“სანამ უბედურება მოხდება, მიაწვდინეთ ცენტრალურ ხელისუფლებას ხმა, მოგვაქციონ ყურადღება“

მთავარი თემა

“სანამ უბედურება მოხდება, მიაწვდინეთ ცენტრალურ ხელისუფლებას ხმა, მოგვაქციონ ყურადღება“

7 ივლ. 2015, 20:10:49

ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ჯებირების მოწყობა, გარეგანათება, ეს ის პრობლემებია, რომელიც ქალაქ  ოზურგეთში, ე.წ. "ზვანის" უბნის , მერაბ კოსტავასა და კიტა მეგრელიძის  ქუჩის მცხოვრებლებმა,  ხელისუფლებას, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ შეახსენეს.  

თინა ჯინჭარაძემ,  ქეთინო ლომთათიძემ,  სკუი ხუგასიანმა ,  ლამარა სალუქვაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს  კოსტავას ქუჩაზე ჯებირების გაკეთება და მდინარე ნატანებზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება მოთხოვეს. 

"რამდენიმე წელია ვითხოვთ  ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, ყოველ გაწვიმებაზე  მდინარე ნატანები დიდდება და საფრთხეს უქმნის თითოეულ ოჯახს. 2014 წლის 29 სექტემბრის სტიქიამ მთელი საკარმიდამო ნაკვეთები წაგვართვა.  ისევ არის საშიშროება, რომ კვლავ ადიდდეს. შემოტანილი გვაქვს 32 კაცის ხელმოწერით განცხადება.    რამდენჯერ  მოვედით,  თხოვეთ ყურადღება მოექციათ, ხან გვეუბნებიან გაკეთდებაო, ხან გვეუბნებიან ბიუჯეტში თანხა არ არისო.    როდის დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა _ განაცხადეს საკრებულოს სხდომაზე ე.წ. ზვანის უბნის მცხოვრებლებმა.

ქალაქ ოზურგეთში, კიტა მეგრელიძის ქუჩის პირველ  შესახვევში მცხოვრებლებმა "გურია ნიუსს"აღნიშნული თემით დაინტერესება და გაშუქება სთხოვეს.

თამაზ  პაიჭაძე, ზურაბ კილაძე, იამზე სიხარულიძე, ლამარა სალუქვაძე, თინა ჯინჭარაძე  29 სექტემბერს მომხდარი სტიქით  დაზარალებულები არიან.  მათი თქმით ადიდებულმა მდინარემ  და ღვარცოფმა  რამდენიმე ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთები   წაართვა.

"წყალი რომ ადიდდება, სახლებში შემოდის.  მიაქვს საკარმიდამო ნაკვეთები, ბოსტნები, იტბორება ეზოები, მიჰყავს  შინაური ფრინველები, ასევე საყანე ფართობები, წაგვართვა  სათხილეები.

ეს ყველაფერი ქვის სამტვრევმა დანადგარებმა  გამოიწვია,  რომელიც ჩვენი ქუჩის ბოლოში მდებარეობს, იცვალა მდინარე ნატანებმა კალაპოტი.   ცოტა ხანში ასახლება მოგვიწევს აქედან, წაგვიღო წყალმა და ჩვენი პატრონი არავინ არაა.  რამდენჯერ მივმართოთ ხელისუფლებას? ხან გვეუბნებიან გაკეთდებაო, ხან გვეუბნებიან ბიუჯეტში ფული არააო, ჩვენთვის ჩვენი ფული არაა!  ხალხის ფული, რომელიც ხალხის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს?“_ ამბობენ კიტა მეგრელიძის ქუჩის მცხოვრებლები.  მათივე განცხადებით,  რამდენიმე წელია ითხოვენ ასევე ქუჩის განათების მოწყობას, რომელიც კვლავ მოუგვარებელია.

"გზა ჩვენთვის არ არის, განათება,  გაზი,  ჩაბნელებულია უბანი.  დაუჯერებელია, ნახეთ რა დღეშია ეს წყალი, როგორ ამოსულია? ყველა ზაფხულზე წყალდიდობის საფრთხეა."

ლამარა სალუქვაძე ასევე საუბრობს კიტა მეგრელიძის ქუჩის ბოლოში მდებარე კარიერებზე, რომელიც  საფრთხეს უქმნის  მოსახლეობას.

"თქვენ თვითონც ხედავთ, სადაც ვხოვრობთ.  რამდენიმე მეტრში  სასაფლაოა,  რომელსაც  მდინარე ნატანების კალაპოტის შეცვლის გამო ძირი თანდათან ეთხრება, აქვეა   რკინიგზა  და ქალაქ ოზურგეთთან  დამაკავშირებელი ცენტრალური  ხიდი, რომელსაც  მდინარე უთხრის საძირკველს"

 "სარკინიგზო  ხიდი ცუდ  მდგომარეობაშია.  რა მოხდა თბილიში თქვენ კარგად მოგეხსენებათ.  შეიძლება ერთი სანტიმეტრის გამო უბედურება მოხდეს. სანამ უბედურება მოხდება, ძალიან გთხოვთ,  მოგვაქციონ ყურადღება.

კაცმა არ იცის რა მოხდება და რას ველოდებით.  რკინიგზის ბოძს წყალი   ძირს უთხრის.   ამ სტიქიაზე 30 მეტრი მიწა წაიღო, რა გახდა ამ ჯებირებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება? გვითხარით რა გვეშველება?

მიაწვდინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასაც ხმა.  ჩვენ დაზღვეული არ ვართ უბედური შემთხვევისგან.  კარიერების გამო ხდება ყველაფერი. ოზურგეთი ქვიშად არის ქცეული, თიხის ქალაქი გეგონებათ.

ადგილობრივი მთავრობა არ ინტერესდება ჩვენი პრობლემებით.“-განაცხადეს  ქალაქ  ოზურგეთში, კოსტავასა და კიტა მეგრელიძის  ქუჩის მცხოვრებლებმა.

ქალაქ ოზურგეთის მერიის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთია: "კოსტავას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე გაბიონის მშენებლობის შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზად არის. ხარჯთაღრიცხვა 497 900 ლარს შეადგენს. ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დაფინანსებას ელოდება და აღნიშნული სამუშაო წლის ბოლომდე შესრულდება"




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...