ხუნდაძის სათათბირო

მთავარი თემა

ხუნდაძის სათათბირო

29 მარ. 2012, 00:30:03
რომ შენობაში არშეშვების უფლება არ აქვთ. აშკარად ირღვევა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი, კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მაგრამ, საჯარო მოხელეები ჩოხატაურში კანონზე მაღლა "უფროსის" სურვილს აყენებენ.

გასულ ორშაბათს, "დემოკრატიული" ადგილობრივი ხელისუფლება "საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას" მართავდა. ამგვარი "დარბაზების" არსებობას ღია, გახსნილი, კანონმორჩილი და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლების პირობებში აქვს აზრი და იგი მართვის პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვას ისახავს მიზნად. ჩოხატაურის ხელისუფლების საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე მოსახვედრად კი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში იმართებოდა, ნახევარ საათზე მეტი დაგვჭირდა. საკრებულოს აპარატის უფროსი ტელეფონს არ პასუხობდა და მოქალაქეთა მისაღების თანამშრომელმა, ლელა ნინიძემ ჩვენი შეშვება დამოუკიდებლად ვერ გადაწყვიტა. საჯარო მოხელემ, ლუდა მეგრელიშვილმა კითხვაზე, რამდენი ხნის დალოდება დაგვჭირდებოდა სხდომათა დარბაზში შესასვლელად, მხრების აჩეჩვით გვიპასუხა.

აღმოჩნდა, რომ სიაში არ ვყოფილვართ(?!). როგორც გავარკვიეთ, სია მოქალაქეთა მისაღებში საკრებულოდან ჩამოიტანეს და მასში იმ პიროვნებების ვინაობა იყო მითითებული, რომლებიც საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე უნდა შესულიყვნენ. ამ სიაში ჩვენი ჟურნალისტის, მანანა სურმანიძის გვარიც აღმოჩნდა:

_ შაბათს დამირეკეს საკრებულოდან და მითხრეს, რომ ორშაბათს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მივსულიყავი. ვუთხარი, რომ თუ საკრებულოს სხდომა იყო, მისვლას ვერ შევძლებდი და სხვა ჟურნალისტისთვის დაერეკათ. ამიხსნეს, რომ სხდომა არ იყო, სხვა დეტალები არ ვიცი, _ ამბობს მანანა სურმანიძე.

დეტალები კი, რომელიც სხდომათა დარბაზში შესვლის შემდეგ გავარკვიეთ მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარეს საზოგადოებრივი დარბაზი შეუქმნია, რომელიც თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს. ამ დარბაზის წევრები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები არიან. სწორედ, მათი სია იყო წარმოდგენილი მოქალაქეთა მისაღებში. ჩვენი გაზეთიდან დარბაზის წევრი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანანა სურმანიძე ყოფილა, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.

_ საზოგადოებრივი დარბაზი ჩემი სათათბიროა და ვისაც მინდა იმას შევიყვან, _ თქვა ჩვენთან საუბრისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივ დარბაზს, ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებად სათათბიროს ფუნქციას ასრულებდა. პირველ სხდომაზე, გამგეობის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, დარბაზის წევრებს ის საკითხები გააცნეს, რომელიც უახლოეს საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს.

"ხუნდაძის სათათბიროში", რატომღაც არავინ დაინტერესდა იმ ბარიერით, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში დააწესეს, რომლის გამოც, ადამიანებს საჯარო სხდომებზე დასწრების საშუალებაც არ ეძლევათ და ამით, კანონები ირღვევა.

_ საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის იდეა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობაა, მაგრამ თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მასზე დასწრების და აზრის გამოხატვის საშუალება არ მიეცემა, გამოდის, რომ დარბაზი უბრალოდ, თვალის ასახვევადაა შექმნილი. ამასთან, თუ დარბაზში დასასწრებ პირთა სია წინასწარაა შედგენილი და მხოლოდ მათ აქვთ დარბაზის სხდომაში მონაწილეობის უფლება, მაშინ ყოველივე ამას მოჩვენებით დემოკრატიამდე მივყავართ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...