„ჩერნოვეცკი საქართველოში იმდენად გააქტიურდება, რამდენის უფლებასაც ბიძინა ივანიშვილი მისცემს“

მთავარი თემა

„ჩერნოვეცკი საქართველოში იმდენად გააქტიურდება, რამდენის უფლებასაც ბიძინა ივანიშვილი მისცემს“

2015 დეკ 10 18:28:51

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, უცხოური პოლიტიკური ძალებიც ვიხილოთ. ამის ერთ-ერთი მაგალითი კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკია, რომელმაც პოლიტიკური მიზნები უკვე გააჟღერა და საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია "ბედნიერი საქართველოსთვის" შექმნა.

ვინ არის ლეონიდ ჩერნოვეცკი; რა ავტორიტეტით სარგებლობდა კიევის ყოფილი მერი მშობლიურ უკრაინაში; რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს მას ქართულ პოლიტიკაში და რამდენად შეიძლება მისი სახით ახალი, ძლიერი პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს. ამ და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" "პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარეს, 2006-2007 წლებში, უკრაინაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ამირან გიგუაშვილს ესაუბრა:

_ბატონო ამირან, თქვენ უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლად სწორედ იმ წლებში მუშაობდით, როდესაც ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი იყო. რამდენად პოზიტიური იყო მისი მერობის პერიოდი კიევისთვის და როგორ აფასებთ მის სურვილს კენჭი იყაროს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

_სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს გეტყვით. 2006-2007 წლებში, როდესაც მე უკრაინაში ვმუშაობდი, კიევი იყო იმ დიდი კორუმპირებული სისტემის მთავარი ღერძი, რომლის ირგვლივაც უკრაინული პოლიტიკა ტრიალებდა. რაც შეეხება თავად იმდროინდელ მერს, ლეონიდ ჩერნოვეცკის, მასზე მხოლოდ ნეგატიური განწყობები იყო უკრაინულ საზოგადოებაში. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ის იყო კორუმპირებული, ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებული, ზედმეტად ექსტრავაგანტული ტიპაჟი. მისი არცთუ სახარბიელო თავგადასავლების შესახებ ანეგდოტები დადიოდა, თუმცა ეს არ არის მთავარი. პირადი ცხოვრება ის სფეროა, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს განმსაზღვრელი რომელიმე პოლიტიკოსის ობიექტური შეფასებისთვის. მაგრამ ჩვენთვის, როგორც იმ საზოგადოებისთვის, სადაც ბატონი ჩერნოვეცკი დამკვიდრებას ცდილობს და რაც მთავარია ცდილობს საჯარო ფიგურად იქცეს, ანუ მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესებში, მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტური პოლიტიკოსი იყო ის სამშობლოში. სამწუხაროდ, როგორც მოგახსენეთ ამ მხრივ კიევს არ ახსოვს არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, ან პროექტი, რომელიც ბატონმა ჩერნოვეცკიმ მისი მერად მუშაობის ხანგრძლივ პერიოდში განახორციელა. კიევი მან ჩაიბარა, როგორც საბჭოთა პერიოდის ქალაქი, დამძიმებული ბიუროკრატიით და კორუფციით და დატოვა სწორედ იგივე ან უარეს მდგომარეობაში. ამიტომაც მისი ეფექტურობა ამ მიმართულებით სახარბიელო ნამდვილად არ არის.

_რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს უკრაინაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში. ვრცელდება მოსაზრებები, რომ მან შეიძლება მესამე ცენტრის ჩამოყალბებაში აქტიური როლი ითამაშოს, მით უფრო მისი მატერიალური რესურსების და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით, რომლის შესახებაც აქტიურად საუბრობენ?

_ერთადერთი ადამიანი, ვინც საქართველოში დღეს პოლიტიკურ ამინდს განსაზღვრავს და წყვეტს, ვინ და და დოზით შეიძლება შემოვიდეს პოლიტიკურ პროცესებში არის ბიძინა ივანიშვილი. ლეონიდ ჩერნოვეცკი გააქტიურდება იმდენად, რამდენის უფლებასაც მას მისცემენ. რაც შეეხება კიევის მერის მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს, ან გავლენას პოლიტიკურ წრეებზე, ის ახლოსაც ვერ მივა ივანიშვილის შესაძლებლობასთან. ეს, ალბათ, თავად ჩერნოვეცკიმაც მშვენივრად იცის. ამიტომ იგი ფრთხილობს განცხადებებში. ცდილობს მეგის ქარდავას გავლით, რომლის დაკავებისთვისაც ჯილდო დააწესა, "ნაციონალურ მოძრაობას" დაარტყას და არა მმართველ კოალიციას. გაკვრით კი განაცხადა, რომ აქვს რაღაც შენიშვნები ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უფრო პოზიორობაა, ვიდრე რეალური კრიტიკის სურვილი. ამიტომაც გამოვრიცხავ, რომ იგი რაიმე ზეგავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე, ან მას ამის უფლებას მისცემენ. მაქსიმუმი რასაც მან შეიძლება მიაღწიოს პარლამენტის დეპუტატობაა, თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ სერიოზულ პოლიტიკურ ძალას, რომელთან მიბმასაც იგი შეძლებდა. საარჩევნო მარათონში  დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში კი მისი შანსები ნულის ტოლია.

_თუმცა ლეონიდ ჩერნოვეცკის პირველი პრესკონფერენცია სოციალურ თემატიკას უკავშირდებოდა. მან განაცხადა, რომ პირველი რასაც გააკეთებს პარლამენტში მოსვლისას, პენსიების 500 ლარამდე გაზრდაა. იმ ხუთი წლის მანძილზე რაც იგი საქართველოში ცხოვრობს, ქველმოქმედებაში რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა. შექმნა ფონდი "სოციალური პარტნიორობა", დააარსა პარტია "ბედნიერი საქართველოსთვის". ხომ შეიძლება ამ ყველაფერმა იმდენად მოხიბლოს ქართველი ამომრჩეველი, რომ მან მართლაც შეძლოს პარლამენტში არა მხოლოდ დამოუკიდებელ დეპუტატად გასვლა, არამედ თავისი პარტიის წევრების გაყვანაც?

_ის რასაც დღეს ჩერნოვეცკი საქართველოში აკეთებს, მისთვის პოლიტიკური რეინკარნაციაა. წლების წინ, როდესაც უკრაინაში მოღვაწეობას იწყებდა, მან დაახლოებით იგივე გზა გაიარა. დააარსა ფონდი "სოციალური პარტნიორობა", შექმნა პარტია "ლამაზი უკრაინისთვის", კენჭი იყარა საპრეზიდენტო კანდიდატად. მოკლედ, მისი მეთოდები ცნობილია. ვფიქრობ, მისი პროგრამა მაქსიმუმი ამ ეტაპზე ქართულ საჯარო სივრცეში დამკვიდრებაა. მივიდა სადღაც თავის თანაშემწესთან ერთად, ჩაატარა პრესკონფერენცია, გაისროლა რამდენიმე ავანტურისტული მესიჯი და წავიდა. სერიოზული პოლიტიკა ასე არ კეთდება და ეს ჩერნოვეცკიმ მშვენივრად იცის. იგი იმაზე პრაგმატული და ჭკვიანი პიროვნებაა, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.  რაც შეეხება პენსიების ზრდას 500 ლარამდე ეს მტკნარი სიცრუეა, რომლისაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად თავად ჩერნოვეცკის სჯერა. მას არ წარმოუდგენია არც ეკონომიკური პროგრამა, არც კალკულაცია, არც მყარი პოლიტიკური ხედვები. ან როგორ შეიძლება ერთმა დეპუტატმა ამის გაკეთება შეძლოს, მაშინ გამოდის, რომ მისი პარტია უმრავლესობით მოვა პარლამენტში, რაც სრული ფანტასტიკის სფეროა. ამიტომ როგორი უპასუხისმგებლო განცხადებებიც გააკეთა ელექტორატის მოსაზიდად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზუსტად ასეთივე იქნება მისი მოღვაწეობაც ქართულ პოლიტიკაში. ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ნაკლებობას კი, ლეონიდ ჩერნოვეცკის გარეშეც არ განიცდიდა ჩვენი საზოგადოება.




 ახალი ამბები
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...
  • ქარი, თოვლი და ყინვა _ ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემასინოპტიკოსთა ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს. 25-27 იანვარს, ღამით გაძლიერდება ქარი და ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს, დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...

რატომ უნდა დაიბანოთ გაზიანი წყლით

კორეულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...