გამოძიების ერთ-ერთი სამუშაო ვერსია შურისძიებაა

მთავარი თემა

გამოძიების ერთ-ერთი სამუშაო ვერსია შურისძიებაა

2010 დეკ 19 11:58:44

ნიღბიანმა მამაკაცმა მამა-შვილი თეოდორ და ირაკლი ხურციძეები ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში ჩაცხრილა.  დაიჭრა ხურციძეების რძალი ქეთი აშუბა და 10 თვის გიორგი ხურციძე. აშუბა თვენახევრის ფეხმძიმეა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაბილურია 10 თვის  გიორგის მდგომარეობაც.
დაჭრილი ქეთევან აშუბა და მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო ცენტრში მოათავსეს. "გურია ნიუსთან" საუბარში ბავშვთა საავადმყოფოს მორიგე ექიმი დალი მოქია აღნიშნავს, რომ ბავშვი შემოიყვანეს მარცხენა წვივის არეში მიყენებული ჭრილობით და ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჩვენთან საუბრისას,  ქეთი აშუბა მომხდარი ფაქტის დეტალებს ვერ იხსენებს და როგორც ამბობს, მხოლოდ გასროლის ხმა ახსოვს: "არაფერი არ ვიცი, იმ ოთახში არ ვიყავი, მე არ დამინახავს ვინ იყო. როცა გასროლის ხმა გავიგე, გავვარდი და ჩემს მამამთილს ბავშვი ხელიდან გამოვტაცე; ასხლეტილი ტყვია მაშინ მომხვდა. მეუღლე არსად არ მუშაობდა, არ ვიცი, ვის შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა, არც ეჭვი მაქვს ვინმეზე", _ გვითხრა დაზარალებულმა.  დეტალებზე არც აშუბას დედ-მამა საუბრობს:
"დაგვირეკეს თქვენი შვილი დაჭრილიაო. აქ მოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ჩემი სიძე და მძახალი გარდაცვლილები იყვნენ. ვერ გეტყვით რა და როგორ მოხდა. მომხდარით გაოგნებულები ვართ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემების ან ვინმეს მუქარის შესახებ ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ვახტანგ აშუბამ.
როდესაც თავდამსხმელი ხურციძეების სახლში შევიდა, იქ მეზობლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდათ.
"გურია ნიუსთან" საუბრისას, თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ თავიდან ყველაფერი ხუმრობა ეგონათ: _ ოთახში რომ ნიღბიანი ადამიანი შემოვიდა, გვეგონა ხუმრობდა და ნებისმიერ წამს აიხდიდა ნიღაბს. ირაკლი იკითხა, რომელიც სამზარეულოში იყო გასული. აქ ვარო _ ოთახიდან გამოსძახა ირაკლიმ. ყველაფერი წამებში მოხდა _ თავდამსხმელმა კარი გააღო და ირაკლის რამდენიმეჯერ ესროლა, _ გვითხრა ერთმა თვითმხილველმა, რომლის ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ.
_ თეოდორი დერეფანში იყო და ხელში გიორგი ეჭირა. სროლის ხმის გაგონებაზე ქეთი გარეთ გავარდა და მამამთილს პატარა ხელიდან გამოგლიჯა. სწორედ ამ დროს ესროლეს ოჯახის უფროსს, _ აღნიშნა მეორე თვითმხილველმა.
მათი თქმით, გიორგის გადარჩენა დედამ მოახერხა: _ ქეთის რომ თეოდორისთვის ბავშვი ხელიდან არ გამოერთმია და ეზოსკენ არ გაქცეულიყო, ალბათ პატარაც დაიღუპებოდა. ქეთის და გიორგის თეოდორისთვის გამიზნული ასხლეტილი ტყვია აქვთ მოხვედრილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის რწმუნებული  აბესალომ ბოლქვაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ მკვლელმა ჯერ ერთს ესროლა, მერე _ მეორეს. უცნობია, დედა-შვილს განზრახ ესროლა თუ ასხლეტილი ტყვია მოხვდათ.
"შემზარავი ფაქტია. ტრაგიკული ოჯახია. ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მეზობლები ამბობენ, რომ მათ ვერ იცნეს თავდამსხმელი. ნიღბიანი კაცი სახლში შევარდა, ჯერ ირაკლი იკითხა და იმწამსვე ესროლა, შემდეგ კი მამას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა".
როგორც გავარკვიეთ, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი და მთავარი _ შურისძიებაა.
სამართალდამცავებმა უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი სოფელ შრომის მკვიდრი დავით ქადეიშვილია, რომელსაც ხურციძეების ოჯახთან ბიძაშვილ-მამიდაშვილობა აკავშირებს. მომხდარიდან მეორე დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქადეიშვილზე ძებნა გამოაცხადა: "იძებნება მკვლელობისთვის, ჯილდო 10 000 ლარი!" _ იუწყება შსს ოფიციალური ვებ-გვერდი პოლიცე.გე.
ქადეიშვილი, რომელიც 2010 წლის შობა ღამეს, სოფელ შრომის რწმუნებულის დაღაჩაღებაშია ბრალდებული, იძებნება და დაუსწრებლად 22 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. აღსანიშნავია, რომ მის საქმეს, შარშან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის თანაშემწისა და რწმუნებულის თანამდებობა შეეწირა, თითქოსდა, მათ ეჭვმიტანილის  ადგილსამყოფელი იცოდნენ.
მაშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებულს, ზურაბ მჟავანაძეს 7 იანვარს, დილის 5 საათზე თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, რომლებსაც მისი გაძარცვა ჰქონდათ განზრახული. 
როგორც მჟავანაძე ამბობს, იგი საათზე მეტს ხანს აწამეს: "წამაქციეს, თავზე ფეხი დამაბიჯეს, ფულს და ოქროს მთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ ჩემი "დასკოჩვა" დაიწყეს. პარალელურად, ცხვირ-პირში ავტომატს მირტყამდნენ", _ ამბობდა მომხდარიდან მეორე დღეს  "გურია ნიუსთან" საუბარში მჟავანაძე. მაშინ შეიარაღებულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიაც გაუვარდათ. გასროლის ხმა მეზობლებმა შეიტყვეს და საპატრულო პოლიციას მიმართეს, თუმცა ყაჩაღებმა მჟავანაძის ავტომანქანის გატაცება და მცირე  თანხის წაღება მაინც მოახერხეს.
ამ შემთხვევაში დაყაჩაღების ვერსია გამორიცხულია, რადგან მკვლელს არაფერი მოუთხოვია. ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, შემზარავი მკვლელობის ღამესაც ქადეიშვილი ვახშმობის დროს მივიდა ხურციძეების ოჯახში. არსებული ინფორმაციით, ის ხურციძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდა და აფარებდა თავს. უკან გაბრუნებისას, იქვე პოლიციის მანქანა შეუნიშნავს, დამალულა, პოლიციის მანქანის წასვლის შემდეგ კი ოჯახში შევარდნილა, დაუყვირია _ "ჩამიშვითო?!", მოუკითხავს ირაკლი და ავტომატის ჯერი გაუშვია.  წყაროს ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ რთულია, რადგან საქმე უმძიმეს დანაშაულს ეხება და ყველა დუმილს ამჯობინებს ან კონფიდენციალურობის მკაცრად დაცვას ითხოვს.
საქმეს განსაკუთრებულ სიმძიმეს მატებს ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ, ხურციძეების ოჯახში კიდევ ერთი სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა: თბილისში, დოლიძის ქუჩაზე  მდებარე ბინაში, ტყვიით გარდაცვლილი  იპოვეს ირაკლი ხურციძის ძმა _ ელგუჯა და დედა. მაშინ, გამოძიების  მიერ დადგინდა, რომ ელგუჯა ხურციძეს იარაღი წმენდისას გაუვარდა და დედა შემოაკვდა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. თუმცა, 15 დეკემბერს თხინვალში მომხდარი ამ საზარელი ფაქტის შემდეგ, მაშინდელი ოფიციალური დასკვნის აღარ სჯერათ ხურციძეების ახლობლებს, რომლებიც ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ ოჯახი დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული, კარგად ორგანიზებული შურისძიების მსხვერპლი გახდა. მაშინ, სოფელშიც არ საუბრობდნენ სხვა ვერსიებზე, მაგრამ ახლა, მაშინდელ ფაქტსაც აღარ მიაწერენ უბედურ შემთხვევითობას.




 ახალი ამბები
  • შემთხვევა მყინვარწვერზე_ 4 000 მეტრის სიმაღლიდან კაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდამაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი.  სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა ... ...
  • აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა (R)საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც  ანგარიშსწორების ბანკი, და ასევე იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და  საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი „გალტ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა - 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ. „ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60-მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ ენდ თაგარტის“ როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებაში არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ,  მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები.  მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვალოს„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...