ახალი შეტევა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე

მთავარი თემა

ახალი შეტევა გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე

2015 აგვ 27 22:57:38

დღეს მორიგი ხმაურიანი დღე იყო გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის შენობაში, სადაც ლანჩხუთელ ფეხბურთის გულშემატკივართა ნაწილი და ვეტერანი ფეხბურთელები იყვნენ მობილიზებულები. ისინი კახა ებრალიძისგან კვლავ ითხოვდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე მერაბ ჟორდანიას წარდგენას მაინც, მხარდაჭერას თუ არა.

ფაქტია, რომ ეს შეხვედრა ორგანიზებული იყო, რამდენიმე ადამიანი სოფლებიდანაც კი იყო ჩამოსული, სამუშაო საათების დროს  მრავლად იყვნენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები, მაგრამ გაუგებარი იყო ის, რომ არ იყო თავად კახა ებრალიძე, რომელიც ოჯახური მიზეზების გამო სხვაგან იმყოფებოდა და რომელსაც უნდა გაეცა უშუალოდ პასუხი დასმულ შეკითხვებზე.

სპეციალურად ლანჩხუთს სტუმრობდნენ გურიის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები, იური ჩხაიძე და მერაბ ვანიძე ოზურგეთიდან, ბენო თავბერიძე ჩოხატაურიდან, რომლებისგანაც შეხვედრის დაწყებისთანავე "გურიის"  სპორტულმა დირექტორმა ედიშერ ჟორდანიამ მოითხოვა განმარტებები, თუ იყვნენ  საქმის კურსში ისინი, კახა ებრალიძემ  რევაზ არველაძე კანდიდატად რომ წარადგინა და თუ უჭერთ მხარს რევაზ არველაძესო.

მათი პასუხი იყო, რომ არ იყვნენ, მაგრამ დებულებით ჰქონდა თუ არა ებრალიძეს ამის უფლება, ეს არ იცოდნენ.

"სიმართლეს გეტყვით, ჩვენ არაფერი ვიცოდით.  ადამიანურად  კი ვიყავით ღირსი, ჩატარებულიყო აღმასკომის სხდომა და იქ გაგვეხილა ყველას ერთად ესა თუ ის კანდიდატურა. შეიძლება თანახმა ვიყავით არველაძის წარდგენაზე, მაგრამ უპატივცემულობაა ჩვენი, ეს რაც მოხდა. აგერ ვართ ჩვენ და ვამბობთ რომ არ ვიცოდით, მაგრამ  ისიც არ ვიცით, თუ კახას აქვს უფლება უჩვენოდ გააკეთოს ეს ყველაფერი. ალბათ  აქვს, თორემ ამას არ გააკეთებდა" - განაცხადა იური ჩხაიძემ.

ამის შემდეგ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, ძნელი იყო აზრის გამოტანა და მითუმეტეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება. განსაკუთრებით კობა მირზაშვილის გამოსვლის შემდეგ, როცა მან განაცხადა,რომ ეს საკითხი ორი  წლის წინ რომ განხილულიყო და ვინმეს ეფიქრა ამაზე, დღეს ასე არ იქნებოდაო და ისიც დასძინა -  მას პირადი  ვალდებულება ქონდა არველაძესთან და სიჭინავასთან, რომლებსაც ყოველთვის გვერდში დაუდგებოდა. ეს იყო და მონასტერი აირია.  შეხლა - შემოხლასაც ქონდა ადგილი, თუმცა, საბედნიეროდ სიტყვიერი დაპირისპირების გარდა,  არაფერი მომხდარა.  კონსტრუქციული დიალოგი უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა  და შეხვედრამაც აზრი დაკარგა. ბევრიც გაერიდა იქაურობას და ფაქტობრივად შეხვედრა აქ  დასრულდა.

საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ლანჩხუთის "გურიის"  მთელი სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელი პირები ამ შეხვედრას ესწრებოდნენ და აფიქსირებდნენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მერაბ ჟორდანიას. თუმცა, აქ არ გამოჩენილა კლუბის პრეზიდენტი და ამავდროულად მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე, რომელმაც წინდღით პრესაში განაცხადა, რომ  არსად დაუფიქსირებია,  ის რომელიმე  კანდიდატს  და მათ  შორის ჟორდანიას,  მხარს რომ უჭერს.

აღნიშნულ პროტესტის შემდგომ კახა ებრალიძე დაგვიკავშირდა და განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა:

"ჩემი რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრები თურმე აცხადებენ, რომ სფფ–ის ყრილობის დელეგატის კანდიდატურა და პრეზიდენტობის კანდიდატი არ შევუთანხმე და ეს, ბევრისთვის მოულოდნელიც აღმოჩნდა.  ვისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ან მე არ მიცნობს, ანაც ის კატეგორიაა, ჩემგან განსხვავებით მხარდაჭერას ხან ერთს რომ ჰპირდება, ხან მეორეს. რაც შეეხება შეთანხმებას, ამის სამართლებრივი ვალდებულება არ მქონია. რაც შეეხება  მორალურ მხარეს,სწორედ მორალური თვალსაზრისით არ ჩავაყენე ოფიციალურად ისინი საქმის კურსში და უხერხულობაშიც.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა გრფფ–ის არჩევნები ტარდებოდა, მანამდე შევხვდი ჩემი ფედერაციის გამგეობის წევრებსა და სუბიექტებს, სადაც აღვნიშნე, რომ თუ მხარს დამიჭერდნენ, კენჭს ვიყრიდი. ყველამ დამიჭირა მხარი! დავაყენე კანდიდატურა და შემდეგ ამ ადამიანების ნაწილმა დაწერა კოლექტიური განცხადება, სადაც მე მხარს არ მიჭერდნენ და არ ცნობდნენ არჩევნებს! გასათავალისწინებელია, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან და აშკარა იყო, მათზე ზეწოლა განხორციელდა. კარგად მესმოდა და მესმის მათი.

 არჩევნების შემდეგ მათ ჩემთან შეექმნათ უხერხულობა, თუმცა, ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ ეგრძნოთ. ამასთან, ერთი მათგანიც კი არ გამიშვია ფედერაციიდან!   ახლაც ვიცოდი, რომ ოფიციალურად ისინი საქმის კურსში რომ ჩამეყენებინა, გაცილებით ცუდ დღეში აღმოჩნდნებოდნენ. მხოლოდ ფაქტებს გეტყვით: რაც პრეზიდენტი ვარ, 5–6 ყრილობა გაიმართა და გამგეობას არც ერთხელ არ გასჩენია სურვილი პირად საუბარში მაინც დაეფიქსირებინა პროტესტი, ახლა რატომ მიპირისპირდებიან?  რა გამოდის, დამსაქმებელი ანუ ხელისუფლება არის ჩართული?  მე ბრალს ვერავის დავდებ, თუმცა,  როცა ჩემი გამგეობის წევრები არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში მოდიან ლანჩხუთში და ჩემთან შეხვედრა უნდათ, ეს რას ნიშნავს? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს კვირა საღამოს გაუჩნდათ სურვილი ჩემთვის პასუხი მოეთხოვათ?

თურმე არ მცნობენ და ჩემი გადაყენება სურთ. მე კანონი არ დამირღვევია და თუ ამ ხალხს დელეგატის წარდგენამდე არ ჰქონდათ პრეტენზია, ფიქრობთ, რომ ეს საკითხი ჩემი გადაყენების საფუძველია? მე არ ვეპოტინები სკამს და ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება პირად კეთილდღეობას. მე რეგიონულ ფედერაციაში არ მაქვს 1 ლარი ხელფასიც კი! ამას გარდა, პირადი კეთილდღეობა წინ არასდროს დამიყენებია _ ორჯერ დავტოვე 1200 ლარიანი სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებოდი იმას, რაც ხდებოდა! მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ სამსახურს არ ვეპოტინები ფულის გამო და არც სფფ–ის პრეზიდენტის სკამზე ვარ ჩაბღაუჭებული.

არველაძეს კი მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ როცა ზვიად სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, პირველად ლანჩხუთში ჩამოვიდა და თქვა, რომ "გურია" ბრენდი და ჩემი პრიორიტეტიაო. მისი და გენმდივან რევაზ არველაძის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდით.

შპს "გურიას’" ჰქონდა 250 ათასიანი საბიუჯეტო დავალიანება და სფფ–ის სარეკომენდაციო წერილით ეს თანხა ჩამოგვაწერეს; ლანჩხუთის სტადიონზე პირადად სფფ–ის პატრონაჟით დაიგო 700 ათასიანი ბერძნული მინდვრის საფარი; საჩუქრად გადმოგვცეს 80 ათასი ლარის ღირებულების ინდივიდუალური სკამები; გურიის ფეხბურთის ფედერაციას შეუძინეს ოფისი ქალაქის ცენტრში; ოზურგეთის ბავშვთა სკოლას გადაეცა 25 ათასი ლარის ღირებულების ეკიპირება. 4 წელიწადში როდის გაკეთდა გურიის რეგიონში ამდენი რამ? ამის შემდეგ მე არ ვიქნებოდი მართალი, მხარი სხვისთვის დამეჭირა. გული მწყდება, რომ ვერ დავუჭირე მხარი მერაბ ჟორდანიას, ვისაც ლანჩხუთის ფეხბურთში დიდი ღვაწლი აქვს. თან მას მხარს თემურ ჩხაიძეც უჭერს. არა იმ კუთხით, რომ ის პარლამენტარია, ის ხომ "გურიას’" ლეგენდაა. სამწუხაროდ, ერთისთვის უნდა დამეჭირა მხარი..."- აცხადებს ებრალიძე.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები და უფრო ვრცლად ამ შეხვედრის შესახებ "გურია ნიუსი" შემდგომ  შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები _ გამყრელიძეჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე "პირველ არხთან" საუბარში.  მისივე თქმით, საქართველოში დამზადებული პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ. "ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ. ცნობისთვის, ქართული პირბადეების ხარისხი და დიზაინი სოციალურ ქსელში კრიტიკისა და განხილვის საგანი გახდა. აღნიშნული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გაყიდვაშია, მათი ღირებულება 50 თეთრია და ერთ პირს მხოლოდ სამი პირბადის შეძენა ... ...
  • დაბადებასა და გარდაცვალებასთან, ასევე, აპოსტილთან დაკავშირებული სერვისების გაცემა განახლდასახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა. ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით მიმართოს. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge. განაცხადის დარეგისტრირება ვიდეოგასაუბრებით მოხდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს. ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც. ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს, ან, გარკვეულ შემთხვევაში, მასთან ადგილზე ვიზიტი ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 143 ფაქტი გამოვლინდაპოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 42 მოქალაქე დააჯარიმეს პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 21 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ... ...
  • ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყოსაგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს გაუწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც ჩაუტარდებათ. ეფექტური პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის ... ...
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...