ როგორც შემიძლია და ცოტა სიმინდი მომყავს. კოხნარის ბინებში რომ გადავიდეთ, საჭმელი არ მექნება და ისევ მაგათ უნდა მივადგე. იმ ფულს ხელს არ ვკიდებ. გამგებელმა მითხრა, მაგ თანხით თქვენ გასტუმრებულად გთვლიანო. თუ ამის მეტად ვერ დამეხმარებიან და მაგით მოგვიშორეს თავიდან, არ მინდა ეგ 1 800 ლარი, წაიღონ და თუ იყიდიან ამ ფასად ნორმალურ სახლს, იყიდონ. ხანდახან იმ ზომაზე მივსულვარ, თავის მოკვლა მიცდია. დედაჩემმა მომისწრო. ქალბატონმა ლელა იმედაშვილმა ისიც შემომთავაზა, ქვის ოროთახიან სახლს აგიშენებთ თქვენს ეზოშიო. დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი ლელასი, მაგრამ აზრი არ აქვს ამ ეზოში აშენებას _ მიწა დღითიდღე მიდის და დაბლა იწევს. ახლა სადაც ვცხოვრობთ, იატაკი ერთ მხარეს საგრძნობლად დაიწია, ტალახი და წყალი შემოდის. უსაშველოს რას ვითხოვ _ ისეთი ერთი ოროთახიანი სახლი მინდა, დამპალი რომ არ იქნება და მიწის პატარა ნაკვეთი, რომ ჩვენი სამყოფი მჭადი მოვიყვანო. მარჯვენა ხელი მოტეხილი მაქვს, გულიც მაწუხებს და პენსია წამლისთვის ძლივს გვყოფნის. სააკაშვილთან ჩავიდოდი და ვეტყოდი ჩემს პრობლემას, მაგრამ ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და გზაში მოვკვდები, ალბათ.

_ რით თბებით?

_ დაგვპირდნენ შეშას. გვითხრეს, სიაში ხართო, მაგრამ დღემდე არ მოუტანიათ. ერთი მსხლის ხე გვედგა ეზოში და ის მოვჭერით. ამით გაგვაქვს თავი, ჯერჯერობით, თორემ გავიყინებოდით. იქნებ, ამ ჯერზე შეშის პრობლემა მაინც მოგვიგვარონ. თუკი წამოგვეშველებიან, მადლს იზამენ, თუ არადა, ვიქნებით ასე ღვთის ანაბარა, _ ცრემლებს ძლივს იკავებს დიასახლისი.

თვალცრემლიანმა ქალბატონებმა იმ იმედით გამოგვაცილეს, რომ ჩვენი გაზეთის მეშვეობით მათი ოჯახის გასაჭირი იმ ადამიანებამდე მივა, რომლებსაც ევალებათ და შეუძლიათ მათი პრობლემების მოგვარება.




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...