რას მივიღებთ თუ მოსამართლეებს "გადაცმული პროკურორებით" დავაშინებთ

მთავარი თემა

რას მივიღებთ თუ მოსამართლეებს "გადაცმული პროკურორებით" დავაშინებთ

23 ივნ. 2015, 00:39:46

მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარე პროცესი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები თბილისში, 13 ივნისს განვითარებულმა პროცესებმა გადაფარა.

თუმცა, რეფორმის პროცესი საზოგადეობის ყურადღების მიღმა მაინც გრძელდება.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ, მართლმსაჯულების რეფორმირების მესამე ეტაპისთვის შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც  სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევისა და მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცედურებს, მოსამართლეთა მივლინების წესსა და დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს  ეხება; ამასთანავე, სასამართლოს თავმჯდომარისა და მენეჯერის ფუნქციების გამიჯვნასა და სასამართლოს თავმჯდომარისთვის საქმეების განხილვის ვალდებულებასაც ითვალისწინებს, კვლავ განხილვის და დაპირისპირების საგანია.

კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სასამართლოების თავმჯდომარეებს არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამედ, რიგითი მოსამართლეები აირჩევენ, რაც ავტომატურად გამოიწვევს ყველა მოქმედი სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, მოსამართლეთა დიდი ნაწილი ისევ ეწინააღმდეგება. კიდევ ერთი წინააღმდეგობა კი დისციპლინურ სამართალწარმოებაში ახალი ინსტიტუტის, ინსპექტორის შემოყვანას ხვდა წილად.

როგორ აისახება რეფორმა სასამართლო სისტემაზე და მოახდენს თუ არა ის გავლენას მოსამართლის დამოუკიდებლობაზე, სასამართლო სისტემაში მიმდინარე ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი“ "პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორს, ამირან გიგუაშვილის ესაუბრა:

 _ სასამართლო რეფორმის პროცესი ქვეყანაში განვითარებულმნა მოვლენებმა გადაფარა, თუმცა ამ პროცესებამდე კანონპროექტის განხილვა საკმაოდ დიდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლეთა ნაწილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ რეფორმები მოსამართლეთა თვითშეფასების და კონტროლის მექანიზმებს გააუმჯობესებს არ ეთანხებიან. როგორც მოქმედი ადვოკატი რა შეფასებას მისცემდით მიმდინარე პროცესებს?

 _ ის დისკუსია, რაც დღეს სასამართლო სისტემის ირგვლივ მიმდინარეობს, ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს. ვგულისხმობ, რომ ეს დისკუსია არ არის თავისუფალი პოლიტიკური ქვეტექსტებისგან, რაც ცხადია საბოლოო ჯამში აზარალებს თავად მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესს. არავინ უარყოფს, რომ სასამართლო სისტემაში საჭიროა ძირეული რეფორმები, მათ შორის საჭიროა საკადრო ცვლილებებიც, მაგრამ რევიზიონიზმი აქ არ გამოდგება. ყველა შემოთავაზებული ინიციატივა უნდა შეფასდეს არა მოკლევადიან პერსპექტივაში, არამედ გრძელვადიანი, დემოკრატიული ღირებულებების განვითარების კონტექსტში. მნიშვნელოვანი არის არა ის, თუ რა სურს ამა თუ იმ თანამდებობის პირს, ან რომელიმე ძველ თუ ახალ მოსამართლეს, მნიშვნელოვანია რა სჭირდება საზოგადოებას. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩვენ უფრო ინდივიდუალურ და პოლიტიკურ ინტერესებს ვხედავთ, ვიდრე საზოგადოების საჭიროებებს.

_ მოსამართლეთა გარკვეული ნაწილის განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია დისციპლინარული სამართალწარმოების ინსპექტორის ინსტიტუტმა, რომელსაც მოსამართლეთა წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების შესწავლა დაევალება. თქვენ ასევე გამოთქვით მოსაზრება, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი შესაძლოა გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგნად და ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეების მაკონტროლებელ იარაღად იქცეს, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩვენი უახლოესი წარსული გამოცდილება, როდესაც ხელისუფლება პროკურატურის მეშვეობით ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს სისტემას. ყველა მმართველ ძალას აქვს და ექნება ცდუნება ქვეყანაში ისეთი მართლმსაჯულება განხორციელდეს, როგორიც მის პოლიტიკურ მიზნებს შეესაბამება. ეს არის აქსიომა და ამ მხრივ გამონაკლისები პრაქტიკულად არ არსებობს, მით უმეტეს ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. რა მნიშვნელობა აქვს პროკურორი გააკონტროლებს მოსამართლეებს თუ დამოუკიდებელი ინსპექტორი? სახელების ცვლილებით ჯამი არ იცვლება. თავად ტერმინი და ის ბერკეტები, რომელიც ამ .. დამოუკიდებელ ინსპექტორს ენიჭება შემოთავაზებული კანონპროექტით უკვე აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მისი გამოყენება შესაძლოა მოხდეს სადამსჯელო მექანიზმის სახით გარკვეული პოლიტიკური ან პირადი ინტერესებისათვის. თუნდაც ასეთი შესაძლებლობის თეორიული არსებობა უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ნეგატიურად შევაფასოთ ეს ინსტიტუტი. ის პოზიცია, რომ ამ ხელისუფლებაში უკეთესი ადამიანები მუშაობენ, ვიდრე წინა ხელისუფლებაში იყვნენ და მოსამართლეთა გაკონტროლებას არ იკადრებენ, მიუღებელია. ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულები.

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლეთა წარსულ საქმიანობას არ შეისწავლის და მისი უფლებამოსილება მხოლოდ მიმდინარე საქმის წარმოებით შემოიფარგლება. თქვენი აზრით, ეს არ გამორიცხავს იმ მოსამართლეების მიმართ ანგარიშსწორებას, რომლებიც საზოგადოებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ განხორციელებულ უსამართლობასთან ასოცირდება?

_ ძალიან რთული იქნება თუ შეუძლებელი არა, რომ დამისახელოთ მოსამართლე, რომელიც ნაციონალური ხელისუფლების დროს დანერგილ სისტემაში პირდაპირ ან ირიბად არ მონაწილეობდა, თუნდაც მხოლოდ იმით, რომ დუმდა მის ირგვლივ არსებულ უსამართლობაზე და განაგრძობდა საქმიანობას. ამ ლოგიკით ყველა მოსამართლე უნდა გავუშვათ სახლში და ახალი კადრები მოვიყვანოთ. შეიძლება ესეც იყოს გზა, მაგრამ ჯერ ერთი ამის გაკეთება სახიფათოა ქვეყნის სტაბილურობისათვის და მეორე, მიზეზი არა პერსონალიებში არამედ თავად სისტემაში უნდა ვეძებოთ. მერწმუნეთ, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი მოსამართლეები გვყავს, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ მიუხედავად პროფესიონალიზმის ზრდისა, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კორუფციის აღმოხვრისა ყბადაღებული ცხრა წლის მანძილზე მივიღეთ უფრო ცუდი მართლმსაჯულება, ვიდრე შევარდნაძის მმართველობის ბნელ წლებში. ამის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდათ საკმარისი და რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები. შესაბამისად, თუ ჩვენ მოსამართლეებს ნაცვლად იმისა, რომ წავახალისოთ, ხელი შევუწყოთ მათ მატერიალურ და სამართლებრივ დამოუკიდებლობას, დავაშინებთ ინსპექტორებად გადაცმული პროკურორებით ან სხვა რაიმე ნებისმიერი ინსტრუმენტით, მივიღებთ იგივეს, ან უარესს, რაც ნაციონალური ხელისუფლების დროს გვქონდა. მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი სტანდარტი და ისინი თავს უნდა გრძნობდნენ დაცულად. ისინი უნდა ინიშნებოდნენ არა გამოსაცდელი ვადით, არამედ მუდმივად. მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და საერთოდ არ უნდა აინტერესებდეთ თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში ან რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა დაიცვას, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოა.

ამავე თემაზე:

მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უპირისპირდებიან

რას სთავაზობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნინო გვენეტაძეს





 ახალი ამბები
  • ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნამახვანჰესის საკითხზე მომუშავე NGO-ებს მხარს უჭერსფინელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ჰაიდი ჰაუტალას მხარდაჭერა იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ნამახვანჰესის საკითხზე მუშაობენ, _ ამის შესახებ ის  twitter - ზე წერს. "მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ", - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველების მიერ მთავრობისთვის მიცემული ვადა დღეს, 23 აპრილს იწურება. ისინი პასუხს პრემიერ-მინისტრისგან ელოდებიან, ადგილობრივ მოსახლეობას 3 მოთხოვნა აქვს, რომელთა შესრულების შემდეგაც დიალოგის განახლებას ... ...
  • ბახმაროში ჰესის მშენებლობაზე წარმოება განახლდაბახმაროში 12 მგვტ ჰესის მშენებლობაზე წარმოება განახლდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: “განცხადება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე - შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი. შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29333). ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სამინისტრომ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით შეაჩერა აღნიშნული პროექტის ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31512). შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-მა ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 აპრილს, N6862 წერილით სამინისტროში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია.  გურიაში ამ მშენებლობას გარემოსდამცველები და ადგილობრივები აპროტესტებენ. ამავე თემაზე: "გადავარჩინოთ ბახმარო!“ _ უნიკალურ კურორტზე 12-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება რატომ დაიწუნა და შეაჩერა სამინისტრომ ბახმაროში ჰესის ... ...
  • "ძალიან მოკრძალებულად უნდა ვიყოთ" _ გამყრელიძე სააღდგომო შეზღუდვების შესახებსაპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს. „ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობს, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარი თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ“, – განაცხადა ამირან ... ...
  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს,,ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად, ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, გინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს“, _ ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა  ნიკა მელიას ამნისტიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან  განაცხადა. "რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და დასრულების გარანტირებული ფორმა იყო ამნისტია, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, მაგრამ ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ", ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, გინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული, არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიასთვის", _ განაცხადა მეგრელიშვილმა.  ... ...
  • ასლან ბჟანია: აფხაზეთის საჰაერო ძალების მოდერნიზება სჭირდება და რუსეთისგან დახმარებას ელოდება,,აფხაზეთის საჰაერო ძალების მოდერნიზება სჭირდება და ქვეყანა რუსეთისგან დახმარებას ელოდება“, _ ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ TASS- თან ინტერვიუში განაცხადა. "აფხაზეთს ჰყავს საჰაერო ძალები, მაგრამ მათ მოდერნიზაცია სჭირდებათ. გვჭირდება ახალი თვითმფრინავები და შესანიშნავად გაწვრთნილი აფხაზი.  ჩვენ ველოდებით რუსეთის მხარდაჭერას, ეს მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მალე იქნება", _ განაცხადა ბჟანიამ.  მისი თქმით,  რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა, ცოტა ხნის წინ აფხაზეთში იმყოფებოდენ  და აფხაზეთის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებები გაიმართა. ასევე მან აღნიშნა,  რომ შეიქმნა ჯარების ერთიანი ჯგუფი, სხვადასხვა დონეზე ტარდება ერთობლივი წვრთნები სპეციფიკური უნარ-ჩვევების მოსამზადებლად. ამავე დროს, ბჟანიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებობს პრობლემები ეროვნული შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასთან დაკავშირებით.  ”ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ვალდებულება შესრულდება ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში”, _ აღნიშნა დეფატქო პეზიდენტმა. ცნობისთვის, აფხაზეთმა და რუსეთმა 2011 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, 2016 წელს ჯარის გაერთიანებული ორგანოს შესახებ შეთანხმებას და 2019 წელს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...