ბიუჯეტიდან პოლიციას "საჭიროებისთვის" ავტომანქანას შეუძენენ

მთავარი თემა

ბიუჯეტიდან პოლიციას "საჭიროებისთვის" ავტომანქანას შეუძენენ

2012 მარ 13 07:14:22
შესყიდვები საკმაოდ მრავალფეროვანია, შესაბამისია ხარჯებიც _ საკანცელარიო საქონლის შესაძენად 46 587 ლარია გათვალისწინებული; ჟურნალ-გაზეთების გამოწერისთვის _ 1 100 ლარი; "საკანონმდებლო მაცნეში" ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის _ 9 000 ლარი; გაზეთ "24 საათში" ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად _ 2 000 ლარი; რეგიონული პრესისთვის _ 4 800 ლარი; საარქივო და პოლიგრაფიული მომსახურებისთვის _ 2 000 ლარი; "გურიის მატიანისთვის" _ 4 900 ლარი; საკონსულტაციო მასალების მიწოდებისთვის ყოველთვიურად სამაგიდო წიგნის სახით 4 799 ლარი.

კავშირგაბმულობის ხარჯები მუნიციპალიტეტს 4 850 ლარით აქვს განსაზღვრული. სხვა ხარჯები ასე გამოიყურება: ლაზერული კერტრიჯები _ 2 760 ლარი; კომპიუტერების შეკეთება _ 2 300 ლარი; ტელერადიო მიმღები და ხმის ან ვიდეო ჩამწერები (მაცივარი(?!), ტელევიზორი) _ 1 010 ლარი; საოფისე ინვენტარი და დამხმარე მასალები _ 10 545 ლარი; ელნაკეთობების რემონტი _ 2 500 ლარი; წარმომადგენლობითი ხარჯები _ 3 000 ლარი; საგზაო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავება მძღოლთან ერთად _ 4 400 ლარი; რბილი ინვენტარი _ 3 100 ლარი; საწვავი _ 114 500 ლარი; ძრავის ზეთი _ 2 900 ლარი; ავტომანქანის ტექნიკური შეკეთება, სათადარიგო ნაწილების შეცვლა, ავტომანქანის რეცხვა _ 10 600 ლარი; ავტომანქანის საბურავების შეძენა _ 6 700 ლარი; ავტო სათადარიგო ნაწილები _ 4 500 ლარი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეკონსტრუქცია და მოვლა შენახვის სამუშაოები (თოვლისა და მეწყერის ჩამონაშლისგან გაწმენდა) 23 794 ლარი.

ინფარსტუქტურით გათვალისწინებული სამუშაოების, სკოლამდელი დაწესებულებების, გზების, სანიაღვრე არხების და მილხიდების, სპორტული მოედნის, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოების, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელი აბრების აღნიშვნის, სანაგვე ურნების და გარე განათების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის 20 900 ლარია გათვალისწინებული; შენობების ტექნიკური პასპორტების საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადებისთვის _ 6 200 ლარი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის _ 506 ლარი; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რემონტის, ხიდისთავის და ნაბეღლავის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობების სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის 500 ლარი; სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის კი 12 865 ლარი!

2012 წელს, როგორც ყოველ წელს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რემონტი, ხიდისთავის და ნაბეღლავის ტერიტორიული ორგანოს შენობების სამუშაოებია დაგეგმილი და ამისთვის 24 590 ლარია გათვალისწინებული. წელს, გამგეობა ავტომანქანის შეძენასაც აპირებს და ამისთვის 12 500 ლარი გამოყვეს.

დაგეგმილია სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია, რომლისთვის საჭირო თანხა 112 800 ლარით არის განსაზღვრული.

გარე განათების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 70 500 ლარია გამოყოფილი; გზების, სანიაღვრე არხების და მილხიდების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე _ 42 300 ლარი; დაბა ჩოხატაურში ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის _ 32 900 ლარი; დაბა ჩოხატაურში პარკის მოწყობისთვის (ნოდარ დუმბაძის სკვერი) 206 800 ლარი; მუნიციპალიტეტის შესასვლელებში აღმნიშვნელების რეაბილიტაციისთვის _ 23 500 ლარი; ტერიტორიულ ერთეულებში აბრების შეძენისთვის 1 250 ლარი.

სხვა ხარჯები კი ასე გამოიყურება: სანაგვე ურნების შეძენა _ 19 900 ლარი; ექსპერტიზა და სამედიცინო შემოწმება _ 29 445 ლარი; დარბაზის ქირავნობა _ 800 ლარი; მაცივარი _ 1 800 ლარი; გამათბობელი და კონდიციონერი _ 900 ლარი; კომპიუტერული ტექნიკა და მარაგი _ 22 250 ლარი; ნათურები _ 105 ლარი; ელმრიცხველები _ 750 ლარი; სამშენებლო საღებავი _ 60 ლარი; ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები და ჯაჭვები _ 917 ლარი; საოჯახო ნივთები და მოწყობილობები _ 3 483; ელემენტები და ბატარეები 38 ლარი; ღუმელები _ 860 ლარი; პირადი ჰიგიენის პროდუქტები _ 645 ლარი; ელსადენი _ 1 483 ლარი; საწმენდი და საპრიალებელი პროდუქტი _ 235 ლარი; მინა _ 280 ლარი; კარტრიჯის დამუხტვა _ 3 055 ლარი; არასაუწყებო დაცვის მომსახურება _ 9 100 ლარი; უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია _ 3 200 ლარი; საახალწლო ღონისძიებები _ 2 919 ლარი; საინფორმაციო ქსელის კაბელი, ქსელის კორექტორები, "სვიჩები" _ 2 565 ლარი; ფენიკეტონური დაავადებით დაავადებული ბავშვების კვება _ 8000 ლარი; აუდიტის მომსახურება _ 9 800 ლარი; შეშა _ 4 600 ლარი; ციფრული კამერები _ 2 100 ლარი.

საინტერესოა, რომ პოლიციის ყოფილი უფროსის სახანძრო სამსახურისს უფროსად დანიშვნის შემდეგ, სახანძრო სამსახური ბიუჯეტის პრიორიტეტად იქცა.

ამ ჩამონათვალში ბევრი ისეთი რამ მოხვდა, რაც მუნიციპალიტეტს გასულ წლებშიც მრავლად აქვს შეძენილი და გაკეთებული, თუმცა, ბევრი ახალი და ბუნდოვანი მუხლიცაა. დეტალების გასარკვევად, ჩვენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლელა იმედაშვილს ვესაუბრეთ.

_ ქალბატონო ლელა, 2012 წლის შესყიდვების თანახმად, "გურიის მატიანისთვის" გათვალისწინებული 4 900 ლარი. რა მატიანეზეა საუბარი და ვინ აკეთებს მას?

_ გურიის მატიანის შექმნა თავისთავად ღირებულია. გვინდა, არსებობდეს კარგ პოლიგრაფიულ დონეზე შექმნილი გამოცემა, სადაც თავს მოიყრის მასალები გურიის ღირსშესანიშნაობები შესახებ. ეს უნდა იყოს ერთგვარი მთელი რეგიონის პორტრეტი, სასაჩუქრე და საპრეზენტაციო გამოცემა. ასეთი გამოცემები დღეს თითქმის ყველა რეგიონს აქვს. თუკი ასეთი მატიანე გამოვა, მასში, ბუნებრივია, მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს ჩოხატაურის კულტურა და ეთნოგრაფია. თუმცა, ეს ჯერ იდეაა და შესაბამისი ხელშეკრულება არავისთან გაფორმებულა. მისი სავარაუდო ღირებულება 4 900 ლარია.

_ საინტერესოა მუხლი _ "საკონსულტაციო მასალების მიწოდება ყოველთვიურად სამაგიდო წიგნის სახით", რაზეც თითქმის 5 000 ლარი გაქვთ გათვალისწინებული. იქნებ, დაგვიკონკრეტოთ ვის და რა მასალებს მომზადდება ყოველთვიურად?

_ საკონსულტაციო მასალებს გვიმზადებენ. აღნიშნული სამაგიდო წიგნი არის კონსულტაციების, კანონების განმარტებებისა და გახორციელებული ცვლილებების კრებული, რომელსაც ჩვენი სამსახურები იყენებენ. წიგნი მოგვეწოდება ყოველთვიურად.

_ მუნიციპალიტეტს საკმაოდ ბევრი ავტომობილი ჰყავს ხელშეკრულებით აყვანილი, რომელზეც მნიშვნელოვანი ხარჯებია გაწეული. წლევანდელი შესყიდვების გეგმაში კი აღნიშნულია, რომ საგზაო სატრანსპორტო საშუალებები მძღოლთან ერთად უნდა დაიქირავოთ. რისთვის გჭირდებათ ეს?

_ ავტომანქანების დაქირავება (მძღოლთან ერთად) წლის განმავლობაში განსაზღვრულია სულ 4 400 ლარით. აღნიშნული მანქანების (მიკროავტობუსები, ავტობუსები) ქირავნობა საჭიროა წვევამდელების გადასაყვანად დანიშნულების ადგილზე, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ღონისძიებებისთვის, ასევე სხვა საჭიროებებისთვისაც.

_ 6 700 ლარის საბურავებს საჭიროებს მუნიციპალიტეტი? კონკრეტულად ვისთვის?

_ საბურავების შეძენაზე წლის განმავლობაში გამოყოფილია 6 700 ლარი. საბურავები შეძენილია გამარტივებული ელექტრონული ტენდერით გამგეობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისათვის, კერძოდ, სახანძრო სამსახურის _ გაზ-53, ზილ-131, გაზ -66; სამხედრო სამსახურის ფორდი, საკრებულოს ჰონდა CRV; გამგეობის - "მიცუბიში პაჯერო", "ნივა".

_ რბილი ინვენტარის შეძენას ვისთვის აპირებთ?

_ რბილი ინვენტარის შეძენაზე გამოყოფილია 3 100 ლარი, რომელიც განკუთვნილია სახანძრო სამსახურისათვის, კერძოდ უნიფორმის შესაძენად(?!).

_ შესყიდვების გეგმაში არის ასეთი საინტერესო შესყიდვა, კოდით 32324000 _ "ტელერადიო მიმღები და ხმის ან ვიდეოს ჩამწერები (მაცივარი, ტელევიზორი) _ 1010 ლარი". მითითებულ კოდში შესყიდვების სააგენტოს საიტზე გარკვევით წერია, რომ ამ კოდში ტელევიზორების შესყიდვაა გათვალისწინებული.

_ სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში მითითებული 32324000 კოდით, გათვალიწინებულია ტელევიზორის შეძენა. რაც შეეხება მაცივარს, ის აქ მექანიკური შეცდომით არის მითითებული და აღნიშნული ბეჭდვითი შეცდომაა. ამავე გეგმაში, ცალკე კოდით გათვალისწინებულია მაცივრების შეძენა.

_ ავტომანქანა ვის უნდა შეუძინოთ?

_ ავტომანქანის შეძენაზე ბიუჯეტში გათვალისწინებულია 12 500 ლარი, პოლიციისთვის გამოყოფილი თანხებით, პოლიციის საჭიროებისათვის.

_ ქალბატონო ლელა, რომელი ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი? კარგად გვახსოვს, რომ წინა წლებში 52 000 ლარი დაიხარჯა ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაციაზე ბენდელიანის ქუჩაზე, თუმცა, იმ მოედნით სარგებლობა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

_ სტადიონის რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 32 900 ლარი, რომელიც გათვალისწინებულია გამგეობის შენობის გვერდით არსებული ხელოვნურსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაციისთვის (ამ სტადიონის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე წლის წინ, საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა. ავტ.).

_ 2 100 ლარის ღირებულების ციფრული კამერა ვის სჭირდება?

_ ციფრული ფოტოკამერები, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 2 100 ლარი, გათვალისწინებულია საკრებულოსთვის და ახალგაზრდული სამსახურისათვის. ფაქტობრივად, შეძენილი საქონლის ღირებულება შეიძლება იყოს გაცილებით ნაკლები, ვიდრე სავარაუდო ღირებულებაა.

_ პირადი ჰიგიენის "პროდუქტებში" რა არის ნაგულისხმევი?

_ პირადი ჰიგიენის პროდუქტებისათვის, წლის განმავლობაში გამოყოფილია სულ 645 ლარი, სამხედრო სამსახურისათვის, სახანძრო სამსახურისათვის და ტერიტორიული ორგანოებისათვის. აქ საუბარია ელემენტარული საჭიროების ნივთებზე _ საპონი და სხვა ჰიგიენური საშუალებები.

_ საოჯახო ნივთები და მოწყობილობა 3 483 ლარით არის გათვალისწინებული. რა იგულისხმება ამაში და ვისთვის, რატომ არის ამის საჭიროება?

_ კოდით _ "საოჯახო ნივთები და მოწყობილობები" გათვალისწინებულია სხვადასხვა ნივთების შეძენა სახანძრო სამსახურის სასადილოსათვის და ტერიტორიული ორგანოებისთვის.

_ 1 800-ლარიანი მაცივარი ვის სჭირდება?

_ 1 800 ლარი ეს ერთი მაცივრისთვის, ბუნებრივია, არ არის (თუმცა, შესყიდვების გეგმაში მითითებულია, რომ საუბარი ერთ მაცივარზეა. ავტ) განსაზღვრულია მაცივრის შეძენა სახანძრო სამსახურის სასადილოსათვის _ 1 ცალი, საკრებულოსთვის _ 1 ცალი, გამგეობისთვის 1 _ ცალი.

_ აუდიტის მომსახურება წელს 9 800 ლარით არის გათვალისწინებული, წინა წლებში კი ეს თანხა 5 000 ლარს არ ასცდენია...

_ აღნიშნული თანხა გაიხარჯება გაწეული მომსახურეობის შესაბამისად. სხვადასხვა წელს აუდიტის მომსახურების მოცულობა სხვადასხვა შეიძლება იყოს _ ეს დამოკიდებულია ქონების, ტექნიკის, მიწის, შენობებისა და სხვადასხვა აუდიტორული მომსახურების მოცულობაზე.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...