მდინარეებისგან შექმნილი საფრთხე და ზონები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება

მთავარი თემა

მდინარეებისგან შექმნილი საფრთხე და ზონები, სადაც მონიტორინგი არ ხორციელდება

2015 ივლ 8 21:38:36

თბილისში, 13 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის შემდეგ აქტუალური გახდა იმ მდინარეების და ხევების შემოწმება, რომელიც დედაქალაქსა და მის შემოგარენშია. თუმცა, კონკრეტულად რა ღონისძიებებს მიმართავს დედაქალაქის მერია, ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება.

მონიტორინგის განხორციელება და შემდეგ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თბილისში სტიქიის შემდეგ აღარ არსებობს ჰიდროლოგიური სადგურიც, სადაც დაკვირვებები განხორციელდება. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ ყოველი წვიმის დროს, დედაქალაქი საფრთხის ქვეშ არის. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში 150-ზე მეტი მუდმივი მდინარე, პერიოდული მდინარე და მშრალი ხევია; თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისისა და მისი შემოგარენის დეტალური ჰიდროგრაფიული რუკა არ არსებობს;

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მდინარე მტკვრის თითქმის ყველა შენაკადის შესართავი დახურულ კალაპოტშია.

რაც შეეხება მათ შემოწმებას, უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს ძირითად მდინარეებზე რეგულარულად წარმოებს დაკვირვებები წყლის დონეებზე და წყლის ხარჯებზე. თბილისსა და მის შემოგარენში კი, მდინარე მტკვრის შენაკადებზე ჰიდროლოგიური დაკვირვებები მიმდინარეობდა მხოლოდ ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდინარე ვერეზე არსებულ ჰიდროლოგიურ სადგურზე, რომელიც სტიქიამ გაანადგურა;

საქმე ისაა, რომ ყველაზე ჩამოყალიბებული მონიტორინგის სისტემა საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა, თუმცა სამინისტროში ამბობენ, რომ "1990-იანი წლებიდან, ფინანსური პრობლემების გამო, არსებითად შემცირდა ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტების რაოდენობა. 2000-იანი წლებიდან სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების და ქვეყნების დახმარებით  ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს".

მწვანეთა მოძრაობა  "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე  ნინო ჩხობაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თბილისში არსებული ყველა მუდმივი და პერიოდული მდინარე პოტენციურად სახიფათოა, რის გამოც, აუცილებელია, სისტემური მონიტორინგი არსებობდეს.

"თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი თბილისის მერიაში. შევჯერდით, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს მონიტორინგი ხევებზე და მდინარეებზე, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან აღარ განხორციელებულა. მუნიციპალიტეტში გვიპასუხეს, რომ გარემოს დაცვითი სტრუქტურა, რაც ახლა არსებობს ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის სახით, ის აიღებს თავის თავზე არსებული მდინარეების დათვალიერებას. მშრალ ხევებს ამ ეტაპზე ვერ მოერევიან, ამას დამატებითი ფინანსები დაჭირდება. ყველა მდინარე პოტენციურად სახიფათოა. მნიშვნელოვანია, რომ სისტემური მონიტორინგი ჩამოყალიბდეს. მაგრამ თბილისის მერიას ამ ნაწილში იმდენი საქმე აქვს, რომ ჯერ მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას განახორციელებენ, შემდგომ კი, მნიშვნელოვანია დაიგეგმოს მონიტორინგის სისტემაც. მსგავსი მონიტორინგის დაწესების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ კრწანისის სტიქიის შემდეგ დავიწყე, თუმცა არანაირი გამოხმაურება ამას არ მოჰყოლია. საგანგებო სიტუაციების სამსახური მაშინ თბილისს ეკუთვნოდა და მის ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომ მონიტორინგის სისტემა შეექმნათ. თავის მხრივ, მათ მიმართეს თბილისის მთავრობას, მაგრამ ამაზე მუშაობა არ გაგრძელებულა. ხელმძღვანელობაც შეიცვალა და  ეს საკითხი ჰაერში დაეკიდა, ისევე, როგორც მეწყერების და სახიფათო ზონების მონოტორინგის სისტემა. დღეს, ფაქტიურად, არაფერი გვაქვს", _ ამბობს ჩხობაძე.

კითხვაზე - რომ ყოფილიყო მონიტორინგის სამსახური ამხელა მასშტაბის კატასტროფას თავიდან ავიცილებდით თუ არა, ჩხობაძე გვპასუხობს: "ამხელა მასშტაბი შეიძლება აღარ ყოფილიყო".

"თუმცა აქ რამდენიმე ძირითადი პრობლემაა გამოსაყოფი - ძირითადი პრობლემა იყო ხეების მასა, რაც ჩამოწვა და მდინარემ წამოიღო. მეორე საკითხია ის, რომ გვირაბების გამტარიანობა მაქსიმალური არ იყო. გვირაბები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, გამტარიანობა გაიზრდებოდა და რისკები მაქსიმალურად  შემცირდებოდა.

საბჭოთა პერიოდშიც, თბილისში მონიტორინგის სამსახურის ჩამოყალიბება 1957 წელს კრწანისში მომხდარმა სტიქიამ განაპირობა. მაშინ ჭრელ აბანოებში ხალხი დაიხრჩო. ამის შემდეგ მოხდა 1961 წელს ზოოპარკის დატბორვა, მაგრამ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რადგან მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო სადრენაჟე სისტემები. ასევე ,იყო სპეციალური სამსახური, რომელიც პერიოდულად ამ გვირაბებს და სანიაღვრე არხებს წმენდდა. თუმცა, წლების შემდეგ ეს სამსახური ყველას მიავიწყდა და ახლა ქალაქი სერიოზული რისკის ქვეშაა. არავინ არ იცის, როდის დადგება  ასეთი პრობლემური მომენტი", _  ამბობს ჩხობაძე.

მისივე თქმით, პრობლემაა ხევების ნაგვისგან გათავისუფლებაც, რაც ამ დროისთვის არ ხორციელდება.

"განსაკუთრებით მშრალი ხევების, რადგან თითქმის ყველგან, მთელი თბილისის ტერიტორიაზე მშრალი ხევები ან ჩაკეტილია, ან დალუქული. იქ სამშენებლო მასალაა დაყრილი და ან ხეები.

ასევე, მოუწესრიგებელია დედაქალაქის სანიაღვრე სისტემაც, რომელიც თბილისის წყალკანალს ეკუთვნოდა, მისი გაყიდვის შემდეგ კი, ქალაქის გამგებლობაში დარჩა. აქ არ არის მარტო გვირაბებზე და კანალიზაციაზე საუბარი, აქ არის სანიაღვრე სისტემებიც, სადაც წვიმის წყალიც მიედინება. ეს უნდა იყოს სუფთა... ძალიან ბევრ ადგილას დიდი წვიმის  დროს წყალი სწრაფად ვერ გადის და ქუჩები სავსეა ნაწვიმარი წყლით. ბევრ ადგილზე ქუჩების რეკონსტრუქციების დროს საერთოდ დაავიწყდათ სანიაღვრე სისტემების გახსნა და ასფალტით გადახურეს. ეს კიდევ  ცაკლე მეურნეობაა ქალაქისთვის, რაც მოწესრიგებული უნდა იყოს", _ ამბობს ჩხობაძე.

რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებას, ჩხობაძე ამბობს, ეს უნდა მოხდეს იმ უბნებზე, სადაც ძალიან სახიფათო ზონებია. თუმცა დასძენს, რომ ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა აწყობილი, რაც ჯერ არ არის.

"ჯერჯერობით კიდევ არიან სპეციალისტები კიდევ, ვინც იცის როგორ უნდა ააწყონ ეს სისტემა და დაიწყონ მონიტორინგი. ყველა ხევი და მდინარე თბილისში წვიმის წყალზეა დამოკიდებული. როცა ნალექის მოსვლის რეჟიმი იცვლება, შესაბამისად უნდა მისდევდნენ სახელმწიფო სტრუქტურებიც ამას, მაგრამ როგორც წესი ეს არ ხდება. ამას შესაბამისი თანხებიც სჭირდება. ასევე, პრევენციისთვის, უნდა აიკრძალოს სახიფათო ზონებში სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემაც", _ აღნიშნავს ჩხობაძე. 

"კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა" (CENN) 13 მაისს მომხდარი სტიქიის შემდეგ მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით მოკლე მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად რეკომენდაციებიც არის მოცემული.

კვლევაში აღნიშნულია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს თბილისის შემოგარენში არსებული მსგავსი მდინარეების წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია.

"პირველ რიგში, მკაცრად უნდა შეიზღუდოს წყალშემკრებ აუზში ტყის გაჩეხვა და საქონლის ძოვება. პერიოდულად უნდა მოხდეს მდინარეთა კალაპოტების ჩახერგილი მონაკვეთების გაწმენდა სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი ნარჩენებისგან. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მდინარეების კალაპოტში ნარჩენების უკანონო განთავსება. მითუმეტეს, რომ მდ. ვერეს ხეობის ძირი, მისი გეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, დაკლაკნილი ვიწრო მონაკვეთებისაგან შედგება, რის გამოც კალაპოტის წყალგამტარუნარიანობა ისედაც გართულებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2000 წლის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამოვალეობაში აღარ შედის . თბილისის ტერიტორიის შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი ბუნებრივი კატასტოფების მდგომარეობის კუთხით. უკვე 15 წელია არ ხორციელდება კატასტროფების რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება. აუცილებელია შეიქმნას უწყება, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით", _ ნათქვამია CENN-ის მიმოხილვაში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში კი ჯერჯერობით ვერ ამბობენ, როდის შეიძლება ჩამოყალიბდეს მონიტორინგის ჯგუფი და ვინ შევა ამ სამუშაო ჯგუფში.  კონკრეტულად არც იმ მდინარეებისა და ხევების ჩამონათვალია ცნობილი, რაც პირველი ეტაპისთვის უნდა შემოწმდეს.




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...