ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცის

gurianews.com

მთავარი თემა

ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ ხელისუფლებამ არაფერი იცის

2015 სექ 7 13:35:02

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძიმითი 17,66 კვადრატული კილომეტრზეა გადაჭიმული.

ისტორიული წყაროების მიხედვით,  ძიმითი არის სოფლების _  ზედა ძიმითისა და ქვედა ძიმითის ძველი სახელწოდება. ძიმითის სასოფლო საზოგადოება ასევე მოიცავდა მამათს და ეჭირა მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირი, ნიგოითის სერის კალთები. საზოგადოებას ეკავა მთაგორიანი ტერიტორიები, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით ეჭირა მდინარე სუფსის უხვმოსავლიანი სასიმინდე მერეები, შუაში ჩამოდიოდა მდინარე მამათისღელე. ძირითადად მოდიოდა სიმინდი და ღომი. გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა და მეფუტკრეობა.

ძიმითში გორდელაურის, კიბულასა და ჩიტიას გორაკები ეკავა ციხეს, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ბერიძის ციხედ მოიხსენიებს. ციხის მფლობელი იყო ფომინისა ბერიძე, რომელიც ქრისტეფორე კასტელს ჰყავს მოხსენიებული. ციხის ეზოში იდგა სასახლე.

ძიმითში იყო წმინდა კვირიკეს სახელობის ხის, გუმბათიანი ეკლესია. ეკლესიას გარშემო ჰქონდა ქვის გალავანი. 1660-1662 წლებში ვამეხ დადიანმა ძიმითი აფხაზეთის საკათალიკოსოს შესწირა. ეკლესია გუგუნავების სათავადოში მდებარეობდა და მათი მზრუნველობით სარგებლობდა. გიორგი და სიმონ გუგუნავებმა ძიმითს შესწირეს ზარი, ვახუშტი გუგუნავამ კი წმინდა გიორგის ხატის ბუდე. 1901 წლის 15 იანვარს ძიმითის ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. ხანძარმა იმსხვერპლა თავადი გუგუნავების კუთვნილი საგვარეულო ნივთები.

ძიმითი საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა ერთიან კოლმეურნეობას. მისი ეკონომიკის მთავარი დარგი იყო მეჩაიეობა. სოფელში აგრეთვე მოჰყავდათ ციტრუსი, თუთა, ხეხილი და ვაზი. 1951 წელს აშენდა ძიმითჰესი, რომელიც ემსახურებოდა ძიმითისა და ნაგომრის კოლმეურნეობებს. 1959 წელს გაიხსნა 150-მეტრიანი ხიდი მდინარე სუფსაზე, რომელმაც ძიმითი ოზურგეთსა და ჩოხატაურს უმოკლესი გზით დაუკავშირა, ასევე, აშენდა 25-საწოლიანი საავადმყოფო.

ძიმითში დღეს არც საავადმყოფოა და არც ეკლესია. წლების წინ ეკონომიკის მთავარი განმსაზღვრავი ჩაი კი, როგორც ყველგან, აქაც საყანე ფართობებმა ჩაანაცვლა.

ინტერნეტში ვერ იპოვით ინფორმაცია ამ სოფლის ერთ-ერთი სიმდიდრის _ გოგირდოვანი წლების შესახებ, თუმცა, იქ მოსულებს ყველა ძიმითელი მოგიყვებათ "მჟავე წყლების" სასარგებლო თვისებებზე.

როგორც აქაურები ამბობენ, კომუნისტების დროს, ე. წ. მერეში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გოგირდოვანი წყალი გლეხებმა მიწის დამუშავების დროს აღმოაჩინეს და ამის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინეს. იმდროინდელმა მთავრობამ ცენტრში დეპეშა "აფრინა" და მალე ჭაბურღილიც გაკეთდა, რომლის ნაშთები დღესაცაა შემორჩენილი.

უხუცესების მტკიცებით, ძიმითის გოგირდოვანი აბაზანით საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ.

გვიყვებიან, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრამვული  და ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები, მარილები, რევმატიზი, სახსრების, გულსისხლძარღვთა სისტემის  გარკვეული სახის  და ნერვიული სისტემის დაავადებები აწუხებთ,  ძიმითის "გოგირდოვანი" წყალი "მისწრებაა". გვეუბნებიან იმასაც, რომ ამ წყლებით მკურნალობამ ბევრი ადამიანი მოარჩინა.

ნოდარ დიასამიძე ოზურგეთში ცხოვრობს. როგორც თავად გვითხრა, აბაზანების მისაღებად ექიმის რჩევით დადის:

_ მეორედ მოვედი, მითხრეს, რომ მარილებისთვის კარგია. ვნახოთ, რა შედეგს გამოიტანს, _ გვითხრა ბატონმა ნოდარმა, რომელიც ძიმითს ოჯახთან ერთად სტუმრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია მოუწესრიგებელი, დანაგვიანებული და აბაზანების მისაღებად მოუწყობელია, ამ ადგილს ძალიან  ბევრი ადამიანი აკითხავს. შესაბამისად, ხშირია ბანაობის მსურველთან რიგი.

ე. წ. "ბასეინში", რომელსაც ირგვლივ ტალახი და ეკალ-ბარდები აკრავს, მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება ჩავიდეს _ მეტის ჩასვლის საშუალებას ადგილი არ იძლევა. ადგილობრივების თქმით, მკურნალობის სრული კურსი 10 დღეს მოიცავს:

_ ათი დღის განმავლობაში 20-20 წუთი უნდა ჩაწვე ამ წყალში შიშველი, მაგრამ აქ ისეთი პირობებია, რომ მაგას ვერ მოახერხებ. შიშველი კი არა, ტანსაცმლით ვერ ჩახვალ ნორმალურად. ეს აბაზანა გზის პირზეა და აქ ხალხი დადის. წლების განმავლობაში ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ამ ადგილს ყურადღება მიაქციოს და ეს სიმდიდრე გამოიყენოს, მაგრამ არავის ესმის. არადა, ეს თუ გაკეთდა, სოფელსაც მისი შემოსავალი ექნება. თან გზასთან ახლოსაა, არც გზაა ძალიან ავარიული. მონდომება უნდა, თორემ ყველაფერი გამოვა, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.

ჭაბურღილიდან მომავალ წყალს ცეცხლიც ეკიდება, რაც განსაკუთრებით, ბავშვებს მოსწონთ:

_ უცხოელებიც ხშირად დადიან და გაოცებას ვერ მალავენ, წყალს რომ ცეცხლი უკიდია. ვუყვებით წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი მონაყოლი საკმარისი არაა, _ დასძენენ ძიმითელები.

გარდა ამ  ე. წ. საბანაოსაც, იქვე ახლოს, სპეციალურად გამოყვანილი მილიდან გოგირდოვანი წყალი მოდის. როგორც გვითხრეს, ეს წყალი სასმელად ვარგისია და ყველაზე მეტად იმ ადამიანებს უხდება, ვისაც კუჭი აწუხებს:

_ დღე არ გავა, აქ რომ ვინმე არ მოვიდეს და ეს წყალი არ წაიღოს. არ იყვნენ კომუნისტები სულელები და ტყუილად არავინ არაფერს გააკეთებდა. შემოწმებული და  დადგენილია, რომ უნიკალური წყლებია, მაგრამ რად გინდა?! მხოლოდ ჩვენ ვიცით ამის შესახებ. თქვენ პირველი მედიასაშუალება ხართ, რომელიც ამ თემით დაინტერესდა და იმედი გაგვიჩინა. იქნებ, რამე გაკეთდეს და სოფელ შემოსავალი გაუჩნდეს. სხვა თუ არაფერი, ხალხს მაინც წაადგება იმის ცოდნა, რომ ამ წყლებით ბევრი დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი, _ გვითხრეს ძიმითში.

როგორც გაირკვა, ამ სიმდიდრის შესახებ ინფორმაციას არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფლობენ და არც გუბერნიაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, თემით აუცილებლად დაინტერესდება, შესაბამის სტრუქტურებსაც ჩართავს და დასკვნების გაკეთების შემდეგ ტერიტორიის მოწყობაზეც იზრუნებს.

"გურია ნიუსმა" აღნიშნულის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილიც ჩააყენა საქმის კურსში:

_ ძალიან საინტერესო თემაა. აუცილებლად დავინტერესდები, _ გვითხრა აგულაშვილმა.


ნახვა: 348


 ახალი ამბები
  • რატომ გადაუხადა პრემიერმა მადლობა გურიის გუბერნატორს, მერებს და დეპუტატებსდაბა ურეკში, „ქართული ოცნების“ დღეს გამართულ ყრილობაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების მერებს და მაჟორიტარ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია: „მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც რწმუნებულს გურიის რეგიონში, ასევე, მუნიციპალიტეტების მერებს, მაჟორიტარ დეპუტატებს. მათი ჩართულობა თქვენი პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოტანის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია და მე არა ერთი შეხვედრა მქონია მათთან ამ პრობლემების მოგვარების მიზნით. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, ჩვენ გვექნება ის კონსოლიდაცია, რომელიც მოგვიტანს იმ ლოგიკურ შედეგს, რომელიც ჩვენს ბრძოლას უნდა მოჰყვეს საბოლოოდ აუცილებლად. ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები _ “ქართული ოცნება” არჩევნებზე ღირსეული კანდიდატით წარდგება და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ გამარჯვებათა ჯაჭვში, რომლებსაც დღემდე ერთად მივაღწიეთ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმამაღალი სიტყვა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებს საქვეყნო საქმეს და ეს საქვეყნო საქმე გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე”, _ განაცხადა გიორგი ... ...
  • პრემიერმა ბახმაროს განვითარება დააანონსა: "მართლაც უნიკალური კურორტია""ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას" _ ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკის კულტურის სახლში, "ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბახმაროში მალე გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება: _ ზაფხულში დაიწყება კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები. ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას. მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით, _ განაცხადა გიორგი ... ...
  • " მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც" _ პრემიერის მოწოდება გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების და პარტიის ხელმძღვანელებს„პარტია „ქართული ოცნება“ სერიოზულ რეფორმებს გადის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი“, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბა ურეკში, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, სადაც ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა რეგიონში გახორციელებულ და გასახორციელებელ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და პარტიის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა: _  რა თქმა უნდა, პირველ რიგში დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი და როლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში “ქართული ოცნების” გვერდით დადგნენ და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანეს.  რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც და სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობის როლი. ამიტომ, მინდა მოვუწოდო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო რწმუნებულს, პარტიის ხელმძღვანელებს, ყველას _  მაქსიმალურად გავაძლიეროთ კომუნიკაცია ახალგაზრდობასთან, ჩავრთოთ ახალგაზრდობა აღმშენებლობის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქვეყნო კონსოლიდაციისთვის, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ რომ დღეს გამართულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის  ორგანიზაციის თავმჯდომარედ გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე ... ...
  • პრემიერი: "ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის""მადლობა ყველა თქვენგანს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ აღმშენებლობის პროცესში, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” გაძლიერების პროცესში. თქვენი წვლილი მომავალშიც იქნება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვმართებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი საქმის შედეგი უნდა იყოს კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში," _ ასე დაიწყო პრემიერმა თავისი გამოსვლა დაბა ურეკში, პარტია ქართული ოცნების" რეგიონულ კონფერენციაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის სათმელი ბევრი აქვს: "დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით გადავხედოთ განვლილ პერიოდს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის.  21 აპრილს 6 წელი შესრულდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა საქართველოს მოსახლეობა, რათა შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ცვლილება უპირველეს ყოვლისა აისახა მეტი თავისუფლების მოტანაში და ეს თავისუფლება დღეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა.  დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით" _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ხელისუფლების მიერ გახორციელებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე: "ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ იმ პრობლემებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. პრობლემა უამრავია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.  ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, გახლავთ ასევე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. ამას ვახორციელებთ ჩვეენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე" _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. სიტყვის გამოსვლისას მთავრობის მეთაურს არც გურიის კურორტები დავიწყებია: _ გურიას აქვს ისეთი სიმდიდრე, რომლითაც არათუ რეგიონი, არამედ ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის - ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და დავტვირთოთ არსებული რესურსი და პოტენციალი. ეს ხალხისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, _ თქვა პრემიერ-მინისტრმა და იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც გურიაში ფონდ "ქართუს" დაფინანსებით გახორციელდა.   ... ...
  • ოზურგეთში ეკა ნინიძის სასამართლო პროცესი დასრულდა, მექვაბიშვილის _ გადაიდოდღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კარგა ხანს გაგრძელდა სასამართლო პროცესი, რომელიც სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ეკატერინე ნინიძის სარჩელს  განიხილავდა. მოსამართლე მარინა კიკნაძემ განაცხადა, რომ გრძელდება საქმის განხილვა და   წინა პროცესზე გაცხადებული მოსაზრება, ორი მსგავსი სარჩელის გაერთიანების შესახებ, როგორიცაა ავთანდილ მექვაბიშვილის და ეკა ნინიძის საქმე, სასამართლომ გააანალიზა და  არ დაეთანხმა, რადგან ეს გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას. მხარეს არ აქვს გასაჩივრების უფლება.  რაც შეეხება მესამე პირის ჩართვას, სასამართლო არც ამ მოთხოვნას  დაეთანხმა, ოღონდ მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება.  მოსამართლემ ამის შემდეგ მოსარჩელე მხარეს მოუსმინა. თვითონ ეკა ნინიძე, სხდომას არ ესწრებოდა. მისმა ადვოკატმა,  გიორგი ხუროშვილმა კიდევ ერთხელ გააცნო სასამართლოს დავის არსი: მოსარჩელე ეკა ნინიძე მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია შესაძლოა იყოს მუშაკის გათავისუფლების საფუძველი, არასწორია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებენ, რომ  რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ მოითხოვდნენ სასამართლო წესით  ეკატერინე ნინიძის აღდგენას და ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამასთანავე, გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, რომ აქ მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეკა ნინიძე არჩევნების პერიოდში არ იყო ახლანდელი მერის კოტე შარაშენიძის მხარდამჭერი და ამ გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი პოლიტიკური მოტივია. მუნიციპალიტეტის მერიის იურისტებმა ლაშა თავაძემ და მიხეილ შილაკაძემ, რომლებიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ,  ისაუბრეს ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ერთ სტრუქტურაზე, სადაც, ასევე, ორი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი გაერთიანდა და აქედან გამომდინარე, ვაკანტური იყო მხოლოდ ერთი ადგილი. „ეკა ნინიძის სამსახურიდან საავადმყოფო ფურცელზე გასვლა შეუტყობინებლად მოხდა და თუ თავად არ შეეძლო, ვინმეს მეშვეობით მაინც უნდა მომხდარიყო“, _ აღნიშნა ლაშა თავაძემ. ლაშა თავაძემ,  ასევე, ისაუბრა იმ გარემოებაზე, რომ თუ ეკა ნინიძეს სამსახურის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, იმ ათი დღის ვადაში უნდა შეეტანა განცხადება, სანამ ახალი კადრი დაინიშნებოდა  და შესაძლებელი იყო, სხვა შედეგი დამდგარიყო. მიხეილ შილაკაძემ თქვა, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად სამსახურებიც გაერთიანდა და შეიქმნა ახალი ა(ა)იპ ორგანიზაცია  და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მობილობა არ ვრცელდებოდა. „რომ შემოეტანა ეკა ნინიძეს განცხადება, მერი განიხილავდა. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ მაკა ჭყონიას განცხადება იყო და მერი არ იყო არანაირად ვალდებული, რომ ადგილი შეეთავაზებინა. ამიტომ მოსარჩელის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“, _ თქვა მან. გია ხუროშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ  ეს ახალი ორგანიზაცია არის  უფლებამონაცვლე  იმისა, რომელიც გაუქმდა. ამიტომ ორი დირექტორიდან შეიძლებოდა ერთის დატოვება ან სულაც ორივესი - არსებობს გენერალური დირექტორის და დირექტორის პრეცედენტი. ყოველ შემთხვევაში,  არანაირი საჭიროება არ იყო გარედან ახალი კადრის შემოსაყვანად, _ თქვა მან.  საბოლოოდ, როგორც მოსამართლე მარინა კიკნაძემ აღნიშნა, ეკა ნინიძის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწეილი 27 აპრილს, პარასკევს, 2 საათზე გამოცხადდება. რაც შეეხება ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესს, ის გადაიდო მოსამართლის ავადმყოფობის გამო.   როგორც ცნობილია, მექვაბიშვილი  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი იყო და  გაათავისუფლეს. ახლა კი  აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ... ...

არქივი

ზაფრანი

კაზუარი - საშიში ფრინველი დედამიწაზე

კაზუარი - ერთადერთი სახეობაა კაზუარისებრთა...

როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?

ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის...

22 წლის მოდელი აუქციონზე ქალიშვილობას ყიდის

22 წლის პორტუგალიელი მოდელი აუქციონზე...

რა სარგებელი მოაქვს საღეჭ რეზინს

 აშშ-ში, მშრალი კანონის დროს, არომატული...

ახალგაზრდობის ელექსირი

ცოტა ხნის წინ მღრნელებზე ჩატარებული...

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები

ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზი გენეტიკაზე უფრო...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...