პოლიციელებისგან ნაცემი მოქალაქე საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს

მთავარი თემა

პოლიციელებისგან ნაცემი მოქალაქე საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს

2015 ოქტ 8 20:02:12

კასპის რაიონის მკვიდრი ზვიად ფეიქრიშვილი იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, რომლებმაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საქმე 2015 წლის 4 აპრილს მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც, კრიმინალური პოლიციის ოთხმა თანამშრომელმა - ლევან ბაისონაშვილმა, ამირან ქასოშვილმა, მურად ბარნოვმა და მიხეილ მიგრიაულმა  ფეიქრიშვილი საკუთარი სახლიდან ღამის 9 საათზე გაიყვანა და კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე სცემა.

აღნიშნული ინციდენტის წინაპირობა ფეიქრიშვილის მეუღლის მისამართით პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი საქციელი იყო, რის გამოც ზვიად ფეიქრიშვილმა პროტესტი გამოთქვა, ამას კი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოჰყვა.

როგორც ფეიქრიშვილი აცხადებს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ლევან ბაისონაშვილი მის მეუღლესთან რომანის გაბმას გეგმავდა.

ფეიქრიშვილი იხსენებს, რომ მეუღლის ტელეფონში აღმოჩენილი სასიყვარულო შეტყობინებების შემდეგ ის პატრულ-ინსპექტორს დაუკავშირდა და სთხოვა მესიჯები აღარ გაეგზავნა, რასაც მის სახლთან პოლიციის თანამშრომლების მისვლა და ზემოაღნიშნული საქმის გარჩევა მოჰყვა.

ფეიქრიშვილი ამბობს, რომ მან პოლიციელებს თავი გაქცევით დააღწია და მეზობელმა შეიფარა, თუმცა ფაქტიდან 7 თვის შემდეგაც კი, პოლიციელების მხრიდან, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ისევ ხორციელდება.

ფეიქრიშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიციელებმა მას პროვოკაცია მოუწყონ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გორის საოლქო პროკურატურას აქვს დაწყებული.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეში დევს ზვიად ფეიქრიშვილის სამედიცინო დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მას სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა და ექსკორაციები აღენიშნებოდა. გამოძიებას აქვს ასევე ტანსაცმელი, რომელიც ზვიად ფეიქრიშვილს შემთხვევის დროს ეცვა და მისი მეუღლის მობილური ტელეფონი, სადაც პოლიციელის სასიყვარულო ტექსტები ინახება.

მიუხედავად იმისა, რომ ფეიქრიშვილი დაზარალებულად არის ცნობილი, როგორც მისი ადვოკატი, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" იურისტი, ეკა ქობესაშვილი აღნიშნავს, საქმეში ბრალდებულები არ არიან.

"ამ ხნის მანძილზე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს ზვიად ფეიქრიშვილზე. ვფიქრობთ, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ხელოვნურად ჭიანურდება პოლიციის ყოფილი თანამშრომლების პასუხისგების საკითხი. მოვითხოვთ, გამოძიების ეფექტურ ჩატარებას და პროკურატურის მხრიდან რეაგირებას. აგრეთვე, ჩვენი მოთხოვნაა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიციის ყოფილი თანამშრომლების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის წარმოება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგრძელდეს", _ აღნიშნავს ქობესაშვილი.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად ფეიქრიშვილმა აღნიშნა, საქმეში ჟურნალისტების ჩართვის შემდეგ ლევან ბაისონაშვილს, ამირან ქასოშვილს, მურად ბარნოვსა და მიხეილ მიგრიაულს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე თანამდებობები დაატოვებინეს.

თუმცა, ფეიქრიშვილის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ვარაუდობს, რომ პოლიციელები სხვა რაიონში გადაიყვანეს და იმავე თანამდებობებზე დანიშნეს.

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც ზვიად ფეიქრიშვილზე ძალადობა განახორციელეს, არიან აღდგენილები თანამდებობაზე, გადაიყვანეს სხვა რაიონში და ისინი დღესაც მოქმედი თანამშრომლები არიან. ამის თაობაზე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ველოდებით პასუხს,  რის საფუძველზეც ზუსტად გვეცოდინება, არიან თუ არა აღნიშნული პირები ძალოვანი უწყების თანამშრომლები, თუ უკვე გაათავისუფლეს გენერლური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე", _ აღნიშნა ქობესაშვილმა.

"გურია ნიუსი" საქმის გამომძიებელს,  ზურაბ კუბლაშვილს ტელეფონზე დაუკავშირდა, თუმცა, მან მოგვიანებით დარეკვა გვთხოვა.

ზურაბ კუბლაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

_ბატონო ზურაბ, გიკავშირდებით ზვიად ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით, რა ეტაპზეა გამოძიება?

_იქნებ ცოტა მოგვიანებით დამირეკოთ...

_რამდენიმე წუთს წაგართმევთ...

_იცით რა, საჭესთან ვარ და ახლა ვერ გელაპარაკებით.

_ამდენ ხანში პასუხს ხომ გაგვცემდით?

_ბოდიში რა, ბოდიში, გვიან დამირეკეთ.

ამის შემდეგ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გარკვევა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის მეშვეობით ვცადეთ. თუმცა, უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დეტალების დაკონკრეტებისგან კი, თავი შეიკავეს.

რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  ლევან ბაისონაშვილი, ამირან ქასოშვილი, მურად ბარნოვი და მიხეილ მიგრიაული კადრების განკარგულებაში არიან აყვანილები და მოვალეობას ამჟამად არ ასრულებენ. თუმცა, როგორც უწყებაში ამბობენ, 2015 წლის 4 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ.

"გამოძიების დასრულებამდე ოთხივე პოლიციელი, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან, კადრების განკარგულებაშია აყვანილი და მოვალეობას არ ასრულებს", _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ისინი სხვა რაიონის პოლიციაში გადაიყვანეს, შსს-ში არ ადასტურებენ.

"შემიძლია გითხრათ, რომ ოთხივეს შეჩერებული აქვს მოვალეობის შესრულება. გადაყვანილები არსად არ არიან", _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...