რა გეგმები აქვს სახელმწიფოს თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის

მთავარი თემა

რა გეგმები აქვს სახელმწიფოს თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარებისთვის

2015 აგვ 8 19:03:54

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტებს რამდენიმე თვეში ახალი კურორტი "თეთნულდი" დაემატება, რომლის მშენებლობაც სვანეთში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. კურორტის სრული დატვირთვით ამუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა, ადგილზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ტურისტების მოსაზიდად სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

საკურორტო ტერიტორია 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა მთის სათხილამურო ტერიტორიას წარმოადგენს. კურორტზე ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ-იანი) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7კმ) სასრიალო ტრასების მოწყობა იგეგმება. 
სამთო კურორტზე ასევე დაგეგმილია 5 საბაგირო გზის მშენებლობა. პირველი ეტაპისთვის კი სამი საბაგირო გზა გაიხსნება.

სასრიალო ტრასების მთლიანი საერთო სიგრძე 169 კმ-ს შეადგენს (მიმდინარე ეტაპი 25კმ), საბაგიროების საერთო რაოდენობა 20-22 ერთეულია (მიმდინარე ეტაპი 5 ერთეული). უმაღლესი სასრიალო წერტილი ზღვის დონიდან 3600 მეტრზეა, ყველაზე დაბალი კი 1600 მეტრზე.

არსებული გათვლებით, თეთნულდის ტრასებზე ერთდროულად მოსრიალეთა რაოდენობა 4100 ადამიანია, საბაგიროების საერთო საათობრივი გამტარუნარიანობა - 8400 ადამიანი საათში. თეთნულდი წელიწადის 4 სეზონზე მოემსახურება დამსვენებელს, აქედან სასრიალო პერიოდი წელიწადში - 6-7თვეა.

ცნობისთვის, კურორტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული კომპანიაშპს "თეთნულდი დეველოპმენტი” აშენებს. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს და ის საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება. კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე 15 მილიონი ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე 101 ადამიანი დასაქმებული. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. კურორტის საზეიმო გახსნა კი, მიმდინარე წლის 15 დეკემბერსაა დაგეგმილი.

სათხილამურო-საბაგირო ინფრასტრუქტურის მოწოდებას ფრანგული კომპანია "Pomagalski"-ი უზრუნველყოფს. საბაგიროების მონტაჟს კი, ავსტრიული კომპანია "RMS”  ახორციელებს.

"თეთნულდი არის უნიკალური სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია. აქ შესაძლებელია ალპინიზმით, ჯომარდობით, ცხენოსნობთ, პარაპლანერიზმით, თხილამურებზე, სნოუბორდზე სრიალით, სამთო ტურიზმით დაკავება", _ აცხადებენ სამინისტროში. 

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო მთის კურორტის განვითარებას და მისი სრული დატვირთვის ამუშავებას მაშინ, როდესაც მესტიასა და მის შემოგარენში ტურისტებისთვის მაქსიმუმ 1000 ადგილია.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, ტურისტების დიდი რაოდენობით მისაღებად მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ აქვთ.

"ახლა მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობთ და ყველა ადგილი დაკავებული გვაქვს. წინასწარ ჯავშნიან ადგილებს, რადგან სეზონზე ძალიან ჭირს აქ სასტუმრო სახლები. ადგილები ფაქტობრივად არ არის. როგორც გვეუბნებიან კურორტისთვის ტურისტების დიდი რაოდენობით შემოსვლა იგეგმება, მაგრამ სად უნდა განთავსდნენ ისინი, არ ვიცით. იქნებ სახელმწიფომ გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხები მოგვცეს, რომ ჩვენ თვითონ მოვაწყოთ ყველაფერი. სხვა შემთხვევაში საკუთარი ძალებით ამხელა მშენებლობებს ვერ შევეჭიდებით", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას მესტიის მკვიდრი ვახო ნაკანი.

მესტიასა და მულახში ტურისტების დიდი რაოდენობის მისაღებად და კურორტის სრული დატვირთვით ასამუშავებლად ამ ეტაპისთვის რომ საჭირო რაოდენობის ადგილები არ არის ამას "თეთნულდი დეველოპმენტის" დირექტორი უკა კილაძეც ადასტურებს. 

"მესტია ზამთრის პერიოდში ფაქტიურად გაჩერებულია. მულახშიც არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ტურისტების მისაღებად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ტურისტებისთვის სასტუმრო სახლები კეთდება როგორც მესტიაში, ასევე მულახშიც. წელს, ვფიქრობთ, დიდი განვითარება არ იქნება, მცა, მომავალი წლიდან უკვე დიდი  დონის განვითარებას ველოდებით. მესტიაში, წელს, შარშანდელთან შედარებით, დაემატა 200 ნომრამდე ტურისტებისთვის.  მომავალ წელს, როდესაც თეთნულდი ამუშავდება, კიდევ უფრო დიდი ოდენობით განვითარდება ინფრასტრუქტურა", _ ამბობს კილაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას და დასძენს, რომ უკვე შექმნილია სპეციალური კომისია ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელიც კურორტის შემდგომი განვითარების გეგმაზე აქტიურად მუშაობს.

"ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, მთის კურორტების განვითარების სააგენტო და ჩვენი კომპანია ერთობლივად მუშაობს კურორტის განვითარების გეგმაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტზე. ასევე, ვფიქრობთ, მულახი თემის სოფლების განვითარებისთვის ინვესტორებთან შეთავაზებები გავაკეთოთ. იგეგმება ინვესტორებისთვის ინფო-ტურის გაკეთებასაც, რომ ადგილზე გავაცნოთ კურორტის პერსპექტივები", _ ამბობს კილაძე.

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას, რომ სახელმწიფომ დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები მისცეს, კილაძე ამბობს, რომ მუშაობა ამ კუთხითაც დაწყებულია.

"იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც გეგმავენ სასტუმროების და სასტუმრო სახლების მშენებლობას, "თეთნულდი დეველოპმენტის" კომპანიაში გამოყოფილია სპეციალური  ჯგუფი, რომლებიც ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს აქვს 5-ათასლარიანი საჩუქარი მთის კურორტების განვითარებისთვის. დანარჩენი კი, იაფ კრედიტზე და ბიზნესგეგმაზეა დამოკიდებული", _ ამბობს კილაძე.

კითხვაზე - რა ვადეში ფიქრობენ სრული დატვირთვით კურორტის ამოქმედებას? - კილაძე პასუხობს:

"ეს ყველაფერი დამოკიდებული T1 საბაგიროს მშენებლობის დასრულებაზე, რომელიც მულახში უნდა ჩამოვიდეს. T1 თუ მომავალი წლის ბოლომდე დასრულდა, სწრაფი ტურისტული ინფრაქტრუქტურის განვითარება დაიწყება. თუ T1-ის მშენებლობა ვერ მოესწრება, მაშინ ინფრაქტრუქტურის მშენებლობაც ორი წლით გადაიწევს. სამ-ოთხ წელიწადში ყველაფერი უმაღლეს დონეზე განვითარდება", _ ამბობს კილაძე.

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ინვესტორების მოძიება და მათი დაინტერესება უკვე დაწყებულია, თუმცა კურორტის სრული დატვირთვით ასამუშავებლად ის გაცილებით გრძელვადიან პერიოდს 5-8 წელს ასახელებს.

"პირველ წელს ამ კურორტისთვის არის ადგილების საკმარისი რაოდენობა ტურისტების მისაღებად. სრულად არის შესაძლებელი პირველი სტუმრების მიღება მესტიამ უზრუნველყოს. აგრეთვე,  მულახის თემშიც არის საოჯახო სასტუმროები.  ჩვენ უკვე ვიწყებთ კამპანიას საერთაშორისო არენაზე, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს თეთნულდი. ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აგრეთვე, სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც ჩატარდება ევროპასა და ამერიკაში. სადაც ჩვენ წარვადგენთ პრეზენტაციებით ჩვენს მთის კურორტებს და მათ შორის თეთნულდსაც, რათა პირველ რიგში მოთხილამურეები და ინვესტორები დავაინტერესოთ.

როგორც მოგეხსენებათ, სანამ კურორტის მშენებლობა არ დასრულდება, ძნელია ინვესტორის მოძიება, რადგან მას გამართული კურორტი აინტერესებს. თუმცა, ამ წუთში რომ თეთნულდის კურორტზე ვინმემ სასტუმრო ააშენოს, ასეთი ინტერესი  ჯერჯერობით არ არის. უკვე დაწყებული გვაქვს ინვესტორების მოძიებაც, რომლებსაც ექნებათ ინტერესი მესტიასა და მულახში სასტუმროები ააშენონ. ასევე, ადგილზე არის ტერიტორიები, რომლებიც ინვესტორებს უკვე აინტერესებთ. ეს არ არის  შორეული პერსპექტივა. მაქსიმალური დატვირთვით კურორტის ასამუშავებლად, ჩვენი გამოცდილებით, დაახლოებით, 5-8 წელი დაგვჭირდება", _ ამბობს ონოფრიშვილი.

ცნობისთვის, "თეთნულდ დეველოპმენტმა" თეთნულდის მთაზე ორი დღის წინ ჟურნალისტებისთვის და საქართველოში შემომყვანი ტურისტული კომპანიებისთვის საინფორმაციო ტური მოაწყო. მედიატურის მონაწილეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა და კომპანია "თეთნულდ დეველოპმენტის" დირექტორმა უკა კილაძემ უმასპინძლეს.

ჟურნალისტებმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა ტურისტული ინფრასტრუქტურა და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, კურორტის განვითარების პერსპექტივებს გაეცნენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, შენდება წყალსადენის, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემები, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, ადმინისტრაციული შენობები, პარკინგი და სხვა აუცილებელი ობიექტები.




 ახალი ამბები
  • "დააბი პრეზიდენტი" _ აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი „დააბი პრეზიდენტი“ გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს #შეცვალე. მათი თქმით, პრეზიდენტი „დასაბმელია“, ამასთან, აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იღებს ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. ... ...
  • ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ დიდთოვლობის გამო დამსვენებლები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებენამ წუთებში, ბახმაროში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს _ წუხელ მოსული თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღემატება, რის გამოც, დამსვენებლები ბარში წამოსვლას ვერ ახერხებენ. _ დაახლოებით 35 ოჯახი ისვენებს კურორტზე. გამოსვლას ვერ ახერხებენ ის ადამიანები, რომლებიც კურორტზე დაბალი გამავლობის მანქანებით არიან ამოსულები. უკვე დაწყებულია გზების გაწმენდა და მალე, ყველა ადამიანი სამშვიდობოს იქნება, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, რომელიც შესაბამის სამსახურებთან ერთად ბახმაროში იმყოფება. მისივე თქმით, სპეცტექნიკით დღესვე გაიწმინდება ცენტრალური გზა იმისთვის, რომ ბახმაროში გადაადგილება ყველასთვის შესაძლებელი ... ...
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე საშიში ფეხსაცმელი

„შლოპანცები“ შეიძლება საზაფხულო, სრულყოფილ ფეხსაცმელად...

როგორ გამოვფხიზლდეთ ალკოჰოლური თრობისგან

თუ ბევრი დალიეთ,  პირველი, რაც...

ის, რაც არასწორად იცოდით

აუცილებელია 8 ჭიქა წყალი დღეში...

ქალის სილამაზის 10 საიდუმლო

როგორ დავფაროთ დაღლილი და ჩაწითლებული...

სამკურნალო სასმელი

უამრავი ადამიანი სვამს ყოველდღიურად ყავას,...

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...