"არ ვიცი, არ დამინახავს არაფერი"

მთავარი თემა

"არ ვიცი, არ დამინახავს არაფერი"

19 მარ. 2012, 06:16:23
ამ დრომდე უცნობია, რა ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე დაუთმო მუნიციპალიტეტის გამგეობამ კონტროლის პალატას ორი ოთახი. უცნობია ისიც, ვისი ბრძანებით არ უშვებდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ადმინისტრაციულ შენობაში.

გასულ სამშაბათს ამ კითხვაზე პასუხის მიღება, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, შენობიდან გამოსული საჯარო მოხელეებისგან ვცადეთ და ყველა მათგანს ასეთი კითხვა დავუსვით: რა ხდებოდა 13 მარტს გამგეობის შენობაში და რატომ არ აძლევდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს შიგნით შესვლის საშუალებას.

იურიდიული სამსახურის უფროსმა, თეა უჯმაჯურიძემ კომენტარი არ გააკეთა და კითხვაზე, არის თუ არა ეს კანონდარღვევა გვიპასუხა: _ კაი, რა, ნატოოო...

კითხვებზე პასუხი არ გაგვცა გამგეობის პრესამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ჩიგოგიძემ, რომლის განმარტებით, მას სამუშაოში ხელი არ შეშლია: _ ჩვენ ჩვეულებრივად ვმუშაობდით. სამუშაო პროცესი არ შეფერხებულა, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.

_ ჟურნალისტებს რომ ადმინისტრაციულ შენობაში არ უშვებდნენ, ეს როგორ გავიგოთ? _ ამ კითხვაზე ჩიგოგიძემ მხრების აჩეჩვით გვიპასუხა.

მეტად საინტერესო იყო გამგეობის მთავარი ბუღალტრის, ზურაბ შათირიშვილის პასუხი: _ მე შენთან არ მაქ კაი კონტაქტი(?!).

რა ხდებოდა გამგეობაში და რატომ არ უშვებდნენ ადამიანებს არ იცოდნენ გამგეობის და საკრებულოს სხვა თანამშრომლებმაც.

თუმცა, როგორც გავარკვიეთ, "არ ვიცი, არ დამინახავს, არაფერი ხდებოდა"-ს სახით კომენტარის გაკეთების მითითება, საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებმა სპეციალურ თათბირზე მიიღეს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა, 13 მარტს, ხუთი საათისთვის ჩაატარეს და ყველა თანამშრომელს შენობიდან გასვლის ინსტრუქცია მისცეს.

აღსანიშნავია, რომ დაკითხვები, კულტურის სამსახურის ოთახში მიმდინარეობა, თუმცა, კულტურის სამსახურის უფროსმა, ქეთევან გიორგაძემ, კითხვაზე, რა ხდებოდა 13 მარტს მის ოთახში, გვიპასუხა, რომ "არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა".

13 მარტს, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით ამ კითხვებზე პასუხის მიღებას, თუმცა უშედეგოდ. ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ადმინისტრაციას შეეძლო. საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენს ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა. ანალოგიურად იქცეოდა გამგებელი ლელა იმედაშვილიც.

ტელეფონს არც გუბერნატორის მოადგილე, ლელა თავართქილაძე პასუხობდა. გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაშვილის განმარტებით კი, მოქალაქეებს და ჟურნალისტებს განცხადების დატოვებაზე პრობლემები არ ექმნებოდათ და ყველა მათგანს შეეძლო მისაღებში გაერკვია საკუთარი პრობლემები.

გუბერნატორის ეს კომენტარი რომ რეალობას მოკლებულია, ჩვენმა ფოტო და ვიდეო კამერამ ბევრჯერ დააფიქსირა _ არათუ შენობაში შესვლის, განცხადების დატოვების საშუალებაც კი არ მოგცეს, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დანაშაულია. ისევე, როგორც ის, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩხრეკდნენ და აშიშვლებდნენ როგორც ადვოკატებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაკითხვაზე ჰყავდათ დაბარებული.

ის, რომ, 13 მარტს, ჩოხატაურში, კონტროლის პალატის წარმომადგენლები მასობრივ დაკითხვებს აწარმოებდნენ, ჩვენგან გაიგო ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა კორნელი კუკულავამ. და ეს მაშინ, როცა ადამიანებს სწორედ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოთახში ხდიდნენ და ამოწმებდნენ. კუკულავას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.

_ ბატონო კორნელი, რა ინფორმაცია გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს ოთახში მოქალაქეებს, ადვოკატებს ამოწმებენ, ტანსაცმელს ხდიან...

_ ის ჩემი ოთახი არ არის. გამგეობისაა.

_ პირადი საკუთრება არ მიგულისხმია _ იქ ხომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროა განთავსებული?

_ არაფერი არ ვიცი _ რა გახდა, რა შემოწმება!

_ თქვენს ოთახში მოწყობილი "გასახდელის" გარდა, დილიდან ჩაკეტილია ადმინისტრაციული შენობა. არც მოქალაქეებს და არც ჟურნალისტებს შიგნით არ უშვებენ.

_ არაფერი ვიცი. გავარკვევ და დაგირეკავთ, _ გვითხრა კუკულავამ. თუმცა, ხალხის რჩეულმა არც დარეკა და მოგვიანებით არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ჯერჯერობით, უცნობია, აღძრავს თუ არა ჩოხატაურის პოლიციის სამმართველო ამ ფაქტზე საქმეს, თუმცა, ადვოკატები და უფლებადამცველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 13 მარტს, ჩოხატაურში ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვა: _ მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან უხეშად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ისევე, როგორც არ იქნა უზრუნველყოფილი აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო გამოხატვის თავისუფლებას. სრულიად დაუსაბუთებლად დაირღვა ადამიანის უფლება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია კრიტიკულ სიტუაციაში, როგორიც იყო საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეების შეუსაბამოდ მკაცრი კონტროლის მეთოდით ჩხრეკა და დაკითხვა (შეუძლებელია, ამგვარ მეთოდებს ახსნა-განმარტების მიცემა დაერქვას). ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტების მიერ საქმიანობის გახორციელება, თუმცა, ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება, გაეშუქებინათ მოვლენები, დროულად მიეტანათ ინფორმაცია საზოგადოებამდე. ჩვენი კანონმდებლობა არ აკეთებს დიფერენციაციას საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირების თაობაზე. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ თავადვე უნდა ჩამოაყალიბოს განსხვავებული სტანდარტი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეწყობისათვის და ამგვარი დამოკიდებულებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების უფლებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ხელისუფლება ხალხის მიერაა შექმნილი და აქედან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლი კი ვერ განხორციელდება, თუ არ მოხდება საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის თაობაზე. ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, გადამწყვეტი როლი ენიჭება სწორედ სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალე საქმიანობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ვფიქრობ, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული პროცედურები, თავისი არსით, ღია და გამჭვირვალე პროცესია და კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ გატარებული ღონისძიებები არ გახორციელდა მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატმა, ნათია კაპანაძემ.




 ახალი ამბები
  • ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდაიუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანებით, ქორწინების სარიტუალო წესი შეიცვალა. შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი. კერძოდ, სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაშვებია დასაქორწინებელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, ასევე მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის რეკომენდებული სოციალური დისტანციის დაცვა. ეს დროებითი წესი თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -2020 წლის 31 მაისიდან ... ...
  • ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნესსაქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, სხვა ქალაქების მსგავსად ლანჩხუთშიც მოკრძალებულად აღინიშნა. ტრადიციისამებრ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ“, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე ... ...
  • ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი და უკმაყოფილო მოსახლეობა ლანჩხუთშილანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობამ გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. საქმე ისაა, რომ ამ ქუჩაზე, რომლიც ავტობანს უნდა დაუკავშირდეს, გარკვეული სახის იფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პროექტის შესაბამისად, რომლის ღირებულებაც ორი მილიონ 900 ათასი ლარია, იგეგმება სანიაღვრე არხების გაახლება, ტროტუარების მოწყობა და გზის საფარის დაგება. თუმცა, ირკვევა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხით ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილია და მათი ნაწილი ეჭვობს, რომ სამშენებლო სამუშაოები სტადარტების დარღვევით მიმდინარეობს. მოსახლეობის თქმით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მათი ეზოები იტბორება და თუ არ გამოსწორდება არსებული ხარვეზები, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივები გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია ... ...
  • სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაზე - არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებითარ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა. „რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ? თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ“ სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე“. წყარო:  ... ...
  • რა ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშისაქართელოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. პროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი კობახიძე არიან. „რეგლამენტში ცვლილების განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით იცვლება მათ შორის, დასახელებებიც. კონსტიტუციაში წერია, სიტყვა - ოპოზიცია და არ არის უმცირესობა, შესაბამისად, ხდება პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის კომიტეტებისაც. ასევე, კონკრეტდება საპარლამენტო ცხოვრებაში როგორც უმრავლესობაში შემავალი ასევე, ოპოზიციაში არსებული ფრაქციების მონაწილეობა. როგორც ასეთი, სუბიექტები - უმრავლესობა და უმცირესობა აღარ იქნება. აუცილებლად იქნება ის, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა - მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი მთავრობას ჩამოაყალიბებს, მაგრამ უმრავლესობა, როგორც საპარლამენტო სუბიექტი, რომელსაც თავისი აპარატი ეყოლება - ეს აღარ იქნება", განმარტა საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობაში შესვლის უფლება აქვს როგორც ფრაქციას ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრებს. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი ყველა ფრაქცია და უფრაქციო დეპუტატი იქნება ოპოზიცია. რეგლამენტის ახალი პროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. „ოპოზიცია იქნება ყველა ის დეპუტატი, რომელიც იქნება უმრავლესობის გარეთ. აი ეს ცვლილებები იწვევს ყველა სხვადასხვა მუხლებში ცვლილების განხორციელებას, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, იქნება უფრაქციო დეპუტატი, ეს ასევე იწვევს კვოტების განაწილების წესის ცვლილებას, ასევე ვიცესპიკერების განაწილების კვოტებს და არეგულირებს კომიტეტის თავმჯდომარეების, მისი მოადგილეების განაწილების პროცესს. ძირეული ცვლილებები არის ის რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა როგორც უმრავლესობის და უმცირესობის არარსებობის და უმრავლესი წევრების შეკრების სახით, ასევე კვოტების განაწილების სახით", - განმარტა კანონპროექტის ერთ-ერთმნა ინიციატორმა. მისი თქმით, მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა, და იგი ჩამოვიდა სამზე, მათ შორის ერთი კვოტა არის ოპოზიციის. საკანონმდებლო ინიციატივის სახით, ცვლილება ასევე ეხება კომიტეტების შემცირებას. ახალი რეგლამენტით პარლამენტს სულ სულ განსაზღვრულია 13 კომიტეტი ეყოლება. ესენია: • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; • განათლებისა და მეცნიერების; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის; • ევროპასთან ინტეგრაციის; • თავდაცვისა და უშიშროების; • იურიდიულ საკითხთა; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის; • საგარეო ურთიერთობათა; • საპროცედურო საკითხთა და წესების; • საფინანსო-საბიუჯეტო; • კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და დიასპორის საკითხთა; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა.". „აგრარულ საკითხთა კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან გაერთიანდება, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულება გაერთიანდება კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკითხებთან ერთად, ერთ კომიტეტში; თავის მხრივ, კულტურის კომპონენტი გამოეყოფა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს. პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებები თანმდევ პროექტებში ცვლილებას იწვევს , რაც ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ეს ცვლილებები ამოქმედდება მეათე მოწვევის პარლამენტისთვის, რომელსაც საშუალება ექნება დაიწყოს ფუნქციონირება ახალი კონსტიტუციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა გურამ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?