მიაცემინა თუ არა 16 წლის მოზარდს ჩვენება პოლიციამ ზეწოლითა და კანონდარღვევით

მთავარი თემა

მიაცემინა თუ არა 16 წლის მოზარდს ჩვენება პოლიციამ ზეწოლითა და კანონდარღვევით

2015 ოქტ 1 23:52:08

23 სექტემბერს  შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 30 წლის  ბადრი მახინია დააკავეს.

მანამდე კი,  წინა  ღამით, ოზურგეთში  ერთ–ერთი საჯარო სკოლის  მეთერთმეტეკლასელი მოსწავლე ნ.ბ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

აღნიშნული ფაქტი  ოზურგეთში,  სულხან - საბა ორბელიანის ქუჩაზე მოხდა.  თვითმხილველების თქმით,    20 წლის  პ. ბ.   მეგობარ გოგონასთან მ.შ.–ს  ერთად ქუჩაში სეირნობდა. ამ დროს  უცნობმა პირებმა   გაისროლეს.  მოზარდებმა თავის  გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით, მეზობლების თქმით, სრულიად შემთხვევით,  16 წლის ნ.ბ დაიჭრა.

როგორ თვითმხილველები,  დაზარალებულის  მეზობლები და ახლობლები "გურია ნიუსთან" ამბობენ,  16 წლის მოზარდს პოლიცია სახლში  დღესაც იცავს. მათი თქმით, შესაძლოა, ბავშვზე პოლიციის მხრიდან  ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს ჰქონდეს ადგილი. ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ დაჭრილ, 16 წლის მოზარდს  ნ.ბ  -ს პოლიციამ ჩვენება მშობლებისა და ადვოკატის გარეშე მიაცემინა.

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით,  პოლიციამ 16 წლის მოზარდს ჩვენება ბადრი მახინიას წინააღმდეგ მიაცემინა, თუმცა ნ.ბ.–ს  ბებია ც.  ჩ. ამბობს, რომ მისი შვილიშვილი ასეთ ჩვენებას ვერ მისცემდა, რადგან მათ არ იციან ვინ გაისროლა.

აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლების თქმით, უბნებს შორის კონფლიქტი და დაპირისპირებაა, რომელსაც მოზარდების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და  ჯანმრთელობა ეწირება. მათივე თქმით, პოლიციის სისტემატური თვალთვალის გამო,  ბავშვები ქუჩაში შიშით ვერ გამოდიან. აღნიშნული ფაქტის შესახებ კი ყველაფერი ბურუსით არის მოცული,  თითქოს აქ  მცხოვრებ ყველა მოზარდს პირზე ბოქლომი ადევს.

 გოგონა, რომელიც ზემოთაღნიშნული ფაქტის მომსწრეა,  პოლიციაში რამდენჯერმე დაკითხეს. მისი ბებია მ. შ. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ  მისი  შვილიშვილი შემთხვევით მოხვდა ამ სიტუაციაში:

"ჩემი ბავშვი იყო სტუმრად მეგობრებთან, სტუდენტია, უნდა წასულიყო თბილისში და წინა დღეს დაურეკეს ბავშვებმა ვნახოთ ერთმანეთიო. იყო მათთან ერთად,  ქუჩაში მოხდა გასროლა.  ბავშვი შოკში ჩავარდა, პოლიციამ მესიჯი უპოვა  ტელეფონში.  ვიღაცა წერდა,  რა გასროლა მოხდაო.  ამას პასუხიც არ გაუცია, ბავშვი რომ გადარჩა,  ამაზეც მადლობელი ვარ.   ჩემი შვილიშვილი რამოდენიმეჯერ იყო დაკითხვაზე,  რის გამოც  გააცდინა ინსტიტუტში მეცადინეობა.   ახლა გამოიძახეს  და წავიდა.  სხვა ჩვენ არაფერი  ვიცით. არც ბავშვმა არ იცის ვინ ისროლა, არ დაუნახია. ვიღაცამ ისე ისროლა, ბავშვებმა საიდან უნდა იცოდნენ? ყველას წინაშე დავიფიცებ, რომ ჩემმა შვილიშვილმა არაფერი არ იცის, დაანებონ თავი."

16 წლის მოზარდის ბებია ც. ჩ. მისი შვილიშვილის დაჭრის ფაქტის შესახებ "გურია ნიუსთან" დეტალურად ჰყვება:

"იმ ღამეს  სახლში ვიყავით, პირველ სართულზე, წინ ოთახში ნ.  და ორი მისი მეგობარი კარტს თამაშობდნენ.  გავიგონე ქუჩიდან ხმაური, გავიხედე და მესმის საშინელი კივილის ხმა.  ვიღაცა გამწარებული კიდიოდა.  ჩემი ბავშვებიც აღარ იყვნენ ოთახში,  უკვე ბნელოდა,  დავუძახე შვილიშვილს.  ამ დროს ვხედავ, რომ ჩემი ბავშვი და მისი მეგობრები მორბიან. ნ. ამბობს, რომ დაჭრილი ვარ ფეხშიო.   ბავშვები ერთმანეთში ამბობდნენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენთან რა უნდოდათო, მეზობელმა წაიყვანა საავადმყოფოში, ხუთ წუთში საავადმყოფო პოლიციით აივსო. მე არ მიმიშვეს  ბავშვთან...  სამხარეო პოლიციის უფროსმა   მითხრა,   მომილოცავს,  თქვენი შვილიშვილი ბეწვზე გადარჩაო.   შემდეგ   წამომიყვანეს პოლიციაში დაკითხვაზე,  იქ შემახვედრეს ვიღაც ბიჭს და მეკითხებიან,  იცნობთ ამასო?

მე  ვუთხარი,  რომ თვალად არ მინახავს თქო. პირველად გავიგონე მახინიას გვარი, საერთოდ არ ვიცი ვინაა.  დამკითხა გამომძიებელმა, მე სათვალე არ მქონდა თან, მან წამიკითხა ჩემი ჩვენება. მე აზრზე არ ვარ, საერთოდ არ ვიცი ვინ არის ის პიროვნება, ვინაც ისროლა.

ჩემი შვილიშვილი ამბობს, რომ სულხან – საბა  ორბელიანის ქუჩაზე გაიგონეს ხმაური, გავიდნენ გარეთ და გაიქცნენ იმ ადგილისკენ, სადაც შეეფეთათ    ორი პიროვნება, რომლეთაგანაც ერთმა,   შემთხვევით ესროლა ნ,-ს. ამ პატარა შესახვევში შუქი არ არის, ღამე იყო, აბა საიდან უნდა დაგენახა ვინ გესროლა? იქ შეეჩეხენენ, როგორც ბავშვები ამბობენ ორი იყვნენო.  ერთი ტყვია მოხდა ჩემს შვილიშვილს.  არც იცნობს, არც იცის, არც გაუგონია ის ვიღაცა მახინიაოო,  პოლიცია რომ გაიძახის.  რომ ვიცოდე, რომ რაიმე საერთო ჰქონდა ჩემს შვილიშვილთან,  არ დავმალავადი, ასაკითაც მათ შორის დიდი სხვაობაა.  მახინია 30 წლისაა, ეს კი 16,  რა საერთო უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან? არანაირი შეხება ერთმანეთთან არ ჰქონდათ, დანამდვილებით ვიცი. რატომ გახვიეს ეს ბავშვი ასეთ  უსიამოვნებაში?  რატომ უფუჭებენ მომავალს?

ც. ჩ. თქმით,  სულხან–საბა ორვბელიანის ქუჩაზე მცხოვრები პ. ბ.  მის მეგობარ გოგონასთან ერთად სეირნობდა, ამ დროს აუტეხიათ სროლა ამ ბავშვისთვის.  ეს გოგო პ. –ს  გადაეფარა,  გაქცეულა და ეზოში  შესვლა მოასწრო.   გოგო კიოდა თურმე.  ამის შემდეგ ეტყობა შეშინებულებმა, რომ ვერ მოახერხეს იმ ბავშვის დაჭრა,  ამ პატარა შესახვევში სცადეს მიმალვა და აქედან გაქცევა, ამ დროს შეეფეთა  ჩემს შვილიშვილს და ეტყობა გაუგებრობით მოხდა ეს ყველაფერი.

ვერავინ ვერაფერს  გეტყვით...  ბოქლომი ადევს დიდსა და პატარას ენაზე... რა ხდება, არ ვიცით,  ყველანი გაოგნებულები ვართ.  

მე ვუსმენ ბიჭების საუბარს, რომლებიც ამბობენ, რომ მახინიას ტყუილად აბრალებს პოლიცია, იმ დროს სულ არ ყოფილა მანდო, ბათუმში იყო ვიღაცასთანო, ისიც უარყოფს კატეგორიულად, რომ იქ არ ვყოფილვარო.  რომ ყოფილიყო, სახლში დახვდებოდა პოლიციას? ადრე ნაპატიმრებია და ამის გამო არ ახარებენ ალბათ, მე ნამდვილად ვიცი, რომ ის ბიჭი არ ყოფილა, არ არის დამნაშვე.

ახალგაზრდობა ქუჩაში შიშით ვერ გამოდის.   პოლიცია   ყოვლდღე მოდის აქ.   ბავშვები დაშინებულები არიან.

ჩემი შვილიშვილი  ვერ იტყოდა და ვერც იტყვის, რომ მას მახიანიამ ესროლა, არ იცის და როგორ თქვას? არ დაუნახია.  პოლიცია კი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. ახლა უკვე ავიყვანთ ადვოკატს, გვეშინია ბავშვებს  ძალით არ ათქმევინონ რამე. ყველაფრის გვეშინია .  ბავშვი შოკშია.

პოლიციაში  ნ. თქვა, რომ არ ვიცი ვინ მესროლაო, პოლიციამ  კი უპასუხა,  ჩვენ უკვე ავიყვანეთ პატიმარი მახინია,  იმან გესროლა და ხელი უნდა მოაწეროო.  ბავშვი იმყოფებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვის ქვეშ, შეშინებულიც იყო და მოაწერა ხელი. ასეთ რთულ  მდგომარეობაში მოხდა მისი დაკითხვა და ხელის მოწერა საავადმყოფოში.  მერე სახლშიც მოხდა მისი დაკითხვა,  რასაც  ესწრებოდა მასწავლებელი  ზ. კ. ბავშვი როგორ აღიარებდა,  იმას  ვინ დაჭრა? არ იცის.

ბებიას თქმით, ბავშვს ჩვენება მიაცემინეს მშობლების,  ბებიის და ადვოკატის გარეშე.  

"რაც ნ. სავაადმყოფოდან გამოვიყვანეთ,  პოლიცია ჩვენთან ცხოვრობს. მთელი ღამე ზიან, მორიგეობენ, არც ხმას იღებენ, ვკითხე რატომ ხართ აქ მეთქი? - უსაფრთხოების  მიზნით  ვართო, რას ფიქრობენ არ ვიცი, რა უნდათ ამდენი ხანი?"–ამბობს დაზარალებულის ბებია.

მასწავლებელი, რომელიც ნ.ბ დაკითხვის პროცესში ფიგურირებს,  ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას არ ახსოვს რა ჩვენება მისცა  16 წლის მოზარდმა პოლიციას:

ზ. კ. მასწავლებელი: "პოლიციაში არ დაუკითხავთ, არ მახოვს სად დაკითხეს,  კი ვესწრებოდი ,  მაგრამ არ მახსოვს. მე იმდენი საქმე მაქვს, იმდენი პრობლემა მაქვს, რა გითხრათ რა ვიცი."

  ბავშვმა ჩვენებაში აღიარა ვინ დაჭრა?

" არ მახსოვს ქალბატონო და რა გითხრათ? გზაში ვარ,  როცა ჩამოვალ,  გნახავთ და დაგელაპარაკებით"_ ამბობს მასწავლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ბადრი მახინიას დაკავებიდან რამდენიმე საათში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბადრი მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

მახინიას ბრალი დაუმძიმდა – მას ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობის მცდელობას.

აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ მახინიას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეზობლები. მათი თქმით,  პოლიციამ  ბადრი მახინია უკანონოდ დააპატიმრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  სასამართლო პროცესი 6 ნოემბერს გაიმართება.




 ახალი ამბები
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...
  • კიბო განაჩენი არაა! _ „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ იუბილე ჩოხატაურშიჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში „გამარჯვეულ ქალთა კლუბის“ ჩოხატაურის ორგანიზაციის დაარსების ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საღამომ, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კიბოს დიაგნოზზე გამარჯვებული ქალბატონები იმყოფებოდნენ, სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა. იუბილეს ესწრებოდა "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელი თინა ბერუჩაშვილი და ლანჩხუთის კლუბის ხელმძღვანელი მზია კვირკველია. „დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში განაჩენი არ არის“, – თქვა მზია კვირკველიამ.  მისი აზრით, ასევე, აუცილებელია იმ ქალბატონებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხების შესახებ. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ამბობს დიაგნოზზე უკვე გამარჯვებული ქალბატონი. საღამო კულტურის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი იყვნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ კლუბის დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა. _ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩოხატაურში დაარსების დღიდან კლუბს აქტიურად უდგანან გვერდით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს: ზაალ მამალაძეს და ირაკლი კუჭავას, _ აღნიშნა თინა ბერუჩაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც კლუბის ჩამოყალიბება ... ...
  • გია ვოლსკი: პარლამენტი "ევროპული საქართველოს" მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს_  „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც  „ევროპული საქართველოს“ დადგენილების იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით,  პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაცია ქვეყნის მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, ამერიკასთან, ევროპასთან, ევროკავშირთან და ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევანის ერთგული იყო და მომავალშიც დარჩება, პრინციპული პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. ერთ დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველო“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია, დანაშაულებრივი შეცდომები გადაფარონ, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და ქვეყანას დაატეხეს ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ. არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს იმ ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატორებს, რადგან ესმით, ე.ი. ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ რეალურად ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“, _ განაცხადა ვოლსკიმ. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ... ...
  • ახალი სასწავლო წელი და "წარმატების წიგნი"ახალი სასწავლო წლის დაწყება დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში იზეიმეს. ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში 89 პირველკლასელი მივიდა. აქ საზეიმო შეხვედრაზე მოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე და  ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი.  როგორც მათ, ისე სკოლაში მოსულ უამრავ მოსწავლესა და მშობელს, სკოლის დირექტორი  ფატი სიორიძე მიესალმა: _ ჩვენი მარად ბებერი და მარად ახალგაზრდა სკოლა მუდამ მოწინავე პოზიციაზეა. ეს ყველამ კარგად იცით.  გილოცავთ და ულევ წარმატებას გისურვებთ. განსაკუთრებით მივესალმები 89 პირვლკლასელს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი. მინდა გითხრათ ასევე, რომ ამ ახალი სასწავლო წლიდან ჩვენს სკოლაში ამოქმედდება სიახლე _  ეს არის „წარმატების წიგნი“, რომელიც სკოლის საპატიო კუთხეში დაიდება და ყველა მშობელს, ჩვენს ყველა სტუმარს შეეძლება მასში  ჩაწეროს საკუთარი შთაბეჭდილება, თავისი აზრი, _ თქვა ფატი სიორიძემ. ახალი სასწავლო წელი მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ლელა იმედაშვილმა: _ განსაკუთრებით მოგესალმებით ახალბედა პედაგოგებს. ჩვენ მალე გვექნება შეხვედრა და იქ უფრო ახლო საუბარი, _ მიმართა მათ ლელა იმედაშვილმა. მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ კი თავის მილოცვაში აღნიშნა,  რომ ამ ახალ სასწავლო წელს მეორე სკოლა საკადრისად ვერ შეხვდა. _ ქალბატონო ფატი, ცოტა რაღაცეების კეთებას სჯობს, ერთი კარგი პროექტი შევიძინოთ და მოვახდინოთ სკოლის სრული რეაბილიტაცია. მე ვეცდები, ეს ჩემი საარჩევნო ვადის გასვლამდე მოვახერხო, _ უთხრა მან სკოლის დირექტორს. საზეიმო შეხვედრის შემდეგ საკლასო ოთახებში პირველკლასელები გააცილეს, რომლებსაც წარმატებული სწავლა და ბედნიერი მოსწავლეობის დღეები ... ...
  • საქსტატი: აგვისტოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდასტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. ივლისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 187.2 ლარი შეადგინა. აგვისტოში კი, ეს მაჩვენებელი 2 ლარით გაიზარდა და 189.2 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1 ლარითა და 70 თეთრითაა გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.5 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი მაისში 317.3 ლარზე დაფიქსირდა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ივლისთან შედარებით აგვისტოში ზრდა აღინიშნება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 167.5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 268.1 ლარით, სამსულიანზე – 301.6 ლარით, ოთხსულიანზე – 335.1 ლარით, ხუთსულიანზე – 377.0 ლარით, ექვსსულიანიდა მეტი – 445.7 ლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...