ნოდარ ხადური: “ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ“

მთავარი თემა

ნოდარ ხადური: “ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ“

2015 აგვ 14 16:38:46

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც  ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებსა და გაცვლით კურსზე მოქმედ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზის კორექტირებიდან გამომდინარე, ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. ცვლილებებმა დეფიციტის 3%-ის ფარგლებში შენარჩუნება უზრუნველყო. რასაც მიესალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამასთან, მოსალოდნელია საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულება.

_ 2015 წლის 7 თვის ფაქტიური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 580 მლნ ლარით მეტია ათვისებული 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რაც მიუთითებს ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვის ტენდენციაზე;

2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ისევე როგორც წლის ბოლომდე ხარჯვის პროგნოზი, გამოირჩევა თანაბარი ხარჯვის ტენდენციით წინა წლებისგან განსხვავებით;
2015 წლის ბიუჯეტის გეგმის თანახმად, წელს, ისევე როგორც 2014 წელს მოხდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე ნაშთის დაგროვება;

2015 წელს საბიუჯეტო დახმარების სახით დონორებისგან მისაღები სახსრები თითქმის 50 მლნ აშშ დოლარით აჭარბებს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გასაწევ ხარჯებს, განსხვავებით გასული წლებისგან, როცა საგარეო ვალის მომსახურების ხარჯები აღემატებოდა უცხოური წყაროებიდან საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღებ შემოსავლებს;

სახაზინო სავალუტო ოპერაციებით იანვარ-ივლისის პერიოდში 81 მლნ აშშ დოლარით მეტი რესურსის მობილიზება მოხდა ბიუჯეტის ანგარიშებზე, ხოლო წლის ბოლომდე, მოხდება დამატებით 110 მლნ აშშ დოლარის დაგროვება;

გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შეადგენს 1419 მლნ აშშ დოლარს (შემცირება შეადგენს 192 აშშ დოლარს);

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ, რეკორდულ წელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მაინც მაღალია 2012-2013 წლებთან შედარებით. 2015 წლის პროგნოზი შეადგენს 1186 მლნ აშშ დოლარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროგნოზები ეყრდნობა კონკრეტულ, დაგეგმილ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული აქვთ კომპანიებს;

მიმდინარე წლის მე-3 და მე-4 კვარტლებში, უცხოური ვალუტის ნაკადები პოზიტიური იქნება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს აჭარბებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელი. ასევე დამატებით იქნება სხვა ფინანსური ნაკადები, _ განაცხადა ხადურმა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა,  2015 წლის ბიუჯეტი გამოირჩევა ყველაზე თანაბარი ხარჯვით;  მაკროეკონომიკური საფუძვლები კურსის გაუფასურებისთვის არ არსებობს;  ეკონომიკამ სრულად მოახდინა ადაპტირება გარე შოკების მიმართ და  აღნიშნული ადაპტაციის პროცესში საბიუჯეტო პოლიტიკამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...