საუბარი ლოზუნგებით "ლოზუნგის გარეშე" _ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია"

მთავარი თემა

საუბარი ლოზუნგებით "ლოზუნგის გარეშე" _ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია"

2012 თებ 24 17:34:10
სამებაში ბაქრაძეს ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის რამდენიმე მკვიდრი და სკოლის მოსწავლეები დახვდნენ. საფლავზე სანთლების დანთების და მოსწავლეებთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე, დაბა ჩოხატაურში გაემართა, სადაც მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა გახსნა:

_ დღეს ჩოხატაურში გავხსენით იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელობის ქუჩა. ის ახალგაზრდა, 21 წლის ყმაწვილი იყო, რომელმაც თავისი ნიჭით და ცოდნით მოახერხა, სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე _ ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე, მაგრამ როგორც კი საქართველოს დაემუქრა საფრთხე, როგორც კი საქართველოს თავისუფლება დადგა ეჭვის ქვეშ, მიატოვა მოსკოვი, მიატოვა სწავლა, ჩამოვიდა საქართველოში, აიღო ხელში იარაღი და გმირულად დაიღუპა თბილისის დაცვის დროს. იუნკერ ბურჭულაძის ისტორია სამშობლოსთვის თავდადებული ბრძოლის მაგალითია. მას არ დარჩა არც ოჯახი, არც შვილი, არც შთამომავლობა არც სახლი. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, არის მისი საფლავი და მისი სახელი. ამიტომ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ასეთი ადამიანის სახელს მოვუფრთხილდეთ. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დღეს მქონდა პატივი გამეხსნა მისი სახელობის ქუჩა ჩოხატაურში, _ აღნიშნა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საზეიმო გახსნის ცერემონიალის დასრულებისთანავე, დავით ბაქრაძე ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა. მოსახლეობას პირობითად, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს ჩოხატაურში გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლების, სოფლის რწმუნებულების, არასამეწარმეო იურიდიული პირებსა და სხვა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების თითქმის სრული შემადგენლობა და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები დახვდნენ. ალბათ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქვეყნის მეორე პირთან შეკითხვა არავის გასჩენია.

დავით ბაქრაძემ ვრცლად ისაუბრა სამომავლო პროექტებზე, და აღნიშნა, რომ ამ მთავრობას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

_ ჩემი ჩამოსვლის მიზანი იყო პატივი მიმეგო მაკარ ბურჭულაძისთვის, მაგრამ სადაც ჩავდივარ, ყოველთვის ვცდილობ, ხალხს შევხვდე. ყველაზე მეტ ინფორმაციას იღებ ადამიანი, როცა ხალხთან გაქვს ურთიერთობა. როცა თბილისში, კაბინეტში ხარ, ხშირად გგონია რომ რაღაც გაკეთდა, რაღაც მოწესრიგდა და მერე რომ ჩადიხარ ადგილზე და ხალხს ელაპარაკები, შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა აღმოაჩინო. ამიტომ, სულ ვცდილობთ ხოლმე, მეც, პრეზიდენტსაც ხედავთ, როცა საქართველოშია, სულ ჩადის რაიონებში, ხალხს ხვდება. ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, რომ თქვენ იცოდეთ ჩვენ რას ვაპირებთ და ჩვენ გვქონდეს თქვენგან ინფორმაცია, რა ხდება და როგორ ხდება. მინდა გითხრათ, რომ გურიაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. აქაც ვაკეთებთ, მაგრამ სხვაგან უფრო სწრაფად კეთდება და ეს ნაწილობრივ რელიეფის ბრალიც არის _ უფრო ბევრია მთიანი და ძნელად მისადგომი სოფლები. მაგრამ გაზიფიკაცია, გზები, წყალი აქაც კეთდება და ბოლო წლებში, დამეთანხმებით, გაკეთდა ბევრი, მაგრამ უფრო მეტი არის გასაკეთებელი და ამას ლოზუნგს არ გეუბნებით _ მართლა მეტია გასაკეთებელი. ახლა ვიყავი სამებაში, გზაც გასაკეთებელია, გაზიც გასაყვანია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. უბრალოდ, ყველაფერს ერთბაშად და ერთიანად ვერ ვასწრებთ. არც ფულია, რომ ერთბაშად გაკეთდეს, არც საშუალება და ნაწილ-ნაწილ ვცდილობთ. წელს აუცილებლად უნდა დამთავრდეს ქალაქების გაზიფიკაცია, რომ ეს პირველი ამოცანა დავამთავროთ, _ აღნიშნა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ჩოხატაურის წყალმომარაგების საკითხითაც დაინტერესდა და აღნიშნა, რომ წყალი ძვირიანი პროექტია:

_ წყალი პრობლემატური საკითხია და აუცილებლად გაკეთდება ყველგან. ძალიან ძვირი ჯდება და ერთბაშად ვერ ვაკეთებთ. განსაკუთრებით, სადაც რელიეფის პრობლემაა. წყალი ძალიან ძვირიანი პროექტია, ამიტომ, დრო სჭირდება. როცა ვამბობ დაბაზე, ლანჩხუთსა და ოზურგეთზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოფლებში არ უნდა იყოს. ნელ-ნელა მივყვებით. ორ-სამ წელიწადში ეს პრობლემა ყველგან მოგვარდება, _ განაცხადა ბაქრაძემ მისი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წლის თავზე..

მანვე ვრცლად ისაუბრა სადაზღვევო პრობლემებზე და აღნიშნა, რომ წელს საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სახელმწიფო დააზღვევს: _ ბევრს გაწუხებთ, ალბათ, დაზღვევის საკითხი და მკურნალობის ფასი, რომელიც ძალიან ძვირია. სამწუხაროდ, ამის გაიაფების გზა არ არის, გარდა დაზღვევისა. წელს ყველა პენსიონერს აზღვევს სახელმწიფო. თუ სამოც წელზე მეტის არის ქალბატონი და მამაკაცები 65 წელზე ზემოთ, მნიშვნელობა არ აქვს, სად მუშაობდნენ და რას აკეთებდნენ, ისინი სახელმწიფოს ხარჯზე უფასოდ იქნებიან დაზღვეულები. ასევე, სკოლამდელი, 6-წლამდე ბავშვებიც სახელმწიფოს ხარჯზე იქნებიან დაზღვეულები. ამას დაემატება სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, პოლიცია, სამხედროები... ჯამში, ორ მილიონ ადამიანს ვაზღვევთ წელს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეორე იქნება სახელმწიფოს ხარჯზე დაზღვეული. გარდა ამისა, ახლა სადაზღვევო კომპანიებს ვითანხმებთ, რომ იგივე პაკეტის ყიდვა, ადამიანს 15 ლარად შეეძლოს. ახლა ინდივიდუალურად რომ მიხვიდეთ სადაზღვევოში, დაგიფასებენ 200 ლარს, რაც ძალიან ძვირია. ვიღაცა შეიძლება მუშაობს და ამიტომ, უფასო დაზღვევა არ აქვს, მაგრამ 200 ლარს ვერ გადაიხდის. 15 ლარი კი ის თანხაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება ხელფასიდან გადაიხადოს ჯანმრთელობისთვის. ესეც შეღავათია იმათთვის, ვისაც ვერ ვაზღვევთ. ვინც მუშაობს მუნიციპალიტეტში თუ გამგეობაში, იმას უფასოდ ვერ დავაზღვევთ ჯერჯერობით, მაგრამ იმის საშუალება იქნება, რომ იაფად დაეზღვიონ, _ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძემ მედიაციის სამსახურზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ორგანო ადამიანების საკუთარი ფულის მიღებაში დაეხმარება და სადაზღვევო კომპანიებთან შექმნილ ყველა პრობლემას მოუგვარებს. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალური მომსახურების სააგენტოს თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქულების მინიჭების პროცედურა, ამიერიდან უფრო გამარტივდება: _ თუ რომელიღაც ოჯახს უჭირს და ვერ იღებს სოციალურ პოლისს, რწმუნებულებს, გამგეობებს, ექნებათ საშუალება, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და სამინისტრო დააკმაყოფილებს. ყოველთვის იყო ჩივილი _ აგენტი მოვიდა, ძველი მანქანა მყავდა, ტელევიზორი მქონდა და ამიტომ ამომიღეს დაუცველების სიიდანო. ეს შეიცვლება და ამის დავალება უკვე გაცემულია. ეს დამოკიდებული იქნება არა ქონებაზე, არამედ შემოსავალზე, _ თქვა დავით ბაქრაძემ.

საინტერესოა, ამ უკიდურესად მძიმე პრობლემის მოგვარებას, "დავალების გაცემის" მეტი თუ არაფერი სჭირდებოდა, რატომ ელოდებოდა ხელისუფლება საარჩევნო წელს და რატომ არის სოციალურად დაუცველი ათასობით ადამიანი დარჩენილი ისედაც მიზერული დახმარების გარეშე?!




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...