მერაბ ტურავასა და ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ, კავშირი იყო - ხატიაშვილი

მთავარი თემა

მერაბ ტურავასა და ხელისუფლებას შორის, სავარაუდოდ, კავშირი იყო - ხატიაშვილი

17 სექ. 2015, 21:43:47

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში განსხვავებული მოსაზრებები ფიქსირდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წინასწარი პატიმრობის ვადა 9-თვეზე მეტი ხნით არ შეიძლება გახანგრძლივდეს, თუნდაც ბრალდებულს ახალი ბრალი წაუყენონ, ერთი ნაწილი უპრეცენდენტო გადაწყვეტილებად, მეორე კი, "უკიდურესად არასასურველი მოვლენად" აფასებს.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე "გურია ნიუსი" საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა:

_ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით?

_ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკრეტულად უგულავას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ნუ დავარქმევთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში საფუძველი დაუდო ადამიანების დევნის, წამების, დაცინვის, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, განაჩენის გამოტანის გარეშე, მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივების დასრულებას. უგულავას არ ვიცნობ, თუმცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენც სამარცხვინოდ გვექცეოდა, მაგრამ მის მიმართ კანონი დაირღვა და შეგნებულად დაუშვა  კანონდარღვევა ხელისუფლებამ. ამ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების საშუალებას კი მას კანონი აძლევდა. სააკაშვილის დროინდელი ბოროტება გახდა  ამ ხელისუფლებისთვისაც მისაღები. ყველა ხელისუფლება მიდრეკილი იყო ჰყოლოდა ციხეში პატიმრები განაჩენის გარეშე. ასეთი რამდენიმე პირია, რომელთა მიმართაც განაჩენი არ იყო გამოტანილი და წინასწარ პატიმრობაში აყურყუტებდნენ 9 თვეზე მეტი ხნით. აქამდე კანონში ორაზროვანი განმარტება იდო. ახალი ბრალის წაყენების შემთხვევაში ბრალდებულს თავიდან ეწყებოდა 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ათვლა. რასაც იყენებდა როგორც წინა, ასევე ეს ხელისუფლებაც. იგივე გააკეთა ახალი ხელისუფლების პირობებშიც პროკურატურამ, რასაც წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ.

_იყო თუ არა ეს ქვეყნის განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი?

_ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობა იყო. როგორ შეიძლება საკონსტიტუციოს ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკო, რომელიც საქართველოს განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს გადაწყვეტილება ვინც მიიღო, ის ხალხი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წესიერი გადაწყვეტილების მიმღებ პირებად შევლენ. მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ხელისუფლება რომ მობრუნდეს ისევ, ისინიც კი ვერ გააჩერებენ პირს პატიმრობაში 9 თვის გასვლის შემდეგ. ეს რომ ნორმალურ ქვეყანაში მიეღოთ, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და იზეიმებდა, რადგან დამთავრდა ადამიანების წამება. ის უნდა შეფასდეს ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის სასარგებლო და არა რომელიმე კონკრეტული პირის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებად.

_ ხელისუფლების მომხრეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კი, "უკიდურესად არასასურველი მოვლენად" შეაფასა მერაბ ტურავას საქციელი...

_ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ მათ ქვეყანა მომავალში გადაარჩინეს სააკაშვილის, ივანიშვილის, შევარდნაძის მსგავსი ხელისუფლებების მხრიდან ადამიანების ჩაგვრას. ეს არის ადვოკატის და ასოციაციის გამარჯვება, რადგან ადვოკატმა გაათავისუფლა საქართველო 9 თვეზე მეტი ხნით წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან. ბექა ბასილაიაა პირველი ადვოკატი, რომელმაც გაბედა და ეს სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. მან რევოლუციური გადაწყვეტილება მიაღებინა სასამართლოს. აქამდე რატომ არავინ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, ძალიან მიკვირს.

_რაც შეეხება მოსამართლე მერაბ ტურავას ქმედებას?

_მოსამართლე ტურავას ქმედების შეფასება არ შეიძლება... რასაც კუბლაშვილი აკეთებდა, იგივე გააკეთა. ძალიან მწყინს, რომ დიდი ხნის მეგობარზე მსგავსი კომენტარის გაკეთება მიწევს. გუშინ ტურავა ჩემი მეგობრების სიიდან ამოვშალე. თუ მას არ მოსწონდა  სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება, შეეძლო თავისი დამოკიდებულება და აზრი თავისუფლად გამოეხატა.

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის განვითარებას, ფეოდალური წეს-ჩვეულების დამთავრებას, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიდეს ეს გადაწყვეტილება. ის ხომ მთელი საქართველოს მოსამართლეა, ეს ხომ ისტორიული მომენტია, რომელზეც ხელმოწერა ადამიანის ღირსება იქნებოდა. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში ყველანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებაზე ვართ გადართულები,  თუმცა მხედველობიდან გამოგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ 40 გვერდიანი გადაწვეტილების  გაცნობის უფლება ტურავას ჰქონდაო... საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ქვეყნის მმართველი გუნდის წარმომადგენელმა საიდან იცოდა რამდენ გვერდიანი იყო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება? ეს არ არის პირველი შემთხვევა.  ე.წ.კაბელების საქმე გავიხსენოთ თუნდაც, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ედო. როცა სისხლის სამართლის საქმე ადვოკატებს დაუმალეს, საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მან ნახა ეს საქმე და არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსო. საგანგაშო ის არის, ხელისუფლების პირველმა პირებმა საიდან იციან სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება.

_ანუ ხელისუფლებამ წინასწარ იცოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიებული გადაწყვეტილების შინაარსი?

_ ჩემი აზრით,  სავარაუდოდ, არსებობდა ბატონ ტურავასა და ხელისუფლებას შორის რაღაც კავშირი. ეს აშკარად იკვეთება.

_ ასეთ ვითარებაში, როგორც ფიქრობთ, უნდა გაუგრძელდეს  თუ არა მერაბ ტურავას სამოსამართლო უფლებამოსილება?

_ ეს არ არის ისეთი  შემთხვევა, რომ დღის წესრიგში დადგეს ეს საკითხი. ბატონი ტურავა ჭკვიანი კაცია. ის არ დაუშვებს ისეთი რამის ჩადენას, რომ მის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. ის ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში, რაც არის საპატიო მიზეზი...

_თუმცა მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას გადაწყვეტილების ხელმოწერაზე არ უმოქმედია და წაკითხული რომ ჰქონოდა შეეძლო ხელი მოეწერა...

_ მან წინასწარ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. ამიტომ ვფიქრობ, მისი რეალური დევნის საფუძველიც არ იქნება. ის რომ არ ყოფილიყო საავადმყოფოში  მაშინ შეიძლებოდა კიდევ გვეფიქრა ამაზე. ტურავამ გააკეთა ის, რაც ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მიუღებელია. ჩემი შეფასებით, მერაბ ტურავაც ისე მოიქცა, როგორც რეჟიმის მსახური მოსამართლეები იქცეოდნენ სააკაშვილის დროს. ეს რომ კუბლაშვილს ან რომელიმე სხვა ადამიანს გაეკეთებინა, არ მეწყინებოდა, მაგრამ უნიჭიერესი იურისტისგან და კარგი მეცნიერისგან მეწყინა, რომლის რეპუტაციაც ჩემთვის ნულამდე დავიდა და ამას ვერ აღიდგენს. სამაგიეროდ, ხელისუფლების ტაშისმკვრელებში მისი რეპუტაცია მაღლა ავიდა.




 ახალი ამბები
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...