ატყუებს თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობა სამინისტროს

მთავარი თემა

ატყუებს თუ არა მუნიციპალიტეტის გამგეობა სამინისტროს

2015 დეკ 5 00:06:57

ვაზიანის დასახლების მაცხოვრებელთა პრობლემა ჯერჯერობით კვლავ მოუგვარებელი რჩება. 56 კორპუსში მცხოვრები 5 ათასამდე ადამიანი ხელისუფლებას დახმარებას უკვე 3 თვეა სთხოვს. საქმე იმაშია, რომ ნაგვის ურნების არარსებობის გამო, მოსახლეობა იძულებულია ნაგავი ტერიტორიაზე დაყაროს, თუმცა მუდმივი ქარის გამო, ნარჩენები იფანტება. ადგილობრივები ტერიტორიის გაწმენდას და ელემენტარული გარემო-პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 10 ნაგვის ურნა ერთ ადგილზე, დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებით დგას. თუმცა, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე 100-მდე მაწანწალა ძაღლია, ურნებთან მიახლოებას ადგილობრივები ვერ ახერხებენ.

აღნიშნული პრობლემის შესახებ "გურია ნიუსმა" პირველი სტატია 23 სექტემბერს გამოაქვეყნა. სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში საკითხით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაინტერესდა და პრობლემის ადგილზე შესასწავლადაც იყო ჩასული. ვიზიტიდან მეორე დღეს კი დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილით მიმართა და რეაგირება მოსთხოვა. თუმცა, ამ დრომდე სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღია. რამდენიმეთვიანი დანაპირებების შემდეგ, წერილი სამინისტროში 2 დღის წინ მივიდა.

წერილის ასლი კი, "გარდაბნის მუნიციპალიტეტმა "გურია ნიუსსაც" გამოუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობა მუნიციპალიტეტს უკვე დაწყებული აქვს.

რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის მიცემულ რეკომენდაციებს, რომ გაიწმინდოს ტერიტორია ნაგვის ნარჩენებისგან ჯერჯერობით შეუსრულებელი რჩება.

"გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული თქვენი მომართვის პასუხად,  "გურია ნიუსი"-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა ვაზიანის სამხედრო დასახლების   სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მოგახსენებთ, რომ დასრულებულია ტენდერი ნაგვის ურნების შესყიდვაზე, შესაბამისი პროცედურების შემდეგ მოხდება ნაგვის ურნების განაწილება ადმინისტრაციულ ერთეულზე. დასუფთავების საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის კომპანიებს მიეცა გაფრთხილება და დაწყებულია დასუფთავების სამუშაოები. საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება (შეძლებისდაგვარად) დაგეგმილია 2016 წელს, რაც შეეხება მაწანწალა ძაღლების პრობლემას, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არსებობს მაწანწალა ცხოველების ვშესაფარი საკითხის მოგვარება სცილდება მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას", _ აღნიშნულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

თუმცა, წერილში აღნიშნული, რომ უკვე დაწყებულია დასუფთავების სამუშაოები, სიმართლეს არ შეესაბამება. ტენდერის დასრულების მიუხედავად, ტერიტორიაზე არც ახალი ნაგვის ურნები მიუტანიათ. 

"გურია ნიუსი" ვაზიანის დასახლებაში" რამდენიმე დღის წინ, წერილის მიღების შემდეგ, ტერიტორიის შესამოწმებლად იმყოფებოდა.

ტერიტორიის გაწმენდის ნაცვლად, ადგილზე ნაგვის ახალი კერებია გაჩენილი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები იმაზე მეტ ფართობზეა გაშლილი, ვიდრე იყო.

მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტერიტორია ოქტომბრის შუა რიცხვებში საკუთარი ძალებით გაუსუფთავებიათ. სპეციალურად დაქირავებული ტრაქტორით ორმოები ამოუჭრიათ და შიგ ჩაუყრით. თუმცა, იმის გამო, რომ ვაზიანს ყოველდღიურად დასუფთავების სამსახური არ ემსახურება, ადგილობრივ მაცხოვრებლებს ნაგვის დაყრა ისევ ძველი ნაგავსაყრელის ადგილზე უწევს.

"ერთი რაღაც მაინც დაიწყონ და გააკეთონ, აბსლუტურად, არაფერი გაკეთებულა. ყველაფერს გვატყუებენ. დღეს იქნება-ხვალ იქნებაში გადის დრო. ორმო ოქტომბერში ამოვთხარეთ, ძველი ნაგავი ტრაქტორით ჩავაყრევინეთ და ზემოდან მიწა დავაყარეთ. მეორე ორმოც ამოვთხარეთ ახალი ნაგვის ჩასაყრელად, მაგრამ ისიც უკვე ამოივსო. რასაც ვითხოვდით, ნაგვის ურნებს, ტრანსპორტს, გარე განათებების დამონტაჟებას, ტერიტორიის გაწმენდას, არაფერი გაუკეთებიათ. ისევ იგივე პირობებში გვიწევს ცხოვრება.

პატარა ნაგვის მანქანა მოდის ზემოთა დასახლებაში, იქვე გაასუფთავებენ ურნებს და მიდიან, დანარჩენ ტერიტორიაზე გაშლილი რომ არის ნაგავი მაგას ვერ ხედავენ. არც ქვედა დასახლებაში ჩამოდიან. თამაც, ეს მანქანა მხოლოდ იმ დროს მოდის, როცა შემოწმებაზე აპირებს ვინმე სამინისტროდან მოსვლას", _ აცხადებენ ვაზიანის დასახლების მაცხოვრებლები.

ვაზიანის დასახლების წამომადგენელმა თამაზ მარგიანიმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, მიზეზად გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის გარდაცვალება დაასახელა. თუმცა, სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ კარგად იცნობს ვაზიანის პრობლემებს და "როგორც ხალხი ამბობს ყველაფერი ისე არ არის".

"ეს პრობლემები "ნაციონალების" დროსაც იყო, ახლა კიდევ გამოკეთებულია და წინ რომ მიდის, ფაქტია. ნაგავი გააქვთ ტერიტორიიდან, მაგრამ ხალხი ისევ ყრის. თქვენ რომ იცოდეთ, თუ გინდათ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, დილით ჩამობრძანდით და ნახავთ როგორ აბინძურებს მოსახლეობა ამ ტერიტორიას. გამოდის სახლიდან და ნაგავი ურნამდე კი არ მიაქვს, იქვე მიაგდებს კორპუსთან. ნაგვის ურნები არის, ქვემოთა დასახლებაშიც იყო, მაგრამ ერთი მოიპარეს, დანარჩენები ზემოთ ამოიტანეს და ახლა სადაც მოეხასიათებათ ნაგავს იქ ყრიან", _ აცხადებს მარგიანი.

კითხვაზე: რამდენად დაზუსტებული ინფორმაცია აქვს, მაშინ, როდესაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ურნები მხოლოდ ერთ ადგილზეა და საკმარისი არ არის", _ მარგიანი გვპასუხობს:

"შარშანწინ დავურიგეთ ეს ნაგვის ურნები. ყველგან იყო თავიდან. ახლა ერთ ადგილზეა თავმოყრილი. დაახლოებით, 20 ცალ ნაგვის ურნას ველოდებით, მუნიციპალიტეტმა უნდა შემოიტანოს და დასუფთავების მანქანაც უფრო ინტენსიურად ივლის. ტენდერი უკვე მოგებულია და ყოველდღე ველოდებით რომ  ურნებს მოგვიტანენ", _ აცხადებს მარგიანი.

იმ ფონზე, როდესაც სამინისტროს მიმართვას მუნიციპალიტეტის გამგეობა თვეების განმავლობაში არ პასუხობს, აღებული ვალდებულებები კი ამ დრომდე არ შეუსრულებია, უცნობია, როდის მოგვარდება ვაზიანის მაცხოვრებელთა პრობლემა. თუმცა, "გურია ნიუსი" აგრძელებს თემაზე მუშაობას და უახლეს ინფორმაციებს მირებისთანავე შემოთავაზებთ.

ამავე თემაზე:

ვაზიანის მოსახლეობა შველას ითხოვს

მინისტრმა, ალბათ, ჩვენი გასაჭირი არ იცის - რას ითხოვს გიგლა აგულაშვილისგან მოსახლეობა

"გურია ნიუსის" სტატიას გარემოს დაცვის მინისტრი გამოეხმაურა

ვაზიანის დასახლების პრობლემა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეისწავლა

სამინისტროს წერილი, გამგებლის წარმომადგენლის პასუხი და ნაგავსაყრელი ვაზიანში

"ჭიებით, ფოთლებით და ნაგვით დაბინძურებულ წყალს ვსვამთ"




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...