" ჩვენ ვისწავლეთ ამ შიშთან ერთად ცხოვრება"

მთავარი თემა

" ჩვენ ვისწავლეთ ამ შიშთან ერთად ცხოვრება"

23 ნოე. 2015, 19:11:22

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 ჟურნალისტი მედიატურის ფარგლებში, ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა.

პირველად სოფელ ერგენთში ვიმყოფებოდით. სოფელში მცხოვრებ ლია ჩლაჩიძეს  2008 წლის ომის დროს გადარჩენილი ნივთები, ახლა მის სახლთან ახლოს, ღია ცის ქვეშ აქვს გამოფენილი.

"ეს იმის გამო გავაკეთე, რომ რაც კარგი მქონდა,  გავიხსენო და არ დამავიწყდეს. სახლში ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ ერთეული რამ გადარჩა. ნანგრევებიდან რამდენიმე რამ ამოვიღე, ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ. ძალიან მიჭირს საუბარი. "_ გვითხრა ლია ჩლაჩიძემ.

მისივე თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ ერგნეთში ცხოვრება ძალიან მძიმეა.

"მხოლოდ წელს მოგვეცა  იმის ბედნიერება,  სახურავი გავუკეთეთ  ჩემს სახლს. მანამდე ვუყურებდი დამწვარ სახლს, დაფერფლილ კედლებს და ვცხოვრობდი იმ გარემოში, რომელიც ყოველდღე მახსენებდა რომ ეს სოფელი იყო ომის ეპიცენტრში. ჩემს საცხოვრებელ კარმიდამოში 16 კასეტური ბომბი აფეთქდა. ახლა იმ ადგილებზე ყვავილები და ხეხილი გავაშენე. შიში ახლაც არსებობს, ჩვენ საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა გვეშინია, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ამ შიშთან ერთად ცხოვრება."- ამბობს ჩლაჩიძე.

სოფელში მძიმე პირობების მიუხედავად მოჰყავთ ბოსტნეული, ადამიანები სოფლის მეურნეობას ეწევიან.

ნიკო ჩლაჩიძე ამბობს, რომ მთავარია სოფელში წყლის პრობლემა გადაიჭრას.

"პირველ რიგში წყლის პრობლემაა სოფელში. დაიწყეს გაკეთება და საშველი არ დაადგა. დროულად გვინდა ეს პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ არც ძალიან შორიდან გვიწევს წყლის მოტანა.  მთავარია  მშვიდობა იყოს. პურის ფული გვიჭირს და უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება ხელისუფლებისგან.  მოდიან ჟურნალისტები და აშუქებენ ხალხის სათქმელს. ხომ უსმენენ ტელევიზიას, მოვიდნენ და დაინტერესდნენ, რა ხდება, რა გვიჭირს, რა გვილხინს." -თქვა ჩვენთან საუბრის დროს ნიკო ჩლაჩიძემ.

სოფელ დიცში ჯერ ახალგაზრდებს შევხვდით. ყველაზე ძალიან  მინი სტადიონი უნდათ. უფრო მეტ დროს  დღის განმავლობაში ველოსიპედით სეირნობაში ატარებენ.

"თავისუფალ დროს ბურთს ვთამაშობთ. ასევე დავდივართ სკოლაში და ზაფხულში ლიახვზე ვართ. "- გვითხრეს სოფელში.

ტერეზა მძინარაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს:

"არ გვაქვს შეშა, წყალი, ეს არის მთავარი პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ვაკეთებთ და ცოტა ხანში მოგვარდება წყლის პრობლემაო. ამ ეტაპზე გამხმარი ხეები მოვჭერით და მაგით ვთბებით. 2008 წელს დაგვიწვეს სახლები და  უამრავი პრობლემით გვიწევს ცხოვრება"- თქვა ჩვენთან საუბრის დროს ტერეზა მძინარაშვილმა.

სოფელ ზარდიაანთკარში ერთ დროს ხალხმრავლობა იყო, მაგრამ ახლა სოფელში ყოფნისას ბევრი დაკეტილი სახლი ვნახეთ.

გიორგი გაბლიშვილი,  ზარდიაანთკარის მკვიდრი: " დაახლოებით 12 ოჯახი ცხოვრობს ახლა, როდესაც 30-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა ამ პატარა ტერიტორიაზე. ირგვლივ  ნახავთ მიტოვებულ სახლებს. არანაირი დახმარება არ გვაქვს მთავრობისგან. ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება. მხოლოდ პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზე ვართ. წყალი არ არის და აქედან გამომდინარე, სხვა ადგილზე ცხოვრობენ, სადაც უკეთესი პირობები ნახეს. სოფლის მეურნეობით ვირჩენდით თავს და ახლა ესეც არ არის. მოკლედ, მთავარია  წყლის პრობლემა მოგვარდეს."

ციცინო ელიკაშვილი, სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები:" ნაკვეთი დავამუშავე, მაგრამ  მოსავალი ვერ  მივიღეთ,  რადგან გახმა ყველაფერი. ოთხი ადამიანი ვცხოვრობთ, ბავშვები მერეთის საჯარო სკოლაში დადიან, ჩვენს სოფელში არ არის სკოლა. ძალიან მძიმე პირობებია, მაგრამ რა ვქნათ. ყველანი ვითხოვთ წყლის პრობლემის მოგვარებას. ხან ცოცხის დასასველებელი წყალი არ გვაქვს, ისეთი მდგომარეობაა. სოფელი მხოლოდ სოციალური დახმარების იმედზეა."

"გურია ნიუსი" ამ საკითხებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მედიატურის მხარდამჭერი ააიპ  "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" იყო.

მარიამ ოზაშვილის, მრავალეროვანი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, მედიის წარმომადგენლები ხშირად უნდა დაინტერესდნენ ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გაშუქებით.

" ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ბედით. ეს ტური ხორციელდება მრავალეროვანი საქართველოს მცირე გრანტების ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ" - თქვა მარიამ ოზაშვილმა.

"ქართული-ოსური კონფლიქტის ზონაში მედიატურის დროს მოსახლეობა ძალიან აქტიური იყო და ყველა იმ პრობლემის შესახებ ისაუბრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან, რაც ბოლო წლებია არსებობს."_ გვითხრა პროექტის ავტორმა ნინო ჩიბჩიურმა.




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...