"სოლარიუმი," "მიწიერი სამოთხე," ბიძინა ივანიშვილი ანუ რა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებამდე

მთავარი თემა

"სოლარიუმი," "მიწიერი სამოთხე," ბიძინა ივანიშვილი ანუ რა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებამდე

2015 დეკ 27 18:03:48

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, რომელზეც წლის მთავრი დოკუმენტის დამტკიცება მოხდა, მწვავე დებატების გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი კვერღელიძის თხოვნა იყო, რომ მხოლოდ ბიუჯეტის გარშემო ესაუბრათ დეპუტატებს, ასე არ მოხდა და სხდომაზე ხშირად ისმოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრი დეპუტატი დავით მჟავანაძე დაინტერესდა, როდის ააშენებს დაპირებულ სოლარიუმებს ბიძინა ივანიშვილი ურეკში. ეს კითხვა მას მაშინ გაუჩნდა, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ  2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

"თქვენ ხართ არჩეული პირი.  არ მხოლოდ მე, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოვა თქვენთან, ვალდებული ხართ მოუსმინოთ და გასცეთ პასუხი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხალხის ფულით დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებს. ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა ურეკში სოლარიუმებს, მიწიერ სამოთხეს და დღეს თუ ჩავალთ, ვნახავთ რა მდგომარეობაში ურეკი. კარგია, რომ იზრდება ადგილობრივი ბიუჯეტი, მაგრამ შედეგებზე ორიენტირებული უნდა იყოს.  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიწიერი სამოთხე დაპირდა ხალხს და იქ რაც ხდება,  ის არის  ზუსტად "ქართული ოცნების" სახე ." - უთხრა დეპუტატმა გამგებელს.

მერაბ ჭანუყვაძემ დეპუტატს თავის შეკავება ურჩია.

"უმსგავსო გამოსვლებისგან, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ.  მინდა გითხრათ, რომ სწორედ "ნაცმოძრაობის" დროს იყო დასაკეტად გამზადებული ურეკი. იქ საერთოდ არ არსებობდა კანალიზაციის სისტემა, არც გაზი და საერთოდ არაფერი არ არსებობდა. მინდა თამამად განვაცხადო, ურეკი ნამდვილად იყო ის ადგილი, სადაც მეფობდა ანტისანიტარია, იქ ფაქტობრივად არ შეიძლებოდა დასვენება. როდესაც 21-ე საუკუნის მიღწევებზე საუბრობდნენ ბატონო დავით თქვენი ხელისუფლების დროს, მე არ მახსენდება ერთი თეთრი დახარჯული ურეკში და შეკვეთილში. ბიძინა ივანიშვილის დროს კი 73 000 000 მილიონი ლარი გამოიყო და იხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ამის შედეგ ძალიან მალე დაინახავთ." - აღნიშნა  სიტყვით გამოსვლის დროს მერაბ ჭანუყვაძემ.

მჟავანაძემ მერაბ ჭანუყვაძეს შეახსენა, რომ მის ძმას "ნაცმოძრაობის" დროს მაღალი თანამდებობა ეკავა.

"პოპულისტი ხართ,  პირდაპირ გეტყვით. ჩემი ძმა არის პოლიციელი. სწორედ იმისთვის, რომ არ ერეოდა ბინძურ პოლიტიკაში, 2010 წელს ის წავიდა თანამდებობიდან. თქვენ გადაიყვანეთ სხვა რეჟიმზე ქვეყანა და ჩააგდეთ ჭაობში."- უპასუხა მჟავანაძეს ჭანუყვაძემ.

საკრებულოს დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ სხდომაზე თქვა, რომ თურმე "ნაცმოძრაობას" სოლარიუმი მონდომებია.

" პირველი შეცდომა ამ ხელისუფლების ის არის, რომ ამდენი ლაპარაკის უფლება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას".  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ნებისმიერ სოფელში ძალიან კარგად ვიცი,  რა ხდებოდა და როგორ კეთდებოდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კვლევებს ვაკეთებდით და ყველა დოკუმენტაცია  შენახული მაქვს, როგორ იხსნებოდა ჰაერში ფული. ისე მიყურებს ახლა მიშიკო (საუბარია მიხეილ გოგოტიშვილზე, საკრებულოს დეპუტატზე. ავტ), რომ ვითომ არაფერი  იცის. "- თქვა ნაცვალაძემ.

მიხეილ გოგოტიშვილმა კი ლელა ნაცვალაძეს ურჩია, რომ თუ რამე დოკუმენტი აქვს შესაბამისს ორგანოს მიაწოდოს და ფაქტებზე ისაუბროს.

" მაგას რად უნდა ლაპარაკი. თუ გაქვს დოკუმენტი, მიაწოდე შესაბამის უწყებებს, სამი წლის განმავლობაში მაგას ელოდებიან და მიაწოდე." - თქვა გოგოტიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების ერთმა ნაწილმა "ნაცმოძრაობის" დეპუტატებს აგრესიული გამოსვლებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ისინი აგრესიულები არ არიან.

" ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს  აგრესიას და ჩვენ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენეთ. ასეთი რამ არ არსებობს პრაქტიკაში. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, შეიძლება  ეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, ჩვენ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებთ.

ბევრი პრობლემაა ქვეყანაში, ჩვენ რაც შევძელით გავაკეთეთ და ამაზე პასუხისმგებლობა გვიწევს. დღეს საკრებულოში რაც ხდება, მეტს ვერ შეძლებდით ამ მთავრობის და ხელისუფლების პირობებში, რასაც აკეთებთ, ეს არის მაქსიმალური. ვინაიდან დღეს სახელისუფლებო კრიზისია ქვეყანაში, გადაყენებულია პრემიერ-მინისტრი, ვინ გადააყენა,  და რა პირობებში, ეს არ ჩანს.  წარმატებულ ქვეყანაში არ არსებობს არჩევნების წინა წელს  პრემიერის გადაყენების პრაქტიკა.  რა ხდებოდა 9 წელის განმავლობაში, თუ  ამაზე გააკეთებთ ხშირად აქცენტს, ამით საქმეს ვერ გააკეთებთ, დამიჯერეთ. შეიძლება ქვეყნის მშენებლობის პროცესში ადამიანმა დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს არ ამართლებს ახალი ხელისუფლების  მიერ ახალი შეცდომების დაშვებას..

ნუ გეწყინებათ, თუ ისე არ ვფიქრობთ და ტაშს არ გიკრავთ, სადღეგრძელოებს არ ვამბობთ თქვენ გაკეთებულ საქმეებზე, მიიღეთ ეს კრიტიკა და თქვენი ვალდებულებაა, გააკეთოთ საქმე." - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძე თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა.

"ბატონო დიმიტრი, ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ  ამ ხელისუფლების შეცდომა  ის არის, რომ ამდენი ლაპარაკის უფლება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას". ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ უნდა იყოს"- შეაწყვეტინა  სიტყვა  მანჯგალაძემ კვერღელიძეს.

" თქვენ რომ საუბრობთ, ჩვენი მიღწევაა და მიხარია, რომ  საუბრობთ. ეს არის "ქართული ოცნების" მონაპოვარი. დღეს ყველა ამბობს იმას, რაც უნდა. იყო დრო მართლა ვერ საუბრობდნენ ერთეულების გარდა, შიში სუფევდა ხალხში და ეს ჩემზე კარგად თქვენ იცით.  ეს თავისუფლება ჩვენი მონაპოვარია და არა თქვენი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ორი აბსულუტურად დემოკრატიული არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. გპირდებით, რომ 2016 წელსაც მიიღებთ დემოკრატიულ არჩევნებს და ამას უნდა შეეგუონ ისინი,      პოპულისტურ განცხადებებს  რომ აკეთებენ, " - უპასუხა კვერღელიძემ.

. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი 2 000 000 ლარით გაიზრდა.

 "ახლა უფრო გამჭვირვალედ  მოხდება ეს პროცესი, ვიდრე ადრე იხარჯებოდა. ამას ხალხი დაინახავს და იგრძნობს. ყველა თეთრის დახარჯვა იქნება ცხადი. 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტი განისაზღვრა 9066,7 ათასი ლარით. მატება წინა წელთან შედარებით მართლაც შთამბეჭდავია. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ მომავალ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება" - თქვა დავით დარჩიამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებას 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“"დეპუტატებმა ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს.




 ახალი ამბები
  • საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავესგორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოზარდის გასათავისუფლებლად. სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, დაკავებულია ალექსანდრე შიუკაშვილი. მოზარდი თანასოფლელებთან ერთად იმყოფებოდა ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ცერცვაძის თქმით, შიუკაშვილთან მყოფებმა გამოქცევა მოასწრეს. ... ...
  • პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...
  • როდიდან დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლებშიპირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.   III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლები ს მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ. 2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება“,_ წერია სამინიტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • „ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ”_ გახდება თუ არა სიგარეტის ფასი 15 ლარისიგარეტის ფასის ზრდის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სიგარეტი 15 ლარი უნდა გახდეს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი  სოციალურ ქსელში ეხმიანება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2022 წლამდე  არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. „ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს. ჩამოვწეროთ მხოლოდ ფაქტები: 1. არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი. ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი უბრალოდ ფაქტია და ვისაც კითხვა არ ეზარება მარტივად გადამოწმებადია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0 2. არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება. 3. საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი). 4. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და ა.შ.) 2018 წელს გაიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოსთვის გადაიწია 2026 წლამდე (2018 + 8 წელი). 5. დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ 6 წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი. 6. 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება ბევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მითუმეტეს, მკითხაობის საფუძველზე. 7. მითუმეტეს, მაშინ როცა 2022 წლამდე საერთოდ არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის გამოტანა ნიუსად რომ საქართველოში სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება. პ.ს. მწეველები – შეიძლება მშვიდად ვიყოთ და ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ. ისინი ვინც არ ეწევიან და მხოლოდ საეჭვო წყაროებიდან წამოსული ნიუსების გავრცელებეთ ერთობიან – მინიმუმ კარგი იქნება თუ გართობასთან ერთად სიგარეტს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტად არ გამოაცხადებენ,“– წერს ლაშა ... ...
  • კორონავირუსი 12 წლის ლანჩხუთელი გიორგი ნაცვალაძის ნახატშიოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში  მეცხრედ ჩატარებულ გამოფენა -კონკურსში ,,ზამთრის ვერნისაჟი“ არაერთმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის და სამხატვრო სკოლის მოსწავლე, გიორგი ნაცვალაძე, ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს ნახატით გამოეხმაურა. როგორც გიორგი ნაცვალაძის დედა, თეა გოგუაძე გვეუბნება, გიორგის სურვილი გაუჩნდა თანატოლების მიმართ თანადგომა გამოეხატა. „თემის აქტიურობის გამო, ვინაიდან ტელევიზია  განუწყვეტლივ აცხადებდა დაღუპულებისა და  დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესახებ, სურვილი გაუჩნდა  თანადგომა გამოეხატა თანატოლების  მიმართ,”_ გვითხრა თეა გოგუაძემ. გიორგი ნაცვალაძე ამბობს, რომ ნახატი ასახავს სურვილს მთელი მსოფლიო ჩაერთოს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაგონებლად. “დავხატე   წვეთი , რომელიც შპრიციდან გადმოდის  და მასში მოქცეულია ჩინეთის რუკა. წვეთს აქვს მრგვალი ფორმა, რომლითაც მინდა მსოფლიო მოსახლეობა ჩაერთოს ვირუსის  საწინააღმდეგო  ვაქცინის  გამოგონებაში.  საკმარისია ერთი წვეთი მოსახლეობის გადასარჩენად”,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს გიორგი ნაცვალაძემ. გიორგი ნაცვალაძე წითელი ფერის კონტურით  მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ ამ ვირუსის ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...