მონიტორით ჩანაცვლებული მედია და სამინისტროს დავალება გამგეობებს

მთავარი თემა

მონიტორით ჩანაცვლებული მედია და სამინისტროს დავალება გამგეობებს

2015 ივლ 28 19:13:05

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება „საქართველოს კონსტიტუციის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა” და სხვა ცალკეული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად ორი სახის უფლებამოსილება გააჩნია - საკუთარი (ექსკლუზიური) და დელეგირებული.

ადგილობრივი ორგანოები საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებენ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით. დაუშვებელია ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი ადმინისტრაციული ჩარევა საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებათა გახორციელებაში.

მარტივი ენით რომ ვთქვათ, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ცენტრალურ ხელისუფლებას ჩარევის უფლება არ აქვს, მით უმეტეს, დავალებები მიცემის.

ეს ყველაფერი  ორგანული კანონითაა გაწერილი, თუმცა რეალობაში საქმე სხვაგვარადაა და ადგილობრივი თვითმმართველობა მითითებებს „ცენტრიდანაც“ იღებს; უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, აღმასრულებელი ხელისუფლების სურვილებისამებრ, ადგილობრივ ბიუჯეტს ხარჯავს.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ყველა მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიიღო დავალება, რომ გამგეობის შენობებში საინფორმაციო ტაბლოები განთავსდეს, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გახორციელებული პროექტების კლიპები განთავსდება და იტრიალებს.

გავარკვიეთ ისიც, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ ვიდეომონიტორი უკვე შეიძინა:

ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: _ სოფლის მეურნეობისთვის უნდა ვიყიდო იმაზე მეუბნებით? ჯერ არ გვიყიდია, ახლა შევიტანეთ ცვლილება ბიუჯეტში. ხუთასი-ექვსასი ლარი ეღირება ალბათ და შენობაში განვათავსებთ.

მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი:  _ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკლამისთვის ეკრანის შეძენა 1500 ლარამდე ჯდება. შენობაში უნდა დავაყენოთ.

ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი: _ ალბათ ჰოლში დავაყენებთ. გავა  ყველა ინფორმაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  ჩვენს მიერ გახორციელებულ პროექტებსაც გავუშვებთ.

ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპილიტეტის გამგებელი: _ სამწუხაროდ, ჯერ ვერ განვათავსეთ  _ ტენდერი ჩაგვივარდა, ხელახლა უნდა გამოვაცხადო. 1000 ლარი გამოვყავით და ამ თანხაზე არავინ შემოვიდა. ვფიქრობ, რომ 200 ლარს დავამატებთ.

_ ბატონო ნადიმ, რა ინფორმაცია გავა მონიტორზე?

_ მონიტორი გამგეობის შესასვლელში განთავსდება, რომელზეც ძირითადად გავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკლამა, თუმცა, ისიც იქნება რაც ხელვაჩაურში გაკეთდა.

მამუკა კვიტაშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი: _ დღეს (საუბარი ჩაწერილია 27 ივლისს) მოვიტანეთ და ახლა ვიწყებთ მონტაჟს. 900  ლარი დაგვიჯდა და გავა როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ჩვენი რეკლამაც. მინდა რომ ჩვენს მიერ გაკეთებულ პროექტებზე პატარა ფილმი გავაკეთო და გავუშვა.

ტარიელ თუთარაშვილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი: _ რვაას ლარამდე დაგვიჯდა.  გამარტივებული შესყიდვით შევიძინეთ და ჩვენს შენობაში განთავსდება. ეკრანზე გავა ის, რაც ჩვენს რეგიონს ეხება სოფლის მეურნეობის კუთხით, თანამშრომლებსაც და მოსახლეობასაც საშუალება ექნებათ ნახონ რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში.

დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის გამგეობის გამგებელი: _ 1700- ლარიანი ინვიოსი უკვე ჩამოვიტანეთ თბილისდან, მაგრამ ვერ შევიძინეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ შესაბამის მუხლში ფული არ გვაქვს. ოთხშაბათს უნდა მივიღოთ ცვლილება და შევიძენთ. გავა ყველაფერი ის, რასაც აკეთებს სახელმწიფო, სოფლის მეურნეობაში. ჩვენი გაკეთებული საქმეების რეკლამაც იქნება.

კითხვაზე, მოსახლეობის ფართო მასებისთვის რამდენად საჭირო და აუცილებელია გამგეობის შენობაში დამონტაჟებულ მონიტორზე სარეკლამო რგოლების გაშვება, გამგებლები ამბობენ, რომ ასეთია სამინისტროს მითითება და მიიჩნევენ, რომ ეს კარგი სიახლეა. თუმცა, არავის დაუთვლია, საბოლოო ჯამში რა ჯდება კანონის იგნორირება, მედიის, როგორც კომუნიკაციის, ინფორმაციის მიწოდების ინსტრუმენტის როლის უგულებელყოფა, რა ეფექტი ექნება ამ დანახარჯებს და რაც მთავარია, ვისთვის იქნება ეს კლიპები ხელმისაწვდომი - გამგეობის თანამშრომლებისთვის თუ მოსახლეობისთვის, რომლის 2-3% იშვიათად, უმეტესობა კი სიცოცხლეში ერთხელაც არ სტუმრობს გამგეობის შენობას!




 ახალი ამბები
  • "ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა" _ ტურძელაძეთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა.  როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული. „ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ. წყარო: ... ...
  • „მაინც და მაინც კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო?“დღეს, დილიდან, გურიის ქუჩაზე, ჩვეული ხმაური და ხალხმრავლობა აღარ იყო -  აკრძალეს გარევაჭრობა  და დაიხურა ოზურგეთის აგრარული ბაზარი. ბაზრის კარებთან, ასევე გურიის ქუჩაზე აქტიურად პატრულირებდა პოლიცია, თითოეულ მოქალაქეს  წესრიგისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებნენ მერიის ზედმხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. აქვე იყო ბაზრის დირექტორად წოდებული, შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი,   სოსო სიხარულიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე,  ირაკლი სირაძე. „გურია ნიუსი“ ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, არაერთ   მოვაჭრეს  და რიგით მოქალაქეს  ესაუბრა. ჩვენთან საუბარში   დაზარალებულად და უფლებაშელახულად მიიჩნევენ თავს ის მოქალაქეები, რომლებიც, დიდი ხანია, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობენ, არიან ინდ.მეწარმეები, აქვთ     თავიანთი მაღაზიები და კონკრეტულ ლოკაციაზე თავად კი იცავნენ წესრიგს, თუმცა მთლიანად ბაზრის ტერიტორია დიდია და იქ  ხალხის მოძრაობაზე და მის კონტროლზე უნდა ეზრუნა დირექციას. ლია გოგუაძე: _  ვმუშაობ ბაზრის  შიდა ტერიტორიაზე არსებულ მარკეტში,  რომელსაც „ჭარხალაშვილის მაღაზია“ ჰქვია.  გუშინ საღამოს გვითხრეს, რომ უნდა შეგვეჩერებინა მუშაობა. რა ვქნა ახლა, სად წავიღო ეს შემოტანილი ხორცი,  კვერცხი და სხვა მრავალი სასურთო  პროდუქტი.  პენსია მაქვს თუ ხელფასი? რაღა კორონას მოვუკლივართ და რაღა შიმშილს? ასე ადვილია? თამარ მუხაშავრია,  მზევინარ შავაძე, მოვაჭრეები:  მოვიდნენ და წადითო, გვითხრეს. სად წავიდეთ? ამ პროდუქტს რა ვუყოთ-თქო, გაჭირვებულებს დაურიგეთო, ერთმა პოლიციელმა გვითხრა. ჩვენზე გაჭირვებული  ვინაა, დაყუდებული ვართ დილიდან საღამომდე ლუკმა პურისთვის. _მაინც და მაინც  კორონა უნდა გამოჩენილიყო, რომ ოზურგეთის ბაზარი მოწესრიგებულიყო? დაიკეტა და ახია. დაასუფთაონ, მოაგვარონ ყველა პრობლემა, დააყენონ მეთვალყურეები, როგორც მარკეტებშია და ნახონ, თუ არ მოგვარდება პრობლემა, _  გვითხრეს რიგითმა მოქალაქეებმა ნინო მჟავანაძემ , მზია ლომჯარიამ, მარიკა ვასაძემ. _ ეს არის სამთავრობო გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაზე ძალიან გვწუხებს ამ ადამიანების ბედი. მარტო ესენი არ კარგავენ   შემოსავალს. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და მკვდრების  გატანას, ამ სანოვაგის  გატანა სჯობს ახლა. შესაძლებელია,  გაიტანონ სოფლებში და დისტანციის დაცვით გაყიდონ. ყველამ  რაღაც  უნდა ვიღონოთ, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ  ირაკლი სირაძემ. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას  ბაზარი ან სანამდე იქნება  დაკეტილი, ასეთი კომენტარი გააკეთა: _ვერ გეტყვით,  ოზურგეთში, აგრარული ბაზრის დაკეტვის  და გარევაჭრობის აკრძალვის  შემდეგ, სიტუაცია დაკვირვების ქვეშაა. ვნახოთ, თუ ყველაფერი როგორც საჭიროა ისე მოწესრიგდება, მალე გაიხსნება. დაზუსტებით  ვერაფერს გეტყვით. იქვე მდგომმა ბაზრის დირექტორმა, სოსო სიხარულიძემ, რომელიც მდუმარედ აკვირდებოდა სიტუაციას, კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მკითხველს შევახსენებთ, რომ ბოლო წლების და თვეების მანძილზე, „გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა ოზურგეთის აგრარულ ბაზარში არაერთი  პრობლემის, ძირითადად კი საორგანიზაციო საკითხების, სანიტარიული პირობების  დარღვევის გამო, რასაც არასდროს მოჰყოლია მნიშვნელოვანი რეაგირება. უმეტესად ისმოდა პასუხები, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ორგანიზებული  ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, პარტია„ქართული ოცნების“ დეპუტატები შეიკრიბნენ. როგორც აქ თქვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. _ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს," ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება, _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. _ აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს: საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქლაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს!" - თქვა დავით ... ...
  • ექსპორტი ონლაინ: როგორ ეხმარება ევროკავშირი ადგილობრივ მეწარმეებს ახალი სავაჭრო პლატფორმით _ AGRODEALSAGRODEALS.NET ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო სექტორში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა. აერთიანებს ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, საცალოდ და ბითუმად მოვაჭრეებს, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს, სასაწყობო მეურნეობებს და ყველა იმ ადამიანს - რომელსაც აგრო პროდუქტების წარმოება, შესყიდვა-გაყიდვის ბიზნეს ინტერესი აქვს. AGRODEALS.NET ეხმარება ყველა დაინტერესებულ მეწარმეს, იპოვნონ სამომავლო პარტნიორები საერთაშორისო ბაზარზე და გააუმჯოებსონ საკუთარი საქმიანობა. ონლაინ პლატფორმა შემუშავდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - „სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობის თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით“, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ახორციელებს. პროექტის მენეჯერი, ნანა ქაშაკაშვილი, რომელიც ამავდროულად, GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ პროექტი დიდწილად დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჩართულ ადამიანებს: ნინო ქაშაკაშვილი „საექსპორტო ბაზრის მოძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ფერმერებისა და მცირე მეწარმეების განვითარებისთვის. ონლაინ პლატფორმა სწორედ ამ მიზნით შეიქმნა, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს პოტენციური მყიდველი და გამყიდველი, დაეხმაროს დისტრიბუტორებსა და პროდუქტის მწარმოებლებს. მისი მიზანია, შექმანს თანამედროვე, მოქნილი ონლაინ გარემო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციას მოუყრის თავს და ხელმისაწვდომი იქნება ერთიან სივრცეში. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და შეუწყობს ხელს აგრო-ბიზნესის განვითარებას, რადგან ექსპორტი მცირე მეწარმეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. როგორც ნანა აღნიშნავს, AGRODEALS.NET-ი დაინტერესებულ ადამიანებს ამ მიმართულებით ყველა საჭირო ინფორმაციას შესთავაზებს. საიტზე დარეგისტრირებულ მეწარმეებს დაეხმარება კომუნიკაციაში, რათა მათ მარტივად შეძლონ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნა, დაკავშირება და შეთანხმება. სერგო თურმანიძე პროექტის კოორდინატორი, სერგო თურმანიძე ამბობს, რომ ონლაინ პლატფორმა გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივია: „მეწარმეებს ონლაინ პლატფორმაზე პროდუქტის განსათავსებლად მხოლოდ რეგისტრაცია სჭირდებათ, რაც ორი გზითაა შესაძლებელი - ან თავად ვებგვერდზეა მოცემულ სარეგისტრაციო ფორმას შეავსებენ, ან უფრო მარტივად, სოციალური ქსელით, ფეისბუქით გაივლიან ავტორიზაციას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმა თავს მოუყრის ყველა საჭირო ინფორმაციას აგრო ბიზნესის შესახებ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ სფეროში ჩართული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხს, მისცემს უამრავ შესაძლებლობას, სწრაფად აითვისონ ბაზარზე არსებული მოთხოვნები, გაეცნონ ტენდეციებს და გამოიყენონ სხვადსხვა პროგრამები თავიანთი შესაძლებლობების გასაზრდელად“.  ერთ-ერთი პირველი ქართველი მცირე მეწარმე, რომელიც AGRODEALS.NET-ზე დარეგისტრირდა, მეღვინე ქალი თამარ დიღმელიშვილია. თამარს კახეთში, გურჯაანის სოფელ შაშიანში საკუთარი მარანი აქვს _ „თამარის მარანი“. თამარი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რაც მცირე მეწარმეებს განვითარების საშუალებას სთავაზობს. როგორც თვითონ გვიყვება, სწორედ ერთ-ერთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ევროკავშირის პროექტისა და AGRODEALS.NET-ის მიზნების შესახებ შეიტყო. ამის შემდეგ, ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირდა და საკუთარი პროდუქციაც განათავსა. თამარმა მერვე  წელია, რაც საკუთარი ღვინის ბრენდი ,,თამარი” შექმნა, რომელსაც ასევე საკუთარ მარანში აყენებს. ,,თამარის “ ბრენდის ღვინო არაერთი საერთოშორისო ფესტივალის გამარჯვებულია: „ჩემი ღვინო წარმატებით სარგებლობს და აქვს რამდენიმე საერთაშორისო აღიარება, მოვიპოვეთ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, თუმცა წარმატების მიღწევა მცირე მეწარმეებისთვის, მით უფრო, მეღვინეობის სფეროში, ძალიან რთულია“. თამარი თქმით, თავიდან, კონკურენციის პირობებში, გაუჭირდა ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრება. თუმცა, მეღვინეობის საოჯახო ტრადიციის გაგრძელების სურვილი იყო ის, რის გამოც ბარიერებს შეეჭიდა. თამარ დიღმელაშვილი „გლეხის ოჯახში დავიბადე, მამაჩემისთვის, როგორც ძალიან ბევრი ქართველისთვის, ვაზი, ვენახი და ზოგადად, მეღვინეობა, არამარტო საქმიანობასთან, არამედ ტრადიციასთან ასოცირდებოდა. მე, პირადად, ხუთი წლიდან ვღებულობდი მონაწილეობას როგორც ვაზის მოვლის ოპერაციებში, ისე ყურძნის დაწურვისა და შენახვისას. უკვე მოგვიანებით, როცა მამა ასაკში შევიდა და მიხვდა, თავად აღარ შეეძლო, გაძღოლოდა მეღვინეობას, მაჩუქა ვაზის 10 რიგი, პატარა ვენახი და ანდერძად დამიტოვა სიტყვები, რომ ოჯახში მე უნდა გამეგრძელებინა მეღვინეობის ტრადიცია. ეს სიტყვები გახდა ის, რის შემდეგაც ვცდილობდი, შემენარჩუნებინა დანატოვარი და დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გამეფართოვებინა“, _ გვიყვება თამარ დიღმელიშვილი და აღნიშნავს, რომ სწორედ ოჯახის ტრადიციის გაგრძელება გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მცირე მეწარმეობა გადაწყვიტა. მამის დანატოვარი ვენახი მალევე გააფართოვა _ შეიძინა მიწა, სადაც გააშენა სხვადასხვა იშვიათი ვაზის ჯიში _ ქისი, ხიხვი და ასევე, ფრანგული ჯიშის ყურძენი _ შარდონე. ამბობს, რომ ის ერთადერთი მეღვინე ქალია საქართველოში, რომელიც შარდონეს ქვევრში აყენებს და დიდი მოწონებით სარგებლობს იმ ტურისტებშიც, რომლებიც ჩემს მის მარანს სეზონურად სტუმრობენ: ტურისტები თამარ დიღმელაშვილი მარანში „იმდენი შევძელი, რომ ჩემი ღვნისა და მარნის შესახებ საქართველოში გაეგოთ. ჩავერთე „ღვინის გზაშიც“. ეს გზა ჩემთვის რთული იყო იმიტომაც, რომ ქალი ვარ. მეღვინეობა მემკვიდრეობით, ჯერ კიდევ ვაჟზე გადადის. იშვიათად, თუ ამ სფეროში ქალი გადაწყვეტს ჩართვას. მეც, მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მამას ვაჟი არ ყავდა, შემთხვევით მხვდა წილად ამ ტრადიციის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია გაძღოლა, მაინც ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვი თავი“, _ გენდერული ბარიერის გარდა, თამარი იმ გამოწვევებზეც გვიყვება, რაც მცირე მეწარმეებისთვის ადგილობრივ ბაზარზე არსებობს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი მთავარი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა: „იქიდან გამომდინარე, რომ მეღვინეობა შემოსავლის წყაროს გარდა, ტრადიციაა და ძვირფასია მაცხოვრებლებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მიყვება ამ საქმიანობას. მაღალი კონკურენციის პიროებში, ფინანსებისა და სხვადასხვა გრანტის მოძიებაც ძალიან რთულია, არა და, საწყის ეტაპზე, ეს ძალიან საჭიროა. გარდა ამისა, კონკურენცია ღვინის ფასზეც მოქმედებს, რაც ძალიან დაბალ მოგებას იძლევა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა მცირე მეწარმეების გადასარჩენად“, _ ასე აფასებს მცირე ბიზნებისის პრობლემებს თამარ დიღმელიშვილი და ევროკავშირის მხარდაჭერილ საპილოტე პროექტზე ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე დიდ იმედებს ამყარებს: „როცა ამ პროექტის შესახებ შევიტყე, მიხვდი, რომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამოჩნდა, საერთაშორისო ბაზარზე ჩემი ღვინის ექსპორტისთვის. საიტზე ძალიან მალევე დავრეგისტრირდი და მაქვს მოლოდინები, რომ ჩემს ბიზნეს ძალიან დაეხმარება. ექსპორტი არის გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაცილებით მარტივდება საჭირო კონტაქტების მოძიება, უცხოელებიც მარტივად გპოულობენ, ინტერესდებიან შენით და შესაბამისად, გაყიდვებიც იზრდება. საერთაშორისო  ბაზარს მცირე მეწარმეებისთვის სტაბილურობის შექმნა შეუძლია. თანამშრომლობა მარტივია, რადგან კომპანიებს ზუსტად აქვთ გათვლილი თავიანთი საჭიროებები, ღვინის მწარმოებლებისთვის კი ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა წინასწარ იცის, როგორია მის პროდუქტზე მოთხოვნა. სტაბილური ურთიერთბა ბიზნესისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, _ აღნიშნავს თამარი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AGRODEALS.NET-ი მხოლოდ შავი ზღვის ქვეყნების ფერმერებსა თუ მეწარმეებს შეუძლიათ დარეგისტრირება, ვებგვერდით სარგებლობა და ონლაინ ვაჭრობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაინტერესებულ ადამიანს: „ქართველი ბულგარელი და რუმინელები უკვე რეგისტრირდებიან. ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც საკუთარი წარმოებული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი აქვს. ეს საპილოტე პროექტი, დაეხმარება მეწარმეებს,  შექმნან მაღალი ხარისხის პრდუქცია, გაიტანონ ქვეყნის გარეთ და გაზარდონ მათი წარმოების მასშტაბები. პროექტის მიზნებიდან გამომდინარებ, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში აგრო-ბიზნეს სექტორში ჩართულ მხარეებს ერთმანეთთან კომუნიკაცია გაუმარტივდებათ და ასევე მარტივად შეძლებენ მათთვის საჭირო ბიზნეს პარტნიორების პოვნას, დაკავშირებასა და ერთანეთთან სავაჭრო შეთანხმებების მიღწევას“, _ აღნიშნავს სერგო თურმანიძე. გლობალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსის პანდემას, AGRODEALS.NET გვერდში უდგას მეწარმეებს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დამატებითი ინფრომაციისთვის ან რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.agrodeals.net, ასევე გაეცანით ვიდეორგოლს, იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა AGRODEALS.NET https://www.agrodeals.net/asset/intro-ka.mp4 სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.  ავტორი: თამარ ... ...
  • ნაცმოძრაობა ოზურგეთის მერს ადეკვატური ქმედებისკენ მოუწოდებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგებულ ჯილდოებს ეხმაურება. „მსოფლიო პანდემიის პირობებში ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა, ვცდილობთ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებების მინიმალიზებას,თუმცა ის, რაც დღეს ოზურგეთის მერიის მაღალჩინოსნების ქმედებებთან დაკავშირებით გაცხადდა, ვფიქრობთ, საზოგადოების მხრიდან უმწვავესი შეფასების საგანი უნდა გახდეს.  ენმ ოზურგეთის ორგანიზაცია  სამარცხვინოს და მეტიც, დანაშაულებრივს უწოდებს მერიაში პრემია-დანამატების დარიგების ფაქტს იმ ფონზე, როცა ქვეყანა ძლივს უმკლავდება მის წინაშე არსებულ  უდიდეს გამოწვევას, როცა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა, როცა ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმსაც  კი ვერ იღებენ  ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული სწორედ ის ადამიანები, ვინც  რეალურად, ქუჩაში დგანან და პირისპირ იბრძვიან პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებალდ. მოვუწოდებთ ოზურგეთის მერს, ადეკვატური იყოს  მომხდართან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ქვეყნის პირველ პირებს,  განცხადების კეთებიდან  ქმედებებზე  გადავიდნენ და მყისიერი რეაგირება მოახდინონ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებულ  ყოვლად სამარცხვინო ქმედებაზე“,_ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...