"ნაციონალური მოძრაობის" "მზრუნველობა" ბიუჯეტის ხარჯზე!

მთავარი თემა

"ნაციონალური მოძრაობის" "მზრუნველობა" ბიუჯეტის ხარჯზე!

20 თებ. 2012, 07:42:03

დღეს, მას შემდეგ, რაც "გურია ნიუსი" ამ აბრით დაინტერესდა და კომენტარისთვის ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურებს მიმართა, მოულოდნელად, აბრა თვალსა და ხელს შუა გაქრა.

ჩვენს კითხვაზე საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან ასეთი შინაარსის პასუხი მივიღეთ: "როგორც გვაცნობეს, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ამჟამად, მსგავსი წარწერით აბრა არ აქვს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან სასადილოს კავშირს, შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის, თავის დროზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დაწყებული პროექტია".

რატომ დასჭირდა ადგილობრივ ხელისუფლებას მსგავსი ქმედების ჩადენა, ამის მიხვედრა არც ისე რთულია. მაგრამ ამ "ისტორიული" აბრის ჩამომსხნელებს და ბრძანების გამცემ პირს ერთი პატარა დეტალი გამორჩათ "მხედველობიდან" _ ჩვენს მიერ გადაღებულია ფოტომასალა, რომელზეც დაფიქსირებულია გადაღების დღე, რიცხვი, წელი და საათი. აღარაფერს ვამბობთ რიგით მოქალაქეებზე, რომლებმაც ამ აბრიან სასადილოს ბოლოს 17 თებერვლის სამ საათამდე ჩაუარეს და აბრის არსებობაც მშვენივრად ახსოვთ.

საქმე იმაშია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში, საარჩევნო კოდექსსა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ ორგანულ კანონში ცვლილება, 2011 წლის დეკემბერში შევიდა. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნებისმიერი სახის ქველმოქმედება დასჯადია.

_ საკრებულოს თავმჯდომარეს მხოლოდ იმის გამო შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები ვალდებული არიან, კონტროლი გაუწიონ მათ მიერ დაფინანსებულ ობიექტებს, მით უმეტეს იმ ფაქტს, რომ ვინმე ამ ობიექტს პოლიტიკური ნიშნით არ იყენებდეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობა დადგება მაშინ, თუ კი, მათი სახსრებიდან ფინანსდება ეს ობიექტი. ასევე, ცალსახაა, რომ "ნაცონალური მოძრაობა" ამ ობიექტს პირდაპირ თუ არაპირდაპირ იყენებდა სააგიტაციოდ და შესაბამისი სანქციაც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაეკისროს. ხოლო თუ ინდმეწარმე დაკავშირებულია პარტიასთან, მაშინ შესაძლებელია, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, _ აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ბათუმის ოფისის იურისტი დავით მესხიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები 657 000 ლარით დაფინანსდა. როგორც "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მარტის #9 დადგენილებაში ცვლილებები 18 იანვარს გახორციელდა და საკრებულოს #2 დადგენილებით, განმარტებულია არაფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლითაც უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის საკითხი რეგულირდება".

პროგრამის განმახორციელებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამსახური და პროგრამის მიზანია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარება, ანუ მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვება.

როგორც შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა და ინდმეწარმე ოლეგ შარაშენიძემ ხელშეკრულებას ხელი 2012 წლის 18 იანვარს მოაწერეს. ხელშეკრულების საგანი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით მომსახურებაა. ხელშეკრულების ღირებულება 71 800 ლარს შეადგენს და იგი ძალაში 2012 წლის 31 დეკემბრამდეა.

დავით მესხიძე "გურია ნიუსთან" საუბარში სხვადასხვა გარემოებებს უსვამს ხაზს. მისი თქმით, "საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარტიის სააგიტაციო მასალა შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე შეიძლება განთავსებულ იქნას მესაკუთრის თანხმობით, მაგრამ მესაკუთრის თანხმობაც კი არასაკმარისია, როცა აგიტაციის მასალის განთავსებას ადგილი აქვს იმ ობიექტებზე, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ან იმ იურიდიული პირისგან, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. თუ მსგავსი ქმედება ხორციელდება, ამას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჰქვია. ასე რომ, დაუშვებელია ამ სარეკლამო სააგიტაციო მასალის განთავსება ამ კონკრეტულ ობიექტზე. ეს იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ აბრა აქვს განთავსებული. თუ ნაციონალური მოძრაობის სახსრებიდან ფინანსდება ეს ობიექტი, მაშინ ადგილი აქვს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის დარღვევას, რადგან პარტიას ეკრძალება ამ კანონის თანახმად საქველმოქმედო საქმიანობა, და მას ეს ჩაეთვლება "ამომრჩეველთა მოსყიდვად". იმ შემთვევაშიც კი, თუ ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით პარტია (ნაციონალური მოძრაობა) და ამ ობიექტის მესაკუთრე (ი/მ ან სხვა სახის იურიდიული პირი), დაუშვებელია საქველმოქმედო საქმიანობა. უფრო მეტიც, მაშინ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთან _ "ამომრჩეველთა მოსყიდვასთან". თუ ამ კონკრეტულ შენობაში არის განთავსებული "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიც, მაშინ აბრები განცალკევებული უნდა იყოს მაინც, რადგან დაუშვებელია რომელიმე პოლიტიკური პარტიის რეკლამირება ხდებოდეს საქველმოქმედო საქმიანობის ხარჯზე", _ ამბობს მესხიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე: _ საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ 291-ე მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს ყოველწლიურად გამოეყოფათ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.

როგორც თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, სასადილოს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან. შესაბამისად, თანხებიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები და შესაბამისად, ამ თანხით შესრულებული სამუშაო არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილებას. ზემო თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უფასო სასადილოზე წარწერა ატარებს კონკრეტულად ერთი პარტიის სარეკლამო ხასიათს და არაკანონიერია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის თემურ სალუქვაძის განცხადებით, "არსებული ხელისუფლება საპიაროდ იყენებს ქვეყანაში უპოვართა სახლებს გახსნას. ამის ბრწყინვალე მაგალითია ოზურგეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის, რომელსაც ამშვენებს "ნაციონალური მოძრაობის" აბრა. ყველა ნორმალური ხელისუფლებისთვის, უპოვარ ადამიანთა რიცხვის ზრდა კატასტროფა უნდა იყოს და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც შეჭირვებულ ადამიანს საკუთარი თავის რჩენის საშუალებას მისცემს. ამის საპირისპიროდ, ის ამაყობს ამ საგანგაშო სტატისტიკით. აქედანაც ჩანს მათი ბუნება და პოლიტიკური სარბიელიდან ჩამოშორების აუცილებლობა.

რაც შეეხება ასეთი სახლების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ესეც ხომ თითოეული ჩვენგანის მიერ საშემოსავლო დაქვითვით მიღებული თანხიდან ხდება, ოღონდ "ნაციონალური მოძრაობა" ამას ისევ საკუთარ თავზე იწერს, რაც მათ მიერ მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება".

"ახალი მემარჯვენეების" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი და გურიის რეგიონის კურატორი ლევან კალანდაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ ეს არის სახელმწიფოს კუთვნილი თანხების წინასაარჩევნო მიზნებისთვის და წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან: "ეს არის არსებული კანონმდებლობის უხეში დარღვევა და შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც ადმინისტრაციული რესურსების უხეშად და უკანონოდ გამოყენება, ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვად", _ გვითხრა კალანდაძემ.

"გურია ნიუსი" 17 თებერვალს, დაახლოებით, 14 საათსა და 20 წუთზე, კომენტარისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურებს დაუკავშირდა..

საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი შინაარსის კომენტარი მოგვწერეს: "როგორც გვაცნობეს, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ამჟამად, მსგავსი წარწერით აბრა არ აქვს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან სასადილოს კავშირს, შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის თავის დროზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დაწყებული პროექტია".

გამგეობის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაკავებულია და კომენტარისთვის მოგვიანებით მოიცლის.

ასე თუ ისე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზემოთ ნახსენები აბრა "ოპერატიულად" ჩამოხსნა, თუმცა, არ უარუყვია, რომ სასადილოს მმართველ პარტიასთან აქვს კავშირი.




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?